ვენერას თვალები
28.05.2017, 21:31
ვენერას თვალები
-1-
ბოლო სანთელი აანთო და ისევ ჰორიზონტს უყურებდა.შორიდან მთელი დღის ნამუშევარი და დაღლილი ძილს მისცემოდა,ხან ჩათვლემდა და ხან გაეღვიძებოდა.ირგვლივ სიჩუმე სუფევდა,ის სრულიად მარტო იყო.მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით იმშვიდებდა გულს.მის განკარგულებაში იყო "განიმედე".მაგრამ სამხედროსა მას უკვე აღარაფერი ეტყობოდა.ის ჩვეულებრივ გემად გადაქცეულიყო.უდიდესი წვალების შემდეგ მან მოიპოვა უფლება ამ გემის აღდგენისა.მას სპეციალური ზონაც გამოუყვეს სადაც შეძლო ახალი სიცოცხლე შეეძინა მისთვის.ყველა იარაღი და აღჭურვილობა დაიკარგა.სად წავიდა,არავინ იცის.
გემის კაიუტაში ძველებური ავეჯი იყო,რომელსაც გამოყენების უფლება ჯერ კიდევ ჰქონდა.პატარა თაროები და უჯრები,რაშიც მეზღვაური თავისთვის საჭირო ნივთებს ინახავდა.აქვე იყო სამი საწოლიც.
-2-
ასე წყნარად და მშვიდად ცხოვრობდა მარტოდმარტო მეზღვაური და გემს გზას აკვლევინებდა.არსად წასასვლელი არ ჰქონდა,სწორედ ამიტომ არჩია ამ თანამდებობაზე ყოფნა.
ვინღა დახვდებოდა ძველ ადგილას რომ დაბრუნებულიყო?ახალგაზრდა
20-22 წლის ყმაწვილი იყო და განიცდიდა,რომ მომავალი დაკარგა.მეგობრებში პირველობას გემის მესაჭეობა და ღამით მძიმე მორიგეობა არჩია:
-განიმედემ მე ასე მითხრა თავის დროზე-სულ ამ ფრაზას იმეორებდა
ჩანდა,თითქოს მისი ტვინი მხოლოდ ამ ფრაზით იყო დაპროგრამებული.ფსიქოანალიზში დაკარგულ დროს კი ვარსკვლავებზე ცქერით იბრუნებდა.დროის სათვალავი კარგა ხანია დაკარგვოდა.
განათლება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული.ის თვითნასწავლი იყო.გაორებით,სხვადასხვა ტვინის პატრონ ხალხთან შეხვედრით დაღლილი ასეთ გზას დაადგა,წავიდა და ოკეანეში თავისი პატარა სამყარო იპოვა.
ახლა კი "განიმედეს" იმედად დარჩენილი მისი ცხოვრების ერთფეროვან გაგრძელებებს უყურებდა.
-3-
განიმედემ კარგად
იცის რა მოხდება
შემდეგ...
მზე ჩადიოდა ზღვის დასალიერში,მაგრამ სად მიდიოდა ღმერთმა უწყის.თითქოს მეორე სამყაროში.რამდენიმე წუთში ცაზე კვლავ ვარსკვლავები ამოვიდნენ ცაზე.მეზღვაურმა კასიოპეას თანავარსკვლავედზე შეაჩერა ყურადღება:
-თურმე ეს თანავარსკვლავედი ადრე უფრო დიდი ყოფილა-იხსენებდა ლეგენდას-მის მშობლებს კასიოპეასთვის შეყვარებულთან დაშორება დაუძალებიათ.(გვერდით მდგომ ვარსკვლავის სახელს ვერ იხსენებს)მას შემდეგ "საქანელა სავარძელში მჯდომი ლედი" თავის შეყვარებულს მისდევს და ვერ ეწევა.ვინ იცის,კიდევ როდემდე გაგრძელდება ეს დევნა.
რამდენიმე წამში კი შუქურა აინთო,ჰორიზონტზე რაღაც გამოჩნდა.მეზღვაური კარგად დააკვირდა საგანს.ჯერ ეგონა,რომ თვალი ატყუებდა.მაგრამ საჩქაროდ გადახტა წყალში და გოგონას სხეულამდე მიცურა,წყალი ყინულივით ცივი,მაგრამ მისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენდა.
ხუთი წუთის შემდეგ გოგონა გემზე ამოიყვანა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დაიწყო,რამდენიმე წამში გოგონამ თვალები გაახილა.
ბიჭი ამის დანახვაზე გაოცდა,არაფერს მისთვის ამ ცხოვრებაში ასეთი სიამოვნება არ მიუნიჭებია,როგორც გოგონას თვალებს:
-მას ვენერას თვალები აქვს და განიმედეს კანი-სრული დარწმუნებით თქვა
გოგონას გარემო ეუცხოვა,გაუკვირდა ისიც,თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს.მის წინ ახლა უბრალო ადამიანი იდგა,მის თვალებში კი მშველელი:
-სად ვარ?
მეზღვაურმა გოგონას შუბლზე ნაზად გადაუსვა ხელი და დაამშვიდა:
-ნუ გეშინია,დამშვიდდი,შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება
უცებ გოგონამ ტირილი დაიწყო.ბიჭს კი ეს არ ესიამოვნა:
-რა დაგემართა?გაიღიმე,ცხოვრება მშვენიერია
გოგონა ნელ-ნელა ხვდებოდა,რომ სხვა ადგილას მოხვდა,უცნობთან.მას შეეძლო ყველაფერი ეამბნა,მაგრამ რახან ახალგაცნობილი იყო,რაღაცების დამალვას შეეცადა.
ბიჭმა გოგონა ფრთხილად აიყვანა და ტახტზე დააწვინა.თვითონ კი სკამი მოიდგა და თავთან დაუჯდა:
-ამ ყინულიან ნაპირებზე რა ქარმა გადმოგაგდო?
გოგონამ ამოიოხრა:
-ქარმა,რომელსაც ბედისწერა ჰქვია
ბიჭი მიხვდა რომ მეტის კითხვას პირველ ჯერზე აზრი არ ჰქონდა:
-მხოლოდ ერთს შეგეკითხები,და შემდეგ დაისვენე,დღეს რა რიცხვია?
-30 დეკემბერი
-4-
მეზღვაურს ენიშნა,რომ დღეს სწორედ ის დიდებული დღის წინა დღე იყო,როდესაც შეეძლო 24 საათიანი უფლება აეღო და ოკეანის ნებისმიერ წერტილში გადასულიყო.
მანამდე კი უნდოდა გოგონას შესახებ გაეგო რაღაცეები,გაეცნო უცნობი ახლოს.
ვენერას თვალებს და განიმედეს ღიმილს თვალს ვერ აშორებდა.ღმერთს კი მადლობას სწირავდა იმისთვის,რომ ახალი წლის წინა დღეებში მას საჩუქრად ქალღმერთი გამოუგზავნა.
გოგონა ახალგაზრდა,ლამაზი და სათნო იყო 18-19 წლის.შავგვრემანი,გრძელი თმებით.ტანზე შავი ქურთუკი და მწვანე მაისური ეცვა.მეზღვაური თვალებით კითხულობდა მის აზრებს და თავის კოლეგად მიაჩნდა მარტოობის მხრივ.სხვისთვის კი ვერაფრისთვის დაებრალებინა ეს ყველაფერი.
მეზღვაური მას სასთუმალთან დაუჯდა,მთელი ღამის განმავლობაში დარაჯობდა გოგონას და ზღვას.
ასეთ ფიქრებში ჩაეძინა,თვალები დახუჭვის წინ კასიოპეას უყურებდნენ.დილით გოგონას ხმამ გამოაღვიძა,გამოერკვა ბინდიდან და უთხრა:
-დაისვენე,ახლა ეს ნამდვილად გჭირდება
რამდენიმე საათის შემდეგ მან ჩაი დაადგა.გოგონა კი ისევ მარტო იყო და ფიქრობდა:
-რა მოხდა ნახევარი საათის განმავლობაში?-კვლავ ფიქრებში წავიდა
განიმედეს ნაკარნახევი კვლავ ახსოვდა და უნდა შეესრულებინა.
გოგონა კი ლოგინზე იჯდა მოკუნტული და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
მეზღვაურმა კაიუტაში ლანგრით ორი ჭიქა ლიმნის ჩაი შემოიტანა.ისევ უყურებდა მას თვალებში და ვერ გაეგო რით იყო გამოწვეული ეს ეფექტი.შემდეგ ჩუმად უთხრა:
-შენთვის უთქვამს ვინმეს,რომ ვენერას თვალები და განიმედეს ღიმილი გაქვს?
გოგონა აწითლდა.ვერ გაეგო ეს კომპლიმენტი იყო თუ გაბრაზების გამომხატველი სიტყვები:
-ნუ გეშინია,უბრალოდ მინდა გითხრა რომ ძალიან ლამაზი ხარ
გოგონამ თბილი ჩაი მოსვა და უპასუხა:
-ვიცი,მაგრამ განიმედე და ვენერა არასდროს გამიგონია
-არაუშავს,ესენი რომაული მითოლოგიის ქალღმერთები არიან
გოგონამ ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა:
-მადლობა მინდა გითხრა გუშინდელი დღისთვის
გოგონას აშინებდა ბიჭის სიჩუმე:
-რატომ არ მეკითხები,როგორ გავჩნდი აქ?
-ზედმეტად რატომ უნდა აგაფორიაქო?ჩვენ ორივეს ამ გემზე მოხვედრის ერთი და იგივე ისტორია გვაქვს,ყოველ შემთხვევაში შინაარსი ერთნაირია.
ხმა აღარ ამოუღია...
-5-
"მარტოობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება.ვისთვის კარგია,ვისთვის ცუდი.რეაქციები?ვინღა აქცევს ყურადღებას?"
ასე ფიქრობდა გოგონა:
-რა გქვია მეზღვაურო?
ცოტახნიანი დუმილის შემდეგ:
-მარტინი
გოგონას გაუკვირდა:
-ეს ვისკის სახელი არ არის?
-მართალია,მეც ამ ბოთლის ერთ წერტილში დავკარგულვარ
შუადღის მზე ოკეანეში ენით აღუწერელ პეიზაჟს ქმნიდა.ტალღები ისედაც ცარიელ სივრცეში მყოფი უცნობების ჰარმონია არ უნდა დაარღვიოსო.ისინი კვლავ სვამდნენ ჩაის:
-შენი სახელიც მითხარი-მიუბრუნდა გოგონას
-ანიტა მქვია
"ალბათ განიმედე ისევ მაიმედებს
თუ მარტოობისთვის ასე გამიმეტა"
-ყველას აქვს ისტორია,მომიყევი როგორ მოხვდი აქ?-გოგონამ შეამჩნია ძველი კალენდარი კედელზე,რომელზეც შავად ეწერა 2003
მარტინს ერთის მხრივ გაუკვირდა,რატომ დასვა ანიტამ ეს კითხვა.მაგრამ დაიწყო თხრობა:
-გათენდა ის "მშვენიერი" დღე,როდესაც მომიწია მეორე სამყაროში გადასვლა.ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იქნება შენთვის თუ რატომ მოუნდა 11 წლის ბიჭს ზღვის დარაჯობა.შემძულდა პირფერობა,ათასნაირი არანორმალური ტვინის პატრონის დევნა.ვერ ვნახე ჭეშმარიტება ხალხში,მაგრამ სამაგიეროდ ვნახე "განიმედე" ჭეშმარიტ სამყაროში.ბევრს შეცდომაში შევყავდი,ძალიან ბევრს.
"სჯობს მარტო იყო შენს სამყაროში
და არ იფიქრო სხვა არაფერზე
თორემ თუ თავი სხვებს დაუხარე
შენი ცხოვრება ფეხქვეშ გაგიგდებს"
ანიტამ იფიქრა,რომ მარტინს შინაგანი აურა სწორედ ცხოვრებისგან ჰქონდა დაბინძურებული:
-სწორად გამიგე,ფილოსოფოსებს ახასიათებთ ხოლმე ასეთი ქცევები,ისინი სხვა თვალით უყურებენ სამყაროს
-საქმეც იმაშია,რომ ხალხის უმეტესობას არ ესმის ასეთი დონის ფიქრები.წარმოიდგინე,მე და შენ რომ ჩავიდეთ,დავუშვათ ერთი კვირის შემდეგ ქალაქში (ეს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ მოხდება,მაგრამ მაინც) და მეგობრებს ასეთი ტაქტიკით,მეთოდით დაველაპარაკოთ,მითხარი შენი აზრით რას იფიქრებენ?
-უმეტესობა იტყვის გიჟები არიანო,ჩემზეც და შენზეც-მაგრამ,სხვა ასპექტებიც შემაშფოთებლად მოქმედებენ ნერვებზე,მაგალითად უნდობლობა
"მაგ სიტყვამ მომკლა და შემშალა მე"-მარტინმაც ჩაიხედა გოგონას ფსიქიკაში.
-ბევრმა მიღალატა და დარწმუნებული ვარ შენც იგივე სიმპტომები გექნება,შენც მიგატოვეს.ეს უეჭველია,თორემ ასე უბრალოდ აქ არ მოხვდებოდი.
ბიჭის სიტყვებმა ანიტა გააწითლა.ვერ გაეგო,ტელეპატი იყო თუ ჯადოქარი?
-ჰმ!მართალი ხარ,ყველაფერია დაკავშირებული ერთმანეთთან.მხოლოდ, ჩემთვის მეორე სიცოცხლე მოულოდნელი იყო.მეგონა გამიტანდნენ ტალღები,მაგრამ ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი.
31 და დამთავრდა....
-6-
ცარიელი ჩაის ჭიქები პატარა მაგიდაზე იდო.ორივე თავთავიანთ ლოგინზე ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და სხვადახვა საკითხებზე ლაპარაკობდნენ.ცამეტი წლის სიჩუმე ამ დიალოგებმა დაარღვიეს:
-გამძლეობაც ასეთი უნდა-დაიწყო გოგონამ
-7-
მარტინს ეს შექებად არ მიუღია,რადგან გამოცდილი ჰქონდა გვერდითი მოვლენები:
-ჩემი მთავარი ფუნქციაც ესაა
დაინტერესებულის მზერით გახედა მას ანიტამ:
-ხშირად მსმენია და ვეთანხმები,რომ იმ 24 საათის განმავლობაში,რომელიც ახალი წლის წინა დღეში შედის,მაგიური ძალა აქვს.
მარტინს გაეღიმა:
-ეგ ყველასთვის ცნობილია.ცხადია,რომ ამ დღეს სასწაულები ხდება.
-კი,მაგრამ თითქოს ჩვენ განზრახ ვუშვებთ შეცდომებს,ვარღვევთ წესებს,იმისათვის,რომ ზუსტად ამ დღეს დავიწყოთ ახალი ცხოვრება,ყველაფერი თავიდან.
მარტინს უნდოდა მიენიშნებინა,რა იქნებოდა შემდეგ:
-ყველას აქვს თავისი ოცნება,შენი ოცნება რა არის?-ჰკითხა მას ანიტამ
-სიმშვიდე და ბედნიერება.რომლებიც ასე რთულად მისაღწევია.ხშირად კატის ცხრა სიცოცხლეს ვადარებ ადამიანის გულს.ვინ იცის,რამდენ ვარამს და დარდს იტევს თითოეული ჩვენგანი.
ანიტა მიუხვდა მას სათქმელს,თითქოს რაღაცებს მალავდა კიდეც შიშის გამო.ვენერას თვალები სევდამ მოიცვა.მარტინს ეს არ მოეწონა,ამ მდგომარეობას ოცნების საკითხზე შეჩერებას აბრალებდა:
-შენ რა ოცნება გაქვს?
ანიტამ თავი დახარა,თვალებით ანიშნა,არ მინდა ამაზე საუბარიო,მაგრამ მხოლოდ ეს სიტყვა ამოილუღლუღა:
-ოცდათერთმეტი
მოსაღამოვდა,მზე თავის ბუდეში ჩავიდა და მთვარეს მისცა უფლება ამოსულიყო:
-მე შენს თვალებში ვხედავ ყველაფერს,ამიტომ ზედმეტ კითხვებს აღარ დაგისვამ.
ვენერამ დახუჭა თვალები და თავის ორგანიზმს ერთი წამით,გონებით ერთი სრული წრე დაარტყა.მისი თვალები უფრო გამოცოცხლებულიყვნენ.მაგრამ დარდის ჭია ისევ ჯიუტად ცდილობდა ერთ აზრზე დაეტოვებინა მისი ფიქრები.ზღვისფერ თვალებს მთვარის ღიმილი და სასიამოვნო ნიავის კანი შეჰმატებოდა.ეს მას უფრო ლამაზს ხდიდა.
არ უნდოდა მარტინს ამ ჩიტის გალიიდან გაშვება.რატომ მხოლოდ 48 საათი როდესაც ეს შეიძლება უფრო დიდ დროს იქცეს?
-8-
დაახლოებით შვიდი საათი იქნებოდა,როდესაც ანიტას ძილი მოერია,მაგრამ თავის თავს შეუძახა და თვალი არ მოუხუჭავს:
-დროს როგორღა იგებ,აქ ხომ საათი არაა?
-ცა არის ჩემი საათი,ბუნება უფროსწორად
"ასე როგორ არის შერწყმული მასში ბუნება?"-ფიქრობდა გაკვირვებული ანიტა.
-შენს ადგილას რომ ვიყო გავგიჟდებოდი ასეთი მარტოობით.არ გინდა წავიდეთ სადმე?
ბიჭმა თვალებით ანიშნა:მალე.ვენერამ კვლავ აჩუქა მეზღვაურს ღიმილი.
მარტინმა კაიუტაში სიცივე იგრძნო და ყველა ფანჯარა დახურა.ანიტამ ჰკითხა:
-განიმედე გემს შენ დაარქვი?
-არა,ეს საგვარეულო გემია,რომელსაც თავისი მიზანი დავუბრუნე.
"მარტოობა ერთადერთია,რომელსაც თუ ძალიან შეეჩვიე,ბოლომდე ვერ განკურნავ"-გაიფიქრა გოგონამ.
ცოტა ხნის შემდეგ მარტინმა სანთელი აანთო.გარეთ ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.დღეს კასიოპეა რაღაც განსაკუთრებულად ანათებდა:
-მანძილი შემცირებულა-ჩაილაპარაკა ჩუმად
რამდენიმე წამში ფეირვერკების ხმა გაისმა.მარტინი კაიუტაში მდებარე სკივრისკენ წავიდა.გააღო და თბილი ტანსაცმელები ამოიღო.ანიტას გაუკვირდა და ჰკითხა:
-სად მივდივართ?
-შენ ხომ მკითხე,როდის ვამთავრებდი მისიას?
გოგონამ ეჭვით უპასუხა:
-კი
ქურთუკი მოიცვა და უთხრა,თან ღილებს იკრავდა:
-გაჩვენებ,რას ველოდი
შემდეგ კარები გაიღო და ისინი გარეთ გავიდნენ...
-9-
ანიტა შიშმა აიტანა.პირველად ზღაპარში ეგონა თავი:
-მაშაყირებ?
მარტინმა მხრები აიჩეჩა,თან გაეცინა:
-არა,რატომ?
-როგორ გამოიცანი ჩემი ოცნება,როდესაც არაფერი მითქვამს შენთვის?
შემდეგ პატარა სამგზავრო ზურგჩანთა აიღო და უთხრა:
-ის ერთი სიტყვა,ოცდათერთმეტი,სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის.ხომ იცი,იმ ცამეტი წლის განმავლობაში საკმაოდ მგრძნობიარე სმენა ჩამომიყალიბდა და დუმილიც ბევრისმთქმელი გახდა.
რთული გადმოსაცემია,თუ რას გრძნობდა ანიტა იმ დროს.სიხარულის უმაღლეს მწვერვალზე იყო ასული და არასოდეს უნდოდა იქიდან ჩამოსულიყო.გემი მიუახლოვდა ნაპირს და ისინიც ჩავიდნენ ქალაქში.არ უნდოდათ ხალხის მასაში გამოჩენა.მითუმეტეს,რომ უცხო ადგილას ჩავიდნენ.ისინი ხედავდნენ დიდ მოედანს,რომლის შუაშიც დიდი ნაძვის ხე იდგა.მათ პატარა ადგილი ნახეს და იქიდან უცქერდნენ ამ სანახაობას.ანიტას ვერ მოეფიქრებინა,რა უნდა ეთქვა:
-შენ ნამდვილი მეგობარი ხარ.და სასიამოვნოა,როცა ადამიანი ვინმეს მიმართ ისეთი ყურადღებიანია,როგორიც შენ
მარტინმა გააჩერა:
-რატომ უნდა დაარღვიო სიჩუმის სიამოვნება საუბრით?მე შენი ისედაც მესმის.
ცაზე კი ლიდია კასიოპეას ეუბნებოდა:
"ხდება ოცნება ჩვენი
როცა იწყება თოვა
ნაპირს გაშორდა გემი
აწი როდისღა მოვა..."
დასასრული
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: gioluka333
ნანახია: 893 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar