ცხოვრების ილუზია (თავი 4)
01.07.2017, 19:18
თავი 4
ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ ყველაზე მყუდრო ადგილას მოკალათებულს მინდოდა მთელი ყურადღება საშინაო დავალებაზე გადამეტანა და ცოტა ხნით მაინც არ მეფიქრა გიორგიზე ,რომელსაც როგორც ჩანს ის რომ ერთად უნდა გვესადილა გონებიდან ამოვარდნოდა.ნახევარკილოიან ლექსიონთან ერთად ვცდილობდი ყველა გაუგებარი ფრაზა ან წინადადება გამემარტივებინა და რვეულში გადამეტანა,როდესაც ჩემი ყურადღება ოთახში შემოსულმა ახვლედიანმა და მასზე დაახლოებით ათი სანტიმეტრით დაბალმა გოგონამ მიიქცია.საქმეს მაშინვე მოვწყდი და ისე მივაშტერდი თითქოს ერთგულ ცოლს ქმარი ღალატში გამომეჭირა,ხოლო როდესაც შევნიშნე რომ ჩემკენ მოემართებოდნენ რვეულში ისეთი რამეების წერა დავიწყე რაც სრულიად არ იყო კავშირში შემქმნილ სიტუაციასთან.
-სალომე!
გავიგონე გიორგის ხმა და ისე ავხედე თითქოს მისი ოთახში ყოფნა მხოლოდ მაშინღა შევნიშნე.
-გაიცანი ეს მედისონია
ისე თბილად წარმოთქვა მისი სახელი რომ წამით მომინდა რამე ისეთი მრქმეოდა რომლის უხეშად თქმაც შეუძლებელი იქნებოდა.
-სასიამოვნოა
რაც შემეძლო თავაზიანად ვუთხარი გოგონას და შეძლებისდაგვარად გავუღიმე.მან კი ყველანაირი პასუხის გარეშე უბრალოდ შემათვალიერა.
-დასხედით
მივმართე ორივეს როდესაც რამდენიმე წამიანი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და ლექსიკონი დავხურე.
-მედისონი სახლში უნდა გავიყვანო,შემდეგ რაღაც საქმეები მაქვს ,მოგვიანებით მოგწერ.
ისეთი ხმით ჩაილაპარაკა გიორგიმ რომ წამით მეგონა ალექსის გამო ისევ მიბრაზდებოდა.
-გასაგებია
შევეცადე რაც შემეძლო თავისუფლად მეთქვა და ყელში გაჭედილი ბურთი გადავყლაპე.
როცა ველოდი რომ ზურგს მაქცევდა ჩემკენ გადმოიხარა, ხელით მაგიდას დაეყრდნო და ტუჩები ლოყაზე ნაზად შემახო.ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ასობით ძაბვის დენმა ჩემს სხეულში გაიარა.ხმა ჩამივარდა და ბრაზი რომელიც მისი გულმავიწყობისგან იყო გამოწვეული წამში გამიქრა.
-მიყვარხარ
ჩაილაპარაკა ჩემს ყურთან და სწრაფად მომშორდა.
***
-კარგად ხარ ?
დაეჭვებით მკითხა მოლიმ და ჩანთიდან ფიზიკის დავალებასთან ერთად უამრავი გამოუყენებელი ნივთი მაგიდაზე ამოალაგა.
-მეძინება
ვუპასუხე ისე რომ მერხიდან თავი არ ამიწევია და თვალები დავხუჭე.
გუშინდელს შემდეგ თავში გამუდმებით გიორგის მიერ ნათქვამი "მიყვარხარ" მიტრიალებდა და ვცდილობდი მივმხვდარიყავი რა მიზნით გადაეწყვიტა ყველაზე შეუფერებელ სიტუაციაში ჩემთვის მსგავსი რამის თქმა,თუმცა მანამ სანამ ყველაფერს ახვლედიანის გადმოსახედიდან გავარჩევდი სჯობდა საკუთარ გრძნობებში გავრვკვეულიყავი და გადამეწყვიტა თავად რა მნიშვნელობის მინიჭება მინდოდა ამ სიტყვისთვის.
-იზაბელა მელაპარაკა
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მითხრა და ღმრად ჩაისუნთქა.იმ ადამიანის სახელის გაგონებისას, რომელსაც სკოლის ჭორების გამო რამდენიმე დღეა შეძლებისდაგვარად გავურბოდი ,მიუხედავად იმისა რომ არც ისე ახლოს ვიცნობდი თავი ავწიე და მთელი ყურადღება მეგობრისკენ მივმართე.
-თქვენი ურთიერთობა აინტერესებდა
დაამატა მოგვიანებით და ჩემს რეაქციას დაელოდა.პასუხის მოლოდინში წარბები ავქაჩე და მსგავსი ჟეშტით ვანიშნე რომ გაეგრძელებინა.
-შენი ნათქვამი სიტყვა-სიტყვით გავუმეორე,მაქსიმალურად ვეცადე სიმართლეში დამერწმუნებინა.
-რატომ მაინც და მაინც მე
ამოვიგმინე და თავი ხელებში ჩავრგე.
-გამოდის ყველაფერი რაც იზის და კარტერის შესაძლო ურთიერთობის შესახებ მითხარი მართალია ?
ვიკითხე მოგვიანებით და მოლისკენ შევტრიალდი,რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ფოტოებით გადატვირთულ რვეულში რაღაცეების ჩანიშვნა განაგრძო.
***
-შემოთავაზება გვაქვს
გავიგონე გოგონების ხმა,კალამი გვერდით გადავდე და ყურადღება მათზე გადავიტანე.
-გვაინტერესებს ოდესმე ცეკვით,ტანვარჯიშით ან რაიმე მსგავსით თუ ყოფილხარ დაკავებული
თქვა ოლივიამ და მოლის ანიშნა რომ გაეგრძელებინა.
-კი,რამე მოხდა ?
დაბნეულმა ვიკითხე და გაკვირვებული მივაჩერდი გოგონებს რომელთაც ჩემი სახის დანახვაზე სიცილი აუტყდათ.
-მხარდამჭერთა გუნდში ადგილი გამოგვიჩნდა
ისეთმა აღფრთოვანებულმა წამოიძახა მოლიმ რომ მომერიდა იმის აღიარება რომ ამ ამბავში გასაოცარს ვერაფერს ვხედავდი.
-ვიფიქრეთ შესანიშნავი შემოთავაზება იქნებოდა
დაამატა ოლივიამ როდესაც შენიშნა რომ მათ წინადადებას ჩემში სიხარული სულაც არ გამოეწვია.
-იცით,ისედაც მიჭირს შეგუება,მადლობა რომ გაგახსენდით მაგრამ მგონი აჯობებს ამ წელს მხოლოდ სწავლაზე ვიყო ორიენტირებული
ვუპასუხე რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ და წინადადება რაც შემეძლო თავაზიანად ჩამოვაყალიბე , მადლიერების მეტად გამოსახატავად კი ღიმილიც დავამატე.
-დღის ბოლომდე დრო გაქვს,გადაწყვეტილებას თუ შეიცვლი გაგვაგებინე
თბილად მიპასუხა ოლივიამ და საპასუხოდ მანაც გამიღიმა.
-ვარჯიშზე გვაგვიანდება
წამოიძახა მოლიმ როდესაც ბიბლიოთეკის კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა.
-ნახევარი საათი კიდევ გვაქვს
გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა გოგონამ და საათის გადასამოწმებლად ტელეფონის ეკრანს დახედა.
-ლოგანის ნახვაც უნდა მოვასწრო
უპასუხა მეგობარმა და ხელკავი გაუკეთა.
-იფიქრე!
მითხრა მოლიმ სანამ ზურგს მაქცევდა და გასასვლელისკენ დაიძრა.
თვალს ვადევნებდი სანამ ოთახს დატოვებდნენ შემდეგ კი ნახევარკილოიან ლექსიკონს და ლიტერატურის იმ დავალებას მივუბრუნდი ,რომლის დასასრულებლადაც მხოლოდ რამდენიმე დღეღა დამრჩენოდა,ხოლო მე წიგნის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ გასარჩევი მქონდა.
-შენს ადგილას უარს არ ვიტყოდი,ბოლოს და ბოლოს ხომ გოგოების ნახევარზე მეტს გუნდში მოხვედრა აუხდენელ ოცნებად ექცათ.
ვითომ სერიოზული ხმით თქვა ალექსმა და ჩემს გვერძე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
-ალბათ იმდენად მოსაწყენი ცხოვრება გაქვს რომ თავს სხვის საქმეებში ჩარევით და მისი საუბრების მოსმენით ირთობ
თავის აუწევლად ვუპასუხე და ლექსიკონში სიტყვების ძებნა განვაგრძე.
-არც კი შეგიმჩნევია რომ შენს უკან ვიჯექი და დავალებას ვასრულებდი.
წამითად არ დაბნეულა ისე მიპასუხა და მაგიდაზე გაშლილი ჩემი ნივთების თვალიერებას შეუდგა.
-მაშინ რატომ ვერსად ვხედავ ფურცლებს ,საწერ კალამს და წიგნებს ?
ირონიულად ვუპასუხე და ჩემს უკან მდგარ მაგიდას თვალი შევავლე.
-ვჩუმდები
სიცილით ჩაილაპარაკა და დანებების ნიშნად ორივე ხელი ასწია.მის ქცევაზე თავი გავაქნია და რვეულში საჭირო ფრაზების ჩანიშვნა განვაგრძე.
-აბა ვნახოთ აქ რა გვაქვს
ცნობისმოყვარე ხმით ჩაილაპარაკა და რვეულებს ქვეშიდან ტყავის წიგნაკი გამოაძვრინა.
-არც გაბედო!
წამოვიყვირე როდესაც შევნიშნე რომ მის გახსნას აპირებდა და წასართმევად გადავწიე.
-დღიურს წერ ?
ირონიულად იკითხა და პირველ გვერდს თვალი შეავლო.
-დადე!
ვუბრძანე და მის გამოსართმევად კიდევ ერთხელ უშედეგოდ გავიბრძოდე.
-ძვირფასო დღიურო,დღეს ბოროტმა ბიჭმა სკოლის ბიბლიოთეკიდან მოსაწყენი დავალების წერაში ხელი შემიშალა
წვრილი ხმით ჩაილაპარაკა და მეტი დრამატულობისთვის ქვედა ტუჩიც გადმოაბრუნა.
-რამე პრობლემაა ?
მოულოდნელად გავიგონე ჩემთვის ყველაზე ნაცნობი ხმა და ადგილზე გავიყინე.
-კარტერ იქნებ გველაპარაკა
დაამატა ახვლედიანმა და თვალი თვალში გაუყარა.შეშფოთებულმა ჯერ ჩემს თავზე მდგარ ბიჭს შევხედე შემდეგ წინ მჯდარ ადამიანს და ვცადე გამოსავალი მეპოვნა.ალექსმა ჩემი წიგნაკი მაგიდაზე დააბრუნა და უხმოდ წამოდგა.ისიც კი არ ვიცოდი ახლა ჩემი მხრიდან რამის თქმა სწორი საქციელი იქნებოდა თუ არა.დასჯილი ბავშვივით ვიჯექი და მოვლენების განვითარებას ჩუმად ვუცდიდი.
გიორგიმ ალექსს თვალით ანიშნა რომ გაჰყოლოდა და ოთახის ბოლოსკენ გაუძღვა,მე კი გადაწყვტილება სწრაფად მივიღე და მიუხედავად იმისა რომ ვატყობდი ჩემს ქცევას შესაძლოა ახვლედიანის გაცოფება გამოეწვია ,წამოვდექი და წიგნების კარადებს შორის ჩუმად გავიარე,ხოლო როდესაც თაროებს შორიდან მათი ადგილსამყოფელის დანახვა შევძელი ისეთი ადგილი შევარჩიე საიდანაც ყველაფრის არამარტო მოსმენას ,არამედ დანახვასაც შევძლებდი,წიგნებს ამოვეფარე და თვალთვალი გადავწყვირტე.
-კარგად გიცნობ , ორივემ ვიცით შენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ამიტომ მანამ სანამ მასთან ურთიერთობაში ღრმად შეტოპავ მინდა გაგაფრთხილო რომ შეჩერდე .
საკმაოდ სერიოზული ტონით წარმოთქვა ახვლედიანმა და ოდნავაც არ ეტყობოდა რომ ხუმრობდა.
-ჯორჯი თუ არ ვცდები არა ?
დამცინავად იკითხა და ამით გიორგის მიერ ნათქვამ პირველ სიტყვებს გამოეპასუხა.
-სხვებისგან ბევრი რამ განასხვავებს რის გამოც გთხოვ რომ ამ ადამიანს შეეშვა და ისე არ მოექცე, როგორც ამას სხვების შემთხვევაში აკეთებ
ისე განაგრძო საუბარი აშკარა იყო რომ არ ხუმრობდა და არც კარტერის ირონიულ ღიმილზე აპირებდა დროის დაკარგვას.
-მედისონ მარტინი ?
რიტორიკული შეკითხვა დაუსვა,ჩემი მეგობარი შეათვალიერა და ტუჩის მარჯვენა კუთხეში ჩაიცინა.აშკარა იყო რომ გიორგის და ამ გოგოს ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ჩემს გარდა სხვებსაც მოეპოვებოდათ.პასუხს აღარ დაელოდა ,გვერდი ამაყად აუარა და კარადებს შორის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა და თავაწეულმა გაიარა.
სანამ გასასვლელისკენ დაიძვრებოდა ჩემი სამალავისკენ შემობრუნდა,თაროებზე დაყრდნობილს თვალი შემავლო,შემდეგ კი ისე რომ ხმაც არ ამოუღია ოთახის კარები გაიხურა.
შექმნილი სიტუაციით ვისარგებლე და ახვლედიანის დაბრუნებამდე რომელიც ოთახის კუთხეში ტელეფონის ზარის გამო შეჩერებულიყო ,ჩემს ადგილს ჩუმად დავუბრუნდი,ნივთები ერთი ხელის მოსმით ჩანთაში ჩავყარე და ბიბლიოთეკა რაც შემეძლოსწრაფად დავტოვე.
***
-ალექს!
გავეკიდე დაცარიელებულ ჰოლში მიმავალ ბიჭს რომელსაც დარწმუნებული ვარ რომ ჩემი ხმა შესანიშნავად ესმოდა და ჩანთა ზურგზე მოვიკიდე.
-დამელოდე !
ქოშინით წარმოვთქვი და როგორც იქნა წამოვეწიე.ნაბიჯს შეუნელა და დაელოდა გზას როდის გადავუჭრდი რადგან როგორც ჩანს უკან შემობრუნებას არ აპირებდა.
-პასუხები მჭირდება !
წინ ავესვეტე და სანამ პასუხს დამიბრუნებდა და თავის არიდებას შეეცდებოდა,მაჯაში ხელი ჩავჭიდე და ჩვენს გვერძე არსებულ დაცარიელებულ კლასში შევაგდე.
-როგორც ვიცი ჩემთან ურთიერთობას გიკრძალავენ
ირონიულად ჩაილაპარაკა და მასწავლებლის მაგიდას მიეყუდა.
-არ გიცნობ,პირველ დღესვე გაუგებრობაში აღმოვჩნდი,შენივე შეცდომის გამო ბრალი წამიყენე,შემდეგ გაბრაზებულმა ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე თავიდან მომიშორე,მეორე დღეს კი სამაჯური რომელზეც მითხარი რომ აღარ არსებობდა ჩემს ჩანთაში აღმოვაჩინე.
-მართალი ხარ
აუღელვებლად მიპასუხა და თავი ჩახარა.
-არ მიცნობ და უკეთესი იქნება თუ არც გამიცნობ
ჩემთვის ყველაფრის ახსნის მაგივრად,უხეში პასუხით მომიშორა და გვერდი ისე ამიარა თითქოს მისთვის ზედმეტი თავისტიკივილი ვყოფილიყავი და არა გოგონა რომელთანაც ბოლო ორი დღეა საუბრის გაბმას ცდილობდა.
-კარტერ!
რაც შემეძლო მკაცრად წარმოვთქვი მისი გვარი იმის იმედით რომ ყურადღებას მივიქცევდი,თუმცა ისე რომ არც შემოუხედავს საკლასო ოთახი მშვიდად დატოვა.
***
თითქმის დაცარიელებულ სკოლის ჰოლში გაბრაზებული მივაბიჯებდი და ალექსის შემკობას ქართული სიტყვებით ვცდილობდი.
-იდიოტი
ჩავილაპარაკე როდესაც რამდენიმე წუთის წინ მის მიერ ნათქვამი სიტყვები თავში კიდევ ერთხელ ამომიტივტივდა და სკოლის დარბაზის ღია კარებთან შევჩერდი.
-გიორგი ?
დაეჭვებით წარმოვთქი მეგობრის სახელი როდესაც ნახევრად ჩაბნელებული ოთახის ცენტრში ახვლედიანის მსგავს ბიჭს თვალი მოვკარი.
-მეგონა დღეს ვარჯიში ადრე დაგიმთავრდა
ვიკითხე და მობილურის ეკრანზე საათს დავხედე შემდეგ კი დარბაზში თამამად შევაბიჯე.
-ცოტახნით მარტო ყოფნა მჭირდებოდა
გულგრილად მიპასუხა და დარბაზის ცენტიდან ნასროლი ბურთი კალათში ჩააგდო.
-აქ ?
სიცილით ვიკითხე და ოთახს თვალი მოვავლე.
-შეგიძლია შენც სცადო,თამაში იცი ?
მომიბრუნდა და მოულოდნელად ბურთი ჩემი მიმართულებით ისროლა.
-მეტყობა რამე ?
ჩავიცინე და მზერა ჩემს ფეხებთან დავარდნილ საგანზე გადავიტანე.
-გასწავლი
თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა და მასწავლებლის სტატუსის მოსარგებად მხრებში გაიმართა.
-მგონი აჯობებს სხვა დროისთვის გადავდოთ
ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და იმ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დავიხედე რომელიც დილას მხოლოდ და მხოლოდ იმსგამო ჩავიცვი რომ დედაჩემის წყენას მისსავე დაბადებისდღეზე არ ვაპირებდი.
-კარგი რა,ვიცი რომ გინდა
ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა და თვალებში შემომხედა.მისი სახის შემხედვარეს გამეცინა,ჩანთა და ტყავის ქურთუკი ძირს ჩამოვდე,შემდეგ კი ირმას ნაყიდი ფეხსაცმელებიც მათ გვერდით მოვათავდე და გაკვეთილის დასაწყებად მოვემზადე.
-ბურთი მარჯვენა ხელით უნდა ატარო ,შემდეგ აიღო და აი ასე ჩააგდო
ნახევარი დარბაზი სირბილით გაიარა და პირველი მოძრაობა მიჩვენა.
ისეთი სახე მივიღე ვითომ მსგავსი რამ ასჯერ მაინც მქონდა გაკეთებული და თავდაჯერებულმა ბურთი კალათის მიმართულებით იმხელა მანძილიდან ვისროლე რომ ფარს ოდნავაც არ შეხებია.
გავიგონე როგორ ჩაიცინა გიორგიმ და გაბრაზებული მისკენ ისე შევტრიალდი.
-უხარისხო ბურთია
თავი გავიმართლე და შემდეგი მოძრაობი გასამეორებლად მოვემზადე.
-მაშინ მოდი და წამართვი
სიცილით მითხრა და ბურთი ერთი ხელიდან მეორეში ისეთი სისწრაფით გადაიტანა რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი.
-აჰ,გამახსენდა შენ ხომ ფარს მთელი ერთი მეტრით აცდი
ჩემს გამოწვევას შეეცედა როდესაც შენიშნა რომ ადგილიდან დაძვრას არ ვაპირებდი და ბურთით თამაში განაგრძო.
-გგონია ვერ შევძლებ ?
ამაყად ვიკითხე და ცალი წარბი ავწიე,შემდეგ კი შევეცადე ის ბურთი დამეჭირა რომელმაც ფეხებშუა გამიარა და მეორე მხრიდან ჩემმა მეგობარმა ამაცალა.სწრაფი მოძრაობით მისკენ გადავიხარე,მინდოდა დამემტკიცებინა რომ რაღაცის გაკეთება მაინც შემეძლო.კალათბურთის ბურთმა ჯერ მის ზურგსუკან გაიარა შემდეგ კი არვიცი როგორ მაგრამ ისევ ჩემს უკან მოხვდა და ვცადე ამჯერად მაინც დამესწრო ახვლედიანისთვის მისი აღება,თუმცა იფიქრა რომ მის დაჭერას ადგილიდანაც მოახერხებდა და გრძელი ხელებით სწრაფად გადასწვდა ,შემდეგ კი ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი გიორგის მკერდსა და მკლავებს შორის აღმოვჩნდი,ინსტიქტურად,იმისთვის რომ მის ფეხებში ახლართულს თავი წაქცევისგან დამეცვა მკლავბზე მთელი ძალით ჩავაფრინდი და საბოლოოდ მთელი სხეულით მას ავეკარი
მაშინვე მეცა სუნამოს მძაფრი სუნი და წამით მომეჩვენა რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი შეჩერდა.არ მადარდებდა ის რომ ვარჯიშისგან გაოფლილ და დასველებულ ბიჭზე ვიყავი აკრული,არც ის რომ ამ ადამიანს მხოლოდ ორი კვირაა ვიცნობდი და მის შესახებ ვხდებოდი რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი.იმ სურნელში ჩავფლულიყავი რომელსაც ჩემთვის მთელი გონება დაებინდა და საღად აზროვნების საშუალებას არ მაძლვედა
ხის იატაკზე ბურთის დავარდნის ხმა ჩამესმა,შემდეგ კი ვიგრძენი როგორ მომხვია თავისი ძლიერი ხელები და მთელი ძალით მიმუხტა.ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ალბათ ჩავიკეცებოდი მის ხელებს გაკავებული რომ არ ვყოლოდი.მოშორებას არ ვაპირებდი.და სწორედ მაშინ მივხვდი რომ ეს ადამიანი ბევრად მეტი იყო ვიდრე მშობლიურ ენაზე მოსაუბრე საუკეთესო მეგობარი.
-ჯორჯ ?
ჩამესმა ქალის ხმა და გიორგის მაშინვე მოვშორდი.კარებისკენ შეტრიალებულმა კი ის გოგო დავინახე რომელიც წინა დღით ჩემმა მეგობარმა მედისონად გამაცნო.
-ჩემი წასვლის დროა
წარმოვთქვი სანამ ახვლედიანი ჩემს შეჩერებას შეეცდებოდა და უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი.ფეხსაცმელებში ფეხი სწრაფად ჩავაცურე ,შემდეგ ჩემი ნივთები ავიღე და გასასვლელისკენ რაც შემეძლო სწრაფი ნაბიჯით წავედი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 967 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar