უბრალოდ არსებები (სრულად)
08.06.2017, 23:07
ცრემლიანი თვალებით თეთრ ჭერს უყურებდა, რომელიც შავად ეჩვენებოდა. წამწამების შეერთებას ვერ ბედავდა. ეშინოდა ის სითხე არ გადმოღვრილიყო, რომელიც მის თვალებში იყო.
არ უყვარდა, როდესაც ტიროდა.
სუსტების საქმე იყო ტირილი.
ბოლოს მაინც შეაერთა წამწამები. ცრემლი ფრთხილად გადმოვიდა თვალიდან, ლოყაზე ჩამოგორდა და ბოლოს საწოლზე დაეცა. დაიფიცებდა, რომ მისი ხმა გაიგო.
იმ გამანადგურებელ სიჩუმეში სადაც ის იყო, ყველაფრის ხმა დამაყრუვებელი იქნებოდა მისთვის.
მაგიდისკენ გაიხედა, სადაც ჩარჩო იდო. ჩარჩოში გოგონა იღიმოდა, დიდი ვერაფერი, ჩვეულებრივი გოგო იყო, თმით და კანით. გოგონას გვერდით ბიჭი იდგა, შეგეძლოთ გეთქვათ, რომ ჰოლივუდის მსახიობად იყო დაბადებული. მისი ლამაზი ღიმილი კი ყველა გოგოს გააგიჟებდა.
- მე, ჰო შენ მიყვარდი... - პირიდან ჩუმი შემაძრწუნებელი ხმა ამოუშვა და სურათი კედელს შეახეთქა.
საკუთარ ტკივილსაც სიამოვნებით შეახეთქბდა კედელზე.

/-*-*-*-*-*-*/

-ძალიან გთხოვ ყავა გამიკეთე რა, - დაღლილმა შეყვარებულს შესთხოვა და თავი ბალიშზე დადო.
გოგონაც წამოდგა უსიტყვოდ, ტელეფონი მაგიდაზე დადო და სამზარეულოში გავიდა.
ელექტრული ჩაიდანი ჩართო, მანამდე კი ჭიქაში ყავა და შაქარი ჩაყარა.
უჯრიდან შოკოლადს იღებდა, როდესაც წელზე ხელები იგრძნო.
-ნანი, - დაღლილი ხმით ამოილაპარაკა ბიჭმა და თავი გოგონას მხარზე დაადო, - დავიღალე.
-ვიცი, რომ დაიღალე ალექსანდრე, - ნანი შეტრიალდა და ბიჭს სახეზე ხელები დაალაგა. - მაგრამ ხვალ ისევ მივდივართ, მეც და შენც, უნივერსიტეტში.
-არ წავიდეთ რა, - კვლავ დაიწყო წუწუნი, - ერთი დღე რა მოხდება?
-მოხდება! - მკაცრად მოუჭრა და ადუღებული წყალი ჭიქაში ჩაასხა. - გამომართვი და დალიე! შენი ხმა აღარ გავიგო!
გადმობრუნებული ტუჩებით და რაღაცის ბურტყუნით ისევ დივნისაკენ წავიდა.
მობეზრებულმა ალექსანდრეს წუწუნით შოკოლადი აიღო და თვითონაც დივნისაკენ წავიდა.
-აი, გამომართვი. შენი საყვარელი შოკოლადია.
ალექსანდრემ ცხელი ჭიქა, რომელიც ხელში ეჭირა, მაგიდაზე ფრთხილად დადო, რომ არ დაწულიყო და გოგონასკენ შებრუნდა.
თბილი ხელები სახეზე დაადო და ფრთხილად ტუჩებზე აკოცა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ...
შემდეგ ისევ ფრთხილად გაუშვა ხელები და გულზე მიიხუტა.

/*-*-*-*-*-*-*/

"მეგობრის" სახლისკენ წავიდა, სადაც საკუთარი "შეყვარებული" ელოდა.
ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი, სამი ნაბიჯი...
მეგობრის სახლამდე სულ 57 ნაბიჯი იყო.
ბოლოს და ბოლოს მთელი ცხოვრება ერთად ჰქონდათ გატარებული. მილიონჯერ მაინც დაუთვლია საკუთარი სახლიდან მის სახლამდე რამდენი ნაბიჯი იქნებოდა. ხან 60 გამოდიოდა, ხან 50, საბოლოოდ კი ყოველთვის 57 გამოვიდა.
კარებს ფრთხილად მიუახლოვდა, ფრჩხილები მაგრად ჰქონდა კანში ჩასობილი, ალბათ მალე სისხლიც გამოვიდოდა.
ყოველთვის ეგონა, რომ თვითონ და ლალი ყოველთვის მეგობრები იქნებოდნენ.
ვერ წარმოედგინა, უბრალოდ ოდესმე მის გარეშე.
ეს სრული უაზრობა იქნებოდა.
ისინი ცალ-ცალკე არ არსებობდნენ.
არსებობდა ლალი, არსებობდა ნანი.
არ არსებობდა ლალი, არც ნანი.
ასე იყო მოკლედ.
მაგრამ...

/*-*-*-*-*-*/

მაღაზიისკენ გაიქცა, სადაც ცივი კოკა-კოლა ელოდებოდა. რა ჯობია შუა ზაფხულს ცივ კოლას? არც არაფერი!
გაზიან სასმელს ხელი დასტაცა, შემდეგ საყინულიდან ნაყინი ამოიღო და სალაროსთან მივიდა.
-1.9 თუ შეიძლება, - მოლარემ უთხრა და მაგიდაზე დადებული ქაღალდის ფული აიღო. ნანიმ ხურდა აიღო და მაღაზიიდან გაიქცა.
მისი მეგობარი ჩრდილში სკამზე იჯდა და რვეულს ინიავებდა.
-როგორ ცხელა, ამის დედაც ჯეკ! - პირველი, რაც მისგან გაიგო ნანიმ იყო ეს.
-არ თქვა, გავიგუდე! - ნაყინი გაუწოდა და თვითონ ცივი წვენი გახსნა.
-ვთქვი უკვე, - ყურადღება აღარ მიაქცია, მიჩვეული იყო ლალის უაზრო უიმორს.
-გაიგე ახალი ამბავი? მაყიშვილი და ტატიაშვილი აღარ მეგობრობენ! - უცნაური თვალებით გახედა ნანის.
-მერე? ახლა გაიგე ეგ? - თვალები გადაატრიალა ნანიმ და სითხე მოსვა.
-რა? შენ იცოდი?
-ორივეს ჩვენი ძველი კლასელი მოსწონდათ, იმას კიდე ტატიაშვილი და როგორც სჩანს ამიტომ, - მხრების აჩეჩვით აუხსნა ნანიმ და ისევ წვენი მოსვა.
-ჩვენ არასდროს მოგვივა მასეთი რამ! სრულიად განსხვავებული გემოვნებები გვაქვს! - დარწმუნებით თქვა ლალიმ და ნაყინს შოკოლადი მოაჭამა.
-რა თქმა უნდა, - გაეცინა ნანისაც.
ეს სრულიად შეუძლებელი იყო მათ, რომ ერთი და იგივე ადამიანი მოსწონებოდათ.
ისეთი განსხვავებულები იყვნენ, როგორც კოკა-კოლა და ფანტა!
-მარტო ეგ კი არა, - გააგრძელა ლალიმ, - მე როგორ უნდა დამკარგო?! რა სისულელეა! ეგ იგივე იქნება დღეს, რომ იწვიმოს!
ორივემ უღრუბლო და კრიალა ცას შეხედეს, რომელზეც მზე აჭყიტებდა და გაეცინათ...

იმ დღეს იწვიმა, თავსხმა წვიმაც აღარ ერქვა.
თქეში იყო, ბოლოს სეტყვაც კი გადმოყარა.
ისე წვიმდა, როგორც არასდროს.
მეგობრებს კი აღარც ახსოვდათ რა თქვეს წვიმაზე.

/*-*-*-*-*-*-*/

კედელზე მყოფ ზარს ხელი გამწარებულმა დააჭირა და მომუშტული ხელი, უფრო მომუშტა.
კიდევ ერთხელ დააჭირა და დაელოდა, როდის გამოვიდოდა მისი "მეგობარი".
-მოვდივარ! - გაისმა კარის მეორე მხრიდან ხმა.
გასაღების ხმა გაისმა და ბოლოს კარებიც ფრთხილად გაიღო.
ხალათიანმა ლალიმ ძლივს შეიკავა, რომ პირი არ დაეღო.
-აქ რას აკეთებ?! - წამოიყვირა და უხერხულად გაიღიმა.
-როგორ თუ რა მინდა?! - მწარე ღიმილით შეხედა ნანიმ, - ჩემს საუკეთესოთა საუკეთესო მეგობართან მოვედი!
-არ მცალია ახლა, საქმეები მაქვს... ხო, იცი უნივერსიტეტი და ათასი საქმე! თან მშობლებიც წასულები არიან.
-არა, კი ვიცი! მაგრამ ეს არასდროს მიშლიდა ხელს, - თავი ოდნავ გვერდით გადახარა და ისევ მწარედ გაუღიმა.
ხელი კარებს მიადო და სახლში შევიდა.
-შეხედე! მთელი შენი ტანსაცმელი ძირს ყრია! საცვლებიც კი აქ ყრია! ყოველთვის ასეთი ფეთხუმი იყავი! - სიცილით უთხრა და მისი საძინებლისაკენ წავიდა.
-არა! მანდ არა! - დაიყვირა ლალიმ და გამწარებული მეგობრისკენ გაიქცა.
-ძალიან არეულია უბრალოდ, - ისევ უხერხული ღიმილით უთხრა.
-არაუშავს! შენი არეულობა მილიარდჯერ მაინც მექნება ნანახი! რა იყო ალექსანდრეს ხო არ მალავ? - სიცილით უთხრა და საძინებლის კარები შეაღო.
-უი! შეხედე! მართლა ალექსანდრეს მალავდი! - "გაკვირვებულმა" გახედა ლალის და შემდეგ ალექსანდრეს.
-აქ რა გინდა ლექსო? ჩემს მეგობართან გქონდა სექსი? მასე როგორ შეიძლება?! იმედია თავი მაინც დაიცავით! ვაიმე! ლექსოს ხო, არ უყვარს თავის დაცვები?! რა, გვეშველება ლალი! ახლა, რომ დაორსულდე ამ ნაბიჭვრისგან?! თუმცა... შენც ბოზი ხარ. იდეალური წყვილი ხართ! - სიცილით შეხედა წითელ ლალის და შოკში მყოფ ალექსანდრისაკენ წავიდა. - ჩემი სახლის გასაღები მინდა, შენი ტანსაცმელი ქუჩაში ყრია, შეიძლება უკვე აღარც.
მხრები აიჩეჩა და დაშოკილ ალექსანდრეს საკუთარი სახლის გასაღები გამოართვა. კარებისკენ მყოფი შემობრუნდა და მტირალ ლალის შეხედა ცინიკური სახით.
-იმედია, ორივე ხვდებით, რომ არ უნდა დამიკავშირდეთ და თვალითაც არ დამენახოთ.
მეგობრის კარები გამოიჯახუნა და საკუთარი სახლისკენ წავიდა.
ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა ტირილი არ დაეწყო.
არ უნდოდა ისეთ არსებებზე ეტირა, რომლებს სახელებიც ვერ მოუფიქრა.
არსებები ყოველთვის არ არიან ღირსები ადამიანები ეწოდოთ.
ვინც ნდობას ტეხავს ის ადამიანი აღარაა.
ვინც გრძნობას ანადგურებს, თითქოს არაფერი არც ისაა ადამიანი.
აუცილებელი არ არის მიწაზე ორი ფეხით მოსიარულე არსებებს ადამიანები ეწოდოთ.
უბრალოდ არსებები.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: გიკი_გოგო
ნანახია: 1196 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar