ცხოვრების ილუზია (თავი 14)
10.10.2017, 10:10
თავი 14 
ნახევრადჩამონგრეული ღობის ძირას ვიჯექი და ჩემს თავში არსებული არეულობის მიუხედავად ვცდილობდი გამოსავალი მეპოვნა.ვერავის მივმართავდი დასახმარებლად,კიდევ ერთ ადამიანს ვერ ჩავითრევდი იმ საქმეში რომლის შესახებაც მეც არაფერი ვიცოდი,არც პოლიციისთვის შემეძლო დამერეკა და მომხდარის შესახებ მეცნობებინა,ისე მოვქცეულიყავი როგორც მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილი ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა.რამდენიმე წუთის წინ მოსმენილი მოკლე დიალოგის შემდეგ ვხვდებოდი რომ მათთან ერთად კარტერიც რაღაც დიდში და საიდუმლოებით მოცულ საქმეში იყო გარეული და პოლიციის მოყვანით შესაძლოა კი არ გამეთავისუფლებინა უარესს დღეში ჩამეგდო.ახლა როცა ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული ვერ ვხვდებოდი როგორ მოვქცეულიყავი,არ მქონდა იმის გარანტია რომ სახლში შესულს,მანამ სანამ ალექსის პოვნას შევძლებდი,არავინ გამომიჭერდა.იმის და გამო რომ წინა ეზოში რამდენიმე ბიჭს საუბარი გაება არ შემეძლო მთვარი კარით მესარგებლა,საბოლოოდ ჩამოშლილ ღობეს გადავაბოტე და უკანა ეზოსკენ ფრთხილად დავიძარი.მიტოვებული ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე რამდენიმე სილუეტი დავლანდე,რის გამოც იძულებული გავხდი რომ შიგნით შესასვლელად მეორე სართულის პატარა აივანი გამომეყენებინა.
-რას აკეთებ
შევეკითხე საკუთარ თავს სანამ კედელზე ასაძრომად პირველ ნაბიჯებს გადავდგავდი.
-ირმა გაგიჟდება!
ჩავიჩურჩულე და ფანჯრის ჩარჩოზე ავძვერი.
-არა გაგიჟდება კი არა მომკლავს,ნამდვილად მომკლავს !
ხელებით ჯერ აივნის ძირს შემდეგ კი მის მოაჯირს ჩავეჭიდე და ფრთხილად გადავძვერი.
-ჯანდაბა!
ჩავიბურტყუნე როდესაც ნახევრადჩამომპალი მინებიანი ხის კარები შევაღე და მტვრის გამო მაშინვე ხველა ამიტყდა.
-გული მიგრძნობს ალექსის პოვნამდე გამომიჭერენ
დიდი ცარიელი ოთახიდან,რომელიც ერთ დროს სავარაუდოდ საძინებლის ფუნქციას ასრულებდა შემზარავ ჰოლში გავედი,ერთადერთ ფანჯარაზეც კი საიდანაც მზის სხივს უნდა შემოეღწია რაღაც ძველი მატერია ჩამოეფარებინათ.აქა-იქ ჩამოხეული შპალერი და კედლებზე დამაგრებული ძველი სანათები თავს საშინელებათა ფილმში მაგრძნობინებდნენ,რომლის სცენარის მიხედვითაც წესით ამ სახლში სიკვდილი მელოდა.არ ვიცოდი როგორ მიმეღწია სარდაფამდე ,როდესაც ძველი ხის კიბე პირველივე ნაბიჯზე დაიჭრიალა.ცალი ხელით მოაჯირს ჩავეჭიდე და შემდეგი ნაბიჯი შედარებით ფრთხილად გადავდგი,მაქსიმალურად ვცდილობდი ფრთხილი და შეუმჩნეველი ვყოფილიყავი მაგრამ ჩემი ნაბიჯები სულ სხვა რამეზე მიმანიშნებდნენ.
-მარიამი რომ მხედავდეს ჩემთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტდა
მიუხედავად იმისა რომ მსგავსი ფრაზები სულაც არ მამხნევებდა,საკუთარ თავთან ლაპარაკი ერთადერთი იყო რითიც შემეძლო ჩემი ნერვიულობა გამომეხატა.
როდესაც ვიფიქრე რომ სამშვიდობოს გავედი და რამდენიმე საფეხურს საწრაფად ჩავივლდი ერთ-ერთ დამპალმა ფიცარმა მიმტყუვნა და იმის შიშით რომ არ დავცემულიყავი მოაჯირს მთელი ძალით ისე ჩავაფრინდი თითქოს ეს უკანასკნელი ისედაც მოლაყებული არ ყოფილიყო,შემდეგ კი მივხვდი რომ ვეღარაფერი შემაკავებდა სანამ იატაკზე მთელი ძალით არ დავეცემოდი,მაგრამ მოულოდნელად ჰაერში რბილად შევჩერდი და ჩემს წელზე შემოხვეული ვიღაცის ხელები ვიგრძენი.
-ბარბი..
ჩავიჩურჩულე როდესაც ბიჭის ლურჯ თვალებს შევეჩეხე და მაშინვე ვცადე მისი ხელებიდან თავი დამეღწია,რადგან იმაზე მეტად რომ დაცემისგან სიმპათიური ბიჭის მკლავებმა მიხსნა,ის მაღელვებდა როგორ დამეძვრინა თავი ამ სიტუაციდან,ანერვიულებულმა ტუჩის კუთხეში ვიკბინე და ჩემ წინ მდგარ ადამიანს ავხედე
-აქ რას აკეთებ ?
მკაცრად იკითხა და თვალი შემავლო.
-შენთვითონ რას აკეთებ ?
კითხვაზე კითხვით ვუპასუხე და ვცადე ძლიერი გოგოს სტატუსი მომერგო.
-დამცინი ?
ირონიულად ჩაილაპარაკა და ხელი მკლავზე ძლიერად ჩამჭიდა.ჯერ მის ხელს შევხედე ,შემდეგ კი შეცბუნებულმა ყურადღება ზღვასავით ლურჯ თვალებსა და ოდნავ მოშვებულ წვერზე გადავიტანე.
-აქ ახალი ვარ
შეშინებულმა ჩავიჩურჩულე და თავადაც არ ვიცოდი რას ვგულისხმობდი ან რამდენად გაჭრიდა ჩემი სიტყვები "ბარბიზე",თუმცა თავის დასახსნელად უკეთესი რამის მოფიქრება რომ არ შემეძლო ზუსტად ვიცოდი.ბიჭმა უნდობლობით აღსავსე მზერით შემათვალიერა,შემდეგ ქურთუკის მაჯა ფრთხილად ამიწია და როდესაც მარჯვენა მკლავზე გაკეთებულ ალექსის სამაჯურს შეხედა ხელი მაშინვე გამიშვა.გამარჯვებულის მზერით ავხედე ,შემდეგ კი დიდ შესასვლელს თვალი შევავლე.
-რა ხდება? თქვა რამე ?
ზიზღით ვიკითხე და ვცადე მისთვის ალექსის შესახენ ინფორმაცია ისეთი წინადადებებით გამომეტყუა რომლის შინაარსსაც თავადაც ვერ ვხვდებოდი."ბარბიმ" გაკვირვებულმა ამომხედა,ტუჩები გაილოკა და ორივე ხელით ოდნავ გრძელი წაბსიფერი თმა გადაიწია.
-ის ნაძირალა ხმის ამოღებას არ აპირებს,აღარ შემიძლია ყოველ საათს მის შესამოწმებლად სარდაფში სიარული და საკეტების თრევა.
დაღლილმა ამოხვნეშა და მაშინვე შევნიშნე მის შარვალზე დამაგრებული გასაღებების ასხმა.
-დასვენებაზე რა აზრის ხარ ?
სრულიად შეცვლილი ხმით მკითხა და სწორედ ისე გამიღიმა,როგორც ეს რამდენიმე საათის წინ ელენას დასაყოლიებლად გააკეთა,არაფერი ვუპასუხე ,ზედმეტი ფიქრისა და გამოსავლის ძებნის გარეშე გადავწყვიტე დინებას გავყოლოდი,რადგან ერთადერთი რაც ვიცოდი იყო ის რომ სარდაფის გასაღები ხელში რაც შემეძლო სწრაფად უნდა ჩამეგდო.
-გამომყევი
ჩაიჩურჩლა,ირგვლივ მიმოიხედა ,ხელი ჩამავლო და ერთ-ერთი ოთახისკენ გამიძღვა.
-იქნებ ცოტახანი მოგვეცადა ,გამახსენდა რომ რაღაც საქმეზე ვარ წასასვლელი
აკანკალებული ხმით წარმოვთქვი ,როდესაც გავიაზრე რასაც აპირებდა და იმ შემთხვევაში თუ ჩემთან მოახლოებას გადაწყვეტდა თავის დაღწევას ვეღარ შევძლებდი.
-საქმე მოიცდის
ირონიულად ჩაილაპარაკა შემდეგ ხელით კედლისკენ მიბიძგა და ზედ ძლიერად ამაკრო.შეშინებული და დაბნეული ვცდილობდი თავის დასახსნელი მიზეზი რაც შემეძლო სწრაფად მომეფიქრებინა და ტყუილად ვათვალიერებდი დაცარიელებულ ოთახს იმის იმედით რომ რაიმე ხელჩასაჭიდს ვიპოვნიდი.ნიკაპზე შემეხო და თავი მისკენ ფრთხილად შემატრიალებინა.
-ძალიან მეჩქარება
ამოვილუღლუღე და ვცადე უკანასკნელად მეცადა მისთვის თავის არიდება.
-ვერ მეტყვი რა საქმე გაქვს ასეთი ?
ჩაიჩურჩულა და სახე ჩემთან ახლოს მოწია.მისი სუნთქვა კანზე მეცემოდა და საოცარ ზიზღს მგვრიდა.უმწეო ბავშვივით ამოვიკრუსუნე და მივხვდი რომ ვეღარ შევძლებდი ყელში მობჯენილი ბურთის გადაყლაპვას.
"იფიქრე სალომე,იფიქრე"
ვიმეორებდი გონებაში და თავის დასახსნელად ერთ საშუალებასაც ვერ ვფიქრობდი.თვალები დავხუჭე როდესაც ლოყაზე მისი ტუჩები შემეხო და შემდეგ ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ცრემლი ახურებულ სახეზე,გული გამალებით მიცემდა და ალბათ ცალი ხელით კედელზე რომ არ ვყოლოდი მიბჯენილი ფეხები მომეკეცებოდა.
-ხმა...გარეთ მგონი...
-ჩუმად!
შემაწყვეტინა და თითი ტუჩებზე მომადო.
-მართალს გაეუბნები გარეთ....
აჭრილი ხმით შევეცადე ამეხსნა მისთვის რომ გარეთ შესაძლოა ვიღაცეები ჩხუბობდნენ,რაზეც ერთ-ერთი ბიჭის ხმამაღალი გინება მიგვანიშნებდა.ქურთუკის ელვაშესაკრავს შეეხო და ქვევით ფრთხილად ჩასწია,შემდეგ ხელით კისერზე ჩამოყრილი თმა გადამიწია და ის იყო სახე ახლოს უნდა მოეტანა რომ გასროლის ხმა გაისმა,რასაც ვიღაცის განწირული ყვირილი მოყვა.
-Shit !
იყვირა "ბარბიმ" ხმამაღლა და ყურადღება მაშინვე ჰოლში გამავალ ღია კარებზე გადაიტანა.შეშინებულმა მისი უყურადღებობით ვისარგებლე და წელზე ხელი ფრთხილად შევახე.
-მოიცადე!
ჩაიჩურჩლა და ის იყო გასასვლელისკენ დაძვრას აპირებდა რომ სწრაფად ჩავაცურე ხელი შარვლის საქამრემდე,მასზე დამაგრებული გასაღებების ასხმა გამოვგლიჯე და მუხლი ფეხებშორის ძლიერად ამოვარტყი.
-შენი დედაც !
იყვირა განწირული ხმით და მიუხედავად იმისა რომ ნახევრად ჩაკეცილი იყო სცადა გამომკიდებოდა.შეშინებულმა და ასევე ბედნიერმა იმით რომ მისგან თავის დახსნა გასაღებთან ერთად მოვახერხე გვერდითა ოთახში გავვარდი და კარები შიგნიდან გადავკეტე,ამ ყველაფერს კი მალევე იარაღის კიდევ ერთხელ გასროლაც მოყვა.აცახცახებული ფრთხილად მივედი ფანჯარასთან ,მასზე ჩამოკიდული ძველი ,ერთ დროს თეთრი ფარდა ფრთხილად გავწიე და ეზოში გავიხედე.შესასვლელი რამდენიმე მერსედესის მარკის მანქანას გადაეკეტა და დავინახე როგორ მოდიოდნენ იარაღიანი ბიჭები სახლისკენ ისე რომ სახის დაფარვასაც არ ცდილობდნენ.
-ძუკნავ!
იყვირა "ბარბიმ" გვერდითა ოთახიდან და კარებს კიდევ ერთხელ ძლიერად დაარტყა.თავის დასახსნელად ამ ოთახის კიდევ ერთი კარით ვისარგებლე რომელიც როგორც წესი სამზარეულოში გასასვლელი უნდა ყოფილიყო და ვცადე სარდაფის შესასვლელამდე მიმეღწია რომელიც ჩემი ვარაუდით კიბის ქვეშ უნდა ყოფილიყო მოთავსებული,იმის გათვალისწინებით რომ ბიჭი ჩემს დასაჭერად მოულოდნელად გამოჩნდა.სამზარეულოში გასულმა ყველა გასასვლელი შეძლებისდაგვარად ჩავკეტე და შემდეგ იმაზე ფიქრი დავიწყე როგორ ჩავსულიყავი ისე რომ თავი იარაღიანი ბიჭებით გადატვირთულ ჰოლში არ ამომეყო,ამავდროულად იმასაც ვხვდებოდი რომ ადრე თუ გვიან ისინი აქ შემოღწევასაც შეეცდებოდნენ.
-ძველი სახლია,ალბათ ერთი საუკუნის მაინც იქნება
ჩავიჩურჩულე და ძველ კარადებს თვალი შევავლე.
-ჩემი სახლიც ძველი სტილითაა ნაგები,რაც იმას ნიშნავს რომ აქ საკუჭნაო უნდა იყოს
გავიფიქრე და შემდეგ ძველი ხის კარს მთელი ძალით დავეჯაჯგურე,ხოლო როდესაც მისი გამოღება შევძელი კიბეებს ფრთხილად ჩავუყევი.
-კარადები..თაროები..
-კარები!
შევყვირე გახარებულმა როცა ოთახის ბოლოში კიდევ ერთ გასასვლელს მივაგენი და ახლა დარწმუნებული ვიყავი რომ ეს აუცილებლად სარდაფში გადიოდა.გავიგონე როგორ შემოვარდნენ სამზარეულოში ,რასაც მალევე გასროლის ხმა მოყვა,ვხვდებოდი რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი მქონდა იმისთვის სანამ საკუჭნაოს საშუალებით ისინიც სარდაფში ჩემთან ერთად გამოვიდოდნენ.კარებს მიღმა არსებულ რამდენიმე კიბე სწრაფად ჩავირბინე და შემდეგ ნესტიან,ჩაბნელებულ და ვიწრო ჰოლს ფრთხილად გავუყევი.
-როგორ უნდა გაძლოს აქ ადამიანმა
ზიზღით წარმოვთქვი და მობილურის საშუალებით ვცადე იქაურობა გამენათებინა,რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კი მივაღწიე ოთახამდე რომელსაც ერთ დროს აქ მცხოვრებლები ალბათ გასათბობი სისტემის დასამონტაჟებლად იყენებდნენ,რკინის კარებს ფრთხილად მივუახლოვდი და შემდეგ ქურთუკის ჯიბიდან გასაღებების ასხმა ამოვიღე.
-მოდიან
ჩავიჩურჩულე როდესაც საკუჭნაოს კარების ჩამტვრევის ხმა მომესმა და გასაღებებიდან ერთ-ერთი საკეტს ფრთხილად მოვარგე.
-მეორე..
-მესამე..
-ნეტავ ვიცოდე რაში იყენებს ამდენ გასაღებს
იმედგაცრუებულმა წარმოვთქვი და აკანკალებული ხელებით მეოთხე გასაღების კარებისთვის მორგება ვცადე.
-მალე ,სალომე!
შემოვუძახე ჩემს თავს და საკუჭნაოდან გასროლის ხმა მომესმა.
-ჯანდაბა !
ვიყვირე და კიდევ ერთხელ შევცვალე გასაღები,შემდეგ კი როდესაც დავრწმუნდი რომ ნამდვილად ამ კარის იყო რამდენჯერმე გადავატრიალე.
-ალექს!
ვიყვირე და რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი,შემდეგ კი გავიაზრე რომ იმ შემთხვევაში თუ აქ კიდევ ერთ საფრთხეში აღმოვჩნდებოდი,თავის დასაცავად უბრალო დანაც კი არ გამაჩნდა.
-ვინ კეტავს ადამიანს ასე ტყვესავით
აღშფოთებულმა წარმოვთქვი ,როდესაც ბნელი ოთახის ბოლოში ძირს ჩამომჯდარი სილუეტი დავლანდე ,მანამ სანამ ჩემს ცნობასა და ფეხზე წამდოგომას შეძლებდა მისკენ სწრაფად გავიქეცი და გახარებულმა ხელები ძლიერად მოვხვიე.
-სალომე!
სიცილით ჩაილაპარაკა ,როდესაც მოვცილდი და თვალი რამდენჯერმე შემავლო იმაში დასარწმუნებლად რომ ნამდვილად მე ვიყავი.
-ამ გოგონაზე ვლაპარაკობდი მე
ამაყად ჩაილაპარაკა და შემდეგ ფეხზე ფრთხილად წამოდგა.
"ნუ ცდილობ დამალო ის რაც შენშია"
თავში გამიელვა მისმა სიტყვებმა და გაუაზრებლად გავიცინე,თუმცა როდესაც კარებისკენ გავიხედე და ჩვენკენ მომართული იარაღი შევნიშნე აკანკალბული მაშინვე კედელს ავეკარი.
-ჩემთან არის!
თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა კარტერმა და საშუალო სიმაღლის ბიჭს ხელით ანიშნა რომ გაჩერებულიყო.
-რამდენი წუთი გვაქვს ?
კითხა მოგვიანებით და მისკენ ნელა დაიძრა.სიტუაცია ყოველ წუთს უფრო და უფრო გაურკვეველი ხდებოდა ჩემნაირი ადამიანისათვის და მხოლოდ ისღა დამრჩენოდა ახლა ალექსთან ერთად მემოქმედა.
-დაახლოებით ერთ წუთში ყველანი აქ იქნებიან და არამგონია რომელიმე ჩვენგანმა გაღწევა შეძლოს
თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა უცნობმა და მაჯის საათზე დაიხედა.შემდეგ კარტერმა ხელით რაღაც ანიშნა და მანაც მაშინვე გაუწოდა ქამარზე დამაგრებული ჩასადებიდან ამოღებული იარაღი.
-წავედით !
მომიბურნდა,იარაღი გადატენა და გასავლელისკენ დაიძრა.სწრაფად გაიარა ვიწრო ჰოლი,გზადაგზა კი უკან იყურებოდა და ამოწმებდა ისევ მივდევდი თუ არა ,ხოლო როდესაც შესასვლელში იმ გასასვლელიდან ავედით რომლითაც "ბარბი" სარგებლობდა თვალი მოვკარი კიბეებთან ჩაკეცილ ბიჭს.გაუაზრებლად მოვშორდი კარტერის ზურგს და სირბილით დაჭრილისკენ დავიძარი.
-ისუნთქე ,ყველაფერი კარგად იქნება
ჯერ კიდევ გონზე მყოფის გამხსნევებას შევეცადე და მუცელზე არსებულ ჭრილობაზე ორივე ხელი ძლიერად დავაჭირე,იმის იმედით რომ სისხლდენის შეჩერებას შევძელბდი.
-სალომე!
დამიყვირა კარებთან მყოფმა კარტერმა როდესაც "ბარბისთან" ჩამუხლური შემნიშნა და გაბრაზებული ჩემკენ დაიძრა.
-მიყურე ,ეცადე თვალები არ დახუჭო
ვუთხარი ბიჭს და ალექსის ხელი მაჯიდან მაშინვე მოვიშორე.
-უნდა წავიდეთ !
-დაჭრილია !
-სალომე!
-ვერ დავტოვებთ !
-შენც მაგის გვერდით მოკვდები !
-ალექს!
-წამოდი !
იყვირა კარტერმა და ხელი მკლავზე ძლიერად ჩამჭიდა,თუმცა მისი ხმა მალევე იარაღების ხმამ დაფარა და შეშინებულმა მაშინვე თვალებში შევხედე.
-ჯანდაბა !
ჩაიდუდღუნა ბიჭმა,შემდეგ კი ორივე ხელი ძლიერად ჩამავლო და ძირს დაგდებულ ბიჭს სწრაფად მომაშორა.
-ვერ გავალთ,მეორე სართულზე წამოდი 
კიბეებისკენ დაიძრა და მკლავზე ძლიერად ჩავლებული ხელით მეც თან გამათრია.უკანასკნელად უკან რომ მივიხედე დავინახე როგორ შემოგლიჯეს ისედაც ნახევრად დახვრეტილი ხის კარები ,შემდეგ კი ალექსმა ერთ-ერთ ოთახში ძლიერად შემაგდო.
-ფანრჯიდან გადაძრომას შეძლებ ?
დაეჭვებით იკითხა და ეზოში გადაიხედა.
-შენი აზრით როგორ შემოვედი
სიცილით ვკითხე,შემდეგ რაფაზე დავდექი და ფრთხილად ქვევით ჩავძვერი,როდესაც დავრწმუნდი რომ ძირს დახტომას შევძლებდი ხელები მაშინვე შევუშვი.
-სასაფლაოებისკენ წამოდი
წამომეწია ალექსი და როდესაც ღობეს მივუახლოვდი ძირს მოულოდნელად დამაგდო,შემდეგ კი იარაღი სახლის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა.
-მხოლოდ წინ ირბინე,არსად გადაუხვიო,სასაფლაოს ღობეს გაუყევი 
ჩაიჩურჩულა და ხელით პატარა გასაძრომისკენ მანიშნა,აცახცახებული სწრაფად გავძვერი ეკლიან ბუჩქებში და შემდეგ სირბილით კარტერის მიერ ნასწავ გზას გავუყევი,როდესაც დავრწმუნდი რომ უკან,რამდენმე მეტრში ალექსიც მომდევდა ნაბიჯს შევუნელე.ბოლოში გასულმა ერთ-ერთი აკლდამისკენ გადაუხვია და თავის მოტოციკლეტს ამაყად გახედა.
-ნაბიჭვრები,მოგვდევენ
ჩაიჩურჩულა როდესაც გასროლის ხმა შედარებით ახლოდან გაისმა და მოტოზე სწრაფად შემოჯდა,დაუყოვნებლივ მოვუჯექი უკან და შეშინებულმა ხელები ძლიერად მოვხვიე.მის ზურგზე თავდადებულს,ძრავის ხმა ყურებში ჩამესმა და ადგილს ელვისისწრაფით მოვწყდით.
***
როდესაც სვლას შეუნელა მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ საფრთხე აღარ გვემუქრებოდა და ხანგძლივი მგზავრობის შემდეგ თვალების გახელაც შევძელი.ნაცნობ ქუჩას თვალი მოვავლე და მალევე მისი სახლის წინ შევჩერდით.
-სახლში რატომ არ წამიყვანე 
ჩავიჩურჩულე და მოტოციკლეტიდან ფრთხილად გადმოვედი.
-ასეთი ?
სიცილით ჩაილაპარაკა და ჭუჭყსა და სისხლში ამოსვრილ ჩემს ტანსაცმელს თვალი შეავლო.
-ჩემი მშობლები სახლში მაინც არ არიან
-წამოდი
ჩუმად მიპასუხა,შემდეგ ხელი ჩამავლო და სახლისკენ გამიძღვა.
-შენი აზრით გადარჩებოდა ?
აკანკალებული ხმით ჩავილაპარაკე როდესაც ალექსსმა ქოთანში დამალული გასაღებიც კარები გააღო და სახლში შემიძღვა.
-არ ვიცი 
ცივად მიპასუხა და ხელით მანიშნა რომ კიბეებზე ავსულიყავი,მისი ხმის ტონით მივხვდი რომ ამ თემაზე საუბარი არ სურდა რაც ალბათ იმისგან იყო გამოწვეული რომ ლამის ჩემი საქციელის გამო ჩვენც "ბარბის" გვერდით აღმოვჩნდით და შემდეგ ერთ-ერთი ოთახის კარები ფრთხილად შეაღო.
-სტუმრების ოთახია,აბაზანაც გვერდით გაქვს,შხაპი მიიღე და იქამდე ვეცდები რამე ისეთი მოვნახო რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობ
-მადლობა
ჩავიჩურჩულე და ოთახში ფრთხილად შევედი.
ალექსმა თავაზიანობის ნიშნად თავი დამიქნია და შემდეგ კარები გაიხურა.
არამარტო ფიზიკურად არამედ ემოციუარადაც გადაღლილი ნელი ნაბიჯით აბაზანისკენ დავიძარი და როგორც კი მისი კარები შევხსენი მაშინვე თვალში მომხვდა სარკეში დანახული საკუთარი თავი.ქურთუკი გავიხადე და ძირს მოვისროლე,შემდეგ ნიჟარას დავეყრდენი და სისხლით გასვრილ ლოყასა და შუბლს სარკეში შევხედე.
-სალომე!
მაშინვე ჩამესმა ყველა იმ ადამიანის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი რომლებსაც ახლა ასეთ მდგომარეობაში რომ ვენახე იმედგაცრუებულები ზურგს მაქცევდნენ."ბარბის" სისხლი ამოსვილ ხელებს დავხედე და ვიგრძენი როგორ მომაწვა მთელი დღის მანძილზე განცდილი ემოციების ნაკადი ერთად,ყელში მობჯენილ ბურთს წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი და როდესაც ყველა კადრმა ერთი მეორის მიყოლებით ჩემ თვალწინ გაირბინა ,ღონემიხდილი სააბაზანოს კედელთან ჩავიკეცე.
-გეგა,ნეტავ ახლა შენთან ყოფნა შემეძლოს
ჩავიჩურჩულე და ლოყაზეწასმულ სისხლს მაშინვე შეერია ჩემი ცრემლებიც.არასდროს,აქამდე არასდროს მეგრძნო თავი ასე უსუსურად გეგას დაკარგვის შემდეგ,ისიც კი არ ვიცოდი რის გამო ვტიროდი, იმიტომ რომ გაუპატიურებას ძლივს გადავურჩი თუ იმიტომ რომ სიკვდილს თვალებში ჩავხედე,ან იქნებ ყველაფერი იმის ბრალი იყო რომ პირველად ვიგრძენი როგორ მაკლდა ახლა უფროსი ძმის გვერდში დგომა,იმ ადამიანის რომელიც რაც არ უნდა ცუდი მხარე გამომევლინა ხელს არასდროს მკრავდა.
საძინებლის კარები ფრთხილად შემოხსნა ალექსმა და ტანსაცმელი ლოგინზე დაალაგა,უკან გაბრუნებას აპირებდა როდესაც სააბაზანოს ღია კარები შენიშნა და ნელი ნაბიჯით ჩემკენ დაიძრა.
-სალომე!
ჩაიჩურჩულა ჩემი სახელი და მის ხმაში იმედგაცრუების მაგივრად სინანული შევნიშნე.ბიჭმა ღრმად ამოისუნთა და შემდეგ ჩემს გვერდით ფრთხილად ჩამოჯდა.
-ძმა მყავდა,გეგა ერქვა...
ჩავიჩურჩულე ძალაგამოცლილმა და შემდეგ არ ვიცი რატომ მაგრამ მისთვის გეგას მთელი ისტორიის მოყოლა დავიწყე.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 899 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar