ვარდების გამყიდველი [9]
15.04.2016, 20:10
დღეს გიგი ჩამოდიოდა ამიტომ ლეა დილიდან ვერ ისვენებდა, რაღაცეები მოამზადა და მერე ოთახიდან ოთახში დადიოდა, ბედნიერდებოდა როცა წარმოიდგენდა რომ დღეს ნახავდა.
ჩეხუტებოდა.
მასტან ერთად იქნებოდა.
არა თითქოს ხომ არ იყო დიდი დრო, მხოლოდ ერთი კვირა მაგრამ ლეასთვის საუკუნედ გაიწელა.
კარზე ზარის ხმა გაიგო
დენდარტყმულივით წამოფრინდა ფეხზე და კარი კი არ გააღო გამოგლიჯა
კივილით ჩაეხუტა გიგის და ატირდა.
არ შეეძლო უმისოდ და ამას ყოველ წამს ხვდებოდა.
გიგიმაც მოხვია ხელები მონატრებულ და საყვარელ ქალს, ასე ჩახუტებულები შევიდნენ სალში
-კარგი ნუ ტირი -იცინოდა გიგი
-მეტირება და რავქნა -ჯიუტი ბავშვივით თქვა ლეამ
-რაგატირებს შენთან ვარ -უთხრა და აკოცა
-მომენატრე -ამოიტირა ისევ
-მეც მომენატრე -ჩაეხუტა
-არ გშია? რაღაცეები მოვამზადე -ცრემლები მოიწმინდა ლეამ
-კი ძალიან
-წამოდი -ადგა და გიგიც გაიყოლა
გაწყობილ სუფრასთან დასხდნენ,ლეა იმდენად ბედნიერი იყო მისი ჩამოსვლით, იჯდა და უაზროდ უყურებდა, ისიც კი დაავიწყდა რომ მთელი დღის მანძილზე არაფერი ჰქონდა ნაჭამი
-დიდხანს უნდა იჯდე ეგრე? - გიგის ხმა გაიგო და ისე შეხტა ადგილზე თითქოს მოჩვენების ხმა გაეგო მის ნაცვლად
-ეგრე როგორ? -გაიცინა
- ასე უნდა მიყურო?
-ხო რატომაც არა -ისევ გაეცინა ლეას
-იცი როგორ მიხარია გაღიმებულს რომ გხედავ? -სახეზე ხელი ჩამოუსვა გიგიმ
-არა
-არაუშავს გაიგებ მაგასაც, ჭამე ახლა
-კარგი
მთელი დღე ლეასთან იყო გიგი, საღამოს წავიდა სახლში და უთხრა რომ ცოტა ხანში ისევ გაუვლიდა,
საღამოს გავიდნენ, ბიჭების სანახავად წავიდნენ, უფრო სწორედ გიგის უნდოდა მათი ნახვა თორემ ლეასთან ყოველდღე იყვნენ გიგის გარეშე ყოფნა რომ არ ეგრძნო.
იმ ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა
უნივერსიტეტი,
სამსახურე
და ბოლოს დამღლელი დღის კარგი დასასრული გიგი და მასთან გატარებული დრო.
^ ^ ^
მარტი იყო.
გიგის დაბადების დღე მოდიოდა არც კი იცოდა ლეამ რა უნდა გაეკეთებინა.
შაბათს ლეა არც სამსახურში იყო და არც უნივერსიტეტში ამიტომ ტრადიციას არ არღვევდა და მამის საფლავზე დადიოდა.
იქ იყო გიგიმ რომ დაურეკა
-ლეა სად ხარ? -ჰკითხა მან
-სახლში მივდივარ შენ?
-შენთან მოვდივარ
-მოხდა რამე? -გაუკვირდა ლეას
-არა უბრალოდ მაღაზიებში მივდივარ ჩემს დას დაბადების დღე აქვს და მინდა რომ გამომყვე -უთხრა მან
-კარგი ჩემთან მიდი და თხუთმეტ წუთში მანდ ვარ -სწრაფად თქვა ლეამ და გაუთიშა ისე რომ მის პასუხს არც დალოდებია.
სახლში სწრაფად მივიდა, გამოიცვალა და გიგის გაჰყვა.
-მიუხედავად იმისა რაც წამოვიზარდე ჩემით ვურჩევ საჩუქარს ახლა ვერაფრით მოვიფიქრე რა ვაჩუქო და შენი დახმარება მჭირდება -გაეცინა გიგის და მანქანა გააჩერა
-როგორი გოგოა შენი და? -ჰკითხა ლეამ
-ძალიან მაგარი -გაეცინა, ძალიან უყვარდა გიგის მარიამი
გაეცინა ლეასაც, რა გინდა რომ აჩუქო? -ჰკითხა მან
-არ ვიცი საერთოდ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე
-სუნამო რომ ვაჩუქოთ?
-არა ეგ ერთი კვირის წინ ვაჩუქე -უთხრა გიგიმ
-კაბა?
-წინა წელს ვაჩუქე -გაეცინა გიგის
-კარგი მაშინ საათი ვუყიდოთ
-კარგი
დიდხანს არჩევდნენ და ბოლოს ნახეს ის რაც უნდოდათ, უყიდეს და წამოვიდნენ, ლეამ დაინახა რომ გიგის ერთი საათი მოეწონა ძალიან და იფიქრა რომ დაბადების დღეზე იმას აჩუქებდა.
გიგი ისევ სახლში წავიდა საღამო იყო ისევ რომ გაუარა და უთხრა გამოეცვალა და მის დასთან გაჰყოლოდა
-არა ვერ წამოვალ რა -უთხრა ლეამ
-რატომ?
-ასე როგორ წამოვიდე? -იკითხა მან
-ასე როგორ? -გაუკვირდა გიგის
-საჩუქარიც არ მაქვს მისთვის
-შენი აზრით ეს შენთან ერთად რატომ შევარჩიე ეს იქნება ჩვენი, ორივეს საჩუქარი -უთხრა გიგიმ და ოთახისკენ მიუთითა რომ გამოეცვალა
-გეთქვა მაინც თუ უნდა წაგეყანე -წუწუნებდა ლეა
-მორჩი ახლა გვაგვიანდება გამოიცვალე სწრაფად.
ლეასაც სხვა გზა არ ჰქონდა ოთახში შევიდა და გამოიცვალა, არა სულ ლამაზია მაგრამ ახლა იმდენად კარგად გამოიყურებოდა გიგი გაშეშდა, იქ რომმივიდნენ ყველა მას უყურებდა ინტერესიანი თვალებით, გიგიმ ყურადღება არავის მიაქცია და მარიამისკენ წავიდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1392 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar