ვარდების გამყიდველი [10]
16.04.2016, 16:10
-მარიამოო გილოცავ -უთხრა და დას ჩაეხუტა, მერე კი საჩუქარი გაუწოდა
-ეს ჩვენგან -უთხრა ისევ
-თქვენგან? -დაიბნა მარი
-გაიცანი მარიამ ეს ლეაა ჩემი საცოლე -ლეა იმდენად გააოცა გიგის ნათქვამმა ხმა ვერ ამოიღო, ვერც მიხვდა რატომ თქვა ამაზე გიგის მასთან არასდროს უსაუბრია, ერთის მხრივ კი ძალიან ესიამოვნა საყვარელი ადამიანისგან ამ სიტყვების მოსმენა
-საცოლე? -არა ნაკლებ გაკვირვებული იყო მარი
-ხო მარიამ
-რა გქვია? -ახლა ლეას ჰკითხა მარიმ
-ლეა -ძლივს უთხრა და ოდნავ გაუღიმა
-მე მარიამი, -გაუღიმა მანაც
-გილოცავ -უთხრა ლეამ
-მადლობაა, აქ იყავით ორ წუთში მოვალ -უთხრა მარიმ და სადღაც წავიდა
-ეგეთი ანერვიულებული სახით ნუ დგახარ რა -გაეცინა გიგის
-კარგი რა შენ ნორმალური ხარ?
-მეტყობა რამე არანორმალურობის? -ვითომ გაუკვირდა გიგის
-რა საცოლე საიდან მოიტანე? -ვერ წყნარდებოდა ლეა
-არსაიდან არ მომიტანია ჩემი ცოლი გახდები ლეა -გაიცინა ისევ გიგიმ
-კი როგორ არა
-ვნახავთ თუ არა -ნიშნის მოგებით გაიცინა გიგიმ და მათკენ მომავალ საბას ჩაეხუტა
-შენ ის გოგო არ ხარ ვარდები მაღაზიიდან? -იკითხ ბავშვმა
-კი საბა მე ვარ
-აქ რა გინდა -არ ჩერდებოდა ის
-ჩემთან ერთად მოვიდა -უთხრა გიგიმ
-ამ გოგოს ჩუქნიდი ვარდებს? -იკითხა ისევ საბამ
-კი და მორჩი ახლა კითხვებს წადი ბავშვბთან -უთხრა გიგიმ და გაუშვა
მარიამიც დაბრუნდა, ლეამ და მან კარგად გაუგეს ერთმანეთს,გვიანი იყო გიგიმ ხელი მოჰკიდა ლეას და თქვა რომ მათი წასვლის დრო იყო,
-გიგი ორი წუთით მოდი რა -უთხრა მარიმ
-ლეა ორ წუთში მოვალ -უთხრა მას და სახლში შებრუნდა
-ახლა სერიოსზულად მითხარი ვინაა ეს გოგო -ჰკითხა მარიმ
-ჩემი საცოლეა-მეთქი რატომ არ მიჯერებთ -ნაწყენი სახე მიიღო გიგიმ
-მართლა რა მაგარია გვეშველა ყველას -გაიცინა მარიამმა
-მოგეწონა?
-კი კარგი გოგო ჩანს კიდევ მოიყვანე რა
-ჰო აბა რას ვიზამ წავედი ახლა მელოდება -ჩაეხუტა და გარეთ გავიდა
^ ^ ^
-მარიმ რაო? -ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა გიგის
-კარგი გოგოა და კიდევ მოიყვანეო -გაეცინა გიგის
-მართლა? მეც მომეწონა მარიამი
-მიხარია,მარი ძალიან მიყვარს -უთხრა მან
-კარგია -გაუღიმა ლეამ
^ ^ ^
იმ დღის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ წაიყვანა მარისთან ლეა გიგიმ, მაგრამ საცოლე და მმსგავს რამეზე აღარ უსაუბრიათ.
28 მარტი იყო, ორ დღეში გიგის ჰქონდა დაბადების დღე, ლეა ფიქრობდა და ვერაფრით მოიფიქრა რა გაეკეთებინა,
დაჩის დაურეკა
-აუ დაჩიი -აწუწუნდა
-რა მოხდა ლეა -ჰკითხა მან
-დამეხმარე რაა თორემ შეიძლება გავგიჟდე
-მე? რაში უნდა დაგეხმარო
-აუ გიგის დაბადების დღის რაღაცეებში რა გავაკეთო?
-არვიცი
-ოო კაი რა ამო ჩემთან და მომაფიქრებინე სალოც წამოიყვანე თუგინდა
-კარგი მოვალ -უთხრა და გაუთიშა
დიდხანს იფიქრეს და ბოლოს ისე გამოვიდა რომ ნორმალური ვერც ვერაფერი მოიფიქრეს, გადაწყვიტა ყველაფერი ჩვეულებრივ ყოფილიყო რადგან არ იცოდა რა გაეკეთებინა.
29 მარტი იყო, საღამოს როგორც ყოველთვის გიგი ნახა და სახლში მისულმა დაიძინა, გაეღვიძა თორმეტის რაღაც წუთები იყო, ვერ მოიასვენა და გიგის დას დაურეკა
-მარ როგორ ხარ?
-ლეა? კარგად შენ? -გააკვირვა მისმა ზარმა მარი
-კარგად აუ რაღაც უნდა გითხრა
-რა მოხდა?
-ბიჭებმა მითხრეს ღამით გიგისთან წავალთ მარისთან ერთადო ხოდა რომ გამოგივლიან მეც გამიმიარეთ რა
-კარგი
^^ ^
თორმეტი საათი იყო ზუსტად როცა ყველანი გიგის სახლის კართად იდგნენ ტორთით და საჩუქრებით,
-გილოცაავთ -ყველა ერთად შევიდა ოთახში და გიგის მიულოცეს
ხო ეს ტრადიცია იყო მათთან და გიგის არც გაჰკვირვებია საერთოდაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ეს ყოველ წელს მაგრამ იქ ლეას დანახვამ ძალიან გაახარა, თანაც არ ელოდა მას იქ.
მარიმ და ლეამ რაღაცეები მოამზადეს და სუფრა გააწყეს, ბიჭებმა დალიეს და გვიანი იყო ყველას ჩაეძინა ნორმალურად განძრევის თავიც არ ჰქონდათ, მარი და ლეა უყურებდნენ და ეცინებოდათ უცებ გიგი ადგა ლეას ხელი მოჰკიდა და ააყენა
-აუ მარი გავალთ ჩვენ და მოვალთ მალე რა -უთხრა და მოსაცმელი აიღო
-კარგი წადით -გაეცინა მარის

-აუ გიგიი -ამოიწუწუნა ლეამ
-რა?
-მეტკინა ხელი გამიშვი
-უი უი ბოდიში -გაეცინა გიგის და ჩაეხუტა
- რა გჭირს? -გაეცინა ლეასაც
-მეტყობა რამე?
-სად წმომიყვანე აბა -ჰკითხა ლეამ
-შენთან ერთად მინდოდა და გამოვედი ცოტახნით რამოხდა -გაეცინა გიგისაც
დიდხანს დასეირნობდნენ ქუჩაში, თენდებოდა სახლში რომ მივიდნენ, უაზოდ იცინოდნენ, მარიამმა კარი რომ გააღო ხელი ჩაიქნია თქვენ არაფერიგეშველებათო და სახლში შევიდა, ისინიისევ სიცილს აგრძელებდნენ, ბიჭებს ისეგ სავარძელზე ეძინათ ისე საყვარლად იყვნენ გიგის ძალიან მოუნდა მათთვის რამის გაკეთება იფიქრა გავაღვიძებო მაგრამ მერე უკეტესი იდეა მოუვიდა მარიამს და ლეას უთხრა რომ მიდიოდნენ მაქნანის გასაღები აიღო და გარეთ გავიდა კარი კი ჩაკეტა და გასაღები თან წაიღო.
ლეას სახლში მივიდნენ, წინასწარ ეცინებოდათ როცა მათ სახეებს წარმოიდგენდნენ.
სიცილი გიგის ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ დაჩი რეკავდა
-სად ხარ? - არანორმალური ხმა ჰქონდა
- სახლში შენ? -სერიოზულად უპასუხა გიგიმ
-სად სახლში მოდი კარი გააღე -ვერ წყნარდებოდა დაჩი
- არ მცალია მოვალ საღამოს
-მოგკლავ იცოდე -ახლა მიშოს ხმა გაიგო
-მოვალ ცოტა ხანში
-15 წუთს გაძევ იცოდე
-რომ არ მოვიდე რას იზამ მერვედან გადმოხტები? -გაიცინა გიგიმ მარიამი და ლეაც აჰყვნენ
-კაი რაა მოდი
-კაი ხო მოვალთ
^ ^ ^
კარი რომ გააღეს ცოცხლები თუ გადარჩებოდნენ არც ეგონათ ისეთი სახეებით იყვნენ ბიჭები ერთმანეთს ასწრებდნენ კარებში მაგრამ რადგან გიგის დაბადებისდღე ჰქონდა ესეც აპატიეს, საღამოს ბარში წავიდნენ, ამ დღემაც კარგად ჩაიარა,იქიდან წამოსული ლეა და გიგი ისევ დიდხანს იყვნენ გარეთ მერე როგორც ყოველთვის გიგიმ სახლამდე მიაცილა და თვითონ სახლში წავიდა.
^^^^^^

ზაფხული მოვიდა, აგვისტო იყო, ლეას და გიგისთან არაფერი იცვლებოდა გარდა იმისა რომ ერთმანეთი უფრო და უფრო მეტად უყვარდებოთათ, გიგის მასთან არასდროს უსაუბრია იმაზე რომ ცოლად უნდა მოეყვანა ან რაიმე მსგავსი მიუხედავად იმისა მათი ურთიერთობის ორი და კიდევ იმ ერთი წლისა როცა ვარდებს უტოვებდა და იმისა რომ გიგის თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი რომ ლეა მისი ცოლი უნდა გამხდარიყო არაფერს ამბობდა, ამის მიზეზი ჰქონდა, სულ ახსოვდა ლეას სიტყვები, აი ის მაშინ რომ უთხრა მამას დავპირდი რომ ბედნიერი და წარმატებული ვიქნებიო, უნდოდა ლეას თვისით მიეღიწია რაღაცეებისთვის და მერე გააკეთებდა ამას.
მაშინ როცა ლეა სწავლას დაამთავრებდა აუცილებლად ეტყოდა იმას რაზეც უკვე სამ წელზე მეტია ოცნებობს, მის სამეგობროშიც და ოჯახშიც ყველამ იცის ლეას შესახებ, თითქმის ყველა იცნობს, მთელი ამ წლების მანძილზე ერთხელაც არ უკამათიათ რამეზე, უბრალოდ კარგად იყვნენ, ლეა ერთი წუთითაც არ ყოფილა ცუდად, რაც არ უნდა მომხდარიყო გიგი სულ მასთან იყო.
ნია ენატრებოდა და ძალიან სჭირდებოდა.
ალბათ სხვა მეგობარს ამ ნაბიჯს არც აპატიებდა მაგრამ ლეა სხვანაირი იყო, მისთვის იმდენად ძვირფასი იყო ნია ყველაფერი დაავიწყდებოდა თუ ნახავდა.
ერთადერთი რაც აკლდა და რაც მისთვის ოცნებად იყო ქცეული ეს ნიას ნახვა იყო, ხანდახან ეგონა ვერ ისუნთქებდა, მონატრებისგან აფრენდა, ყველგან ეძებდა და ვერსად პოულობდა.
^ ^ ^
ცრემლიანი თვალებით იჯდა აივანზე და ბავშვობის ფოტოებს ათვალიერებდა, რომელიც ნიამ დაუტოვა, უყურებდა ფოტოებს და კიდევ უფრო ენატრებოდა.
კარზე ზარის ხმა გაიგო ფოტოები აივანზე მდგარ მაგიდაზე დატოვა და კარის გასაღებად წავიდა
-გიგი? -გაეღიმა ლეას
-როგორ ხარ? -უთხრა და ჩაეხუტა
-რა ვიცი შენ? -მოწყენილი ხმით უპასუხა ლეამ
-რა მოგივიდა? -ანერვიულდა გიგი
-შემოდი და გეტყვი
-კაი, ხო მართლა ლეა მერე ბიჭები და სალომე მოვლენ
-ხდება რამე?
-არა ისე დასასვენებლად ხომ უნდა წავიდეთ და გადავწყვიტოთ რა ვქნათ
-აა კარგი, ყავას დალევ?
-კი -უთხრა გიგიმ და აივნისკენ წავიდა
ლეამ ყავა მოამზადა და აივანზე გავიდა, გიგი ფოტოებს ათვალიერებდა
-ეს გოგო ვინაა? -ჰკითხა ლეას
-ნიაკო -ცრემლის შეკავება სცადა ლეამ
-ამიტომ ხარცუდ ხასიათზე?
-ხო, მენატრება უთხრა და მის გვერდით დაჯდა
-არ დაბრუნდება? -ჩაეხუტა გიგი
-არა
-არ იტირო რა, ყველაფერი კარგად იქნება, გთხოვ
-არა კარგადაა ყველაფერი, მგონია შევეგუები უმისობას, მაგრამ მერე მახსენდება და მეტირება, წლების მანძილზე მის გარდა არავინ მყავდა და ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო ჩემთვის, ასეა დღემდე -ამოიტირა ლეამ და ხელები მოჰხვია გიგის
- ნუ ტირი რა არშემიძლია ასეთს რომ გხედავ -თმებზე ეფერებოდა გიგი
კარზე ზარის ხმა გაიგეს
-მე გავაღებ დაწყნარდი შენ -უთხრა გიგიმ და ადგა
ლეამ ცრემლები მოიწმინდა და შეეცადა არ დასტყობოდა რომ იტირა.
ყველამ გადაკოცნა ლეა და აივნისკენ წავიდნენ,
-აუ ყავა გაგვიკეთე რა -აივნიდან გამოსძახა მიშომ
-კარგი ახლავე -უთხრა ლეამ და სამზარეულოში შევიდა
ცოტა ხანში ყავის ფინჯნებით ხელში გავიდა აივანზე და უხალისოდ დაჯდა გიგის გვერდით, დიდიხანს ფიქრობდნენ სად წასულიყვნენ, ზოგს სად უნდოდა ზოგს სად, ლეას არაფერი უთქვამს იჯდა და უსმენდა
-შენც თქვი რამე რა -უთხრა დაჩიმ
-სადაც წახვალთ იქ წამოვალ მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის -მოწყენილი ხმით თქვა ლეამ
-ეე კარგი რა ეგრე არ გამოვა -ახლა მიშო ჩაერთო საუბარში
-დღეს რაღაც ვერ ხარ შენ -უთხრა სალომემ
-ჩვენ გავალთ და მოვალთ მალე რა -თქვა გიგიმ და ფხზე წამოდგა ლეასთან ერთად
-რავქნათ ჩვენ? -ჰკითხა დაჩიმ
- აქ იყავით და გადაწყვიტეთ, მალე მოვალთ
-კაი მიდით -თქვა მიშომ და შესაძლო ვარიანტების განხილვა გააგრძელეს.
^ ^ ^
-ნუ ხარ ეგრე რა -არ შეეძლო ასეთი ლეას ყურება
-არც მე არ მინდა ასე
-ვიცი
-არ უნდა წამოგეყვანე
-რატომ?
-ისინი რომ მარტო დავტოვეთ
-არაუშავს მალე მივალთ მაგრამ ჯერ გაიღიმებ
-ვიღიმი უკვე -გაღიმება სცადა ლეამ
-ეგრე არა მართლა მინდა რომ გაიღიმო -ჩაეხუტა გიგი
-ვცდილობ
-ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო
-კარგი
ცოტა ხანს წყნარად მიდიოდნენ, მერე გიგიმ მისი სახლის სადარბაზოში შეიყვანა და სახურავზე ავიდნენ
-აქ რა გვინდა? -იკითხა ლეამ
-ბავშვობაში როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი აქ მოდიოდი და იქამდე ვიყავი სანამ კარგ ხასიათზე არ დავდგებოდი - უპასუხა გიგიმ
-მეც მიშველის? -ბავშვურად იკითხა ლეამ
-არ ვიცი სცადე უბრალოდ აქ დადექი და მანამ იყავი სანამ არ მიხვდები რომ კარგად ხარ -უთხრა გიგიმ
-შენ სად იქნები?
-შენთან.
მერე დიდიხანს იდგნენ ასე, ლეა უბრალოდ ყველაფერს უყურებდა,
-წავიდეთ რა -უთხრა მან
-დარწმუნებული ხარ?
-კი კარგად ვარ
-კარგი.
^ ^ ^
გზაში არაფერი უთქვამთ, ისინი ისევ აივანზე ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ
-მოხვედით? -ჰკითხა დაჩიმ
-ხო გადაწყვიტეთ თქვენ რამე?
-აუ რავიცი ვერ შევთანხმდით თქვენ აირჩიეთ რა -გაიცინა სალომემ
-აუ რაგახდა ასეთი -გიგისაც გაეცინა
-რაჭაში წავიდეთ თუ ბათუმში? -იკითხა მიშომ
-და ამას ფიქრობთ ამდენ ხანს? -ისევ გაეცინა გიგის
-აუ სალოს ბათუმი უნდა ჩვენ რაჭა და რავქნათ -საწყალი ხმით თქვა მიშომ
-კაი ორივეგან წავიდეთ რა პრობლემაა -თქვა გიგიმ და ლეასთან ერთად დაჯდა
-კარგი ჯერ სად წავიდეთ?
-ბათუმში
-როდის?
-ვაიმე რამდენი კითხვებია ორ დღეში მანამდე მოემზადებიან გოგოები -თქვა ისევ გიგიმ
-კარგი .
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1342 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar