ვარდების გამყიდველი [8]
14.04.2016, 17:19
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
ხან კარგად.
ხან ცუდად.
ეს ორი რამ ერთმანეთს ენაცვლება.
ბევრ ცუდს ყოველთვის მოჰყვება რაღც კარგი და ბევ კარგს ყოველთვის მოჰყვება რაღაც ცუდი.
ასე იყო ლეასთანაც, 19 წელი თუ რამე შეიძლებოდა ყველაფერი საშინელება მოხდა მასთან, მაგრამ ცხრამეტი წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
აირია
ოღონდ სასიამოვნოდ.
ახლა ის ოცი წლისაა, სამ თვეში ოცდაერთის ხდება.
ჰყავს გიგი,ადამიანი რომელმაც ცხოვრების ორი წელი გაულამაზა.
აქვს სამსახური
სწავლობს
გიგის მეგობრებს ძალიან უყვარს,სულ მათთან ერთადაა
კარგი ურთიერთობა აქვს სალომესთან.
17 წლის იყო ნია რომ წავიდა მას შემდეგ სამი წელი მეგობარი არ ჰყოლია ახლა კი ის ჰყავს.
ყველაფერი ძალიან ძალიან კარგადაა მასთან მაგრამ მაინც აკლია რაღაც.
რაღაც კი არა ვიღაც.
დედა არა
ნია.
ის ერთადერთი ადამიანი რომელიც მისთვის ყველაფერი იყო.
უყურებს მის ფოტოებს, იხსენებს ბავშვობას და ეტირება.
თავიდან ასე თუ ისე ადვილად გადაიტანა ნიას გარეშე ყოფნა მაგრამ ახლა ისე უჭირს როგორც არასდროს.
ახლა მისი ერთი გაღიმება და ჩახუტება ყველაფრად უღირს.
სახლში მარტო ვეღარ ისვენებს.
ეშინია, ადრე არ ეშინოდა მაგრამ ახლა ეშინია.
ბოლო დროს ცოტა არ იყოს არეულია.
ღამით ვერ იძინებს და დილით ადრე დგება.
^ ^ ^
ადრე ადგა მოწესრიგდა, ყავა დალია და წავიდა.
როგორც ყოველთვის გიგი დახვდა, იქ მისულს ჩაეხუტა, აკოცა და მისი უნივერსიტეტისკენ წავიდა.
-რა გჭირს შენ? - ჰკითხა გიგიმ, ამჩნევდა ლეას ცვლილებას და ვერ ისვენებდა თან არც იცოდა ეკითხა თუ არა
-მე? რა უნდა მჭირდეს,არაფერი -ანერვიულებული ხმით უპასუხა ლეამ
-ხომ იცი საკმაოდ კარგად გიცნობ და ვერაფერს გამომაპარებ, ამდენ ხანს არაფერი გითხარი და უკვე გაჩერება არ შემიძლია -არანაკლებ ანაერვიულებული ხმა ჰქონდა გიგისაც
- არ ვიცი
-რა არ იცი
-რა მჭირს -ამოიტირა ლეამ
მერე ჩუმად ისხდნენ, გიგიც არაფერს ეუბნებოდა, მანქანა უნივერსიტეტთან გაუჩერა
-წადი რა არმივალ დღეს არ შემიძლია -უთხრა ლეამ
-სად წავიდეთ?
სადაც გინდა -თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა ცრემლების დასაფარად.
კაფეში მივიდნენ, გიგიმ ლეა მაგიდასთან დასვა თვითონ გარეთ გავიდა, სამსახურში დარეკა და უთხრა რომ დღეს ვერ მივიდოდა მერე კი შევიდა და მასთან დაჯდა
-ძალიან არეული ვარ -დაიწყო ლეამ, გიგის არაფერი უთქვამს უსმენდა
- ყველაფერი იმაზე კარგადაა ახლა ჩემს ცხოვრებაში ვიდრე წარმოვიდგენდი, მყავხარ შენ, მყავს მეგობრები, ყველაფერი მაქვს მაგრამ არ ვარ კარგად, ნია რომ წავიდა გადავიტანე მაგრამ ახლა ვხვდები რომ ვერ შევძლებ უმისობას, არანორმალურად მჭირდება და ის არ დაბრუნდება -ტიროდა
გიგი გვერდით მიუჯდა და ჩეხუტა,ვერაფერი უთხრა.
-ნიაკო ყველაფერი იყო, თერთმეტი წელი ვმეგობრობდით მერე კი უბრალოდ წავიდა,მთხოვა გამომყევიო მე კი აქ დავრჩი, მენატრება უზომოდ და უაზროდ,
-ამდენ ხანს რატომ არ მითხარი? -არც კი იცოდა რა ეთქვა
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი
-კარგი დამშვიდდი -ისევ ეხუტებოდა გიგი
-იცი? მარტო ყოფნისაც მეშინია უკვე, ღამით ვერ ვიძინებ,დილით ადრე ვდგები, -ტიროდა ისევ
-არ მინდა რომ ტიროდე, მინდა სულ კარგად იყო -უთხრა გიგიმ
-ვიქნები -ცრემლები მოიწმინდა ლეამ
-გაიღიმე
გაიღიმა, მერე ადგნენ და ქუჩაში დაეხეტებოდნენ მთელი დღე, ლეას სამსახურში წასვლის დროც მოვიდა და გიგიმ იქ მიიყვანა.
მაინც უხალისოდ იჯდა, როგორც იქნა სამსახურსაც მორჩა და ქუჩაში გავიდა.
გიგიმ დაურეკა ვერ მოგაკითხავ საქმეები მაქვსო
ეწყინა მაგრამ არ შეიმჩნია.
არ უნდოდა სახლში თავს საშინლად გრძნობდა იქ.
დიდხანს იხეტიალა ბოლოს მაინც მივიდა სახლში.
უხალისოდ იჯდა ჩაის ფინჯნით ტელევიზორის წინ.
უყურებდა მაგრამ არ იცოდა რას.
კარზე ზარის ხმა გაიგო.
გაუკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს და კარის გასაღებად ადგა.
- გიგი ? -გაუკვირდა ლეას
- მოვედი
-აქ რას აკეთებ? თან ეგ ჩანთა?
- მეშინიაო და მარტო ხომ არ დაგტოვებ? -გაიცინა გიგიმ
-აა ხოო
-არ შემომიშვებ?
- კი შემოდი
- რამე მაჭამე რაა, მთელი დღეა არაფერი მიჭამია -უთხრა გიგიმ და დივანზე კომფორტულად მოკალათდა
-კარგი ახლავე
რამდენიმე წუთში დაბრუნდა და გიგის საჭმელი მიუტანა,
ლეამ არც კი იცოდა რა ეფიქრა, აი ასე უბრალოდ მივიდა მასთან სახლში და გამოუცხადა რომ მის მარტო დატოვებას არ აპირებდა, აგიჟებდა მისი ყველა ქცევით, ყველა ნაბიჯით, გრძნობდა რომ უზომოდ უყვარდა, გრძნობდა ეს ის იყო ვის გამოც უღირდა მთელი სიცოცხლე,მაგრამ იმასაც გრძნობდა რომ თვითონ ვერასდროს შეძლებდა ჰყვარებოდა გიგი ისე როგორც მას უყვარდა.
მისი ყოველი ნაბიჯი უზომოდ აბედნიერებდა.
აბედნიერებდა ის რომ იცოდა არასდროს დატოვებდა
რომ არასდროს მოჰბეზრდებოდა გიგის მასზე ზრუნვა და მისი გაბედნიერება.
რომ საწოლზე დადებული ვარდები ტრადიცია იყო რომელიც ყოველთვის ტრადიციად დარჩებოდა.
მთელი წლის მანილზე ისინი საწოლზე ხვდებოდა ყოველ დღე.
მერე იმდენად ხშირად აღარ,მაგრამ მაინც ხვდებოდა.
რაც მთავარია გიგი ჰყავდა ყოველდღე.
არ იცოდა თუ შეიძლება ადამიანი ასე უაზროდ ბედნიერი ყოფილიყო მაგრამ თავის თავზე გამოსცადა და მიხვდა რომ შესაძლებელია.
უყურებდა და უბრალოდ კარგად იყო.
^^^
მთელი კვირა გვერდიდან არ მოსცილებია გიგი,
დილით საუზმეს უმზადებდა და გაღვიძებულს ახვედრებდა.
ერთად მიდოდნენ და სახლშიც ერთად ბრუნდებოდნენ.
ყოველ საღამოს მიდიოდნენ ბიჭები მასთან, ხანდახან სალომე და ნათიაც.
ლეაც დამშვიდდა და ყველაფერი კარგად იყო.
უკვე აღარ ეშინოდა არც ნიაზე ფირები აწუხებდა ისე ძალიან.
მერე გიგიმ უთხრა რომ ერთი კვირით სამსახურიდან ბათუმში უნდა წასულიყო.
არ იცოდა როგორ გადაიტანდა, მთელი ამ ხნის მანძილზე მის გარეშე ერთი დღეც არ ყოფილა.
ბიჭები გვერდდან არ შორდებოდნენ, სალომეც მასთან რჩებოდა, ტელეფონითაც ყოველ წამს ელაპარაკებოდა და ძლივს გაძლო ის ერთი კვირა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1455 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar