ცხოვრების ილუზია (თავი 13)
02.10.2017, 23:07

თავი 13
"თქვენ დაუკავშირდით ალექს კარტერს,გთხოვთ დატოვოთ შეტყობინება"
ჩამესმოდა ყოველ ჯერზე როდესაც მის ნომერს ავკრეფავდი და ბოლო ორი საათი უშედეგოდ ვცემდი ბოლთას მისი სახლის წინ ,იმის იმედით რომ კარტერი თუ არა ბიძამისი მაინც გამოჩნდებოდა და როგორმე ჩემს დახმარებას შეძლებდა.ერთადერთ იმედს ჩემთვის ალექსის მეგობარი ტომასი წარმოადგენდა ,რომლის შესახებაც სახელის და გვარის მეტი არაფერი ვიცოდი,ვფიქრობდი მივმხვდარიყავი რა მიზნით დამიტოვებდა ქურთუკის ჯიბეში სამაჯურს რომლის ხსენებაზეც კი გამომეტყველება ეცვლებოდა ,რატომ მაიძულებდა მომერგო იმედგაცრუებული გოგოს როლი და შემდეგ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე გაუჩინარებულიყო,იმასაც ვუშვებდი რომ შესაძლოა სამაჯურით ჩემთვის რაიმე ნიშნის მოცემას ცდილობდა რომელიც ალბათ მარტივი ამოსახსნელი არ უნდა ყოფილიყო,იმის გათვალისწინებით რომ არაფერი ვიცოდი აქსესუარის შესახებ რომელსაც ბოლო დროს ალექსის გარდა სხვა ადამიანების ხელებზეც ვხედავდი.ქუჩაში გასულმა, ტაქსს ხელი დავუქნიე და გადავწყვიტე ძიება ამ საქმის ყველაზე მცირე რგოლიდან,მირანდადან დამეწყო,რომელიც მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით უწყინარ ბარმენს გავდა უცნაური ჩაცმის სტილით,ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ალექსს იცნობდა და ვისთან დაკავშირებაც შემეძლო.
-ბურბონის ქუჩა
ვუკარნახე მძოლს დანიშნულების ადგილი და ჩაფიქებულმა მანქანის მინას თავი მივადე.
-რამე პრობლემაა მის ?
მომიბრუნდა შუახნის კაცი ,როდესაც ფიქრებში წასულმა ამოვიხვნეშე და თმა უკან გადავიყარე.
-უკაცრავად, დიდი ხანია რაც ამ ქალაქში ცხოვრობთ ?
ვკითხე მძღოლს და საზურგეზე მიყუდებულმა წინ წავიწიე.
-აქ გავიზარდე
მიპასუხა კაცმა და მანქანა შუქნიშანთან გააჩერა.
-იქნებ იცოდეთ რატომ შეიძლება ატარებდეს მცხოვრებთა რაღაც ნაწილი ერთნაირ სამაჯურს და ყველა მათგანი შეშლილის შთაბეჭდილებას ტოვებდეს
ვიკითხე იმის იმედით,რომ შესაძლოა სცოდნოდა ან შემჩნეული ქონოდა მსგავსი რამ და პასუხს დაველოდე.
-ალბათ ახალი ჩამოსული ხარ ახალ ორლეანში,ამ ქალაქში კიდევ ბევრ მსგავს რამეს შეხვდები,განსაკუთრებით კი იმ კვარტალში სადაც ახლახანს მთხოვე წაყვანა.ჩამოსულები თვლიან რომ ბევრი ჩვენგანი ჯადოქარია,ნაწილი კი ყველაფერს კულტურასა და ისტორიას უკავშირებს.საერთო ჯამში ყველაზე მრავალფეროვან და შეშლილ ადგილას მოხვდით,მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს მიეჩვევით
თავაზიანად მიპასუხა მძღოლმა და სარკეში გამომხედა,ისეთი ვერაფრის თქმა შეძლო რაც აქამდეც არ მქონდა მილიონჯერ ქალაქის შესახებ ამოკითხული,ზერელე და დაზეპირებული ფრაზები რომლებიც ვერანაირად მაპოვნინებდნენ კარტერს.
-თქვენ რა მიზნით დაუტოვებდით თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ნივთს მხოლოდ რამდენიმე თვის გაცნობილ ადამიანს და შემდეგ უკვალოდ გაქრებოდით ?
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ისევ შევეკითხე მძღოლს და იმედი მქონდა რომ ახლა მაინც შეძლებდა ჩემთვის რაიმე რჩევის მოცემას.
-ალბათ სამახსოვროდ
დაუფიქრებლად მიპასუხა კაცმა და ქვედა ტუჩი გაურკვევლობის ნიშნად გადმოაბრუნა.
-და თუ ჩუმად ისე უტოვებთ ამ ნივთს რომ ვერავინ და მათ შორის ვერც ეს ადამიანი იგებს ამის შესახებ და მხოლოდ შემდეგ მოულოდნელად პოულობს მას თავის ჯიბეში ?
-იქნებ თავად იმ ადამიანისთვის დაგესვათ ეს კითხვები
დაბნეულმა ჩაილაპარაკა და დარწმუნებული ვარ ერთი სული ჰქონდა როდის მიმიყვანდა დანიშნულების ადგილამდე.
-იმისთვის რომ ეს კითხვები დავუსვა საჭიროა რომ ჯერ მისი ადგილმდებარეობა გავიგო
ჩავიჩურჩულე ჩემთვის ,თუმცა როდესაც სარკეში მისი მზერა დავაფიქსირე მივხვდი რომ ყველაერი გაიგონა ,მაგრამ როგორც ჩანს პასუხის გაცემას აღარ აპირებდა,როდესაც რამდენიმე წუთში მანქანა იმ ბართან შემიჩერა,რომელზეც ხელით ვანიშნე,ათ დოლარიანი ჯიბეში ჩაიდო და მომიბრუნდა.
-იმიტომ რომ მოგეძებნათ
საკუთარ თავში დარწმუნებულმა მიპასუხა,მადლობის ნიშნად გავუღიმე და მანქანის კარები ნელა მივხურე.
-მირანდა?!
კარებშივე შევეჩეხე ადამიანს ,რომლის სანახავადაც ქალაქის ბოლოში მომიწია გასვლა.
-შენ ალბათ ,ალექსის მეგობარი....
-სალი
შევახსენე ჩემი სახელი და თავაზიანად გავუღიმე.
-ორი დღის წინ ვუდუს მაღაზიაში რომ გაიპარე
ჩაილაპარაკა და ისეთი სახით ამომხედა,აშკარა იყო კიდევ ვერ გარკვია რატომ ვიყავი გაკვირვებული ამ ქალაქის კულტურით.
-ჩემი ცვლა დასრულდა,მაგრამ ბურბონის დასალევად თუ მოხვედი,ჯეკს ვთხოვ და აუცილებლად გაგიმასპინძლდება
დაამატა მოგვიანებით და შემდეგ ოთახში მდგარ,დაბნეულ ბიჭზე მიმანიშნა,რომელიც ბოთლებს ისეთი სახით აკვირდებოდა მაშინვე მიხვდებოდით რომ მუშაობა ახალი დაწყებული უნდა ჰქონოდა.
-სიმართლე გითხრა აქ შენთან სალაპარაკოდ მოვედი
მორცხვად ვუთხარი და ნერვიულობის ნიშნად ტუჩი მოვიკვნიტე.
-შემოდი,დავსხდეთ
გაკვირვებულმა მომმართა და შემდეგ ერთ-ერთი მაგიდისკენ გამიძღვა.ბოლო ვიზიტის შემდეგ ყველაფერი გაცილებით შეცვლილი მეჩვენა,არც ბენდი უკრავდა და არც ოთახი გადატვირთულიყო ნასვამი ხალხით ,რომლის ნაწილიც დარდს სასმელში იკლავდა,ნაწილი კი უბრალოდ ამ სანახაობით ტკბებოდა.ყველაფერი კი დარწმუნებული ვარ იმის ბრალი იყო რომ ჯერ მხოლოდ დილის 11 საათი ხდებოდა
-მირანდა,მაინტერესებს რამდენად კარგად იცნობ კარტერს
ჩავიჩურჩულე და გოგონას რეაქციას დაველოდე,რომელმაც ჯერ ჩაიღიმა ,შემდეგ თმაზე გაკეთებული უცნაური აბადოკი შეისწორა და თვალებგაბრწყინებულმა ამომხედა.
-საკმაოდ კარგად
თავდაჯერებულმა მიპასუხა და ხელის თითები ერთმანეთში ახლართა.
-იმდენად კარგად რომ მივმხვდარიყავი რომ აურზაური რაც შენდა კარტერმა იმ ღამეს ბარში მოაწყვეთ უბრალოდ სპექტაკლი იყო რომელიც ღმერცმა იცის ალექსს რაში სჭირდებოდა
დაამატა როდესაც ჩემი დაბნეული გამომეტყველება შენიშნა და თავისი სიტყვებიც მიმახვედრა რომ ამ ადამიანთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.
-ალექსს ,მისი ახალ ორლეანში გადმოსვლის დღიდან ვიცნობ,წარსულში ბევრად ახლო მეგობრობა გვქონდა,სიმართლე გითხრა ზოგჯერ ვფიქრობდი რომ ჩვენს შორის რაღაც ბევრად უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ გოგოსა და ბიჭის ძმაკაცობა,თუმცა მოგვიანებით ყველაფერი უმიზეზოდ ,თავისით აირია,კარტერთან ურთიერთობისას მსგავსი რამეებით არასდროს ხარ დაზღვეული ადამიანი,ჩამოვშორდით თუმცა რათქმაუნდა კავშირი არ გაგვიწყვიტავს,ახლა კი ვფიქრობ უბრალოდ ნაცნობები ვართ.
მოკლედ მომიყვა მირანდამ და შემდეგ მანიშნა რომ ჩემგან ელოდა იმის ახსნას თუ კონკრეტულად რაზე მსურდა მასთან საუბარი.
-იმ ღამის შემდეგ აღარ მინახავს,ტელეფონზეც მუდმივად ავტომოპასუხე ირთვება და ვიფიქრე გეცოდინებოდა სად შეიძლება მეპოვნა.
-მსგავსი რამეები კარტერისგან გასაკვირი სულაც არაა
სიცილით ჩაილაპარაკა და დავაპირე მისთვის სამაჯურის შესახებაც მომეყოლა თუმცა სანამ რაიმეს ვიტყოდი თავად დამასწრო.
-იქნებ ლუსისთვის გვეკითხა ?
-ლუსი...?
-გოგო რომელიც ალექსს უყვარდა,ან იქნებ ისევ უყვარს ,რას გაუგებს კარტერისნაირ ბიჭებს
ზერელედ ჩაილაპარაკა და გაიღმა,მე კი მაშინვე სკოლის ეზოში,ხის ქვეშ წარმართული დიალოგი ამომიტივტივდა.
"დიდი ხნის წინ ერთი გოგო მიყვარდა, ლუსი ერქვა "
როგორ სცადა ალექსმა ჩემი დამშვიდება როდესაც ახვლედიანი მედისონთან ერთად სკოლის ეზოში შევნიშნე,თუმცა თავად ვისურვე რომ ამ თემას არ შეხებოდა და ვუარყავი ის რომ გიორგი მიყვარდა.
-ჯეკ!
შეუტრიალდა მირანდა დაბნეულ ბიჭს,რომელიც მაგიდებიდან ჭიქებს ალაგებდა და ხელის მოძრაობით თავისთან იხმო.
-შენს ბიძაშვილთან საქმე მაქვს,სახლშია ?
ჰკითხა მირანდამ რითიც მივხვდი რომ ლუსი ამ ბიჭის ნათესავი უნდა ყოფილიყო და პასუხს დაველოდე.
-დედაჩემს მაღაზიის დალაგებაში ეხმარება
უპასუხა ბიჭმა და თვალით გზის გადაღმა მდებარე სუვენირების მაღაზიაზე მიანიშნა.
-წამოდი! 
მითხრა გოგონამ და სკამიდან წამოდგა, მორჩილად დავუქნიე თავი,დაბნეულ ბიჭს დავემშვიდობე და მირანდას უკან ავედევნე.
-მისის სპარქს
დაიძახა გოგონამ როდესაც ყუთების გადატვირთულ მაღაზიაში თამამად შეაბიჯა და დახლთან ჩამოხლურ ქალს მეგობრულად გაუღიმა.
-მირანდა ! რით დაგეხმარო
ფეხზე წამოდგა შუა ქნია ქალი,პატარა ნაკეთობების დახლებზე ამოლაგებას თავი ანება და ჩვენ მოგვიბრუნდა.
-ლუსის ვეძებთ
თამამად მიუგო გოგონამ და მივხვდი რომ ერთმანეთს საკმაოდ დიდიხანია იცნობდნენ.
-ლუსი ძვირფასო,გეძახიან
ხმამაღლა დაიძახა ქალმა და ჭაღარაშეპარული თმა,რომლის ნაწილსაც წაბსლიფერი საღებავი ფარავდა თმისამაგრით აიწია.
-გისმენ მამიდა
გვერდითა ოთახიდან თავი გამოყო საშუალო სიმაღლის გოგონამ კოსად აწეული ქერა თმით და მირანდას დანახვისას ჩვენკენ წამოვიდა,შემდეგ კი ხელით გვანიშნა რომ გარეთ გავსულიყავით.
-ლუსი,ალექს კარტერზე გვინდა საუბარი
ჩაილაპარაკა მირანდამ და გოგონას შეცბუნებული სახის დანახვისას მივხვდი რომ ამ თემაზე საუბარს ყველაზე ნაკლებად ელოდა.
-რაღაც საქმე გვაქვს და ხომ არ იცი სად შეიძლება რომ ვიპოვნოთ ?
აშკარა იყო მისთვის სიტუაცისს ახსნას არ აპირებდა ჩემი "მეგობარი" და პასუხის მიღება ზედმეტი საუბრის და კითხვების გარეშე სურდა.
-ერთ კვირაზე მეტია რაც არ მინახავს
დაბნეულმა ჩაილპარაკა ლუსიმ და გაურკვევლობის ნიშნად მხრები აიჩეჩა.
-მაშინ აღარ მოგაცდენთ,მოგვიანებით შეგეხმიანები
თავაზიანად დაემშვიდობა გოგონა და როდესაც დარწმუნდა რომ გოგონა თავი საქმეს დაუბრუნდა მე მომიტრიალდა.
-იქნებ ტომასისთვის გვეკითხა,რათქმა უნდა თუ იცი სად შეიძლება მისი პოვნა
იმედგაცრუებული უკანასკნელ იმედს ჩავეჭიდე.
-შენს გამოჩენამდე ცოტახნით ადრე ვნახე,მითხრა რომ ალექსს თუ ვნახავდი მისთვის რაღაც სულელური მზის სათვალეები გადამეცა.
ერთადერთი გზა რაც მრჩებოდა ეს იყო მირანდასთვის სამაჯურის შესახებ მომეყოლა,დარწმუნებული ვარ ისეთი ტიპაჟის ადამიანს როგორიც ეს გოგონა იყო აუცილებლად ეცოდინებოდა რაღაც რისი საშუალებითაც ოდნავ წინ წავიწევდი ,მაგრამ ვერ ვბედავდი იმ თემაზე ღიად საუბარს რასაც კარტერი ყოველთვის გაურბოდა.
-მაპატიე მაგრამ უნდა წავიდე,რამეს თუ გაიგებ ან თუ იფიქრებ რომ შენს დახმარებას შევძლებ შეგიძლია ამ ნომერზე დამიკავშირდე
ჩაილაპარაკა მირანდამ,შემდეგ ხელში დაჭერილი ტელეფონი სწრაფად გამომტაცა და თავისი ნომერი აკრიფა.
-მადლობა ყველაფრისთვის
მორცხვად ჩავილაპარაკე და მისი ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტის შეკვრას თვალი შევავლე.გოგონამ თავი დამიქნია,შემდეგ ერთი ღერი ფრთხილად ამოაძვინა და ზურგი მაქცია.
***
-მარიამ !
მოთმინებაგამოლეულმა მკაცრად წარმოვთქვი გოგონას სახელი,რომელიც უკვე ათი წუთია ჩუმად იჯდა და წიგნს ისეთი სახით ჩასცქეროდა თითქოს თავისი ნებით არ გადმოერეკა,გუშინდელი ამბის მოყოლას კი არაფრისდიდებით არ აპირებდა.
-ან თქვი რატომ შეგვაწყვეტინე მე და კვარაცხელიას საუბარი ან არადა გავთვიშავ
განვუცხადე და კაფეში ჩამომჯდარმა მუყაოს ჭიქიდან ცხელი ყავა მოვსვი.
-სკოლის ეზოში მწვანეთვალება შევნიშნე
როგორც იქნა ხმა ამოიღო და ნაწარმოები გვერდით გადადო.
-ვაპირებდი თავი ამერიდებინა ,როდესაც ლუკამ თავის მეგობრად წარმიდგინა ,იმ სულელმა კი წამოაყრანტალა საიდანაც მიცნობდა
ჩავიცინე, მარის ხელით ვანიშნე რომ დაწყნარებულიყო და საუბარი ისე გაეგრძელებინა.
-შემდეგ ?
-აღარაფერი ,ვუთხარი რომ მეჩქარებოდა და სახლი წამოვედი
-და მხოლოდ ამიტომ ხარ ასეთი გაბრაზებული ? ის მაინც აღიარე რომ მოგწონს 
-საიდან მოიტან ხოლმე
მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა და ლოგინიდან წამოდგა.
-იქიდან რომ მარიამი ,რომელსაც ვიცნობ ჩვეულებრივი ბიჭის გამო ნერვებს არასდროს აიშლის
ნიშნისმოგებით ვუპასუხე და გამარჯვებულმა ენა გამოვუყავი.
-მარიამ მგონი შეყვარებული ვარ
ჩავილაპარაკე როდესაც გოგონამ თვალები გაადტრიალა.
-თქვი შენც რაღაც სასწაული
-უნდა ნახო ამ კაფეში რა მაგარი მიმტანი მუშაობს
ჩავიჩურჩულე და ცალი თვალი წაბლისფერთმიანი მოსამსახურე პერსონალი ბიჭისკენ გავაპარე.
-იპოვნიდა ეხლა ვინმე ბარბის 
ჩაიბურტყუნა გოგონამ და ყავა დაისხა.
-ელენა,რაღაც საქმე გამომიჩნდა,შეგიძლია ნახევარი საათით შემცვალო ?
ყავის აპარატთან დაეყუდა წაბლისფერთმიანი ბიჭი და გოგონას რომელიც კრუასანებს თაროებზე ალაგებდა მომაჯადოებლად გაუღიმა.
-რათქმაუნდა
მორცხვად ჩაილაპარაკა მისი ღიმილით მოჯადოებულმა ელენამ.
როგორც მარი უწოდებდა "ბარბი",პერსონალებისთვის განკუთვნილ ოთახში გაუჩინარდა და რამდენმე წუთში როდესაც იქიდან თავისი ტანსაცმლით გამოვიდა წინანდელზე ბევრად სიმპათიური მეჩვენა.კარები ნახევრად ღია დატოვა რადგან მაჯაზე რაღაცის დამაგრებით გართულიყო,ხოლო როდესაც ორივე ხელით კაპიუშონი წამოიფარა მაშინვე ვიცანი სამაჯური რომელმაც თავი მთელ ამ ალიაქოთში ამომაყოფინა.სამაჯური რომელსაც სხვების მგსვასად ისიც მარჯვენა ხელზე ატარებდა.დაუფიქრებლად,ყველანაირი დამშვიდობების გარეშე გავუთიშე მეგობარს ტელეფონი და გადაწყვეტილება რომელიც სწრაფად მივიღე შეიძლება ცოტა გიჟურად ჟღერდა მაგრამ გამოსავლის გარეშე დარჩენილს სხვა გზა აღარ გამაჩნდა.სკამზე შემოკიდული ქურთუკი სწრაფად შემოვიცვი და კაფე "ბარბის" შემდეგ დავტოვე.
***
ცხოვრებაში პირველად ვცდილობდი იმ ადამიანისთვის მეთვალთვალა,რომელსაც შესაძლოა უნებლიედ ჩემს ყველა კითხვაზე პასუხი მხოლოდ თავისი მოქმედებით გაეცა,ამაში კი მას შემდეგ დავრწმუნდი როდესაც ტელეფოს ზარს უპასუხა და ვიღაცას უთხრა რომ მალე დანიშნულების ადგილას სხვა წევრებთან ერთად იქნებოდა.რამდენიმე ჩემთვის უცნობი ქუჩა ფრთხილად გავიარე,შემდეგ კი თავი გაცილებით საშიშ ადგილას ამოვყავი ვიდრე ეს ამ კვარტალის ძველი ქუჩები იყო,სასაფლაოებამდე მისულმა ფრთხილად გადაუხვია ერთ-ერთი ძველი შენობისკენ და სიფრთხილისთვის გარშემო მიმოიხედა.სწორედ მაშინ ვინანე მისთვის გაყოლა რომ გადავწყვიტე და ერთიანად კანკალმა ამიტანა,თუმცა დაწყებულ საქმეს ვერ მივატოვებდი,ერთადერთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი და კარტერს, რომელიც დარწმუნებული ვარ სამაჯურის დატოვებით ჩემთვის ცდილობდა მიენიშნებინა რომ მისი ძებნა დამეწყო იმედებს ვერ გავუცრუებდი.
-შეიძლება ასე უფრო უსაფრთხოდ ვიყო
ჩავიჩურჩულე როდესაც თავში ერთმა აზრმა გამიელვა და ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული ალექსის სამაჯური მაშინვე ხელზე მოვირგე,შემდეგ საკუთარ თავს შემოვუძახე და გზა რაც შემეძლო თავდაჯერებულმა განვაგრძე.
-დაგაგვიანდა
მკაცრად მიმართა ძველი ორსართულიანი სახლის უკანა ეზოში ჩამომდგარი სამი ბიჭიდან ერთ-ერთმა რომელსაც კუპრივით შავი თმა ჰქონდა და ჩაცმის სტილით დანარჩენებისგან აშკარად განსხვავდებოდა,ბიჭს არაფერი უპასუხია,მორჩილად მიუახლოვდა და გვერდით ამოუდგა დანარჩენებს.
სახლის ნახევრადჩამონგრეულ ღობეს ფრთხილად ამოვეფარე და ვიმედოვნებდი რომ აქ მათგარდა არავინ იქნებოდა.
-სტუმარი გვყავს
ირონიულად ჩაიცინა შავთმიანმა ,შემდეგ სახლისკენ შებრუნდა და ვიღაც ხელით თავიისთან იხმო.რამდენიმე წუთის მანძილზე არავინ გამოჩენილა,ისიც კი გავიფიქრე რომ თავი სრულიად სხვა ადგილას ამოვყავი და ეს უბრალოდ " ცუდი ბიჭების " შეკრება იყო,როდესაც ნაცნობი სილუაეტი დავლანდე და სტუმრად წოდებულ ადამიანში ალექს კარტერი ამოვიცანი,თუმცა ჩვენი ბოლო შეხვედრისაგან განსხვავბით ახლა სახეზე რამდენიმე ჩალურჯება და გადატყავებული მუშტები ამშვენებდა.
-აბა აპირებ გაგვიმხილო თუ არა ჩვენც შენი საიდუმლო
მშვიდად შეეკითხა ბიჭი და ხელით ჩუმად მყოფ დამსწრეებზე მიანიშნა.
კარტერმა რამდენიმე ნაბიჯი მისი მიმართულებით გადადგა,როდესაც საკმარისზე მეტად მიუახლოვდა ამრეზით ახედა და შემდეგ მოულოდნელად სახეში შეაფურთხა.
-ნაბიჭვარო
დაუყვირა შავგვრემანმა და სახეში ძლიერად დაარტყა.შეშინებულმა ორივე ხელი პირზე ავიფარე,ხოლო ალექსს რომელიც ცდილობდა კიდევ ერთხელ გაებრძოლა "უფროსის" წინააღმდეგ "ბარბი" და მისი კიდევ მეგობარი ძლიერად აკავებდნენ.
-სარდაფში
ბრძანება გასცა თუ არა "უფროსმა" ,კარტერი მაშინვე სახლის მიმართულებით გაათრიეს .
(ვიცი გამართლება არ აქვს ჩემს ამდენხნიან გაქრობას,მაგრამ დღეიდან იქიდან გამომდინარე რომ მოთხრობის ყველა თავი დაწერილი მაქვს ორ დღეში ან სამ დღეში ერთხელ აუცილებლად დავდებ,რადგან წინ ყველაზე ემოციური თავები გელოდებათ )
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 878 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar