უსასრულობიდან უსასრულობამდე (სრულად)
13.04.2016, 18:47
მარტი იყო 23...
ვიღაცისთვის ალბათ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დღე,მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზი დღე იყო.
რატომ?
იმიტომ რომ დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღე იყო.
ისე ადრე ავდექი მეც კი გამიკვირდა ჩემი საქციელი.
შხაპი მივიღე და ჩვიცვი: შავი შარვალი,შავი ზედა, ტყავის ქურთუკი და კედები.
სულ ასე მეცვა, მაღაზიებში წავედი, საჩუქარი უნდა მეყიდა, ვერაფერი მოვიფიქრე, სამი საათი ვიხეტიალე ბოლოს ძალიან ღია იასამნისფერი სარაფანი ვუყიდე და მაშინვე მასთან წავედი.
კარი რომ გამიღო და დავინახე კინაღამ მოვკალი, შავები ეცა ვეჩხუბე, გამოვაცვლვინე,ჩემი ნაყიდი კაბა ჩაიცვა, ბათინკები და ჟაკეტი, თმა გაიშალა, ულამაზესი იყო, ან როდის არ არის ლამაზი?!
"ჩვენს კაფეში" წავედით, კიდევ რამდენიმე ჩვენი მეგობარი მოვიდა და ვერთობოდით, როგორც იქნა ელენე ფეხზე ავაგდე და საცეკვაოდ წავიდა, ყველა ცეკვავდა ჩემს გარდა მე ვიჯექი და ღიმილიანი სახით ვუყურებდი.
უცებ კივილი გავიგე, ელენეს ვიღაცამ კაბაზე ღვინო გადაასხა,
-აუუ რა გააკეთე? -უყვიროდა ის
-ბოდიში რა შემთხვევით მომივიდა -უთხრა მან
-რად მინდა შენი ბოდიში - ისევ უყვირა მან
- და რაგავაკეთო ახლა გითხარი შემთხვევით მომივიდა-მეთქი -არც იმ ბიჭს დაუკლია ყვირილი
- ვერ ვიტან შენნაირებს -ისევ თქვა ელენემ
- ვერც მე ვერ ვიტან შენნაირ ისტერიჩკებს -გაიცინა მან
- კბა გამიფუჭე და მე ვარ ისტერიჩკა? -იყვირა ისევ
- მე გიყიდი რაიყო ნუ ხარ პანიკაში რაა - ეცინებოდა ისევ და ამაზე ელენე უფრო მწარდებოდა
მე? მე სიცილით ვიგუდებოდი და კიდევ კარგი ელენე არ მიყურებდა თორემ იქვე ჩამაკლავდა
-შენი ყიდვა რად მინდა წადი რა შემეშვი -უთხრა ისევ
-პანიკაში კი ჩამივარდი და რა ვიცი არაფერი გეტყობა
- ხო როგორ არა -გაიცინა ელენემ და ჩემს გვერდით დაჯდა
ნაგავი, იდიოტი, უზრდელი, უტაქტო ლანძღავდა და სულ ვერ ამჩნევდა ხალხს რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო, მთელი საღამო უხასიათოდ იჯდა, რამდენჯერმე მოვიდა და ცეკვა შესთავაზა მაგრამ უარი უთხრა,
ყველა რომ წავიდა მე და ელენე დავრჩით, არ გვინდოდა სახლი, არც არაფერი არ გვინდოდა ახლა მარტო ყოფნის გარდა
ის ისევ მოვიდა
არ გაჰყვა ელენე და არ წავიდა ჩენთან დაჯდა
- აუ რა გინდა თქვი და წადი რა -უთხრა ელენემ
-გითხარი ცეკვა-მეთქი და არ მომყვები
- არც წამოგყვები -აგდებული ტონით უთხრა
-ხოდა აქ ვიჯდები -ირონიულად გაიცინა
- ხოდა იჯექი მე მივდივარ -ადგომა დააპირა მაგრამ იმან ხელი მოჰკიდა და სკამზე დააბრუნა
-ვერსადაც ვერ წახვალ -ოჰ გამოვიდა სიტყვით
-რამე უთხარი თორემ მოვკლავ -ახლა მე მომიბრუნდა ელენე მე ისევ გამეცინა
-მე დემეტრე - ისე გაგვეცნო თითქოს ვინმეს აინტერესებდა
-მე ელენე -უთხრა მან და გამიკვირდა
-ნინა -გავუღიმე მე, არა ცოტას აფრენდა თორემ არ ჩანდა ცუდი ბიჭი
-სახლში მიგიყვანთ არ გინდათ? -იკითხა მან
-კი რატომაც არა -უთხრა და გავგიჟდი ვერ მივხვდ ეს რატომ თქვა.
კარგი წავიდეთ ადგნენ და მეც ავეკიდე, როგორც წესი ელენესთან ვრჩებოდი დღეს სახლში არც გამიშვებდა, გზაში დაუთბათ ურთიერთობა მე ჩემთვის ვიჯექი "თავით ტელეფონში" ჩემს მეგობარს ვწერდი რომელიც უკვე ექვსი წელია გერმანიაშია მამასთან.
ელენეს სახლთან რომ მივედით წამოვედით და მორჩა, ის ღამე ლაპარაკში გავატარეთ, იმ ბიჭზეც ვილაპარაკეთ და ბევრი ვიცინეთ, მერე ტირილით გაიხადა ჩემი ნაყიდი კაბა რომელიც დემეტრემ გაუფუჭა მაგრამ დავაწყნარე, თენდებოდა რომ დავიძინეთ, დილით ადრე გამეღვიძა, უფრო სწორედ კარზე ზარმა გამაღვიძა, ავდექი და გავაღე არავინ იყო, ქვემოთ დავიხედე და პატარა ყუთი იდო ელენეს სახელი ეწერა.
შემოვიტანე და გაუხსნელად დავდე მისაღებში, საუზმე მოვამზადე, ქეთის ისევ ეძინა ამიტომ ყავა გავიკეთე და აივანზე დავჯექი, მოპირდაპირე კორპუსისკენ გამექცა თვალები, იქ აივანზე სუტად ჩემს პირდაპირ ის ბიჭი იდგა,
რა ერქვა?
მგონი დემეტრე
ადრე არასდროს შემიმჩნევია, ხელი დამიქნია და შევიდა, კომპიუტერთან დავჯექი, Facebook-ზე შევედი, მეგობრობის თხოვნა იყო იმ ბიჭისგან დავიმეგობრე მერე ვინანე მაგრამ შევეშვი.
ელენემაც გაიღვიძა, ვისაუზმეთ,კარგ ხასიათზე იყო, მერე ყუთი მოვუტანე და ვუთხარი რომ მისთვის იყო, გახსნა და იქ ზუსტად ისეთი კაბა იდო როგორიც გუშინ გაუფუჭა ოღონდ თეთერი " აუ ბოდიში რა არ მინდოდა მართლა, ისეთი ვერაა მაგრამ მგონი ცუდი არცესაა" ელენეს გაეცინა და შეინახა, მერე სახლში წავედი
გვიანი იყო
ეზოში რომ ჩავედი ის შემხვდა
-როგორ ხარ? -მკითხა მან
-კარგად შენ? -მეც
-რაღაც უნდა გთხოვო რა -მითხრა მან
-გისმენ
-ელენე მომწონს უკვე დიდი ხანია, ხოდა დამეხმარე რა - საერთოდ არაფერი არ იყო დარჩენილი იმ დემეტრესგან გუშინ რომ ვნახე
-კარგი -გამეცინა
- წამო გაგაცილებ გვიანაა
-კარგი -გავუღიმე
მიმაცილა, მერე ჩემი ტელეფონის ნომერი დავუტოვე და ავედი.
გვიანი იყო დავიძინე
დილით ელენეს ზარმა გამაღვიძა
-ჩემთან გამო რა სასწრაფოდ
-კარგი თხუთმეთ წუთში მანდ ვარ
-კარგი
სწრაფად ჩავიცვი და წავედი, მის სახლამდე ავირბინე კარი ღია იყო რომ შევედი
-ნიი ნახე
-რა?
- აი ვარდები
-ხო მერე?
-კართან დამხვდა
-დემეტრემ დატოვა -ვკითხე მე
-კი -გაეცინა
-გაგიხარდა? -ვკითხე მე
- რავიცი კი კარგი ბიჭი ჩანს
-კარგი ბიჭობა რით შეატყე ღვინო რომ გადაგასხა და ერთმანეთი დახოცეთ? -ისევ გავიცინე
-ოო გეყოს -გაეცინა
^^^^^
მერე ურთიერთობაც დაუთბათ, ყოველ დღე ხვდებოდა ელენეს ყვავილები სახლის კართან, ხშირად დადიოდნენ ერთად ხან სად, ხან სად, რათქმაუნდა მეც ყველგან დამატარებდნენ აბა ხომ არ დამტოვებდნენ, ზაფხულშიც ერთად ვიყავით დასასვენებლად, იმდენად იყვნენ ბედნიერები მეც მყოფნიდა ეს, შემოდგომაზეც ერთად ვიყავით და ზამთარშიც, ახალ წელსაც ერთად შევხვდით, მე და დემეტრეს ძალიან მაგარი ურთიერთობა გვქონდა, თითქმის სულ ერთად ვიყავით,
^^^^^

ერთხელ მახსოვს ზაფხული იყო.
წვიმდა,ელენესთან ვიყავი
აივანზე ვისხედით და ვსვამდით
დემეტრემ დაურეკა
ეზოშ ვარ და ქვემოთ ჩამოდი ორი წუთითო
არ მიდიოდა შენ ხომ არ დაგტოვებო მაგრამ გავაგდე
-ეელ მომენატრე -უთხრა და ცაეხუტა
-მეც -გაეღიმა ელენეს
-უნდა ვიცეკვოთ
-რა? -გუკვირდა
-ხო უნდა ვიცეკვოთ მე და შენ წვიმაში
- კარგი
იცეკვეს, აივნიდან ვუყურებდი და ვიდეოს ვუღებდი რომელშიც ყველაფერი საშინლად ჩანდა მაგრამ ის ორი ისეთი ლამაზი იყო წვიმაში აზრი არ ჰქონდა რა გამოჩნდებოდა იქ.
სულ ასე იყო
დემეტრეს სიგიჟეები არ სწყინდებოდა
ჩენ სიცილი
ძალიან ბედნიერები ვიყავით ყველა
განსაკუთრებით ის ორი
^^^^^^^^
დღესაც 23 მარტია
ერთი წელი გავიდა იმ დღიდან. დილით ადრე ავდექი, ამჯერად ცისფერი კაბა მეცვა, ისევ კედები და ტყავის ქურთუკი, წვიმდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, მაღაზიებში წავედი, ამჯერად ყელსაბამი ვუყიდე , რა ვიცი მაინც დემეტრე იქნებოდა დაბადების დღეზე და ამას ვერ გააფუჭებდა ეს რომ გავიფიქრე,გავიცინე გამყიდველმა ისეთი სახით შემომხედა სწრაფად გამოვვარდი მაღაზიიდან.
ელენესთან მივედი, მისი ნაყიდი კბა ეცვა,პირველად მთელი წლის მანძილზე,გამიხარდა.
იმ კაფეში წავედით ოღონდ დღეს მხოლოდ ჩენ სამნი ვიქნებოდით, დიდხანს ვიყავით ხან რაზე ვილაპარაკეთ ხან რაზე.
ყველგან ვარდები იყო,
-ეელს -უთხრა მან
-რა? -გაუღიმა
-ცოლად გამომყვები? -ჰკითხა და გაიღიმა
-რაა? -იკივლა ელნემ
-ცოლად გამომყვები?
- კიი -უთხრა ელენემ
მერე ადგნენ და საცეკვაოდ წავიდნენ მე კი ვიჯექი ისევ მარტო და ხან მათ ვუყურებდი ხან წვიმას.
ჩემს წინ მდგარი სასმლით სავსე ჭიქა გამოვცალე, მერე ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი
წვიმდა...
ბევრ რამეზე ვფიქრობდი და ნაბიჯარეული მივყვებოდი ცარიელ და ნაცრისფერ ქუჩას.
წვიმა ყოველთვის მიყვარდა მაგრამ მასზე ასე არასდროს მიფიქრია.
ვუყურებდი წვიმის წვეთებს და ვფიქრობდი.
ხო ისინი უსასრულობიდან მოდიოდნენ... და უსასრულობაში მიდიოდნენ...
ასე იყო მათი ურთიერთობაც " უსასრულობიდან, უსასრულობამდე"
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 2270 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar