ცხოვრების ილუზია (თავი 5)
09.07.2017, 22:41
თავი 5
-5 წელი სალომე! 5 წელი გავიდა სკოლის დასრულებიდან.
ამჯერად ვეღარ შეძლო თავის ბრაზის დამალვა და ისეთი ხმით ჩაილაპარაკა რომ შეშინებულმა მზერა მისი სახიდან იტაკაზე გადავიტანე.
-როდის გაიზრდები ?
იმედგაცრუებულმა ისე ჩაილაპარაკა როგორც ამას წლების წინ აკეთებდა და კარადა ხმაურიანად მიხურა.შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი ჩემი მიმართულებით ნელა გადმოდგა და გვერდით მომიჯდა.
-ამდენი წლის შემდეგ მაინც აღიარე რომ შეცდი..
შედარებით ჩუმად განაგრძო და ხელი მუხლზე დამადო.
-აღიარე რომ რეალურად შენი ცხოვრება 4 წლის წინ ოლივიას ქორწილში დასრულდა,რომ მთელი ეს დრო ილუზიას იქმნიდი ვითომ მის გარეშე საკუთარი თავის პოვნა და ცხოვრების გაგრძელება შეგეძლო.არაფერი ხარ,სრულიად არაფერი და გითხრა რატომ ? იმიტომ რომ შენი თავის შექმნაზე არასდროს გიზრუნვია.
-ამდენი წლის შემდეგ მაინც აღიარე რომ შეცდი,რომ რეალურად შენი ცხოვრება 4 წლის წინ ოლივიას ქორწილში დასრულდა,რომ მთელი ეს დრო ილუზიას იქმნიდი ვითომ მის გარეშე საკუთარი თავის პოვნა და ცხოვრების გაგრძელება შეგეძლო.არაფერი ხარ,სრულიად არაფერი და გითხრა რატომ ? იმიტომ რომ შენი თავის შექმნაზე არასდროს გიზრუნვია.
-გთხოვ ...
ღონემიხდილმა ამოვილუღლუღე და მის გაჩუმებას შევეცადე რადგან უკანასკნელი რამ რისი მოსმენაც ახლა მსურდა ეს მარის ლექციები იყო ,რომელიც ყველა ჩემ იერ დაშვებულ შეცდომას ფარდას კიდევ ერთხელ ახდიდა.
-ერთხელ მაინც გიკითხავს საკუთარი თავისთვის ამ თამაშში დედოფალი იყავი თუ პაიკი რომელიც როგორც კი დაფის ბოლოში გავიდოდა ისევ საწყის პოზიციას უბრუნდებოდა.
-გაჩუმდი!
დავიყირე მოთმინება გამოლეულმა ,როდესაც ჩემი ერთ-ერთი ჩანახატიდან ამოღებული ფრაზა მოვისმინე და ლოგინიდან წამოვვარდი.
-მომეცი ნება რომ გამოვემშვიდობო
შედარებით ხმამაღლა წარმოვთქვი და ოთახის კარები რაც შემეძლო ძლიერად გავიჯახუნე.
***
-ორი კვირაა კარტერი არავის უნახავს
სკოლის ერთ-ერთ პოპულალურ თემას შეეხო მოლი და ლანჩის დაფით თავსუფალ მაგიდასთან ჩამოჯდა.
-ვფიქრობ სკოლა შეიცვალა
თავის ვარაუდი გამოთქვა ოლივიამ და ჰამბურგერის საჭმელად მოემზადა.რამდენიმე დღის წინ როდესაც სკოლის ჭორების შესახებ მათთან საუბრისას ჩემი ვარაუდი გამოვთქვი ,უთანხმოებას ძლივს გადავურჩი ,ამიტომ მსგავს საკითხებში და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ საუბარი ალექსს ეხებოდა ჩარევას აღარ ვაპირებდი.
-ახვლედიანზე რას იტყვი ?
მოულოდნელად თემიდან გადაუხვია და გიორგის გვარი ენის ბორძიკით წარმოთქვა,შემდეგ კი თვალებში ისე შემომხედა თითქოს რამეში ჩემს გამოჭერას ცდილობდა.
-რამე მოხდა და არ ვიცი ?
გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე და პლასტმასის ბოთლიდან წყალი მოვსვი.არ გამიკვირდებოდა თუ თავს კიდე ერთ გაუგებრობაში ამოვყოფდი.
-ამ ბოლო სკოლას ყოველთვის მედისონთან ერთად ტოვებს.
ჩემთვის ყველაზე არასასურველ თემას შეეხო და კმაყოფილმა მზერა ჩვენს გვერდით მდგარ მაგიდაზე გადაიტანა სადაც ლოგანი და მისი მეგობრები ლანჩ ხმაურიანად შეექცეოდნენ.
-მედისონის მშობლები რამდენიმე დღით ქალაქიდან არიან გასულები და რადგან ბავშვობიდან გიორგის მეზობელია მათ ოჯახს ჩააბარეს.
ვცადე თავი მარტივად დამეძვრინა,ის მეთქვა რაც ახვლედიანისგან ვიცოდი,არ მეჩვენებინა რომ შესაძლოა გონებაში სხვა აზრებიც მიტრიალებდა და რაც მთავარია მათ სასაუბრო თემად არ ვქცეულიყავით.
-ლოგანზე რას იტყვი ?
არანაკლებ დამაინტრიგებელი კითხვა დავუსვი ,რომლის გაგონებისასაც ფრის ჭამას თავი მიანება და მრავლისმთქმელი სახით ამომხედა.
-საუკეთესო მეგობარია,როგორც შენთვის გიორგი ასე არაა ?
ნიშნის მოგებით მკითხა და მარჯვენა წარბი აქაჩა.
-დაახლოებით
უემოციოდ დავუბრუნე პასუხი და ტუჩის კუთხეში ჩავიცინე.
-მგონი შენი ტელეფონია
ხალხის თვალიერებაში გართული ,გონს ოლივიას ხმამ მომიყვანა და ქურთუკის ჯიბეზე მიმანიშნა.
-რათქმაუნდა
ჩავილაპარაკე დაბნეულმა და ტელეფონზე უცხო ნომრიდან მოსულ შეტყობინებას თვალი გადავავლე.
"პირველის ნახევარზე სკოლის უკანა ეზოში,მოხატულ კედელთან გელოდები "
მხოლოდ დრო და შეხვედრის ადგილი,არც ადრესატის სახელი ან რაიმე სხვა სახის მინიშნება.დაბნეულმა მობილური ჯიბეში ჩავიბრუნე და ვცადე სახეზე არაფერი შემტყობოდა.
-კარგად ხარ ?
თვალების წინ ამიფრიალა ხელი მოლიმ და მივხვდი რომ მიუხედავად ჩემი მცდელობისა მათ წინაშე არაფერი შემეტყო,ჩაფიქრებული რამდენიმე წუთის განმავლობაში სალათის ფურცლებს ჩანგლით უაზროდ ვაწვალებდი.
-საჭირო ოთახში უნდა გავიდე
ვთქვი და კედელზე ჩამოკიდებულ საათს გავხედე ,შემდეგ გვერძე დადებული ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ოთახი რაც შემეძლო სწრაფად დავტოვე.ჰოლში გასული იმაში დასარწმუნებლად რომ არავინ მომყვებოდა ყველა ფეხის ნაბიჯზე უკან ვიყურებოდი და მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი ვინ მინიშნავდა შეხვედრას ,დანიშნულების ადგილისკენ ამაყად მივდიოდი და ვიმედოვნებდი რომ ჩემს გასასულელებლად დაგებული მახე არ იქნებოდა.
-საინტერესოა
ჩავილაპარაკე როდესაც კედელთან მისულს არავინ დამხვდა ,მიუხედავად იმისა რომ საათი პირველის ნახევარს მიჩვენებდა.
-იქნებ სჯობდა ცოტა დამეგვიანა
ვთქვი დაბნეულმა და ისიც გავიფიქრე რომ შესაძლოა ეს ახვლედიანის მიერ მოწყობილი სიურპრიზი ყოფილიყო.
-გეშინია ?
გავიგონე ნაცნობი ხმა და მანამ სანამ შეტრიალება სგავბედავდი თავში უამრავმა აზრმა ერთდროულად გამიელვა.
-მაშინ მარტო არ ვიქნებოდი
უშიშრად ვუპასუხე და ღრმად ჩავისუნთქე ,ვცადე მის წინაშე ძლიერი და ამაყი ადამიანის როლი მომერგო ,შემდეგ კი მისკენ შევტრიალდი.
-დაბრუნებას გილოცავ
დავამატე და მეტი თავდაჯერებულობისთვის ღიმილიც მოვიშველიე.
ალექსმა ჩაიცინა,შემდეგ ჩემი მიმართულებთ რამდენიმე ნაბიჯი ნელა გადმოდგა და თვალებში შემომხედა.როგორც ჩანს ხმის ამოღებას არ ჩქარობდა, ისეთი სახით მიყურებდა თითქოს ჩემს სახეზე რამის ამოკითხვას ცდილობდა.მოულოდნელად ,ისე რომ მზერა არ მოუცილებია ჩემი ხელი აიღო და ამაწევინა,ხელისგულზე დამხედა ,შემდეგ კი აუღელვებლად ,ქურთუკის ჯიბიფან ამოღებული წითელი და შავი ძაფებისგან დაწნული სამაჯური ხელში ჩამიდო.ფერები ,ხაზები,შესაკრავი,ყველაფერი ზუსტად იგივენაირი იყო როგორიც უცხო გოგოს მიერ ნაჩუქარი.იგივენაირი კი არა ის სამაჯური იყო რომელიც გიორგისთან ერთად წვიმისას მანქანის ფანჯრიდან მოვისროლე,ის იყო რადგან ამაზე მის წნულებში ჩამჯდარი ტალახიც მინიშნებდა.გაკვირვებულმა თვალებში შევხედე და იმაზე ფიქრი დავიწყე ამ სიტუაციაში რამის თქმა სწორი საქციელი იქნებოდა თუ არა მიუხედავად იმისა რომ თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა.
-იმ საღამოს,შავ მერსედესს შენ მიყვებოდი
შეშინებულმა ჩავილაპარაკე და ხელი უკან სწრაფი მოძრაობით გავწიე.ის რომ ძილის დროს გონებაში აწყობილი მოტოციკლეტის ნომრები რეალურს წარმოადგენდა შემოწმებას აღარ საჭიროებდა.
-იდუმალი ხარ,მაგრამ ჩემთვის არაფერს ნიშნავ
მშვიდა წარმოვთქვი და კარტერს თვალებში მივაჩერდი.
-ვიცი
მოკლედ მომიჭრა,თვალი ამარიდა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.
-სხვა შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი
დაამატა მოგვიანებით და ზურგი მაქცია.
***
-რაც ახვლედიანი გაიცანი ჩვენი თავი სულ დაგავიწყდა
მისაყვედურეს შუა ღამით, ჩემთან დასარეკად ნინას სახლში შეკრებილმა მეგობრებმა და იმისთვის რომ არ ჩასძინებოდათ ყავა ერთდროულად მოსვეს.
-ლამაზი თვალები აქვს
თავისთვის ჩაილაპარაკა ელენიკომ და მისთვის გაგზავნილ გიორგის სურათს თვალი კიდევ ერთხელ შეავლო.
-შენ გირჩევნია ლაშას მიხედო
სიცილით უთხრა ნინამ და მობილური ხელიდან გამოგლიჯა.
-ან იქნებ სანდროს ?
დაამატარა მარიამმა და ელენიკოს თაყვანისმცემლების სახელების ჩამოთვლას შეუდგა.
-რამდენიმე დღის წინ ალექსი სკოლაში დაბრუნდა
თემა შევცვალე და ბიჭის სახელი ისე ჩავიჩურჩულე თითქოს ერთ-ერთ მოსწავლეზე კი არა რომელიმე სერიულ მკვლელზე ვსაუბრობდი.
-ელაპარაკე ?
ოდნავ შეშფოთებულმა იკითხა ნინამ და სახე ვიდეოთვალთან ისე ახლოს მოიტანა რომ აშკარა იყო მის გარდა ეს თემა არავის აინტერესებდა.
-სამაჯური დამიბრუნა
უცნობი გოგოს საჩუქარი კომპიუტერის თვალთან რამდენჯერმა ავაფრიალე და შემდეგ საწერი მაგიდი უჯრაში ინსტიქტურად მოვსროლე.
-არ შეიძლება სასაუბროდ ვიღაც იდიოტზე უკეთესი თემა მონახოთ?
ჩაილაპარაკა მარიმ და დაცარიელებულ ჭიქას უკმაყოფილო სახით ჩააცქერდა.
-შეიძლება უცნაურია მაგრამ იდიოტი მართლა არ არის
გავაპროტესტე მეგობრის სიტყვები.
-კარგი რა
თქვა და ყავის დასახმელად სამზარეულოში გავიდა.
-გიორგისთან როგორ მიდის საქმეები ?
მკითხა ელენემ და მარიამის ადგილი დაიკავა.
-დატვირთულია მაგრამ მაინც ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას,გასულ კვირას ცდილობდა ჩემთვის კალათბურთის თამაში ესწავლებინა.
-ფრთხილად ზედმეტი არ მოგივიდეთ
სიცილით ჩაილაპარაკა და ოთახი მანაც დატოვა.
***
-წესით ახლა მხარდამჭერთა გუნდის ვარჯიშზე უნდა იყო
სიტუაციისთვის შეუფერებელი ფრაზით ისე შეეცადა საუბრის დაწყებას ,თითქოს სკოლის უკანა ეზოში შეხვედრის დანიშვნის შემდეგ რამდენიმე დღე ჩემს დაიგნორებაში არ გაეტარებინა.
-შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე
მოკლედ მოვუჭერი და ხელში დაჭერილი წიგნები კარადაში შევაწყე.
-ახლა ფიქრობ რომ ერთი იდიოტი ბიჭი ვარ, რომელსაც ყველაფრის თავისებურად მართვა უყვარს.
სიცილით ჩაილაპარაკა და ჩემს კარადაზე მიკრული ფოტოებიდან ერთ-ერთი ჩამოხსნა.
-სიმართლე გითხრა შენზე საერთოდ არ ვფიქრობ
უხეშად ვუპასუხე და ნინასთან და მარისთან გადაღებული ფოტო ხელიდან გამოვგლიჯე.
-ჯერ-ჯერობით არ შემიძლია მოგიყვე ყველაფერი რაც ასე გაინტერესებს
-მაგრამ შეგიძლია ნორმალურად მოიქცე
-ეს ჩემს ხასიათში არ ჯდება
ისეთი ხმით ჩაილაპარაკა აშკარა იყო არ სურდა ამ თემაზე კიდევ ესაუბრა ,შემდეგ კი ჩემი კარადიდან ტყავის წიგნაკი აიღო.
-დადე!
ისეთი ხმით ვუთხარი რომ ჩემი ნათქვამის თავადაც შემეშინდა.
-როგორ ფიქრობ აქ ჩემზეც ვიპოვნი რამეს?
სიცილით ჩაილაპარაკა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ყველაზე რთული ამოცანის ამოხსნას ცდილობდა.
-ცოტახნით ვითხოვებ,შემდეგ კი აუცილებლად დაგიბრუნებ.
-ალექს!
ვიყვირე მისი სახელი ,კარადა ხმაურიანად მივხურე და გასასვლელისკენ მიმავალ ბიჭს უკან ავედევნე.
-ეს დღიური არ არის
გავძახე და სკოლის ეზოში გასული კარტერსკენ გავიქეცი.
-ტყუილად ფიქრობ თუ გგონია რომ მსგავსი სიტყვებით ჩემს გადარწმუნებას შეძლებ
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და წიგნაკის პირველ გვერდზე გადაშალა.
-დამიბრუნე
წინ ავესვეტე და ჩანახატების რვეული ხელიდან გამოვგლიჯე.
-ინგლისურად რატომ წერ ?
დაინტერესებულმა მკითხა და პირველ ფურცელზე მიმანიშნა.
-ვცდილობ ყველანაირად შევეგუო აქ ცხოვრებას
-მეგონა ამისთვის უკვე გყავდა ერთი ადამიანი
თქვა და მზერა ავტოსადგომზე მიმავალ ახვლედიანზე და მედისონზე გადაიტანა.გაკვირვებულმა გავაყოლე თვალი ადამიანს რომელიც როგორც წესი ახლა ვარჯიშზე უნდა ყოფილიყო.
-სალომე!
უცნაური ინტონაციით წარმოთქვა კარტერმა ჩემი სახელი,რომელსაც როგორც წესი აქაურები ხშირად სალითი ანაცვლებდნენ.
-როგორც ოსკარ უაილდის ნაწარმოები
დაამატა როდესაც გაკვირვებულმა გავხედე და მზერა ისევ გიორგიზე გადაიტანა.
-აჯობებს წავიდე
შეეცადა უხერხული სიტუაციისთვის თავი აეირდებინა,რადგან მიხვდა რომ მთელი ყურადღება მხოლოდ ჩემგან რამდენიმე მეტრში მდგომ ორ ადამიანზე მქონდა გადატანილი.
-დარჩი!
გაუაზრებლად წამოვიყვირე როცა ახვლედიანი გოგოსთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.არ მაინტერესებდა ვინ იქნებოდა ახლა ჩემს გვერდით,იმაზეც თანახმა ვიყავი ეს ყველაზე იდიოტი ადამიანი ყოფილიყო ვისაც კი შევხვედროდი,მთავარია მარტო არ ვყოფილიყავი.
-ოღონდ არ ილაპარაკო !
ვუთხარი და ხის ქვეშ ჩამოვჯექი.
***
-არც ისე დიდი ხნის წინ ერთი გოგო მიყვარდა,ლუსი ერქვა
ჩუმად გატარებული რამდენიმე წუთის შემდეგ საუბრის წამოწყებას შეეცადა .მიუხედავად მისთვის წაყენებული პირობისა არ მითხოვია რომ გაჩუმებულიყო.
-როდესაც ურთიერთობის გაკრვეულ ეტაპს მივაღწიეთ მასთან ჩამოშორება მომიხდა
-ჯორჯი არ მიყვარს
შევაწყვეტინე როდესაც მიხვდი რომ საუბარი სიყვარულისკენ მიდიოდა.
-მნიშვნელობა არ აქვს,მთავარი ისაა რომ მასზე დამოკიდებული გახდი
-მედისონს ბავშვობიდან იცნობს ,ბუნებრივია რომ მასთან უფრო ახლო ურთიერთობა აკავშირებს,დიდი ხანია ვფიქრობ და მივხვდი რომ უჭირს ორივესთან ერთნაირი ურთიერთობის შენარჩუნება.
-გეშინია რომ არჩევნის გაკეთება მოუწევს ?
თითქმის ჩაიჩურჩულა ალექსმა და გამომხედა.
-მეშინია რომ მარტო დავრჩები
ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი.
***
-სალომე!
ოდნავ შემოხსნა ირმამ საძინებლის კარი და თავი შემოყო.
-გისმენ
ვუპასუხე და წიგნის კითხვა განვაგრძე.
-ქვევით გიორგი გელოდება,არ ვიცოდი ქართველი მეგობარი თუ გყავდა
გაკვირვებუმა წიგნი გვერდით გადავდე და ლოგინიდან სწრაფად წამოვხტი.
-უბრალოდ ჩემი სკოლელია
სწრაფად დავუბრუნე პასუხი და ოთახი მასთან ერთად დავტოვე.
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და რამდენიმე წამში ,გონებაში ყველა ის შესაძლო ვარიანტი დავუშვი რის გამოც გიორგი ჩემთან სახლში მოსვლას გადაწვყვეტდა.
-იმედი მაქვს ხელი არ შეგიშალე.
მითხრა როდესაც მისაღებში შევედი და ჩემს გადასაკოცნელად გადმოიწია.
-უბრალოდ წიგნს ვკითხულობდი
მორცხვი გოგოს სტატუსი მოვირგე და თავი ჩავხარე.
-ლიტერატურის გაკვეთილიდან ამის წაღება დაგავიწყდა
თქვა და მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ბოლოს დარიგებული თხელი წიგნებიდან ერთ-ერთი გამომიწოდა.
მადლობის ნიშნად გავუღიმე და წიგნი პატარა მაგიდაზე ჩამოვდე.
-ნახვამდის
მითხრა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-გიორგი,იქნებ ვახშამზე დარჩენილიყავი
მის შეჩერებას შეეჩადა სამზარეულოდან გამოსული ირმა.
-დიდი მადლობა მაგრამ მეჩქარება
უპასუხა ახვლედიანმა და გარეთ გავიდა.დედაჩემს თვალები დავუბრიალე,შემდეგ კი ჩემს მეგობარს გავყევი.
-ვიფიქრე ხვალ კარგი იქნებოდა კინოში თუ წავიდოდით
მითხრა როდესაც მის მანქანას მივუახლოვდით.
-როგორც ვიცი პრემიერა არა ?
-იმედი მაქვს ბილეთები შეგვხვდება
სიცილით ჩაილაპარაკა,შემდეგ ჩემკენ გადმოიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
იქამდე გავყურებდი გზას სანამ მისი მანქანა თვალს არ მიეფარა შემდეგ კი სახლისკენ ისეთი ბედნიერი წავედი რომ ის დაკითხვაც რომელიც ირმასთან მელოდა აღარაფრად მიმაჩნდა.
-აბა ?
მკითხა როდესაც მისაღებში შევედი და ახვლედიანის მოტანილი წიგნი შეათვალიერა.
-მგონი ისედაც ყველაფერი მოისმინე.
ვუთხარი და კიბეებისკენ დავიძარი,რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ კი ისევ დედაჩემისკენ შევტრიალდი.
-როდის აქეთ ეპატიჟები უცხო ბიჭს ვახშამზე ?
ვკითხე და თავი ვერ შევიკავე რომ არ გამცინებოდა.
-ვცდილობ აქაურ სტანდარტებს მოვერგო
ბედნიერმა ჩაილაპარაკა და სამზარეულოში შევიდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 982 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar