ცხოვრების ილუზია (თავი 3)
22.06.2017, 14:58
თავი 3
ერთდოულად განცვიფრებული,დაბნეული და შეიძლება ითქვას რომ შეშინებულიც ვიყავი.ხმის ამოღება არ შემეძლო ,რადგან ვხვდებოდი უბრალო სიტყვებზე მეტი დამჭირდებოდა თავის გასამართლებლად.ისიც კი არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ყველაფერი ისე რომ ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეჰპარვოდა.ახვლედიანის ჩემკენ მომართულ იმედგაცრუებულ მზერას კი დიდხანს ვერ გავუძლებდი .ის რომ ჩემგან ყველაფრის ახსნას ელოდა ძნელი მისახვედრი არ იყო,წინააღმდეგ შემთხვევაში არ იდგებოდა დაა არ დაელოდებოადა როდის ამოვიღებდი ხმას.არ მსურდა ჩვენი კამათის მიზეზი ის ბიჭი გამხდარიყო რომელსაც საკუთარი ცხოვრების მართვაც კი არ შეეძლო.
-უნდა ვილაპარაკოთ
გამბედაობა მოვიკირიბე და ჩუმად ჩავილაპარაკე.
-მაგრამ არა აქ!
დავამატე როდესაც სკოლის ავტოსადგომს შევათვალიერე და ჩვენგან არც ისე შორს ,ერთ-ერთ მანქანაზე მიყუდებული ალექსი შევნიშნე.თვალებში მიყურებდა და არ აპირებდა ეთვალთმაქცა რომ რეალურად ჩემი თვალთვალის მაგირად სხვა საქმით იყო დაკავებული.
-ჩაჯექი
მითხრა გიორგიმ და მანქანის კარები გამიღო.
***
იატაკზე დაგდებულ ზურგჩანთას და იქიდან გადმოცვენილ ნივთებს ბოლო რამდენიმე წუთის მანძილზე თვალს არ ვაშორებდი.ნინა ლოგინზე ჩამომჯდარიყო და ელოდა როდის შევიცვლიდი აზრს ჩემს წასვლასთან დაკავშირებით.არ ჩქარობდა საუბის დაწყებას,ყოველთვის ასე იქცეოდა როცა ხვდებოდა რომ გადაწყვეტილების მისაღებად დრო მჭირდებოდა."ისიც" აღარ მესაუბრებოდა,ალბათ ელოდა არჩევანს როდის გავაკეთებდი.ელოდა ჩემს რომელ მხარეს დავუჯერებდი.წარსულში შეძენილი მტრების გამო ოთახში ჩავიკეტებოდი და დასაფლავებაზე არ წავიდოდი თუ უბრალოდ ავდგებოდი და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიქნებოდი ის გამბედავი ადამიანი რომელსაც ჩემში ხედავდა.უკანასკნელი შანსი მქონდა იმის დასამტკიცებლად რომ იმედები არ გავუცრუე,რომ ადამიანი რომელსაც ენდობოდა რეალური იყო.არაფერს ამბობდა, მე კი ვგრძნობდი როგორ მენატრებოდა მისი ხმა,სისულელე მოეყოლა მაგრამ ელაპარაკა, ესეც მეყოფოდა გამბედაობის მოსაკრეფად და იმაში დასარწმუნებლად რომ მარტო არ ვიყავი.
ოთახის კარი ვიღაცამ შემოხსნა.არ ვიცი რისი იმედით გავიხედე სტუმრისკენ,ალბათ გონების სირღმეში იმასაც ვუუშვებდი რომ შესაძლოა ის ყოფილიყო.თუ მელაპარაკებოდა იქნებ მოსვლაც შეეძლო, იქნებ შეეძლო უკანასკნელად ჩამხუტებოდა და ეთქვა რომ იმედები არ გავუცრუე.
-გიჟდები
ვუთხარი ჩემს თავს როდესაც კარებში მარიამი დავინახე და მზერა ისევ ზურგჩანთაზე გადავიტანე.დარწმუნებული ვარ იმდენად საშინლად გამოვიყურებოდი რომ ჩემი დანახვისთანავე კარებთან შეჩერდა და ნაბიჯი არ გადმოდგავს ?
-შენ დაურეკე ?
ვუსაყვედურე ნინას და ცალი თვალი კარებისკენ გავაპარე.არაფერი უპასუხია,რაც იმას ნიშნავს რომ მართალი ვიყავი.
-მიდი !
გამბედავად ვუთხარი მარიამს და ფეხზე წამოვდექი.
-ყველნაირ გაკიცხვას ავიტან,თქვი რომ არ უნდა ვტიროდე,რომ ის ჩემს ცრემლებს არ იმსახურებს,ისიც გამახსენე რამდენი შეცდომა დაუშვა!
გოგონა არ იძვროდა,კედელთან გაშეშებულიყო და ისეთი თვალებით მიყურებდა თითქოს სიკვდილ მისჯილ ადამიანს უცქერდა.
-მეჩხუბე ! მიყვირე! ყველაფერს ავიტან და თუ გინდა იმასაც გეტყვი რომ მართალი იყავი
თითქოს მინდოდა ვიღაცას ყველა იმ გრძნობსთვის დავესაჯე რომელსაც ახლა განვიცდიდი ,პასუხი მოეთხოვათ ჩემი თითოეული ნაბიჯისთვის,იმისთვის რომ გავიცანი,ახლოს მოვუშვი,შევიყვარე და შემდეგ გავუშვი.ეყვირათ იმის გამო რომ ბედნიერება და მშვიდ ცხოვრება მინდოდა.შემდეგ ოთახში ჩავეკეტე და უფლება არ მოეცათ კიდევ ერთი შეცდომა დამეშვა.
-ვწუხვარ
როგორც იქნა ხმა ამოიღო,კედელს მოშორდა და მიმიხუტა.
***
ქალაქის გასასვლელში,ტყის ნაპირას შეჩერებულ მანქანაში ვისხედით და უხერხულ სიჩუმეს მხოლოდ წვიმა და დაბალ ხმაზე ჩართული ჯექსონის you are not alone არღვევდა.ვერ ვიტყვი რამდენად სჯეროდა იმის,რის მოყოლასაც მთელი საათი მოვანდომე.შევეცადე ყველაფერი დაწვრილებით ამეხსნა, მოლის გაცნობიდან დაწყებული ჩემი და კარტერის ბოლო შეხვედრით დამთავრებული.საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა.იჯდა და ხელში იმ სამაჯურს ათამაშებდა რომელმაც შეძლო და ჩვენს ურთიერთობაში ეჭვი შეატანინა.ჩემკენ არც კი იხედებოდა.უბრალოდ მინდოდა ხმა ამოეღო,თუნდაც ყველაზე საშინელი სიტყვებით მოემართა ,ელაპარაკა ოღონდ ასე ნუ იჯდებოდა.სიჩუმე რომელიც სულ უფრო და უფრო დამთრგუნველი ხდებოდა,წვიმა და ჯექსონის სიტყვები რომლის გაგონებისასაც ტანში ჟრუანტელი მივლიდა.
„Something whispers in my ear and says,that you are not alone…I am here with you”
ჩამესმოდა ყოველ ჯერზე როდესაც მისკენ თვალს გავაპარებდი და საუბრის წამოწყებას შევეცდებოდი.არ ვიცი კიდევ რამდენხას გასტანდა ჩემი მოთმინება რომ ბოლო ხმაზე არ მეყვირა,ჯიუტი ბავშვივით მანქანიდან არ გადავმხტარიყავი და სახლის გზას ფეხით დავდგომოდი,მიუხედავად იმისა რომ ამ ქალაქში ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულიყავი.
„you’re always in my heart”
წინადადება,რომელიც ყველაფერს ჩემს მაგივრად ამბობდა.თავი მანქანის მინას მივადე და ვცადე დავმშვიდებულიყავი.სიმღერის დასრულება და ჩემს ლოყაზე ცრემლის ჩამოგორება ერთი იყო.ტუჩები ერთმანეთს რაც შემეძლო ძლიერად დავაჭირე და ვცადე თავიდან ამომეგდო იმაზე ფიქრი რომ ერთადერთ ადამიანს რომელიც გამაჩნდა,იმ ბავშვების გამო ვკარგავდი რომლთა უმეტეს ნაწილს არც კი ვიცნობდი.
-არ იფიქრო რომ ოდესმე მიგატოვებ
ახლა უკვე გიორგის ხრინწიანი ხმა ჩამესმა.მისი სიტყვების გაგონებისას ერთიანად მოვდუნდი და ჩემს სხეულზე კონტროლი დავკარგე,თავში კი სიხარულისგან გამოწვეულმა არეულობამ დაისადგურა.გული ამიჩუყდა და თავის შეკავება ვეღარ შევძელი.ვიგრძენი როგორ შემეხო ცერა თითით ლოყაზე და ჩამოგორებული ცრემლი ნაზად მომაშორა.თვალი მისკენ გავაპარე,სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და ისეთი თვალებით მიყურებდა შეუძლებელია თავი მშვიდად არ გეგრძნო.
-ალექსს წლებია ვიცნობ,კარგად ვიცი რაზეა წამსვლელი და რისი გაკეთება შეუძლია,იმასაც ვხვდები რომ შენში ეჭვი არ უნდა შემეტანა.თავის მართლებას არ ვცდილობ,უბრალოდ ყველაფერი აირია და როდესაც ამ ამბის ვერც დასაწყისის და ვერც დასასრულის პოვნა ვერ შევძელი იმაზე დავიწყე ფიქრი რომ შესაძლოა კარტერს საკუთარ ბრჭყალებში მოექციე.
თავჩახრილმა ჩაილაპარაკა და კალთაში ჩადებული სამაჯური გამომიწოდა.ნივთი რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცოდი საჩუქარი იყო თუ ალექსისთვის სატყუარა ჩემთვის მხოლოდ ცუდ ამბებთან ასოცირდებოდა,ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე და ჩაწეული ფანჯრიდან მანამ მოვისროლე სანამ ჩემი მეგობარი რაიმეს თქმას მოახერხებდა.
-ალბათ ასე უკეთესია
ჩაილაპარაკა,ღვედი გადაიჭირა და მანქანა დაძრა.
წვიმა,
გემოვნებიანი მუსიკა,
ცარიელი გზა
და
ახვლედიანი
ბედნიერების 4 მიზეზი.....
***
-მედისონს ვეჩხუბე
მოულოდნელად ახვლედიანმა ისეთი ადამიანი ახსენა რომლის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა და თავში ერთდროულად უამრავმა აზრმა გამიელვა.
-ბავშვობიდან ერთად ვართ,ჩემი მეგობარია მაგრამ ვხვდები რომ ბევრად მეტს ელის
განაგრძო საუბარი და როგორც ჩანს ჩემთვის გულის გადაშლა გადაწყვიტა.
-რამდენიმე წლის წინ შეყვარებულთან ჩამოშორებაც მომიხდა, ყველაფერი იმდენად გაართულა რომ როგორც ჩანს იმ გოგოსთვის სხვა გზა არ არსებობდა.თუმცა ჩემთვის მაგ ამბის გარდა ისეთი მიზეზი არასდროს მოუცია რომ ამდენწლიანი ურთიერთობა გამეწირა.
-რა მოხდა ისეთი რის გამოც ეჩხუბე
გამბედაობა მეყო და კთხვა დავუსვი თუმცა პასუხი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე არ მიმიღია.ან კი ვიღაც ახსოვდა გოგო და გიორგიზე ეჭვიანობა,როდესაც მისი ხმა ჩემმა ყვირილმა დაფარა .მერსედესის მარკის ავტომობილმა რომელმაც მთელი სისწრაფით ჩაგვიქროლა და შემდეგ სველ გზაზე ჩვენ ცხვირწინ მოსრიალდა საავარიო სიტუაცია შექმნა.იმის იმედი რომ გადავრჩებოდით წამებში დავკარგე,ხოლო შავმა ბაიკმა კი რომელიც მანქნანას მიყვებოდა,გზა ისე განაგრძო თითქოს არაფერი მომხდარიყო. არ ვიცი როგორ შეძლო ახვლედიანმა საჭის დამოჩილება მაგრამ მოახერხა და მანამ სანამ ჩვენ წინ შეჩერებულ მანქანას შევეტაკებოდით გზიდან გადავიდა.
***
გული ამოვარდნას მქონდა და სუნთქვის დარეგულირება მიჭირდა.გიორგის ფერი დაკარგვოდა,შუბლი საჭეზე მიედო და ცდილობდა მომხდარი გაეზარებინა.შეშინებული ჯერ კიდევ გზაზე შეჩერებულ მანქანას ვაკვირდეოდი და ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა რომ ნომრები მოხსნილი ჰქონდა.ველოდი როდის გადმოვიდე მძღოლი და დავრწმუნდებოდი რომ არავის არაფერი ჰქონდა დაშავებული თუმცა მოულოდნელად ფარები აინთო და ადგილს ელვის სისწრაფით მოსწყდა.ახვლედიანმა როგორც კი მანქანის ხმა გაიგონა ხელი მაშინვე გასაღებისკენ წაიღო.
-გთხოვ ,არ გინდა
ვუთხარი როდესაც მივხვდი რომ გაკიდებას აპირებდა და ხელი უკან გავაწევინე.
-სალომე!
მკაცრად მომმართა და მსგავსი ტონით მისაყვედურა კიდეც მისი შეჩერება რომ გადავწყვიტე.
-გიორგი,გთხოვ !
შედარებით რბილად ვუთხარი და თვალებში ჩავხედე.ახლა უაზრო შურისძიებაზე მეტად უბრალოდ ჩვენი სიცოცხლე მაღელვებდა.
რამდენიმე წამით გაჩუმდა,შემდეგ მანქანს კარები გახსნა და გადავიდა.არ გადავყოლილვარ,უბრალოდ ვუყურებდი როგორ ცდილობდა მომხდარის გაანალიზებას და თავის დამშვიდებას აქეთ-იქით სიარულით.მისი დამსახურება იყო ახლა მეც და გაქცეული მძღოლიც ცოცხლები რომ ვიყავით,ამიტომ თუ საჭირო გახდებოდა მთელი დღე ჩუმად ვიჯდებოდი და დაველოდებოდი როდის შეძლებდა გზის გაგრძელებას.რამდენიმე წუთის შემდეგ კი ,იმაზე მალე ვიდრე ვფიქრობდი თავის ადგილს დაუბრუნდა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-შენი აზრით რა დრო სჭირდება ადამიანს საპატიებლად ?
დღეს უკვე მეორედ სცადა საუბრის წამოწყება დამაბნეველი შეკითხვით.
-არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე დღე,ან კვირა...შესაძლოა თვეც.
-წელი არა ?
-ალბათ იმაზეა დამოკიდებული,რამდენად გვიყვარს „დამნაშავე“
-ალბათ საკუთარ თავზე მეტად.
-მაშინ წყენას რამდენიმე საათში მთლიანად დაივიწყებ.
-წლები გავიდა....
სევდანარევი ხმით ჩაილაპარაკა და მზერა საქარე მინაზე გადაიტანა..
-ვერ ვაპატიე,ახლა გვიანია...
-გვიანი რისთვის ?
-ყველაფრის დავიწყებისთის.
-დრო უბრალოდ ილუზიაა....
-ამ შემთხვევაში დრო ყველაფერია...
-დახმარება შემიძლია ?
-ნეტავ შეგეძლოს...
-რა გააკეთა ?
-მიმატოვა....
-თუ დაბრუნდება ?
-არ დაბრუნდება..
-და რომ დაბრუნდეს ?
-თავი მოიკლა....
-და შენ .....?
-სიკვდილი ვერ ვაპატიე სალომე......
ახლა კი მივხვდი ვისზეც საუბრობდა და ადამიანი რომელიც ვერ დაივიწყდა უბრალო გოგო კი არა დედამისი იყო.ფანჯარაში ისე გაიხედა თითქოს გარეთ რაიმე მნიშვნელოვნის დანახვა შეეძლო,მიზეზს კი უთქმელადაც კარგად ვხვდებოდი ,უბრალოდ არ სურდა ვინმეს მისი ცრემლები შეემჩნია.არ უნდოდა დაენახათ რომ ბიჭი რომლის შეყვარბეულის სტატუსსაც სკოლაში ნებისმიერი დაუფიქრებლად მოირგებდა რეალურად ბავშვი იყო რომელსაც ისეთი ადამიანი ენატრებოდა ვის შესახებაც ბევრი აღარაფერი ახსოვდა.
-პატარა და მყავდა,3 წლის ასაკში წამლების ყუთს მიაგნო და იმდენად ბევრი "კამფეტი" დაღეჭა რომ მისი გადარჩენ შეუძლებელი აღმოჩნდა.სახლში დედაჩემის გარდა არავინ იყო.ანის გარდაცვლის შემდეგ ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებდა და ნელ-ნელა არაადეკვატური ხდებოდა,შემდეგ თითქოს ფსიქოლოგთან ვიზიტებმა უშველა,რამდენიმე თვეში კი მუცელი მოეშალა და სიტუაცია ბევრად გაუარესდა.10 წლის წინ ,ზუსტად ამ დღეს საძინებელში დამამშვიდებლის ზედმეტად დიდი დოზის გამო გარდაცვლილი ნახეს.საწერ მაგიდაზე კი მხოლოდ ერთი კონვერტი იდო,რომელზეც ეწერა რომ ჩემთვის გადმოეცათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამეხსნა როცა დარწმუნებული ვიქნებოდი რომ მის პატიებას შევძლებდი.
ხმას ვერ ვიღებდი,ახვლედიანის აწყლიანებულმა თვალების დანახვამ იმ ამბავზე ემტად დამთრგუნა რომლის მოყოლასაც მთელი ძალისხმევა მოანდომა,შემდეგ მანქანის უკანა სავარძლიდან ზურგჩანთა აიღო და ერთი-ერთი ჯიბიდან კონვერტი ფრთხილად ამოაძვრინდა.
-არ ვიცი რამდენად მზად ვარ იმისთვის რომ ამდენი წლის შემდეგ ვაპატიო,მაგრამ მჯერა რომ შენთან ერთად ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება.მინდა რომ წერილი წაიკითო.
საკმაოდ დამაჯერებლად ჩაილაპარაკა,აშკარა იყო ამ ყველაფერზე დიდხანს ფიქრობდა ,ერთხელ კიდევ შეათვალიერა კონვერტი და შემდეგ კალთაში ჩამიდო.
აღფრთოვანებული,გაოცებული და შეიძლება ითქვას ცოტათი შეშინებულიც კი ვიყავი.თავში ერთდროულად უამრავი აზრი მიტრიალებდა,სიტყვების დალაგებას და წინადადების გამართვას კი უშედეგოდ ვცდილობდი რადგან თითოეული მცდელობა ჩემს გონებაში მარცით სრულდებოდა.მიუხედავად იმისა რომ ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა გიორგის მსგავსი საქციელი ,ვერასდროს მივცემდი თავს უფლებას პირველს მე წამეკითხა ის რასაც მისი ცხოვრების შეცვლა შეეძლო.
-არ შემიძლია
ჩავიჩურჩულე და მზერა კონვერტიდან გზაზე გადავიტანე.მისკენ არ გამიხედავს ,ვერ ავიტანდი მის სახეზე იმედგაცრუება ან ბრაზი რომ ამომეკითხა.
-შენი ისტორიაა.შემიძლია ვიყო შენს გვერდით როცა მას გახსნი,მოგისმონი,გვერდში დაგიდგე,გაგამხნევო, მაგრამ მე ვერ წავიკითხავ.
რაც შემეძლო რბილად ჩამოვუყალიბე და გავუწოდე.
-საკმარისზე მეტი ვიფიქრე ამ გადაწყვეტილების მისაღებად
გაბრაზებულმა მითხრა და მისკენ გაწვდილ ჩემს ხელს თვალი აარიდა.
-გამოდის ჯერ კიდევ არ ხარ მზად მის გასახსნელად.რაც აქ წერია მხოლოდ შენ გეხება.წაიკითხე როდესაც გამბედაობა გეყოფა,შემდეგ კი გადაწყვიტე გენდომება თუ არა რომ ყველაფერი მეც მოვისმინო.
ღრმად ჩაისუნთქა,თავით სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და გზას მიაჩერდა.ველოდი როდის მიხვდებოდა რამდენად სერიოზულ თემასთან მთხოვდა შეხებას,მისთვის იმდენად მნიშვნელოვან რამეს მანდობდა რომ არ შემეძლო მსგავსი პასუხიმგებლობის ჩემს თავზე აღება.
-შენ გქონდეს
მითხრა და მანქანის გასაღები გადაატრიალა.
-მეგონა ყველაფერი გასაგებად გითხარი
გაკვირვებულმა წამოვიყვირე და მისკენ შევტრიალდი.
-უბრალოდ მინდა რომ შენ შეინახო,როდესაც მზად ვიქნები მოგაკითხვ და ყველაფერს შენთან ერთად გავაკეთებ
მივხვდი რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა,კონვერტი სკოლის ზურგჩანთაში წიგნებს შორის საგულდაგულოდ მოვათავსე უხერხული სიჩუმის გასაქრობად კი რომელსაც მხოლოდ ძრავის ხმა არღვევდა ,მანქანაში ჩართულ მუსიკას ხმა ავუწიე.
***
-შენი აზრით რა დროს სჭირდება ადამიანს საპატიებლად ?
ტირილისგან ძალაგამოცლილმა ჩავილაპარაკე და ძირს დაყრილი ტანსაცმელი ავკრიფე,ხოლო როდესაც ჩემგან ზურგშექცევით მდგომი გოგონასგან პასუხი ვერ მოვისმინე კითხვა კიდევ ერთხელ გავიმეორე.
-ბედნიერი იყავი ?
კითხვაზე კითხვით მიპასუხა და ვერცხლისფერ ჩარჩოში ჩამსმული ჩემი ნიშნობის ფოტო აიღო.
-ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს,მალე დავქორწინდებით,ახალი სახლში გადავალთ....
-ეს პასუხი არაა
უხეშად მიპასუხა და გეზი ტანსაცმლის კარადისკენ აიღო.
-უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულე,სამუშაო დაიწყე,საქმრო გყავს ,მალე ოჯახს შექმნი,მაგრამ...
აღარ დაასრულა სათქმელი,კარადა გამოხსნა და თაროებზე შემოლაგებული ტანსაცმლის და წვრილმანების ჩასაყრელი ყუთების თვალიერებას შეუდგა.
-მაგრამ?
დაეჭვებით ვკითხე,ზურგჩანთა ლოგინზე მოვისროლე და ყურადღება მარიამზე გადავიტანე.
-ვის დანახვას ცდილობ ბიჭში რომელსაც შეუძლია ყველაფერი მოგცეს გარდა ბედნიერებისა ?
-გგონია უბედური ვარ ?
გაბრაზებულმა ვიკითხე,რადგან მისგან მსგავში შეკითხვა შეურაცყოფად მივიღე,რომელიც არამარტო მე და ჩემს საქმროს არამედ ჩვენს არჩევანსაც მიაყენა.
-მაშინ რა იყო ისეთი რისი მოცემაც შენთვის მის გარდა ვერავინ მოახერხა !
თავდაჯერებულმა მიპასუხა და ერთ-ერთი ყუთიდან,წითელი და შავი ძაფებით დაწნული სამაჯური ამოიღო.საჩუქარი რომლის საშუალებითაც არამხოლოდ ჩემი,არამედ ყველა იმ ადამიანის ცხოვრება შიეცვალა ვინც ამ ამბავში თავი ჩემთან ერთად ამოყო.
-ილუზიებიდან გამომიყვანა და ცხოვრება მასწავლა
ვუპასუხე და ნივთი რომლის გამოჩენამაც,ვერ ვიტყვი 6 წლის წინ ზიანი მომიტანა თუ ბედნიერება მეგობარს ხელიდან გამოვგლიჯე.
***
მომხდარის შემდეგ დაძინება მიჭირდა.მინდოდა ვინმეს დღევანდელ დღეზე დავლაპარაკებოდი ,რადგან ვფიქრობდი რომ საუკეთესო გზა იმისთვის რომ თავი უკეთესად მეგრძნო იყო ის რომ ჩემს ყველა ემოციის შესახებ რისი გადატანაც მთელი დღის მანძილზე მომიწია ვინმესთვს მეამბო.ერთადერთი ადამაინი კი ვინც საუკეთესო გამიგებდა ახვლედიანი იყო.მასთან გაგსაგზავნი ტექსტი ათჯერ მაინც დავწერე თავიდან და მანამ სანამ გაგზავნის ღილაკს დავაჭერდი რამდენიმე წუთით კიდე დავფიქრდი.ისედაც მძიმე დღის შემდეგ არ მინდოდა მისთვის თავი მომებეზრებინა.საბოლოოდ გიორგიზე ფიქრები თავიდან ამოვიგდე და ტელეფონი ბალიშის ქვეშ შევინახე.ყურადღების გადასატანად კი კომპიუტერში ერთ-ერთი იაფასიანი დრამა ჩავრთე.
გამთენიისას რამდენიმე წუთით ჩამთვლიმა თუმცა იმის გამო რომ თვალების დახუჭვისთანავე ყველა კადრი ერთი მეორეს მიყოლებით მიცოცხლდებოდა ჩემმა ძილმა მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა.საჩუქარი რომელმაც მთელი ეს გაუგებრობა გამოიწვია,ალექსის მაჯაზე შემჩნეული წითელი და შავი ძაფებისგან დაწნული სამაჯური,სკოლის სტადიონზე წარმართული დიალოგი ,მიცვალებულის წერილი და ავარია.ყველაფერი ეს ჩემს ცხოვრებაში კვალს სამუდამოდ დატოვებდა.დღე როდესაც სიკვდილს თვალებში პირველად ჩავხედე.ნაცნობი ნომერი რომელიც ბუნტად მაგრამ მაინც მახსოვდა და დანამდვიილებით ვიცოდი რომ მსგავსი ციფრები და ასოები ერთხელ უკვე მენახა.მთელი ღამის მანძილზე ჩემი გონება გამუდმებით ცდილობდა გამოსახულების
LUISIANA ALX 013
მომენტალურად გამიელვა გონებაში და მივხვდი რომ სიზმარში აღარ ვიყავი.
-ალექს
ვიყვირე შეშინებულმა და ლოგინიდან წამოვხვტი.
ღია ფანჯრიდან ნიავმა დაუბერა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი რომ ოფლში ვცურავდი,.
ნოუთბუქის ეკრანზე კი ფილმის ტიტრები გადიოდა.
კედელზე ჩამოკიებულ საათს შევხედე,სკოლაში მაგვიანდებოდა.
***
სკოლის სასადილოს მაგიდასთან სალათით,ფორთხოლის წვენითა და წიგნით ხელში ახვლედიანს ვუცდიდი.ვცდილობდი იმაზე ფიქრი რომ ხალხით გადატვირთულ ოთახში ყველას სამზერი ობიექტი შეიძლება ისევ მე ვყოფილიყავი თავიდან ამომეგდო და მთელი ყურადღება ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოცემულ დავალებაზე გადამეტანა.თან იმასაც თუ გავითვალისწინებდით რომ ქართველი გოგონასთვის ოსკარ უაილდის წიგნის ინგლისურ ენაზე კითხვა მარტივ საქმეს სულაც არ წარმოადგენდა.თბილისსში ყოფნისას რამდენჯერმე ვცადე ჩავჯდომოდი მის ადაფტირებულ ვარიანტს რადგან ჩემი ცოდნა გამემყარებინა და იმისთვის რაც წინ მელოდა ასე თუ ისე შევმზადებულიყავი,თუმცა წიგნი რომელიც ბიბლუსში ვიყიდ სირთულით ახლოსაც ვერ მოვიდოდა ნაწარმოების სრულ ვარიანტთან.
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ ?
მკითხა ისეთმა ადამიანმა ვისი ხმის გაგონებისასაც ახლა ყველაზე ნაკლებად ველოდი და მანამ სანამ თავს წიგნიდან ავწევდი და პასუხს დავუბრუნებდი ,ჩემს წინ ლანჩის დაფით ხელში ჩამოჯდა.მხრები ავიჩეჩე და ყურადღება ისევ ნაწარმოებზე გადავიტანე.
-დორიან გრეის პორტრეტი
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა როდესაც წიგნი ამაცალა და ყდა შეათვალიერა.
-წაკითხული გაქვს ?
ისეთი კითხვა დავსვი რაზეც ისედაც ვიცოდი რომ ალექსისგან უარყოფით პასუხს მივიღებდი ნაწარმოები გამოვართვი.
-"მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს- კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს- მათი ინტელექტით"
თავდაჯერებულმა მომიყვანა ციტირება და წინადადების ბოლოს ისე ჩაიცინა რომ ზუსტად ვერც მივხვდი ამ ღიმილით რის მინიშნებას ცდილობდა.
გაკვირვებულმა წარბები ავქაჩე და საპასუხოდ თავს უფლება მივეცი მეც გამეღიმა.შემდეგ კი ოთახს თვალი მოვავლე,რადგან იმის შეგრძნება რომ აქ მსხდომი ბავშვები ჩვენთვის ისევ შეუფერებელი სტატუსის მინიჭებას ცდილობდნენ არ მასვენებდა.
-"წვრილმანებით გონების დატვირთვა მდარე გემოვნების პირველი ნიშანია"
თავისთვის ჩაილაპარაკა და მუყაოს ჭიქიდან გაზიანი სასმელი მოსვა.ეს ფრაზა კი დარწმუნებული ვარ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გაიხსენა რომ დაძაბულობა შემატყო.
-გინდა თქვა რომ...
-თუ გინდა მათზე მაღლა იდგე ,ამ ბავშვების აზრი შენთვის არაფერს უნდა ნიშნავდეს.
როგორც ყოველთვის დასრულება არ დამაცადა.
-შენ ჩემს გემოვნებას მდარე უწოდე...
ვუსაყვედურე და წიგნი დავხურე.
-და ვინ თქვა რომ მხოლოდ ვუწოდე ?
სიცილით მკითხა და თვალი ჩამიკრა.
-არ მომწონხარ
ვცადე სერიოზულად მეპასუხა თუმცა საბოლოოდ მისი სახის შემხედვარეს მაინც გამეცინა.ჩემს სიტყვებზე სინანულის ნიშნად თავი გააქნია და ფრის ჭამა განაგრძო.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 1064 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0
1
შემთხვევით გავხსენი და რა მაგარი რაღაც აღმოვაჩინე!
მიყვარს ისტორიებში წიგნებზე რომ საუბრობენ. თან დიდი თავიც არის და საკმაოდ საინტერესო. ანუ, მომწონს ერთფეროვანი რომ არ არის და ერთ ადგილს რომ არ ატრიალებ. არც ზედმეტად ჩქარა ვითარდება მოვლენები და არც ნელა.
კარგია! მიხარია რომ წავიკითხე და აღმოვაჩინე. იმედია არ დააგვიანებ. bb 3o
avatar
0 Spam
2
დიდი მადლობა,იმედი მაქვს წინა თავებსაც გადახედეთ 3o ხოლო რაც შეეხება მეოთხე თავს დღეს დავდებ 3o
avatar