უდარდელა[8]
09.05.2017, 16:17
მზის სხივებმა ჯორჯიას ოთახშიც შეაღწია. სამწუხაროდ.მაღვიძარამაც ზუსტად ამ დროს დარეკა.თუმცა ხელის გადაყოფა ტუმბოზე და მისი გაჩუმება შეძლო.მაგრამ ლოლას ვერაფერი მოუხერხა.ძაღლი პირდაპირ საწოლზე აუხტა და მოუსვენრად დაუწყო ლაქუცი.
-გშია საყვარელო?ახლავე.-კარგად გაიზმორა,ფანჯარასთან მივიდა.
-ხედავ ლოლა რა კარგი ამინდია,გავისეორნოთ დღეს.ხელში აყვანილმა ჩაიყვანა პირველ სართულზე,საჭმელი მოუმზადა თვითონ კი ეზოში გავიდა.მაიკლიც გასვლიდან რამდენიმე წუთში მოვიდა.გადაეხვია.
-როგორც სჩანს დილით ჩემთან სტუმრობა მოგწონს.
-ხომ იცი მერე სამსახური მაქვს და შენს ნახვას ვერ შევძლებ.
-ვიცი.
-ისევ მებუტები.
-საიდან მოიტანე,წამოდი შევიდეთ.-წინ წასულ ჯორჯიას მაიკლი დაეწია და თავის მკლავებში მოიქცია.
-დღეს ჩემი დაბადების დღეა და მინდა მოხვიდე.
-დღეს?გილოცავ-გადაეხვია და აკოცა-მაგრამ,არ ვიცი თუ შევძლებ მაიკლ.
-უნდა შეძლო გთხოვ,აუცილებელია.სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა ჩათვალე-ჯორჯიას გაეცინა.
-აუცილებელი რატომ?თან სიკვდილ-სიცოცხლის საქმე.
-ჩემს მეგობრებს გაგაცნობ.-დაბნეულმა ჩაილაპარაკა.-თუ გინდა შენი მეგობარი ლეოც წამოიყვანე.
-კარგი მაგრამ ვერ შეგპირდები რომ ლეო წამოვა მე კი ყველანაირად ვეცდები.
-ჯორჯია გამიღე კარები შენთან წიგნი დამრჩა.
-ვინ არის?-კითხა კარების გასაღებად წასულ ჯორჯიას.
-ლეოა-კარები უნდა გაეღო მაგრამ გაჩერდა,ჩაიცინა და მაიკლთან მიირბინა.
-რაღაც ჩაიფიქრე არაა.
-შენი იარაღი მომეცი.-ხელი გაუწოდა.მაიკლმა კი დაეჭვებით შეხედა.-ნუღელავ არ ვაპირებ მის მოკვლას.
-ეგ ვიცი მაგრამ შეიძლება დაჭრა.
-ოო,მომეცი.
-კარგი.-ხელში შეათამაშა ჯორჯიამ იარაღი და მომლოდინე ლეოს კარები გაუღო,ფეხის შემოდგმა არ აცადა იარაღი დაუმიზნა.
-ო,ჯორჯია.ლეო ვარ ვერ მიცანი?
-ხელები მაღლა.
-ხუმრობ ხო ალბათ.
-არა.ნუ შეიძლება ცოტათი.კარგი ვხუმრობ.-იარაღი დააუშვა და სახლში შეატარა.მაიკლი ფეხზე წამოდგა და ახლა მისულს ხელი ჩამოართვა.
-შენზე ბევრი მსმენია ლეო.
-იმედი კარგი.
-საკმაოდ კარგი.
-მოხარული ვარ.
-მაიკლ გამომართვი შენი იარაღი.შენ კი ბატონო შენი წიგნი.ყოველ დილით რაღაც დამრჩათი რატომ მაკითხავ მეხსიერება არ გივარგა ლეო?
-არა უბრალოდ ერთი კვირა იმას ვცდილობ რომ როგორმე მაშინდელისთვის სამაგიერო გადაგიხადო დილით რომ გამაღვიძე მაგრამ ალბათ მაიკლის წყალობით, უკვე გაღვიძებული მხვდები.
-კარგი როგორც არის,მოდით დავსხდეთ ყავას გავაკეთებ.
-ჯორჯია მე უნდა წავიდე,საღამოს არ დაგავიწყდეს გელოდებით.
-მაილკს გავაცილებ და ახლავე დავბრუნდები.-ლეომ თავი დაუკრა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა.
უკან დაბრუმებულ ჯორჯიას კი ლეო ჩაძინებული დახვდა.
-ვიღაცას ჩემი გაღვიძება უნდოდა თვითონ კი ჩაეძინა.-გაიცინა და პლედი მიაფარა მაგრამ ლეო მაშინვე გამოფხიზლდა.
-მეგონდა გეძინა.
-ასეა.-დაამთქნარა.
-რა გჭირს რომ შემოხვედი ისეთი დაღლილი სახე გქონდა ვინანე იარაღით რომ მოგვარდი.
-მე კი არა შენ შემაშინე იარაღი რამ მოგაფიქრა.
-რავიცი.-მხრები აიჩეჩა.-ყავა მართლა უნდა გავაკეთო და შენთვის მწვანე ჩაის გავაკეთებ დაგაწყნარებს,კარგად გახდები.
-კარგად ვარ უბრალოდ დავიღალე.
-დღეს შეძლებ ერთ ადგილას გამომყვე?
-სად?-ჭიქები მაგიდაზე დადგა.მხოლოდ ამის შემდეგ გასცა პასუხი.
-დღეს მაიკლის დაბადებისდღეა და დაგვპატიჟა.
-მეც?
-კი,და წამოდი რაა,თუ შეძლებ რა თქმა უნდა.
-წამოვალ.-ამის თქმაზე ჯორჯია ისე ჩაეხუტა ლეომ მადლობა გადაუხადა ღმერთს ჩაის ცხელი ჭიქა რომ არ ეჭირა ხელში.
-ყველაზე,ყველაზე კარგი ხარ.
-ანუ გამოდის რომ შენ და მაიკლი ერთად ხართ.
-ალბათ.
-როგორ თუ ალბათ.არა კი ყველაფერი ძალიან სწრაფად აეწყო მაგრამ,ალბათ?
-ჯერ სახელი ვერ მოვუფიქრეთ ჩვენს ურთიერთობას.
დაბადების დღეზე წასასვლელად უკვე მზად იყო,მაგრამ ჯერ ლეოსთვის უნდა გაეარა ასე შეთანხმდნენ.გასვილას ლოლას უამრავჯერ აკოცა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა სახლი.
მისვლისთანავე შეაშინა ლეოს შესახედაობამ.
-ისე გამოიყურები თითქოს ღამეებია არ გიძინია.-გვერდით მოუკალათდა და კარგად დააკვირდა.
-ცუდად ვარ.
-მაგას უკვე მივხვდი, რა გჭირს.-სახეზე ხელები მოუსვა.
-არ ვიცი თავს ვერ ვწევ,შენგან რომ წამოვედი დილით სამსახურშიც ვერ წავედი.ნეტა ტეომ თუ გააფორმა ხელშეკრულება.
-მაგაზე ფიქრს მოეშვი,ექიმთან წავიდეთ.
-არა რა ექიმი,უბრალოდ შენი მომზადებული,მაგიური ჩაი მიშველის.-ეცადა გაეცინა.
-საქმე სერიოზულადაა,ჩაი ვერ გიშველის.ლეო არ მაინტერესებს ექიმთან მივდივართ.და საერთოთ სოფია სად გყავს?მაშინაც რომ მოვედი არ იყო.
-მაგის მერე ერთი კვირა გავიდა,ამ ერთ კვირაში კი ბევრი რამ მოხდა.
-მაგალითად?
-დავშორდით.-ჯორჯია ეცადა დაეფარა უსაზღვრო ბედნიერება ამის გამო.
-მე გითხარი.მაგრამ რატომ?
-მართალი იყავი ჩვენგან არაფერი გამოვიდოდა.ახლა კი წადი დაბადების დღეზე.ჩემზე ნუ ინერვიულებ.
-წვეულება მოიცდის, წავიდეთ ექიმთან.-შეწინააღმდეგება არ აცადა ლეოს.
.....
-ეს ყველაფერი გადაღლილობის ბრალია ლეო.
-ასეც ვიცოდი.ლეოს ხომ საბუთომანია ჭირს,სულ საქაღალდეებშია ჩამძვრალი.-ლეომ მკაცრი მზერა სტყორცნა ჯორჯიაც გაჩუმდა.
-გირჩევთ მინიმუმ ერთი კვრით, რადგან ვიცი თქვენი სამუშაოს გრაფიკი,წახვიდეთ მშვიდ ადგილას სადაც შეძლებთ განტვირთვას და დასვენებას.
-წამლებით კარგად ვერ გავხდები,სხვაგან წასვლა რომ არ გახდეს საჭირო.საქმეები მაქვს.
-არა,ვწუხვარ მაგრამბ თქვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი დასვენებაა.
-ხომ გაიგე ექიმმა რაც თქვა.-კლინიკიდან გამსოვლისთანავე შემოუტრიალდა ჯორჯია.
-ჯორჯია საქმები ვერ მოიცდის....
- არა,მოვრჩეთ ამაზე საუბარს.ტეო მიხედავს ყველაფერს,არ დავუშვებ შენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.ხომ იცი ჩემთვის როგორი ძვირფასიხარ.-ორი ნაბიჯით წინ წაიწია ჯორჯიამ.ლეოს სახესთან ძალიან ახლოს.მაგრამ მალევე ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-კარგი,მაგრამ სად?თან მარტო?
-მე აქ არ ვარ.ერთად დავიპყროთ იტალია.
-ესეიგი იტალია.-გაიღიმა ღრმულებიანად.
-აი ასე,სულ უნდა იღიმოდე იცი როგორ გიხდება?
-მერე მაიკლი?
-რა მაიკლი?
-არ მოეწონება ალბათ.
-რატო ვითომ.დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ მაგრამ ის რომ რაღაც ურთიერთიბა გვაქვს რომელსაც ჯერ სახელიც ვერ დავარქვით უფლებას არ მივცემ შენთან წამოსვლა დამიშალოს.ან რატომ ვითომ,არა ის ასეთი არაა.ბარგი ჩაალაგე მალე წავიდეთ ბილეთებს კი ამ დღეებში ვიყიდი.
**
-დარჩენა საჭირო არაა,წადი მაიკლთან.-ჯორჯიამ ამოიოხრა და მძიმედ ჩაესვენა სავარძელში.
-არ გინდა წასვლა ასეა არა?.-გამოიცნო ლეომ.
-ხო,ისე დაიჟინა.მეგობრები უნდა გაგაცნო სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა აუცილებლად უნდა მოხვიდეო.
-მაგრამ რატომ არ გინდა წასვლა.
-არ ვიცი.არაფრი მოხდება თუ არ წავალ.
-ჯორჯია ეს შენთვის ახალი ეტაპია,გეშინია ასეა ხომ?
-ყველაზე კარგად შენ მიცნობ,ახლოს მოვუშვი მაიკლი და მეშინია რომ ეს ცუდია.
-ასე არაა,რომც არ აერწყოს თქვენი ურთიერთობა,უბრალოდ უნდა სცადო.მაგრამ თუ არ გინდა წასვლა.
-არ მინდა.
-კარგი მაშინ.-ვაპირებდი შენთვის ამის თქმას,მაგრამ დრო ვერ გამოვნახე,შენმა ძმამ ყველაფერი გაიგო.
-ვიცი მითხრა.
-ჯორჯია იქნებ კონტრაქტი გააუქმო.
-ლეო შენც კარგად იცი ვითარება.წლებია ლუკთან მხოლოდ იმიტომ ვმუშაობ რომ ის დედას სიცოცხლეს უნარჩუნებს.სანამ დედა ცოცხალია მიუხედავად იმისა რომ კომაშია მე არ შემიძლია ეს გავაკეთო.საავადმყოფოს ყველა ხარჯს ის ფარავს.-საუბარი მაიკლის ზარმა შეაწყვეტინა.
-გისმენ მაიკლ.
-სად ხარ?-გაბრაზებული ხმა ქონდა.
-ლეო ცუდადაა და მარტო ვერ დავტოვე მაპატიე მაგრამ ვერ მოვდივარ.
-რას ქვია ვერ მოდიხარ.ჯორჯია უნდა მოხვიდე.ლეო ჩემზე მნიშვნელოვანია?
-არ გესმის რას გეუბნები?ცუდად არის,ვერ დავტოვებ მარტო.
-ჯორჯია.
-მაიკლ რა მოხდება ხვალ ავღნიშნოთ მე და შენ მარტო.-მხიარული ხმა მიიღო ჯორჯიამ მაგრამ საპასუხოდ კი მაიკლმა მობილურო გაუთიშა.
მომდევნო დღეს მაიკლი არ მისულა მასთან,არც ზარებზე უპასუხა,ამიტომ გადაწყვიტა სამსახურში მიეკითხა.მისვლამდე გონებაში ალაგებდა სიტყვებს.ერთი ის იცოდა რომ წინადადებას აუცილებლად მაპატიეთი დაიწყებდა.ლიპტი სანამ დაიძვრებოდა შიგნით კიდევ ერთი ადამიანი შევიდა.ჯორჯიას ძალიან ეცნობოდა.კაცმა როგორც კი დაინახა გაუღიმა.ჯორჯიასაც გაახსენდა მაკლის თანმხლებებიდამ ერთ-ერთი იყო მაშინ წვეულებაზე ბეილი რომ დააკავეს.
-გოგონა თქვენ ნამდვილი ანგელოზი ხართ ჩემთვის.-მხიარულად წარმოთქმულმა კაცის ამ სიტყვებმა ღიმილი მოჰფინა სახეზე.
-კი მაგრამ რატომ,არც კი მიცნობთ.
-არა მაგრამ მადლობა უნდა გითხრა გუშინ წვეულებაზე რომ არ მოხვედით.მაიკლი გაგიჟდა პირდაპირ.ხუთასი დოლარი ცოტა ხომ არაა.
-შეიგიძლიათ ამიხსნათ რას გულისხმობთ?
-მაშინ მე დაგინახეთ მაიკლის უკან რომ იდექით და მე და მაიკლი ხუთას დოლარზე დავნიძლავდით,თუ თავის დაბადების დღეზე მოგიყვანდათ შეყვარებულის სტატუსით მაშინ ის მოიგებდა.-ჯორჯიას სიმწრის სიცილი წასკდა როგორი ამაზრზები მოეჩვენა იმ წამს ყველა და ყველაფერი.ლიპტი გაჩერდა ორივე გამოვიდნენ.
-მაიკლს დაუძახე უთხარი რომ აქ ველოდები.-მაიკლი ჩვეულებრივი სახით მიუახლოვდა მას.
-ვიცი ახლა რასაც მეტყვი,ვიცი რომ გაიგე.მაშინ როცა დაგინახე ვიფიქრე შევაბამ და სანაძლეოსაც მოვიგებ მეთქი,მაგრამ როცა დედაჩემი გადაარჩინე და კარგად გაგიცანი გადავიფიქრე.
-მაგრამ მერე-თვალებში დაჟინებით უყურებდა ჯორჯია და ვერ ხვდებოდა საიდან ქონდა ამხელა ძალა არ ეტირა მის თვალწინ.
-მერე?მერე მარტივად წავიდა ყველაფერი და რატომაც არა ხომ გესმის ცოტა ფული არ იყო.ფული ვის აწყენს.იმედია არ გეწყინება ცუდი გოგ არ ხარ,უდარდელი და ძალიან კარგი ხარ.-ჯორჯიამ სხვა მხარეს გაიხედა და ღრმად ჩაისუნთქა.
-იცი როგორი ამაზრზენი ხარ?აქ კი პატიების სათხოვნელად მოვდიოდი.-თავის თავზე გაეცინა
-პატიების?სჭირო არაა,მადლობას მე უნდა გიხდიდე.
-მართლა არ გადარდებს რაც გააკეთე?
-შენ წარმოიდგინე არა.
-ძალიან შევცდი შენში.
-ყველაფერი დამთავრდა ესეიგი.ჩვენი ურთიერთობა მორჩა.-ჯორჯიამ ლიპტი გამოიძახა და შიგნით შევიდა.სანამ კარები დაიხურებოდა კი სახეში დამცინავად შეხედა.
-როგორ უნდა დამთავრეს ის რაც არასდროს დაწყებულა.
მანქანაში გაბრაზებული?არა გაცოფებული ჩაჯდა.და მთელი ძალით მორთო ყვირილი.
-მგონი მომეშვა.-თქვა დაწყნარებულმა.
გზად აეროპორტს ჩაუარა და მაშინ გაახსენდა ბილეთები.გადაწყვიტა შეეძინა.და რაც შეიძლება მალე წასულიყო შორს.ცოტახნით გასცლოდა აქაურობას.
ბილეთების შეძენის შემდეგ მობილურო ამოიღო და ლეოს გადაურეკა.
-ბარგი ჩაალაგე?
-არა ჯერ,რა ხმა გაქვს.რაღაც აჟიტირებული ხარ.მაიკლიც მანდაა?
-მაიკლი მოკვდა.
-რა?
-რელურად ცოცხალია მაგრამ ჩემთვის მოკვდა.ხვალ მივფრინავთ იტალიაში.
-რა მოხდა.მითხარი თუ რამე...
-ყველაფერს მოგიყვები როცა გნახავ,მანამდე კი მოემზადე ფრენისთვის.იტალია გვიხმობს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1106 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar