უერთმანეთოდ, არაერთმანეთისთვის შექმნილნი [{3}]
06.05.2017, 23:14
***
მორევში ამჯერად მშობელთა კრების კადრი ვარდება სადაც ნათლად ჩანს საკლასო ოთახში შესული ქალი.
-ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის-ისმის ახლადმოსულის წკრიალა ხმა-მე მაშო არჯევანიძის დედა ვარ
ამ სიტყვებმა გაყინა ნანი მასწავლებელი. რომ გითხრათ მისი დანახვისთანავე მიხვდაო, მოგატყუებთ. ძალიანაც მოეწონა ოთახსი შემოსული ქალი და მისი ვინაობის გაგებისთანავე ძლიერი შეჯახება განიცადა მისმა გულმა ზიზღთან, რომელიც საკუთარი თავის მიმართ უფრო გაძლიერდა. წამიერად ყველაფერი გაჩერდა და ახლა გრძნობს როგორი მცდარია მისი არსება, როგორ ეშლებოდა ყველა ფიქრი ამ ქალზე, რომლის ღიმილიც სისუფთავეს და სიკეთეს ასხივებს.

-მობრძანდით, მე ნანი ვარ, თქვენი შვილის დამრიგებელი-თითქოს უფრო საკუთარი თავის გასამწარებლად აღნიშნა რომ ისაა დედა, ისაა ცოლი და არა თვითონ.
-მადლობა მინდა გითხრათ, მაშო ყოველთვის ისე კარგად საუბრობს თქვენზე.
-ბანალურად ჟღერს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ-ოდნავ გაუღიმა ქალს და შემდეგ ბოდიშის მოხდით გაეცალა.
-უხეში სულელი გოგორ ხარ ნანი, საშინლად სულელი, სულელი-უმეორებდა საკუთარ თავს და ცდილობდა არ დამსხვრეულიყო ნიღაბი, რომელიც უკვე კარგა ხანია მოარგო აკას გამოჩენამ.

სწორედ ამ დღეს მიხვდა, რომ იყო ძლიერი ქალი, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა საქმე, ქუსლების კაკუნით დატოვა საკლასო ოთახი. თავაწეულმა სევდიანი სახის გარეშე მიაღწია სახლამდე და მხოლოდ, კარს მიღმა მისცა თავს საშუალება ეტირა, როგორც ქვრივ ქალს, როგორც დაობლებულ შვილს ან ერთადერთი იმედის დამკარგავ დედას. ამ ცრემლების დანახვისას ვერ გამოარჩევდით ვინ იყო ეს ახალგაზრდა ქალი, გოგო რომლის ცრემლებიც ამხელა ტკივილს იტევდა. ქვრივი, ობოლი, გაუბედურებული დედა, ნამუს ახდილი ქალი თუ ყველაფერი ერთად.

დივანზე იჯდა უსულოდ დარჩენილი სხეულით და ესმოდა
"you break me up, you break me down believer.... believer..."
pain... pain იმეორებდა მამაკაცის ხმა, ქალი კი ვერაფრით წყნარდებოდა.

-რა საცოდავი ხარ-ეტყოდა ალბათ ახლა ცხრამეტი წლის ნანი და ცინიკურ ღიმილსაც აჩუქებდა-არასოდეს თქვა არასოდესო და ეს არასოდესაც დაგიდგა?-აგრძელებს წარსული ნანი.
-გამოფხიზლდი-ჩაესმის და ხმამაღლა იმეორებს თვითონაც.

-ხო დე?მირეკავდი-ათწუთიანი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა ხმა დაიმშვიდა და ლალის გადაურეკა.
-რა გჭირს დე?-ჩაესმა ქალის აფორიაქებული ხმა.
-არაფერი ვბანაობდი და ვერ გიპასუხე, როგორ ხართ?-უკვე მერამდენე ტყუილით ამშვიდებს დედას.
-გია სოფელში მიდის ხვალ, ჩემთან დარჩები?-ბავშვივით შეევედრა ქალი და ალბათ ყელიც გამოიწელა.
-მოვალ დე, მოვალ-დაღლილი ხმით ჩასძახა აპარატს და ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში.
-ნანი-ტონი შეიცვალა ლალიმ-კარგად ხარ დე?-მაინც დაუტკბა ბგერები.
-კარგად ვარ, კარგად-უფრო საკუთარი თავისთვის,მტკიცედ ამოილაპარაკა-წავედი დე რვეულები მაქვს შესამოწმებელი, ხვალ მოვალ.
***

ახლა დედას საყვარელ ბანანებს უყიდის, გაღიმებულს გულში ჩაეკვრება და მერე უკეთ იქნება, აუცილებლად.
-აუცილებლად?-დასცინის ალბათ ეს სამყარო,ბედისწერა ან საკუთარი იღბალი, იღბალი, რომელიც ცუდია, ძალიან ცუდი.
ისევ... ისევ ყველაფერი აირია, ყველაფერი თავდაყირაა, თითქოს ვიღაც მძლავრად ჩასჭიდებია მის ყელს და უჭერს ისეთი ძალით, იმხელა ზიზღით რომ სადაცაა გაგუდავს, სიცოცხლეს მოუსპობს და მერე ძალიან, ძალიან ხმამაღლა იცინებს უსიცოცხლო ქალის სხეულთან მდგომი. ისე როგორც კრუელა იცინის ლეკვების გატაცების შემდეგ, ბოროტი დედინაცვალი ფიფქიას მოწამვლის შემდეგ. უკვე მეორედ უყურებს უკუნივით შავ თვალებს. უკვე მეორედ დგას და იხრჩობა.
უამრავ ადამიანს შორის მიმავალს მაინც და მაინც ის ხვდება ვისი ნახვაც ასეთი სასურველი და აკრძალულია. არა, მაინც რა არის ადამიანი, რატომ უნდა ზუსტად ის, რაც არ შეიძლება, რაც არ ეკუთვნის, რატომ?! მშობელთა კრების შემდეგ ძლივ დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ შეეწყვიტა უაზრო ტანჯვა და საკუთარი თავის ზიზღზე ხელი აეღო. ნუთუ ეს ცხოვრება კი არა რაიმე ფილმია და ნანიც მისი გმირია, აი ის გმირი, დამხმარედ რომ იყენებენ. მთავარ როლში მყოფი მამაკაცის უფრო სასურველად წარმოჩენისთვის უგოგონოდ შეყვარებული ქალი რომ შემოჰყავთ სცენარისტებს, რამდენიმე წუთით და მერე ისევ, რომ აქრობენ. წამებში დაენგრა გეგმები და ისევ შავმა თვალებმა ჩაძირა, დიახ, ცოლიანი კაცის შავმა თვალებმა.
ვინ იცის, რას ფიქრობდა ამ დროს აკა, რომელიც ბრბოში სწორედ ნანის გადაეღობა წინ. წამებით თვალებშიც ჩააშტერდა და მერე ისე აუარა გვერდი ვითომც არაფერი. თითქოს არც კი ენახა აქამდე, თითქოს არც ახსოვდა წითური მასწავლებელი. ანდაც რატომ თითქოს?! როგორც ჩანს სწორედაც რომ არ ახსოვდა. მაგრამ ნანიმ რა უნდა ქნას?როგორ უნდა მოიქცეს ნანი?!
-მაშ ნანი არა?!- გამოარკვია მამაკაცის ხმამ. არა მკითხველო, ეს არ არის აკა და არც ჩემი წიგნია ლამაზი ზღაპარი, ასე რომ შეეშვი ფანტაზიორობას და მომენდე!
-დიახ ნანი-ღიმილით უპასუხა ტაქსის მძღოლს და გზას გახედა.
-შემიძლია ვუთხრა ნანის როგორ მოიქცეს?-ღიმილით გამოხედა სარკეში, ჭაღარა შეპარულმა კაცმა-ხშირად უნდა გაიღიმოს და არასდროს იფიქროს ცუდზე, სანამ თვითონ ცუდი არ დაფიქრდება მასზე.წინასწარი განცდები ძალიან ვნებს სულს-დუმილი თანხმობად მიიღო და თამამად მისცა რჩევა მსმენელს.
-მაგრამ ზოგჯერ ხომ ძალიან რთულია, საკუთარ თავს უბრძანო და მითუმეტეს განცდები აკონტროლო- დანანებით ამოილაპარაკა წითურმა და ღრმად ამოისუნთქა.
-გაიცინე გენაცვალე, იცოდე მზე მხოლოდ ერთხელ ამოდის დღეში, ახალგაზრდობაც ერთხელაა მოცემული, მოწყენა მაშინაც გვეყოფა, ლანდების სამყაროში, რომ ჩაგვიყვანენო კონსტანტინე ამბობს და მართალიცაა. შაბლონურად ჟღერს, მაგრამ ცხოვრება მართლა მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ იჯდე და იტირო-გაუღიმა კაცმა და გაჩუმდა, ან ნანის აღარ ესმოდა, ვინ იცის.
იქნებ ლანდების სამყარო სჯობს, იქნებ იქ უფრო მარტივია ვიცინოთ. ვინ იცის, შეიძლება ლანდები ძალიანაც მხიარულები არიან და მათი სამყაროც ასეთივეა. იქ მაინც არავინ გაგაგიჟებს თავისი თვალებით და არც ცოლიანი ლანდის სიყვარული გაგაწამებს, ალბათ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Creature
ნანახია: 1121 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar