ვარდების გამყიდველი (1-7 თავი)
13.04.2016, 18:44
1.
ბევრი სხვა ბედნიერი ადამიანისგან განსხვავებით მისი ცხოვრება არასდროს ყოფილა ფერადი და ლამაზი დღებით სავსე,არასდროს გამოუცდია გრძნობა სახელად "ბედნიერება",აი ხომ არიან ადამიანები რომელთათვისაც ბედნიერება ოცნებაა და მეტი არაფერი, უბედურებისთვის რომ იბადებიან და ერთ მცირედ და უაბრალო ბედნიერებას იმხელა უბედურება მოჰყვება რომ სიცოცხლეც აღარ ღირს, სხვანაირი ცხოვრება ჰქონდა და სხვანაირი გოგო იყო ლეა, მერე რა რომ ულამაზესი იყო, ქერა თმებით და ლურჯი თვალებით, მერე რა რომ ქუჩაში გამვლელები აჩერებდნენ და ეფერებოდნენ, ეს ის ერთადერთი ბედნიერება იყო მისთვის რომელიც ცხოვრებამ აჩუქა, ახლა 19 წლის ასაკში მხოლოდ ეს მოგონებები ახსენდება ფერადად, დანარჩენი,სხვა ყველაფერი,მთელი 19 წლის მანძილზე შავი იყო, უფერული და ცივი,
მიუხედავად იმ დიდი ტკივილებისა რომლის გადატანაც ცხოვრებაში მოუწია მაინც ხალისიანი და თბილი იყო, არასდროს გამხდარა,გულცივი, უბრძნობი და უხეში, ყველას თბილად ექცეოდა და ყველა ცუდად ექცეოდა, ადამიანად არ თვლიდნენ.ყველა სხვანაირად უყურებდა, ბევრჯერ უფიქრია თვითმკვლელობაზე მაგრამ მერე ხვდებოდა რომ ამას ვერ იზამდა, არა იმიტომ კი არა რომ მისი სიკვდილით ვინმეს ატკენდა,პირიქით ყველას ცხოვრება უფრო ადვლი გახდებოდა, მაგრამ არ იყო ამდენად ძლიერი, უბრალოდ 19წლის მანძილზე ვერ იპოვნა ძალა თავის თავში რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ამის გაკეთებას ისევ ის ტანჯული ცხოვრება ერჩივნა, მერე რა რომ ხშირად უყვიროდნენ, მასწავლებლები ვერ იტანდნენ, მხოლოდ იმის გამო რომ თავის სიმართლეს ამტკიცებდა, მიუხედავად ყველაფრისა კარგად სწავლობდა, მამის გამო აკეთებდა ამას,ის იყო მისთვის ერთადერთი ადამიანი რომლის გამოც აგრძელებდა ცხოვრებას,რომლისთვის მიცემული პირობის დარღვევას ყველაფერი ერჩივნა. სხვანაირად კარგი იყო, იმდენად რომ მის სიკარგეს არ ამჩნევდნენ, არ აფასებდნენ იმას რაც გააჩნდა, ერთი-ორი იმას იტყოდა "ვაიმე რა ლამაზიაო" და მორჩა,არავის აინტერესებდა რა იდგა ამ სილამაზის უკან,როგორ ტკივილს მალავდა ეს ზღვასავით ლურჯი თვალები და როგორ ტიროდა ისინი გვიან ღამით, ამდენი ტანჯვის და შეურაცმყოფის მიუხედავად არასდროს არ უტირია იმ ადამიანის წინაშე რომელიც ამცირებდა,ყოველთვის საკადრის პასუხს გასცემდა და მერე მარტო რომ დარჩებოდა მაშინ დასტიროდა მის ნახევრადმკვდარ ცხოვრებას.
მისი მამა სანდრო საკმაოდ კარგი პიროვნება იყო, ბიზნესმენი, გიჟდებოდა მის ერთადერთ შვილზე, სამ წლამდე ყველაფერი ძალიან კარგად იყო მის ოჯახში, მოსიყვარულე მშობლები სანდრო და ნატა, ოჯახი,მეგობრები, ყველა გიჟდებოდა მასზე, მერე ყველაფერი აირია, სანდრო ცუდად გახდა, მუშაობა აღარ შეეძლო, მერე გარდაიცვალა, დღემდე თვალწინ უდგას ლეას ის ყველაფერი, ახსოვს როგორ იდგა მის საწოლთან სანდრო კი უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა შვილთან სალაპარაკოდ
-მაა შენ ხომ სულ ჩემთან იქნები? - ჰკითხა ლეამ და ლოყაზე აკოცა,ეს იყო სანდროსთვის ყველაფერი, ამის შემდეგ იმ წამსაც,რომ მომკვდარიყო ალბათ არაფერს ინანებდა, ზუსტად იცოდა ამ ცხოვრებაში მისი გასაკეთებელი გააკეთა და შვილის სახით აქ ანგელოზს ტოვებდა რომელიც ნატას ამ ყველაფერს გადაატანინებდა.
-ვერა ლეა, მე უნდა წავიდე მაგრამ როცა დაგჭირდება სულ დაგეხმარები.- ლაპარაკიც უჭირს
-თუ წახვალ როგორ დამეხმარები? -ბავშვურად ჰკითხა ლეამ და ცრემლები წამოუვიდა
-არ იტირო რა -უთხრა და ცრემლები მოსწმინდა
-მა მიყვარხარ -უთხრა ლეამ და აკოცა
სანდრომ თმებზე ხელი ჩამოუსვა და ლოყაზე აკოცა რამდენიმე წუთში კი ყველაფერი აირია,ლეასთვის ყველაფერი დამთავრდა.
ის ყველაფერი რომელიც ჯერ დაწყებულიც კი არ იყო.
სანდრო გარდაიცვალა
ლეა ვერაფერს ხვდებოდა მაგრამ იცოდა კარგი არაფერი მომხდარა ამიტომ ტიროდა.
მერე ხედავდა როგორ შედიოდნენ და გამოდიოდნენ ოთახში ექიმები.მას ვერავინ ამჩნევდა კუთხეში იჯდა, დედამისის ტირილი და არაადამიანური სახე რომ დაინახა მაშინ მიხვდა რომ არასდროს არაფერი აღარ იქნებოდა კარგად.მიუხედავად იმისა ძალიან კარგი დედა იყო ნატა, ლეა მამაზე გიჟდებოდა, სანდროს კი შვილის სიყვარული არანორმალურებაში გადასდიოდა. ლეას ის საშინელი დღე ყოველთვის ფილმის კადრებივით უტრიალებს თვალწინ. ისიც ახსოვს როგორ იდგა დედასთან ხელჩაკიდებული,შავი კაბით მამის საფლავთან და ტიროდა.მას შემდეგ ყოველ ღამე ტიროდა ექიმებს საერთოდ ვეღარ იტანდა ეგონა მათი ბრალი იყო ის რაც მოხდა.მთელი წელი იდგა კართან სარამოობით და ელოდა როდის დარეკავდა სანდრო ზარს რომ გაეღო და ჩახუტებოდა.მას ხელში აეყვანა,ჩახუტებოდა და ახალი სათამაშო მიეცა.ნატა თითქმის აღარ აქცევდა ყურადღებას სულ უყვიროდა,ისიც თავის ოთახში იჯდა და ტიროდა,მხოლოდ მაშინ იყო ბედნიერი როცა ბებია მიაკითხავდა რადგან იცოდა ის თავისთან წაიყვანდა და რამდენიმე დღე ნატას ჩხუბისგან დაისვენებდა.ღამით ატირებულს ეღვიძებოდა და იმ მამას ეძებდა რომელიც აღარ დაბრუნდებოდა.
უხაროდა როცა ვინმე ეფერებოდა და ამშვიდებდა,სახლში კი ამის შანსიც არ ჰქონდა. სულ ეჩხუბებოდა დედა,იფიქრებდით სუნთქვასაც უშლისო,ეშინოდა დედის,მის ნახვას ყველაფერი ერჩივნა.სულ ცდილობდა ვინმესთან წასულიყო და იქ დარჩენილიყო, ასე ისიც კარგად იყო და ნატაც.
ერთი წლის შემდეგ ყველაფერი უარესად იყო, ნატას სულ ვინ ჰყავდა სახლში, ლეა კი გაყინული, ჭუჭყიან ოთახში იჯდა და ტიროდა.მერე გათხოვდა,საშინელება იყო, დღემდე ახსოვს მათი ქორწილის დღე.
როგორი ბედნიერი იდგა ნატა.
ისიც ახსოვს კაბა რომ ძალით ჩააცვა და ყვავილები დააჭერინა ხელში.
ბებიის ტკივილიანი თვალებიც ახსოვს.
მერე გულში ჩაიკრა და უთხრა რომ ოდესმე ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა,მაგრამ მას შემდეგ არაფერი არ ყოფლაკარგად,მას შემდეგ ბებია არც კი უნახავს.
გათხოვებამდე სანდროს საფლავზე მაინც მიჰყავდა ახლა კი იქაც ვერ მიდიოდა,ერთ დღეს გაიპარა, ეზოში რამდენიმე ყვავილი მოწყვიტა და ქუჩაში გავიდა,ცისფერი კაბა ეცვა,ანგელოზს გავდა,
იქამდე როგორ მიაღწია არ ვიცი, ეს არც არავინ არ იცის მაგრამ ფაქტია მივიდა.
დიდხანს იდგა,მისვლას ვერ ბედავდა,ბოლოს ნაზად დადო ყვავილები და ატირდა
-მა რატომ დამტოვე? ხომ მითხარი რომ სულ ჩემთან იქნებოდი? რატომ მომატყუე? იჯდა და ტიროდა,მთელი დღე იქ იჯდა.მერე კი ნატამ იპოვნა,საშინლად გაუბრაზდა და ისევ ოთახში გამოკეტა,ის კი იჯდა მისთვის ძვირფასი ერთადერთი ადამიანის ფოტოთი და ტიროდა.
2. ალბათ ყველა ადამიანს სჭირდება ვიღაც ვინც "რეალობაზე სახეს არტყვევინებს"
და მიახვედრებს ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც.
ჩვენ ყველა ვხედავთ იმას რაც გვსურს
კარგს
ან ცუდს
ან შეიძლება არაფერიც არ დავინახოთ.
ერთ დღეს კი ჩვენ ყველა მივხვდებით რომ არაფერი არაა ისეთი ლამაზი და კარგი როგორცჩვენ გვგონია. ჩვენ კი მას მაინც ლამაზად ვთვლით.
ასე იყო ნატასთანაც,იცოდა შვილს სტკენდა,იცოდა როგორ ცუდად იყო მისი გოგონა,ყველაფერი იცოდა, საერთოდ ყველაფერი.მაინც საშინლად ექცეოდა, მხოლოდ იმიტომ რომ ის სანდროს ახსენებდა. ვერავინ ხვდებოდა რას გრძნობდა ნატა, ყველა ფიქრობდა რომ მის გოგონას ვერ იტანდა,ამის გამო ყველას სძულდა ნატა, ყველა ცუდად იყო რაღაც დოზით, ყველას სტკიოდა რაღაც, ლეა იტანჯებოდა და მაინც ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ნატა იყო, მის თავთან ბრძოლა უწევდა.
არც მისი ქმარი ზურა არ უყვარდა,
ესეც სანდროს გამო გააკეთა, ეგონა ამით მას ატკენდა, ეგონა სანდროს უხდიდა სამაგიეროს რომ დატოვა.ეგონა ლეას ტკივილითაც მას სტკენდა,რადგან იცოდა როგორ გიჟდებოდა სანდრო მასზე,ბევრჯერ უნდოდა მისულიყო კუთხეში საცოდავად დამჯდარ, გაყინულ ლეასთან ეკოცნა, საწოლში დაეწვინა და მასთან ჩახუტებულს დაეძინა,მაგრამ არ აკეტებდა.
როცა ზურა ლეასთან ხმას აუწევდა უნდოდა მოეკლა, უნდოდა ეჩხუბა, ეთქვა რომ ამის უფლება არ ჰქონდა, ამას არ აკეთებდა ეგონა თუ ასე მოიქცეოდა მოკვდებოდა სინამდვილეში კი ის კლავდა რომ მისი შვილი იტანჯებოდა.
ლეასთვის ნათქვამ ყოველ სიტყვაზე რამდენიმე წლის სიცოცხლე აკლდებოდა,საკუთარ თავს ვერ ცნობდა.
ხანდახან სძულდა კიდეც საკუთარი თავი.
გული უკვდებოდა როცა მის ცრემლით სავსე თვალებს ხედავდა,როცა ხედავდა როგორ ეშინოდა მის შვილს მისი. როცა ხედავდა როგორ იჯდა მთელი დღეები მშიერი გაყინულ ოთახში, მარტო,ატირებული და როგორ ეფერებოდა მამის სურათს.
სანდროს საფლავზე რომ იპოვნა მას შემდეგ ნორმალურად ცოცხალიც აღარაა.
უბრალოდ დადის,უბრალოდ სუნთქავს და უბრალოდ ადამიანი ჰქვია.
ალბათ რარაც დოზით ნატა მართალია მაგრამ ასეთ დედას "დედა" როგორ უნდა უწოდო, მისი ყველა მზეზი იმდენად უსაფუძვლო და უაზროა რომ გამართლება ვერ/არ აქვს.
და ვის აინტერესებს როგორაა ლეა? ან რას გრძნობს?
არც არავის.
თითქოს უბრალოდ ნივთი იყოს, რომელსაც როცა გინდა და სადაც გინდა იქ გადადებ და მნიშვნელობა არ აქვს ამ "გადადების" დროს დაგივარდება თუ დაგემსხვრევა.
მთავარი ისაა რომ ეს შენ არ გეხება.
უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც სანდრო გარდაიცვალა და ამ სამი წლის მანძილზე
3-ჯერ სამას სამოცდახუთი დღის მანძილზე
ლეა ერთი წამითაც არ ყოფილა ბედნიერი.
ექვსი წლის იყო ლეა, იმ დღეს პირველად უნდა წასულიყო სკოლაში, ყველას მიჰყვებოდა დედა ის კი ნატამ სკოლის კარამდე მიიყვანა,დატოვა,თვითონ კი წავიდა.
ყველა მხიარული და ბედნიერი იდგა სკოლის ეზოში ის კი მარტო,ცრემლიანი თვალებით იდგა და ეძებდა არარსებულ დამხმარეს რომელიც მას მარტოობისგან იხსნიდა.
ვინც დაინახავდა ყველა მიდოდა უღიმოდა და თმებზე ეფერებოდა,თვითონ კი წყნარად იდგა და ტიროდა,მასთან ერთმა გოგომ მიირბინა.
-რა გქვია? -ჰკითხა მან და გაუღიმა
-ლეა შენ? -გაუღიმა მანაც
-რა ლამაზი სახელი გაქვს -აღფრთოვანებული ხმით თქვა პატარამ
მერე ცოტა ხანს გაჩუმდნენ
-მე ნია მქვია,მაგრამ ნიაკოს მეძახიან შენ რაც გინდა ის დამიძახე -გაუცინა ისევ და ხელი ჩაჰკიდა
-ნიას დაგიძახებ -უთხრა ლეამ და ჩაეხუტა
-კარგი, -გაიცინა ისევ, -შენ მარტო რატომ ხარ? -ჰკითხა ლეას
-დედას სამსახური ჰქონდა და ვერ გააცდენდა ამიტომ მომიწია აქ მარტო ყოფნა -იცრუა ლეამ და ჩუმად მოიწმინდა ცრემლი
-წამოდი ჩემთან დადექი, ნუ ხარ მარტო -ღიმილიანი სახით წაიყვანა ლეა ნიამ
-კარგი
-ლეა ჩვენ ხო კლასელები ვიქნებით? -ჰკითხა ნიამ და ინტერესიანი თვალებით შეხედა
-კი ალბათ -ისევ ჩაეხუტა ლეა.
-ძალიან ლამაზი ხარ -ვერ მოითმინა ნიამ და მაინც უთხრა ნიას
-მადლობა ნიაკო შენც -ლოყაზე აკოცა
მთელი ამ წლების მანძილზე მის ცხოვრებაში ნია იყო ნათელი წერტილი, რომ მოვიდა და ხელი ჩაჰკიდა მას შემდეგ მეგობრები გახდნენ.
ლეასთანაც ყველაფერი უკეთესად იყო.მართალია სახლში არაფერი შეცვლილა მაგრამ სკოლაში მაინც იყო ბედნიერი.ნატა არც ნიასტან უშვებდა შვილს და არც მისი სახლში მიყვანის უფლებას აძლევდა მაგრამ სკოლაში სულ ერთად იყვნენ.
სკოლაში საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავდა ლეას,ყველას ძალიან უყვარდა ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად კეთილი და თბილი იყო.
მიუხედავად ყველაფრისა გარეთ სულ იღიმოდა,სულაც არ უხაროდა ცხოვრება მაგრამ არ იმჩნევდა.
სახლში დაბრუნებული სულ მეცადინეობდა უნდოდა კარგად ესწავლა და თავისით მიეღწია ცხოვრებაში რაღაცისთვის,რადგან იცოდა მისი ოჯახისგადამკიდეს ამის შანსიც არ ექნებოდა,პატარა იყო რომელსაც ცხოვრებამ ესეც არ დააცადა და გაზრდა მოუწია
^ ^ ^
სკოლის პერიოდი ასე თუ ისე ცუდი არ იყო, ჰყავდა მეგობრები და შორდებოდა დედას და იმ საშინელ სახლს.იქ ვერაფერს ვერ იტანდა მხოლოდ ის ადგილი უყვარდა ეზოში სადაც სანდრო ეთამაშებოდა.
სკოლაში ბედნიერი იყო და მგონი ერთერთი ბავშვი რომელსაც სკოლა უხაროდა, რომ გაიზარდა ნატასი უკვე აღარ ეშინოდა,ისიც არარ ეჩხუბებოდა და ჩეულებრივად ექცეოდა ამიტომ მისი ცხოვრება ნორმალურს დაემსგავსა.დადიოდა იქ სადაც უნდოდა,სულ ნიასთან ერთად იყო და სახლში დიდ დროს არ ატარებდა.
იქ მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდა ან თუ ადრე მივიდოდა მშინვე თავის ოთახში შედიოდა.ნატას არც ნახულობდა და ყველანაირად ცდიობდა მასთან საუბრისთვის თავის არიდებას.
ყოველ დღე მიდიოდა სკოლაში,იქედან ნიასთან ან სხვა მებობრებთან,მერე მამის საფლავზე გაივლიდა და ამის შემდეგ ბრუნდებოდა სახლში.ყოველთვის როცა ზაფხულში მისი მეგობრები დასასვენებლად მიდიოდა ის მარტო იჯდა სახლში,ნატაც მიდიოდა და მას მარტო ტოვებდა.
^ ^ ^
თხუთმეტი წლის იყო სკოლიდან გამოსულმა რომ გადაწყვიტა ბებია ეპოვნა.ასეც მოიქცა,სახლში მიირბინა,არავინ დახვდა,გაუხარდა,მისოთახში სადღაც პატარა ფურცელი ჰქონდა რომელზეც მისი სახლის მისამართი ეწერა,ძლივს იპოვნა.ერთი საათი არჩევდა რა ჩაეცვა,ბოლოს შავი შარვალი,კედები,ზედა და თბილი ჟაკეტი ჩაიცვა,თმა როგორც ყოველთვის გაიშალა და წავიდა,მეოთხე სართულზე ცხოვრობდა მისი ბებია, ვინ იცის რამდენჯერ ავიდა კიბეებზე და რამდენჯერ დაბრუნდა უკან,არ იყო ადვილი 11 წლის შემდეგ მასთან შეხვედრა,ხელის კანკალით დარეკა ზარი და დაელოდა, წამოსვლას აპირებდა როცა კარი გაიღო და ისევ მიბრუნდა.
-რა გნებავთ? -იკითხა მოხუცმა მაგრამ კარგი შესახედაობის შავებში ჩაცმულმა ქალმა.
-მე?... -ენა დაება ლეას-მე თქვენს სანახავად მოვედი -ძლივს უთხრა
-ჩემს სანახავად? -გაუკვირდა ქალს
-დიახ
-უკაცრავად გიცნობთ? -იკითხა ისევ
-დიახ...არა..არვიცი მე ლეა ვარ, თქვენი შვილიშვილი -უთხრა ლეამ ხმის კანკალით და ცრემლების შეკავება სცადა
-რაა? არ მომესმა? -გაეღიმა ქალს
-არა -გაიღიმა ლეამ
ქალი ჩაეხუტა და ძალიან დიდხანს იყო ასე,მერე სახლში შეიყვანა და დასვა.
ეფერებოდა,ელაპარაკებოდა,მერე ლეამ ყველაფერი მოუყვა ამ ხნის მანძილზე რაც ხდებოდა,ნატაზეც მოუყვა,
-ალბათ საპატიებელი არ ვარ, მაგრამ მაინც გთხოვ მაპატიო,მე არ მინდოდა შენი დატოვება მაგრამ ნატასგან ეს ვერ ავიტანე -უთხრა ქალმა და ცრემლები მოიწმინდა
-რომ არ მეპატიებინა აქ არ ვიჯდებოდი -უთხრა ლეამ
-კარგია რომ მოხვედი
-ჰოო რა ვიცი ალბათ
-ხშირად ხომ გამომივლი? -ჰკითხა მან
-კი ბებო ხშირად მოვალ -გაუღიმა ლეამ
-რამხელა გაიზარდე,რა ლამაზი ხარ,-არ ჩერდებოდა ის
-ბე უნდა წავიდე თორემ ნატას თავი არ მაქვს,მერე ისევ შემოგივლი. -უთხრა და ფეხზე წამოდგა
-კარგი
დაემშვიდობა და ატირებული ნიასთან წავიდა,დიდხანს იყო იქ ახლა სახლში მსვლის თავი ნამდვილად არ ჰქონდა,გვიან წავიდა,იქ მისულს კართან ნატა დახვდა
-სად იყავი? -ისეთი ხმით ჰკითხა თითქოს რამეში აინტერესებდა
-ნიასთან -მოკლედ უპასუხა და თავისი ოთახისკენ წავიდა
-ამ დრომდე? -ისევ იგვე ტონით საუბრობდა
-ხო ამ დრომდე -უთხრა და ოთახის კარი შეაღო
-არ დამიმთავრებია -უთხრა ნატამ
-ვაიმე ნატა რა გინდა? სწრაფად თქვი და შემეშვი -ამ თხუთმეტი წლის მანძილზე,პირველად დაუძახა ნატა და პირველად ელაპარაკა ასე
-წესიერად მელაპარაკე -ხმას აუწია ნატამ
-როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები და სადაც მინდა იქ წავალ -ხმას აუწია ლეამ
თავის ოთახში შევიდა,ასე არასდროს მოქცეულა,არ იყო კარგად მაგრამ არ შეიმჩნია,რთულია მთელი ცხოვრება არაფერი იყოს შენთან კარგად შენ კი მაინც იღიმოდე და არაფერს იმჩნევდე.
მეთერთმეტე კლასში იყო ნატამ რომ გამოუცხადა მივდივარო, ქმართან ერთად სადღაც წავიდა,ის კი სულ მარტო დარჩა,უჭირდა იქ მარტო ყოფნა ამიტომ მხოლოდ გვიან ღამით მიდიოდა,დღისით ნიასტან ერთად იყო ან ბებიასთან მიდიოდა.მერე ნიას სთხოვა და ისიც მასთან გადავიდა.ამის შემდეგ ყველაფერი ოდნავ უკეთ იყო.
^^^
3.
საერთოდ უკვე მიეჩვია ცხოვრებაში იმედგაცრუებებს.მაგრამ მაშინ ეგონა,რომ ყველაფერი დამთავრდა და ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა.თუმცა არც ეს ყოფილა სამუდამო,ერთი წელი მალე გავიდა და სკოლა დაამთავრეს,ნიას საქმეები ჰქონდა და მასთან ერთი კვირა არ ყოფილა მერე კი აცრემლებული თვალებით მივიდა.
-ლეა როგორ ხარ? -მეგობარი მოიკითხა და ჩაეხუტა
-მგონი კარგად, შენ? -გაუღიმა და სახლში შეიყვანა
-მომენატრე -ჩაეხუტა ისევ
-მეც ძალიან -უთხრა ლეამ
-იციი რაღაცის სათქმელად მოვედი
-გისმენ -გაუღიმა
-მივდივარ ლეა -უთხრა და ცრემლების შეკავება ვერ შეძლო
-რა? რატომ? როდის? -არაფერი ესმოდა ლეას
-უბრალოდ მივდივარ,აქედან შორს
-რატომ?
-არ შემიძლია აქ გაჩერება -ტირილნარევი ხმით უთხრა ნიამ
-მერე მე? მარტო მტოვებ? -ატირდა ლეა
-ასე გამოდის
მერე ორივე გაჩუმდა,
-შენც რომ წამოხვიდე? -ჰკითხა ნიამ
-მე? არა ვერ წამოვალ -უთხრა ლეამ
-კი მაგრამ რატომ? აქ ხომ მაინც არავინ გყავს? -არაფერი ესმოდა ნიას
-არა ვერ დავტოვებ
-რას ვერ ტოვებ?
-ბებიას, მას ვჭირდები,თანაც მამას საფავზე ვერ მივალ და ამას ვერ გადავიტან -იმეორებდა ისევ
-ბებიამ ხომ დაგტოვა შენ? მაშინ როცა ასე ძალიან გჭირდებოდა? -ვერ მოითმინა და მაინც უთხრა ნიამ,ეს მაშინაც არ უთქვამს როცა მის სანახავად წავიდა.
-დედას გამო გააკეთა ეს -მაინც ჯიუტად იმეორებდა ის
-ჰოო დედა-გაეცინა-დედა რომელმაც დაგტოვა და რომელიც ასე გექცეოდა -ასეთი ნია არ ახსოვს ლეას
-მაგრამ მაინც მიყვარს -ამოიტირა ლეამ
-ღმერთო ლეა ასეთი კეთილი რატომ ხარ?
-არ ვარ
-გეყოფა გთხოვ, ასეთი ამ ცხოვრებისთვის ცოდო ხარ
-ასე რატომ მელაპარაკები? -უკვირდა ლეას
-მინდა რეალობა დაგანახო და სხვანაირად იცხოვრო რატომ არ გესმის?
-შენ რატომ არ გესმის რომ სხვანაირად არ შემიძლია? -ტიროდა ისევ
-მინდა რომ შეძლო -უთხრა ლეამ
-არა,ასეც კარგად ვარ
-არ ხარ კარგად
-ვარ
-დიდხანს აპირებ ასე ყოფნას? -ატირდა ნიაც
-კი -ტიროდა ისევ ლეა
-შენთვის გეუბნები იქნებ დაფიქრდე მაინც? -ისევ უთხრა ნიამ
-არ მინდა-მეთქი და ამას არასდროს შევცვლი
-კარგი მაშინ წაალ მე
-მშვიდობით ნიი -უთხრა ლეამ
წავიდა ნია,ლეა უყურებდა,იცოდა ვეღარ ნახავდა და არაფერს აკეთებდა, თითქოს წამიერად შეეგუა კიდეც ამას, მერე თითქოს რაღაც გაახსენდა ნიას და დაბრუნდა
-ლეა იცოდე ინანებ!ბევრჯერ ინანებ,მინატრებ და მე არ მოვალ, ხვალ დილამდე თუ მოხვალ გაქვს კიდევ შანსი,თუ მოხვალ ყველაფერი დამთავრდება კარგად თუ არა და მეტი შანსი არ გექნება. -მერე კი უბრალოდ ადგა და უკანმოუხედავად წავიდა.

იმ ღამით ბევრჯერ გადაწყვიტა ლეამ წასვლა და რამდენჯერაც კართან მივიდა იმდენჯერ უკან დაბრუნდა თითქოს რაღაც არ უშვებდა,რაღაც აკავებდა.ვერ წავიდა იცოდა ინანებდა,იმიტომ რომ უკვე ინანა დამაინც არაფერი გააკეთა.
მერე ბებიასთან წავიდა,მისი ნივთებიც წაიღო,მასთან გადავიდა საცხოვრებლად, მის სახლში კი იცოდა არასდროს დაბრუნდებოდა.ის სახლი მისთვის ყველაფერი იყო,ის ინახავდა მისთვის უძვირფასეს და ამავე დროს მტკივნეულ მოგონებებს.
მალე გამოცდები ეწყებოდა, უნდა ემეცადინა.
გამოცდები კარგად ჩააბარა, სახლში რომ მიდიოდა გზაში გაიგო ამის შესახებ და გახარებული მივიდა რომ ბებიისთვის ეხარებინა,მაგრამ ვერ გაახარა, ჯერ არც დალაგებულა და უკვე აირია რაღაცეები,ბებიაც გარდაიცვალა, უკვე მართლა აღარავინ ჰყავდა,მეორედ მაშინ ინანა ნიას რომ არ გაჰყვა მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა.
არც კი იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, მალე უნივერსიტეტი დაეწყებოდა მას კი ფულიც არ ჰქონდა,კიდევ კარგი სწავლის ფული არ ექნებოდა გადასახდელი,თორემ იქაც ვერ ისწავლიდა და მისი სიცოცხლის ერთადერთი მიზანიც გაქრებოდა,მერე მართლა შეძლებდა უბრალოდ მომკვდარიყო.
ამ თვრამეტი წლის განმავლობაშიც შეეძლო ამის გაკეთება მაგრამ მამისთვის მიცემული პირობა ამის უფლებას არ აძლევდა,ჯერ კიდევ ახსოვდა ის.წარმატებისთვის უნდა მიეღწია და კარგად ეცხოვრა,ბედნიერი თუ ვერ იქნებოდა,რისი იმედიც ისედაც არ ჰქონდა ეს მაინც უნდა მოეხერხებინა რომ კარგად ესწავლა და უკეთესად ეცხოვრა.
იცოდა მისი სურვილი იმდენად დიდი იყო ამას აუცილებლად მოახერხებდა.
^ ^ ^
საერთოდ ყველგან მივიდა სადაც კი შეიძლებოდა,მაგრამ მას გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა და არაფრის კეთება არ იცოდა ამიტომ ვერაფერი ვერ იშოვნა,ერთი ადგილიდან მეორემდე ტირილით მიდიოდა და მერე ისევ ტირილით გამოდიოდა უარს რომ მიიღებდა.საღამოს როცა უკვე არაფრის თავი არ ჰქონდა იქ წავიდა სადაც მისთვის ძვირფასი ერთადერთი ადამიანი იყო, მამას საფლავზე მივიდა ისევ.მისთვის არასდროს არ უთქვამს საყვედური,არც ცხოვრებაზე უწუწუნია მაგრამ მაშინ საერთოდ ყველაფერი შეიცვალა მასში.
მესამედ მაშინ მიხვდა რომ ნია მართალი იყო.
მესამედ მაშინ ინანა და ისევე როგორც წინა ორი ესეც ამაო იყო.
მართალი იყო ნია მეტი შანსი არ ექნებოდა და უნდა ეცხოვრა ისე როგორც ცხოვრობდა.
ასეა რაც კარგია უარს ვამბობთ და მერე ვნანობთ.
ვნანობთ მაშინ როცა არაფერს აღარ აქვს აზრი და როცა ვეღარაფერს გამოვასწორებთ.
როცა უკვე აღარ აქვს მნიშველობა კი-ს იტყვი თუ არა-ს,შანსი რომელსაც ცხოვრება გვაძლევს მთავრდება მაშინ როცა არა-ს ვამბობთ და მერე უკვე აღარაფერი მეორდება.
იდგა და ტიროდა,უამრავი "რატომ?" ტრიალებდა მის თავში,მაგრამ ის ამ კითხვებზე პასუხს ვერასდროს გაიგებდა.
გვაინი იყო რომ წამოვიდა, ცრამლიანი თვალებით მიუყვებოდა ბნელ ქუჩას, თავის სახლში ვერ მივიდოდა,ბებიას სახლში წავიდა,
სციოდა.
უკვე სახლთან იყო, ლიფტით ასვლა არ უნდოდა ამიტომ კიბეებს აუყვა ნელი ნაბიჯებით,იგრძნო რომ რაღაცას შეეჯახა და დაეცა
ერთადერთი რაც დაცემამდე მოასწრო კივილი იყო,მერე კი საშინელი ტკივილი იგრძნო.
-კარგად ხართ? -ჰკითხა უცნობმა
-ხო რა ვიცი მგონი არა -თქვა და ადგომა სცადა
-მაპატიე რა ვერ დაგინახე -უთხრა ბიჭმა
-ნორმალურად უნდა იარო და დამინახავ -უთხრა უხეშად და ისევ სცადა ადგომა
-შენც თუ ნორმალურად ივლი კარგი იქნება -გაიცინა ბიჭმა და ხელი გაუწოდა ასაყენებლად
-ძალიან კარგად დავდივარ -ისევ ისეთი ტონით უპასუხა ლეამ
-მოდი დაგეხმარები -მისი პასუხისთვის ყურადღება არ მიუქცევია ბიჭს
-არ მინდა ჩემით ვიზამ
-კარგი -გაეცინა
ვერ ადგა ლეა
-აუუ დამეხმარე რა
-მოდი -კმაყოფილი სახით მივიდა ლეასთან
-მადლობ
-წამოდი ასვლაში დაგეხმარები -უთრა ისე რომ ხელი არ გაუშვია
სახლამდე მიიყვანა,დივანზე დასვა და წავიდა,ლეა კი უაზროდ კმაყოფილი სახით იჯდა,მერე კი ძლივს მოახერხა ადგომა და საძინებლამდე მისვლა.
ისედაც ყველაფერი უბედურება სჭირს და ახლა ეს ფეხის ტკივილი აკლდა.
დილითისევ ადგა და სამსახურის საძებნელად წავიდა.ისევ ვერაფერი იპოვნა და იქვე ჩამოჯდა ატირებული.გვერდით ვიღაც ქალი მიუჯდა.
-რატომ ტირით? -ჰკითხა და თბილად გაუღიმა, ლეამ კი რაღაც ნდობის მსგავსი იგრძნო მის მიმართ
-იცით? მე სამსახური მჭირდება თანაც ძალიან და ვერაფერი ვიპოვნე
-ნუ ნერვიულობ მალე გექნება -ისევ გაუღიმა
-არა არ მექნება -ტიროდა ისევ
-გინდა? ცოტა ხნით ჩემთან იმუშავე სანამ რამეს იპოვნი
-მე?თქვენთან?მართლა? -ცრემლები მოიწმინდა ლეამ
-კი ოღონდ არც ისე კარგია
-რა არის? -ჰკითხა მან
-მე ვარდებს ვყიდი
-ძალიან დამეხმარებით ცოტა ხნით მაინც თუ ვიქნები თქვენთან ძალიან დიდი მადლობა
-კარგი ხვალ დილით მოდი ჩემთან ახლა კი წავალ
-ნახვამდის და დიდი მადლობა -გაუღიმა ლეამ
ლეა გახარებული დაბრუნდა სახლში.
მიუხედავად იმისა დიდი არც არაფერი იყო,გაუხარდა რომ რაღაც მაინც იშოვნა,
ყოველ დღე უნივერსიტეტის შემდეგ იქ მიდიოდა და ვარდებს ყიდა.
4.
მთელი დღე ვერ ისვენებდა, ისიც ვერ გადაწყვიტა რა ჩ აეცვა ბოლოს შავი კაბა ჩაიცვა,თმა გაიშალა და წავიდა.
იმ კაფეში მივიდა სადაც ის უნდა ენახა.
ისე რა უცნაურია არა? უკვე ოცი წელია მარტო ხვდება ამ დღეს ახლა კი ვიღაც უცნობთან მიდის.
მაგრამ მისი ცხოვრება იმდენად უცნაური იყო ყოველთვის ესეც ვერ უკვირდა.
ალბათ ეს იქნებოდა მის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო უცნაურობა.
ნერვიულობდა.
აკანკალებული შევიდა.
ყველგან წითელი ვარდები იყო, თვალებს ვერ უჯერებდა,იქ სკამზე ის ბიჭი იჯდა მაშინ კიბეებზე რომ დაეცა და სახლამდე მიიყვანა.
ის იყო,ის უტოვებდა ვარდებს.
ის აგზავნიდა საბას ყოველდღე ვარდების საყიდლად,
ის ულამაზებდა საშინელ ცხოვრებას.
გაშეშდა.
ნაბიჯს ვერ დგამდა.
იდგა და ცრემლები მოსდიოდა.
არ იცოდა რა გაეკეთებინა,ვერსად ვერ მიდიოდა.
-გილოცავ ლეა -ადგა და მასთან წავიდა
-მადლობ -გაუღიმა და ცრემლების მოწმენდა სცადა
-მოდი დაჯექი-უთხრა და მაგიდისკენ წაიყვანა
-როგორ ხარ? -ისევ ჰკითხა გიგიმ
-კარგად -გაუღიმა ლეამ
-მე გიგი -უთხრა მან
-ვიცი -ისევ გაეცინა
-საიდან? -გაუკვირდა
-საბამ მითხრა
-აა ჰო, კიდევ რა გითხრა?
-ისეთი არაფერი -
ძალიან ლამაზი ხარ ლეა -უთხრა გიგიმ
-მადლობ, ისე როგორც ვხედავ კარგად მიცნობ -გაეღიმა ლეას
-ხო საკმაოდ
-ბევრი არაფერი გეცოდინება -ისევ გაიცინა
-ლეა,უკვე 20 წლის, ცხოვრობ მარტო,არ გყავს არავინ, მუშაობ,სწავლობ, არ გყავს მეგობრები,შაბათს ან კვირას მიდიხარ მამის საფლავზე დილით,მერე ისევ სამსახურში,სად ცხოვრობ კი ვიცი და არა ერთხელ ვარ ნამყოფი შენს სახლში,ჩემს დატოვებულ ვარდებს სად დებ ისიც ვიცი. გავაგრძელო? -ჰკითხა გიგიმ
-ამდენირამ საიდან იცი? -დაიბნა ლეა
-მე რაც მაინტერესებს ყველაფერი ვიცი ლეა -კმაყოფილი ღიმილით უთხრა
-მე საინტერესო ვარ? -გაუკვირდა
-ჩემთვის ხარ,თანაც იმაზე მეტად ვიდრე წარმოიდგენ -ხმა დაუსერიოზულდა გიგის
-და რით? -მაინც არაფერი ესმოდა
-ყველაფრით -ისევ სერიოზული იყო გიგი.
მერე ორივე წყნარად იჯდა,გიგი ფიქრობდა, არ იცოდა როგორ ეთქვა ან რა. ბოლოს მაინც მან დაარღვია სიჩუმე
-აქ იმიტომ მოგიყვანე რომ რაღაც სერიოზულზე დაგელაპარაკო -უთხრა გიგიმ და ნერვიულობა დაეტყო სახეზე
-გისმენ -ცრემლი მოიწმინდა ლეამ
-მორჩი ტირილს და გეტყვი -უთხრა და ცრემლი მოსწმინდა
-აღარ ვტირი დაიწყე -უთხრა ლეამ
-თავიდან აქ რომ მოხვედი ძალიან მომეწონე, მერე დაიკარგე და აღარ გამოჩნდი, მერე აქ გადმოხვედი საცხოვრებლად, მივხვდი შენთან ურთიერთობის დაწყება არც ისე ადვილი იქნებოდა,ვიფიქრე რაღაც სხვა იქნებოდა საჭირო, მერე კიბეებზე მოხდა ის ინციდენტი,მაშინ რომ გამიღიმე და დამელაპარაკე მივხვდი უშენოდ ვერ ვიქნებოდი,შენი სახლის კარი რომ გამოვიხურე მივხვდი რომ მიყვარდი,ასე შორიდან, რაღაცნაირად, გაუცნობლად,ვარდების დატოვება დავიწყე, ყოველდღე ვფიქრობდი რომ დრო იყო და გნახავდი მაგრამ ვერ შევძელი, აი ახლა კი აქ ვზივარ და ჩემს თავში ასი პროცენტით დარწმუნებული გეუბნები რომ ძალიან მიყვარხარ,არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი ახლა მე სულ მეყვარები და ყველაფერს გავაკეთებ რომ იგივე იგრძნო შენც. -საუბარი დაასრულა და ლეას შეხედა
ლეამ ვერაფერი თქვა და მერე ისევ გიგიმ უთხრა
-თუ გინდა ახლა არაფერი თქვა, აქ რომ მოვდიოდი და ამას გეუბნებოდი მე არაფერს არ ველოდი შენგან, არც იმას რომ მეტყოდი მიყვარხარო და არც იმას რომ მოხვიდოდი
- მიყვარხარ-მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ გეტყვი რომ ეს ერთი წელი ძალიან ლამაზიიყო ჩემთვის,რომ ვიცოდი სახლში მოსულს ყვავილები დამხვდებოდა ბედნიერი ვიყავი,მადლობ ყველაფრისთვის -უთხრა ლეამ და ცრემლი მოიწმინდა
-მთავარია დაიმახსოვრო რომ მიყვარხარ და ყველაფერი იქნება ლეა
-დავიმახსოვრებ -გაუღიმა ლეამ
-წავიდეთ ხო? -ჰკითხა გიგიმ
-წავიდეთ -ადგა ლეა
^^^
გიგიმ ლეა სახლამდე მიაცილა,ვერ მოითმინა ჩაეხუტა და წავიდა,ლეა რაღაცნაირად მაინც ბედნიერი იყო, სახლში ავიდა, ოთახში შესულს საწოლზე ისევ დახვა ყვავილები,მის გვერდით კი ძალიან ლამაზი ყელსაბამი.
მერე ტელეფონს დახედა და მესიჯი ჰქონდა "იმედია საჩუქარი მოგეწონება"
-ძალიან მომეწონა მისწერა ლეამ და დასაძინებლად წავიდა.
-მიხარია.
^^^
გიგი ძალიან გაახარა ყველაფერმა რაც მოხდა, ისიც გაუხარდა ლეა ყველაფერს კარგად და გააზრებულად რომ შეხვდა,გიგი არასდროს არ ელოდა იმას რომ ლეა სიყვარულზე სიყვარულით უპასუხებდა მაგრამ ახლა რაღაც იმედის მაგავარი გაუჩნდა.
5.
სულ ასე იყო ლეას ცხოვრებაში, მოდიოდნენ ადამიანები,გააბედნიერებდნენ და მერე ტოვებდნენ.
ზოგადად ასეა.
ადამიანები მოდიან და მერე ისევ მიდიან.
ყველა რაღაც მიზნით მოდის ჩვენს ცხოვრებაში, ყველა გვასწავლის რაღაცას, ყველა გვანახებს რაღაცას, მერე შეასრულებენ იმ მიზანს რითაც ჩვენს ცხოვრებაში მოვიდნენ და ისევ მიდიან.არაფერი არ გრძელდება სამუდამოდ,ამიტომაც ხდება ასე,მერე კი მხოლოდ მისი წასვლისას მოყენებული ტკივილი რჩება და საერთოდ არავის არ ახსოვს რა მოგვცა ამ ადამიანმა და რამდენად კარგი იყო მასთან ურთიერთობა.
ყველა ადამიანის წასვლის შემდეგ გვგონია რომ რაღაც მთავრდება მაგრამ მერე ვხვდებით რომ იქ სადაც ჩვენს წარმოსახვაში წერტილს ვსვამთ რაღაც კი არ მთავრდება იწყება ყველაფერი და მერე ისევ სრულდება.
ლეას ეშინოდა, ახლა როცა მარტოობას შეგუებული იყო და გიგი რომ იმაზე ახლოს მოეშვა ვიდრე ჰყავდა შეუყვარდებოდა და მერე ისიც რომ წასულიყო?
არა ამდენს ვერ გადაიტანდა.
ამ ხნის მანძილზე გიგი იყო ერთადერთი ვინც თავი რამედ აგრძნობინა.
ვინც გააბედნიერა.
დაბადების დღეც კი არ მიულოცავს მისთვის ვინმეს წლების მანძილზე.
ნია ენატრებოდა, ახლა ისე სჭირდებოდა როგორც არასდროს,
დედა სჭირდებოდა უზომოდ, მისი ჩახუტება, თბილი სიტყები და რჩევა მერე ამ რჩევას მოყოლებული ისტორია როგორ გაიცნო მამამისი,მაგრამ რა თბილ სიტყვებზეა საუბარი როცა დედისგან ჩხუბის გარდა არაფერი არ ახსოვს.
ერთი რამ იცის, ბავშვობიდანვე ღრმად ჩაებეჭდა თავშიის რომ მის მშობლებს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ და არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა ან რა გააკეთა ნატამ იცის რომ მას სანდრო ძალიან უყვარდა.
ჰო სანდროც ძალიან სჭირდებოდა ლეას მაგრამ ისიც ვერ იქნებოდა მასთან.
უკვე 17 წელია ნატრობს მას,იცის რომ არ აუხდება მაგრამ მაინც ნატრობს.
ამაზე ოცნებაც კი უზომოდ სიამოვნებს.
ვერ გადაწყვიტა რა უნდა გაეკეთებინა.
ეშინოდა გიგისთან ურთიერთობის,მაგრამ მერე მისი სიტყვები ახსენდებოდა და ხვდებოდა რომ ახლა ძალიან სჭირდებოდა ის.
ნიას გამოცდილებიდან იცოდა რომ უარს თუ იტყოდა მეტი შანსი მართლა აღარასდროს ექნებოდა.ამიტომ გადაწყვიტა გიგისთან ურთიერთობა დაეწყო დანარჩენს კი დრო უჩვენებდა, სამსახურში იყო წასასვლელი,ჩაიცვა და წავიდა.
კარი რომ გააღო ვარდები დახვდა წერილთან ერთად "სახლში შემოპარვა აღარ მჭირდება ლეა, საღამოს გნახავ"
უაზროდ გაღიმებული იყო მთელი დღე, რაღაცნაირად დააკლდა საბა რომ არ შევიდა მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე იყო, ვინც ასე თუ ისე იცნობდა მას ძალინ უკვირდათ მისი ცვლილება.
გარეთ რომ გავიდა გიგი დახვდა, იდგა და უღიმოდა, ისევ ვერ მოითმინა გიგიმ მივიდა და ჩაქეხუტა.
-მომენატრე ლეა -უთხრა გიგიმ
-მეც -გაუაზრდებლად უპასუხა და იგრძნო როგორ გაეღიმა მას
-როგორი დღე გქონდა?
-ძალიან კარგი, შენ? -კართან დატოვებული ყვავილები გაახსენდა ლეას და გაეღიმდა
-მე არც ისე კარგი,მაგრამ უკვე კარგად ვარ -გაეღიმა გიგის
-მადლობ ვარდებსთვის -უთხრა ლეამ
-ეგ უკვე ჩვევაა -გაეცინა გიგის
მერე წყნარად მიდიოდნენ, ლეას სახლამდეც მივიდნენ, ის სახლში ავიდა, გიგი დიდხანს იდგა მერე კიწავიდა.
ვერ მოისვენა
მობრუნდა
ლეას სახლთან ავიდა
-გიგი? მოხდა რამე? -გაუკვირდა ლეას
-ხო
-რა ქენი?
გიგიმ აკოცა მერე კი სანამ ლეა რამეს გააზრებას მოასწრებდა წავიდა, ისევ დაბრუნდა
-აუ მაპატიე რა, არვიცი რამჭირს რომ არ გამეკეთებინა მოვკვდებოდი, მიყვარხარ ლეა -უთხრა და წავიდა
ლეამ ნორმალურად ვერ გაიაზრა რა მოხდა, დიდხანს იდგა და სივრცეს უღიმოდა,მერე კარი დახურა და სახლში შევიდა,
არა ისეთი ხომ არაფერი იყო.
ლეასთვის ყველაფერი.
უხაროდა რომ ჰყავდა და მის თავს უფლება მისცა მასთან ურთიერთობა დაეწყო.
სადაც გაიხედავდა ყველგან მისი ნაჩუქარი ვარდები ეწყო,ოთახში შევიდა და მის ნაჩუქარ ყელსაბამს დახედა,
უცებ ისე დალაგდა ყველაფერი მის ცხოვრებაში,ეშინოდა რადგან ზედმეტად მიუჩვეველი იყო ბედნიერებას მაგრამ მაინც გადაწყვიტა ყოფილიყო ბედნიერი ოღონდ გიგისთან ერთად.
6.
მათი ურთიერთობიდან ერთი თვე იყო გასული, ყველაფერი კარგად იყო, დილით ჩვეულებრივ წავიდა ლეა უნივერსიტეტში, მერე სამსახურში, საღამოს კი როგორც ყოველთვის გიგიმ გაუარა.
-იციი დღეს მამას დაბადებისდღეა -უთხრა ლეამ ცრემლნარევი ხმით
-წავიდეთ გინდა? - ჰკითხა გიგიმ თუმცა იცოდა რომ ენდომებოდა
-კი
-კაი წამოდი
წყნარად მიდიოდნენ, როცა მივიდნენ გიგი მოშორებით დადგა ლეა კი იქ იდგა და ტიროდა,
-მა იცი გიგი კარგი ბიჭია, ძალიან ვუყვარვარ, მასსავით არავინ მომქცევია, მარტო აღარ ვარ მა, -ყველაფერი მოუყვა მის ახლანდელ ცხოვრებაზე და გიგიზე, თან ტიროდა
გიგი უყურებდა, ვერ მოითმინა მისი საყვარელი ქალის ასეთ მდგომარეობაში ნახვა, მასთან მივიდა ხელები მოჰხვია და ჩაეხუტა,თმებზე ეფერებოდა ის კი მასთან ჩახუტებული ტიროდა,ადრე აქ სულ მარტო მდიოდა და აქედან წასული იმაზე უფრო მეტად გრძნობდა თავს ცუდად ვიდრე იყო, ახლა კი იცოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-გიგი იცი? -უთხრა ლეამ
-რა?
-მამას დავპირდი რომ ბედნიერი ვიქნებოდი -არ იცოდა ამას რატომ უყვებოდა, ადრე არავის დალაპარაკებია ამაზე ახლა კი უბრალოდ ძალიან მოუნდა ვნმესთვის ეთქვა
გიგიმ ვერაფერი უთხრა.
-ახლა ამიტომ ვარ აქ და მამას გამო ვიქნები ბედნიერი,იც იყო ყველაზე ძვირფასი ვინც კი მყავდა -ისევ აგრძელებდა ლეა
-ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და იცოდე რომ ყველაფერი გამოგივა -უთხრა გიგიმ და შუბლზე აკოცა
-შენთან ერთად -თვითონაც არ იცოდა ეს რატომ თქვა
-რა თქმა უნდა -გაეხარდა გიგის
-წავიდეთ რა -სთხოვა ლეამ
-წავიდეთ.
როგორც ყოველთვის სახლამდე მიაცილა და წავიდა, სახლში ასულს ისევ დახვდა ვარდები.

7.

-შენთვის კარგი ამბავი მაქვს -უთხრა გიგიმ და ჩაეხუტა
-იმ კომპანიიდან დარეკეს და გილოცავ სამსახური გაქვს -უთხრა ისევ გიგიმ
-რაა? -იკივლა ლეა, მერე გაიცინა და გიგის შეხედა ინტერესიანი თვალებით
-ახალი სმსახური გაქვს
-რა მაგარია -უბედნიერესი იყო ლეა
-მეც ძალიან გამიხარდა, მომავალი კვირიდან იწყებ -ისევ ჩაეხუტა
ძალიან უხაროდა ლეას და უაზროდ ეცინებოდა, მერე წყნარად მიდიოდნენ,ლეა ფიქრობდა და საკუთარ ფიქრებზე ეცინებოდა,ყველაფერი რაღაცნაირად კარგად იყო მის ცხოვრებაში გიგის გამოჩენის შემდეგ,
წვიმდა.
ისინი ისევ ქუჩაშ იყვნენ სველები
-მიყვარხარ ლეა -უთხრა გიგიმ და ხელი მოჰხვია
-მეც -გაეცინა ლეას
-არა? გაიმეორე -ვერ იჯერებდა გიგი
-მიყვარხარ -უთხრა ისევ ლეამ
-იცი როგორ გამახარე? არა არ იცი -ძალიან გაუხარდა გიგის არც იცოდა რა ეთქვა.
მერე ჩაეხუტა,
აკოცა.
სახლში არ წასულან მთელი ღამე ქუჩაში დასეირნობდნენ წვიმაში.
იცეკვეს.
იცინოდნენ.
ან უბრალოდ წყნარად მიდიოდნენ.
ორივე იმდენად ვედნიერი იყო არ აღელვებდათ არც წვიმა და არც დრო.
არც სისივე და არაფერი.
იყვნენ მხოლოდ ისინი და სხვა არავინ.
თენდებოდა საშინლად გაყინულები ლეას სახლში რომ მივიდნენ.
კანკალებდნენ,
იჩხუბეს რომელი მიიღებდა შხაპს პირველი, მაინც ლეა შევიდა, ესიამოვნა გათბობა მაგრამ შეეძლო ეთქვა რომ გიგისთან ერთად გაყინულიც ძალიან კარგად გრძნობდა თავს.
რომ გავიდა გიგი სამზარეულოში იყო და რაღაცას აკეთებდა.
რამდენიმე წუთში თავის საქმიანობას მორჩა და ლეა გაწყობილ სუფრასთან დასვა
-არა მე ამას ვერ შევჭამ -თქვა სერიოზული ხმით ლეამ
-რატომ?
-რაღაცას დამმართებ და არ მინდა -ისევ სერიოზულად ამბობდა ლეა
-კარგი რა -ეწყინა გიგის
-რა გარანტია მაქვს რომ არაფერი მომივა? -გაეცინა ლეას
-საბას ვიმზადებ ხოლმე -გაიცინა გიგიმაც
-ჯერ შენ და თუ არაფერი მოგივა გავსინჯავ -ისევ გაეცინა
-აუ ლეაა
-კარგი ვიხუმრე -უთხრა და ჭამა დაიწყო.
მერე სიცილით აალაგეს სუფრა, გიგი ცოტა ხანს კიდევ დარჩა, მერე წავიდა და უთხრა რომ საღამოს ისევ მივიდოდა.
მარტო იყო ლეა, არ იყო კარგად კანკალებდა და ფეხზე ვერ დგებოდა, ოთხამდე ვერ მივიდა და იქვე სავარძელში ჩაეძინა.
კარზე ზარის ხმამ გააღვიძა,ძლივს ადგა და კარებამდე მივიდა.
გაგიჟდა გიგი საშინლად გამოიყურებოდა :
დასებული თვალები, სახეზე ფერი არ ჰქონდა ბოლოს ფეხზე დგომაც ვერ შეძლო და რომ არა გიგი ძირს დაეცემოდა.
მან სწრაფად მოჰკიდა ხელი ოთახში შეიყვანა და საწოლში დააწვინა.
მაღალი სიცხე ჰქონდა.
თვალებს ვერ ახელდა
გიგიმ წამლები დაალევინა და დაიძინა.
თვითონ კი სამზარეულოში გავიდა და საჭმელი მოუმზადა, რომ გაიღვიძა ჩაისთან ერთად მიუტანა და თავისი ხელით აჭამა. ლეამ ისევ დაიძინა ის კი მთელი ღამე
იჯდა მის საწოლთან და თმებზე ეფერებოდა.
დილით გაღვიძებულ ლეას ძალიან ესეიამოვნა მის საწოლთან მჯდარი გიგის დანახვა.
-ისევ აქ ხარ? -ჰკითხა გიგის
-კი -უთხრა და სკამიდან ადგა
-ჩემს გამო არ გძინებია რატომ არ წახვედი?
-მარტო ვერ დაგტოვებდი
-ახლა კარგად ვარ წადი და მერე მოდი -სთხოვა ლეამ
-არ მინდა რა -უთხრა მან
-გთხოვ
-კარგი კარგი, ოღონდ იცოდე თუ რამე დაგჭირდება დამირეკე და მოვალ.
-კარგი
-მალე მოვალ -უთხრა და წავიდა.
საღამოს ისევ მივიდა გიგი, ყვავილები და შოკოლადები მიუტანა,
იმ ღამითაც იქ დარჩა მერე კი უკვე კარგად იყო ლეა.
^ ^ ^
ორშაბათი იყო.
პირველად მიდიოდა ლეა სამსახურში და ძალიან ღელავდა,
ძლივს გადაწყვიტა რა ჩაეცვა, დაგვიანებაც არ უნდოდა, ეზოში რომ ჩავიდა გიგი დახვდა, ელოდებოდა.
-წავიდეთ ხო? -ჰკითხა მან
-შენ ასე უნდა მატარო ყოველ დღე? -დაინტერესდა ლეა
-არა მხოლოდ დღეს,მაგრამ თუ სურვილი გექნება არც ეგაა პრობლემა -გაეცინა გიგის
-კარგი
-ანუ ყოველ დღე?
-რატომაც არა -გაიცინა ლეამაც
მთელი გზა ვერ მოისვენა, მანქანა გააჩერა თუ არა გიგიმ მაშნვე გადასვლა დააპირა მაგრამ მან ხელი მოჰკიდა და ადგილზე დააბრუნა
-რაღაც გავიწყდება
-რა? -გაუკვირდა ლეას
-აი ეს -უთხრა და აკოცა- ახლა შეგიძლია წახვიდე, წარმატებები.
^ ^ ^
ნერვიულობდა ლეა მაგრამ მერე მიხვდა რომ არაფერი იყო სანერვიულო, აჩვენეს სად უნდა დამჯდარიყო და უთხრეს რის გაკეთება მოუწევდა.
პირველმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა, რამდენიმე გოგოც გაიცნო და კარგად გაუგო მათ.
საღამოს ისევ გიგი დახვდა გარეთ, სახლამდე მიიყვანა უთხრა სწრაფად გამოეცვალა რადგან ერთ ადგილას აპირებდა მის წაყვანას.
ლეამ სწრაფად აირბინა სახლში, ჩვეულებრივ ჩაიცვა ისე როგორც ყოველთვის და ქვემოთ ჩავიდა.
ერთ ადგილას მიიყვანა გიგიმ.
შევიდნენ და იმ მაგიდისკენ წაიყვანა სადაც ორი ბიჭი იჯდა და რარაცაზე იცინოდნენ,
-ეს ვინ მოსულა -გაიცინა ერთ-ერთმა
-გიგი? სად დაიკარგე? -ჰკითხა მეორემ.
-რა ვიცი არ მეცალა -გაუღიმა და ლეასთან ერთად იქ დაჯდა.
-არ მცალიასთან ერთად მოხვედი -გაეცინა
-ხო რაღაც მსგავსი- უპასუხა გიგიმ, ლეასაც გაეცინა მათ ნათქვამზე.
-ბიჭებო გაიცანით ეს ლეაა -ისევ თქვა გიგიმ
-სასიამოვნოა -გაეღიმათ ბიჭებს
-მე დაჩი -გაუცინა ერთმა,
-მე მიშო -უთხრა მეორემ
-ჩემთვისაც სასიამოვნოა -გაეღიმა ლეას
-ამას გვიმალავდი ამდენ ხასნ? -ჰკითხა დაჩიმ
-არ ვმალავდი
-აბა რატომ არ გაგვაცანი? -უთხრა მიშომაც
-მეც არ ვიცნობდი -თავისთვის თქვა, ლეამ გაიგო და გაეცინა.
ბიჭებს კარგად გაუგო ლეამ, მათაც ძალიან მოეწონათ ის, დიდხანს ისხდნენ მათთან მერე კი წავიდნენ. გზაში გიგიმ ჰკითხა
-მოგეწონა დაჩი და მიშო?
-კი კარგები არიან
-მიხარია უთხრა გიგიმ.
ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკეს ამასობაში მის სახლამდეც მისიდნენ და გიგიმ მანქანა გააჩერა
-არ ამოხვალ ცოტა ხნით? -ჰკითხა ლეამ
-კი
ავიდნენ, ლეამ ყავა გააკეთა, ცოტა ხანს ისაუბრეს მერე კი გიგი წავიდა.
^ ^ ^
მიუხედავად იმისა ახლა ბევრი კარგი რაღაც ხდებოდა მასთან მაინც ვერ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო,
მაინც მარტო გრძნობდა თავს, ნია სჭირდებოდა,ძალიან ენატრებოდა, არ უნანია რომ არ გაჰყვა,რადგან გიგი არ ეყოლებოდა მაგრამ ნია უნდოდა.
ვერ დაიძინა,სახლში ვერ გაჩერდა, თენდებოდა გარეთ რომ გავიდა, 9 საათამდე ქუჩაში იხეტიალა მერე კი სამსახურში წავიდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1723 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar