უდარდელა[7]
06.05.2017, 19:39
-ეს არა.
-არც ეს.
-თუ ეს?
-ყველაზე კარგად ნერვებზე თამაში გამოგდის.-სასოწარკვეთილი იყო ლეო.
-ლეო დამეხმარე,რა ჩავიცვა.ნუ ჩაიხვიე ნერვებზე თამაშობ ასე ისე.
-მე უკვე გითხარი ჩემი აზრი და საერთოდ როდის იყო ჩაცმაზე პრობლემა გქონდა.
-ახლა მაქვს.
-იცი რა გადავიფიქრე არ მინდა ჩვეულებრივი გოგსავით იქცეოდე.
-არც ვიქცევი,მაგრამ მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე.
-ესეიგი აღიარებ მოგეწონა.
-კი-ამოიკრუსუნა და საწოლზე გადაშლილ ტანსაცმელს დაეცა ზედ.-რა გავკეთო?-თვალებზე ხელები აიფარა.-თვალებში ვერ ვუყურებდი,რა დამემართა არ ვიცი მაშინ,დარწმუნებული ვარ გათამამებული ენაჭარტალა ვგონივარ.მე ხომ ასეთი არ ვარ.
-მართალია გათამამებული არა მაგრამ ენაჭარტალა კი ხარ.-სიტყვა არ ქონდა დმათავრებული წითელი კაბა პირდაპირ სახეში მოხვდა ლეო.-მოვიფიქრე იმას ჩავიცვამ რასაც ჩვეულებრივ.
-ზუსტად ასე ჯობია.-წამოიძახა გახარებულმა.-მოდი მე წავალ კარგი?სხვა დროს ასეთ სისულელეზე კომპანიიდან არ გამომიყვანო ძალიან გთხოვ,ლუკი მივლინებაში წავიდა,შენ აქედან მიგზავნი საქმეებს,მე კი ძლივს ავუდივარ იქ ყველაფერს.მერე სახლში მივდივარ იქ სოფია მხვდება..არა ეგ კარგიაა-გაეღიმა თავისთვის.
-რაა?-საწოლიდან ადგა ჯორჯია.დოინჯ შემორტყმული სასაცილო გამომეტყველებით.-ასეც ვიცოდი.ერთად ცხოვრობთ.შენ მთელი საუკუნე არ მოგინდებოდა სახლში რაღაცეების შეცვლა,როგორ გამოვშტერფი მაშინვე რომ ვერ მივხდი."მერე შემომიარე სახლში რაღაცეები შევცვალე"ახლა უნდა ვიგებდე მაგას?ტტ.
-ვაპირებდი შენთვის თქმას.
-ესეიგი სერიოზულადაა საქმე.გილოცავ ძმაო-მხარზე დაკრა ხელი.
-მეტკინა.
-კაცი ხარ უნდა აიტანო.დღეიდანვე ვაცხადებ შენი შვილის ნათლიად თავს.
-შანსი არა.-კატეგორიული ჩანდა ლეოს ნათქვამი.
-ჩემი მეჯვარე იქნები როგორც ბავშვობაში შევთანხმდით მაგრამ ჩემი შვილის ნათლია?არა!გამორიცხულია.ერთი ჩემ ნერვებზე მოთაშეც მეყოფა.
-სიგიჟეებს არ დავანათლებ ნუ ღელავ.დაუნათლავადაც ვასწავლი რაღაცეებს ბოლოს და ბოლოს დეიდა ვიქნები მისთვის,ან მამიდა?
-მოკლედ მე მივდივარ და გაითვალისწინე ახლავე გაფრთხილებ,დღევანდელ შენს ვოიაჟში მე ნუ გამრევ,რომც შენი ერთადერთი სიყვარული იპოვო შუაღამით არ დამირეკო და გამაღვიძო ამის სათქმელად.
-საიდან მოგაქვს ასეთი სისულელები.
-რავიცი მე ხომ არ მყავს ისეთი მეგობარი ნერვებზე რომ დახტუნაობს და არ იცი მეორე წამს რას გააკეთებს.
-თვალებს ნუ მიჭყიტავ რაა,წადი გაიარე.-ვითომ გაბრაზებულმა გაუშვა ლეო.
ლოდინით დაღლილ ტვინს აიძულებდა ფუნქცია არ შეეწყვიტა და კვლავ ლოდინის რეჟიმში დარჩენილიყო.ჯერ გამრავლების ტაბულა გაიხსენა ორჯერ,მერე სახლთან დავარდნილი ფოთლების თვლას შეუდგა,აი მაშინ გაჩერდა მანქანა სახლის წინ.როგორც კი ჯორჯიათავი აგენტი იცნო მანქანასთან მივიდა.
-ალბათ დიდი ხაბი გალოდინე.-ცალყბად გაუღიმა და ანიშნა დაჯექიო.
-მეგონა მარტო ქალები იგვიანებდნენ.და აგენტები ყოველთ ის პუნქტუალურობით გამოირჩეოდნენ მაგრამ,როგორც სჩანს სირაქლემ აგენტებსაც სჩვევიათ დაგვიანება.-ჩაჯდომის თანავე მიაყარა გაბრაზებულმა.
-ესეიგი სირაქლემა შემრჩა?-მაიკლმა გაიცინა და მანქანა დაძრა.
-მაპატიე,ასე არ უნდა მეთქვა.
-უკვე მეორედ მთხოვ პატიებას ესეიგი კიდევ შევხვდწბით.
-არ ვიცი.არა მგონია.
-რატომ ფიქრობ ასე,წამიერად შწმოატრიალა ჯორჯიასჯენ სახე.
-ყველა ვერ მიძლებს თუმცა,თუ გამონაკლისი ხარ,მაშინ შევხდებით მეორედ.მაგრამ ჯერ უნდა მითხრა სად მივდივართ.
-არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი.
-აი ასე,მიყვარს დაუგეგმავი გასეირნებები.ახლა გადავწყვიტოთ სად წავიდეთ.
-რა ვიცი,სად დადიხართ ხოლმე აგენტები?-მაიკლიმ ჩაიცინა.
-აგენტებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.
-მერე რა,მეც ჩვეულებრივი ვარ მაგრამ ჩვეულებრივ ადგილებში არ დვდივარ.
-არა,შენ არა ჩვეულებრივი ხარ.
-მეარშიყები?
-ახლა არა,სხვა დროს შეიძლება.
-შემიძლია ერთ-ერთ ასეთ ადგილას წაგიყვანო.
-კარგი წავიდეთ.
როცა ჯორჯიას მითითებულ ადგილას მივიდნენ.იქ მაიკლმა არაჩვეულებრივი ვერაფერი დაინახა.
-ეს ხომ კლდეა და ზღვა.
-მთელი ხიბლი სქორედ მაგაშია ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ადგილია მაგრამ..წამომყევი განახებ რა არის აქ არა ჩვეულებრივი.
კლდესთან მდგარ ქვებს გადააბიჯეს და ქვრმოთ ჩაუყვნენ გზას.
-ხომ მაგარია-წამოიყვირა მისვლისას.-ეს გამოქვაბული პატარა რომ ვიყავი მაშინ ვიპოვე აქ მოვფიოდი როცა რაღაცოს ძალიანეშინოდა.
-ახლაც გეშინია?
-აღარ.აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ.პრინციპში არც არაფრის მეშინია,მაგალითად მეშინოდა წყლის მაგრამ ზღვაში თავით გადავეშვი.ბედმა გამიღიმა და როგორღაც ნაპირამდე გამოვცურე,მასმერე აღარ შემშინებია.კიდევ გველების ეს შიში რომ დამეძლია ლეოს ვუთხარი გველი მოეყვანა და მხარზე დაესვა.ესეც დავძლიე.
-ლეო?
-ჩემი მეგობარია.შენზე რას მეტყვი?
-ჩემზე?მე გუშინ ჩამოვედი,ქვეყნიდან ვიყავი გასული საქმეზე.ჩამოვედი და იმ წვეულებაზე ამოვყავი თავი სადაც შენ.
-სხვათაშორის ბეილი რომ დაიჭირეთ ჩემი გონების და მოხერხებულობის დამსახურებაა.
-ეგ როგორ?-ჯორჯიასაც მეტი რა უნდოდა მთელი ამბავი მოუყვა.
-საშიში ყოგილხარ.მოდი დავანებოთ არაჩვეულებრივ ადგილებს თავი და ჩვეულებრივ კაფეში წავიდეთ.
-კარგი იდეაა.
-------
-ჩემთან შეხვედრა რატომ მოინდომე?
-სხვა დროს ვეღარ გნახავდი ამიტომ შანსი გამოვიყენე.
-რა შანსი.
-შენთან შეხვედრის შანსი.
-რატომ?
-რა რატომ?
-მაინც რატომ გინდოდა ჩემთან შეხვედრა.
-ეგ არ ვიცი.
-მთა თუ ზღვა?
-მთა.
-შავი თუ თეთრი.
-წითელი.
-წითელი?კარგი.რამდენი გოგო გყოლია.
-ვინ მოსთვლის.
-ვინ კი არა შენ უნდა მოსთვალო.მაგრამ კარგი გამოცდა ჩააბარე.
-რომელი გამოცდა?
-ჩემს ყველა სულელურ კითხვაზე მშვიდად მპასუხობდი.ასე რომ შევხვდეთ მეორედაც.
-ანუ მე გამონაკლისი ვარ.
-შენ ასიდან ის ერთი ხარ.
- და იქნებ მე აღარ მინდა შენთან კიდევ შეხვედრა.
-ასე არაა თვალები გაგცემს.
-მაშინ თვალებში რომ არ მიყურებდი მეგონა ერთი ქედმაღალი და ამპარტავანი გოგო იყავი.
-მე არ ვარ ქედმაღალი და ამპარტავანი.
-უკვე ვიცი.-ღიმილით თქვა მაიკლმა და ანგარიში მოითხოვა.მანქანისკენ მიდიოდნენ,მაიკლს რომ დაურეკეს.ჯორჯიას არ ესმოდა ვის ან რაზე ესაუბრებოდა მაგრამ კარგად დაინახა სახიდან ადამიანი ფერი როგორ გადაუვიდა.
-რა მოხდა?
-დედაჩემი ცუდად გახდა-ამასობაში გასაღები ამოიღო.-ველაპარაკებოდი და მაშინ გახდა ცუდად.
-კარგი დაწყნარდი,სასწრაფოში დავრეკოთ.
-დაგვიანებენ,შორსაა სახლი საავადმყოფოდან.
-მაშინ გადმოდი,საჭესთან მე დამსვი.-მამკაცს არ დააცადა ეკითხა,მკაცრმა ტონმა გაჭრა და საჭეს ჯორჯია მიუჯდა.
-ეს მანევრები საიდან ისწავლე.
-როცა ასეთი სისწრაფით მივდივარ მირჩევნია არ ვილაპარაკო.-სრული სეიოზულობით მიუტრიალდა და მაშინვე ისევ გზას გახედა.
-სახლში შესვლისთანავე დაინახა უგონოდ მყოფი დედა,ხელში მის აყვანას შეცადა მაგრამ ჯორჯიამ არ დაანება.
-გულის მასაჟს გავუკეთებ გონზე მოვა,მანმდე მანქანა ახლოს მოიყვანე.-მართლა მოვიდა ქალი გონს,მაგრამ განძრევა ვერ შეძლო.
-მშვიდად იყავით.საავადმყოფოში წაგიყვანთ.
---------
საავადმყოფოს ჰოლში დიდი ხანი უცდიდნენ ექიმის გამოსვლას.
მაიკლი ადგილს ვერ პოულობდა,ჯორჯიამ არ იცოდა რა გაეკეთებინა,სიტვაცია ნაცნობი იყო.ბოლოს მაიკლთან მივიდა
მხარზე ხელი დაადო.ნელა ამოხედა ახლოს მყოფს ბიჭმა.
-ვიცი ახლა როგორ ხარ,მაგრამ არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება-.ბიჭმა წელზე შემოხვია ხელები.ჯორჯია ცოტა ხნით გაინაბა,მოულოდნი იყო მაიკლის მოქმედება,ვერ გადაეწყვიტა თვითონაც იგივე გაეკეთებინა თუ მოშორებოდა,ბოლოს მაინც შწმოხვია ხელები და ისევ გაიტრუნა.ცოტახნით სუნთქვის შეკავებაც სცადა ეგონა სუნთქვა ხელს უშლიდა ბიჭის გულისცემის მოსმენაში.
-პაციენტის ახლობლები თქვენ ხართ?-ჰარმონია წამში გააცამტვერა პალატიდან გაამოსულმა ექიმმა.მაიკლი ექიმთან მიბიდა.ჯორჯია კი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
-მე მისი შვილი ვარ.
-წნევა ძალიან დაბალი ქონსა ამის გამო დაკარგა გონება,მაგრამ გულის მასაჟმა შეიძლება ითქვა სიცოცხლე შეუნარჩუნა,ახლა მდგომარეობა სტაბილურია ღამე აქ დავტოვებთ ხვალ შწგეძლებათ წაყვანა.
-მადლობთ ექიმო.
-ხომ ხედავ ყველაფერი კარგადაა.
-შენი წყალობით.
- რა სისულელეა.
-შენში არ შევმცდარვარ.მართლა არხარ ჩვეულებრივი.ახლა კი სახლში წაგიყვან.
-არა აქ დავრჩები.-კატეგორიულად თქვა ჯორჯიამ.
-არა,ამას არ დავუშვებ.
-მე კი კმას არ დავუშვებ მთელი ღამე აქ მარტო იყო,ასე რომ მივდივარ მხოლოდ ყავის მოსატანად სხვაგან არსად.-გოგონას სიტყვებზე ხმა აღარ ამოუღია მრავლისმეტყველი ღიმილი გააყოლა ყავის მოსატანად წასულ ჯორჯიას.
დილის ხუთი საათი იქნებოდა,ჯორჯიას რომ გამოეღვიძა,როგორც კი გამოფხიზლდა და გაიზმორა ძვლებმა ტკაცუნი დაუწყეს.
-როგორ ხარ?კითხა უკვე გაღვიძებულ მაიკლს.
-კარგად.
-არ გეძინა?
-არა,ვერ დავიძინე.
-რომელი საათია?
-დილის ხუთი საათი.
-იცი რა აქვე ორ ნაბიჯში ჩემი მეგობარი ცხოვრობს,ხომ არ გეწყინება მასთან რომ მივიდე ცოტა ხნით რაღაცას ვეტყვი და მერე ისევ მოვალ.
-რა თქმა უნდა წადი,მაგრამ დილის ხუთ საათზე?
-ნუ ღელავ ის ჩემი მეგობარია ასეთებს მიჩვეულია.თვალი ჩაუკრა და საავადმყოფოდან გავიდა.
კარებზე მეოცე უშედეგო ზარის დარეკვის შემდეგ,ნახევრად მძინარე ლეომ გაუღო კარები,ჯერ ისევ თვალებს იფშვნეტდა?
-აქ რას აკეთებ ხომ გითხარი არ გამაღვიძო მეთქი.
-შენ მითხარი ღამე არ დამირეკოო.ახლა არც ღამეა და არც გირეკავ.
-მაგრამ გამაღვიძე.
-ეგ თავისთავდ.შემატარე საქმე მაქვს.
-რაა?დამაძინე,გთხოვ.
-რომ იცოდე რა მოხდა.-დივანზე ჩამოუჯდა და ლეოსაც აიძულა იგივე გაეკეთებინა.-სოფიაც აქაა?
-არა.
-თვალები გაახილე ასე როგორ გელაპარაკო?
-ბოდიში შემთხვევით ჩემმა ერთმა გაუგონარმა მეგობარმა დილია ხუთ საათზე ხომ არ შემომიმტვრია კარები?
-როგორი სარკაზმით აღსავსე ხარ.მოკლედ ყველაზე მაგარი დღე იყო,თუ მაიკლის დედის ამბავს თუ არ ჩავთვლით.
- კარგია ახლა დამაძინებ?
-არა,მითხარი რამე.
-რა გინდა რომ გითხრა?
-რავიცი რამე.არა,ჯერ იმას მოგიყვები რა მოხდა.
-მე ბიძინება აი ონკანი იცი სადაცაა და იმას მოუყევი.
-ლეოპოლდ,მოდი აქ!
-მ ე ძ ი ნ ე ბ ა!-მძინარე ლეო თავის ოთახში შევიდა.
-წყალს მოუყევი,წყალს სიზმრებს უყვებიან,ეს სიზმარი ხომ არაა.-მიხვდა რომ ბავშვივით იქცცეოდა თავისთავზე გაეცინა. საავადმყოფოში დაბრუნება გადაწყვიტა მაგრამ სანამ კარებს მთელი ძალით გამოიხურავდა.-ტკბილი ძილი ლეოპლოდ.-მთელ ექოდ გაისმა სახლში.
-ჯორჯია ამას არ დაგივიწყებ.-მოესმა ლეოს დაღლილი ხმა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1178 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar