ვერნათქვამი სიტყვები–9

15.05.2017, 03:00 | |
ეზოში დარჩენა დიდხანს აღარ მინდოდა, მოგეხსენებათ, აბიტურიენტებს ქვეყნის სამეცადინო რომ გვაქვს. წიგნების გახსენებაზე გული მიწუხდებოდა, მაგრამ თან ვხვდებოდი, ახლა თუ არ ავიდოდი სახლში და მეცადინეობას არ დავიწყებდი, მერე გათენება მომიწევდა. ეს კი, ძალიან ცუდი ვარიანტია, რადგან ძილზე ვგიჟდები! იმისსთვის, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი მეძინოს, ყველაფრის გამკეთებელი ვარ. ადამიანი, რომელიც დილით უმოწყალოდ მაღვიძებს, ასევე უმოწყალოდვე შემიძლია გამოვლანძღო და იმ წუთას ყველაზე მეტად შევიძულო. ამიტომ, გირჩევთ, თუ მაინც და მაინც მოგინდებათ ჩემი ხმის გაგონება, დილით არ გაგახსენდეთ! – მე წავედი, ბევრი სამეცადინო მაქვს, – კესოს სიტყვა გავაწყვეტინე და გავუღიმე. – სად გეჩქარება, შუშან? დარჩი, მაგარ ანეგდოტს მოგიყვები, – საბამ თვალი ჩამიკრა და კახას გახედა. – ვიცი მე შენი ანეგდოტები, რამე ახალს რომ მოიფიქრებ, შემატყობინე. გაითვალისწინე, ჩემზე და სწავლაზე არ იყოს, – თითი დავუქნიე. საერთოდ, საბას ძალიან კარგი იუმორი აქვს. აი ისეთი, ჩაბჟირებამდე, ტირილამდე რომ გაცინებს. რამდენჯერ იმდენი მიცინია, ბოლოს ჰაერი აღარ მყოფნიდა. მაგრამ, სამაგიეროდ, სულ სწავლაზე მეხუმრება და დამცინის. რომ მეტყვის ახალი ანეგდოტი მაქვსო, ხუთიდან სამი ჩემზე იქნება. – აბა, მაგას როგორ გაკადრებთ?! – უდანაშაულოსავით ხელები აიქნია. – ხო, აი, აქამდე არ გიკადრებია და ცილი როგორ დაგწამე, არა?! – მაინც მეგრელი ხარ და არ მიკვირს შენგან. – საბა, ჩემს მეგრელობას შეეშვი და იუმორი დახვეწე, – თვალი ჩავუკარი და უკუსვლით დავიძარი ჩემი კორპუსისკენ. – ჩემს იუმორს დასახვეწი არაფერი სჭირს, – ნიშნისმოგებით მომაძახა და კესოს მიუტრიალდა. – დამელოდე, მეც მოვდივარ, – კახა ისე უცებ წამოდგა სკამიდან და ჩემს გვერდით დადგა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. – სად მოდიხარ? მე სახლში ავდივარ? – გამეცინა და კორპუსზე ვანიშნე. – მე მაღაზიაში და წამომყევი, – ხელი ჩამკიდა და თან წამიყვანა. – მოიცა, მოიცა, ვინ გითხრა რომ მოგყვები? – ცალი წარბი ავუწიე, თან მის ხელს დავხედე, მაინც რომ არ მიშვებდა. – შოკოლადი უნდა გიყიდო, – ჩემს აწეულ წარბს ყურადღება არ მიაქცია და სიარული განაგრძო. – კახა, სერიოზულად გეუბნები. – მეც სერიოზულად გეუბნები. მაშინ რომ არ გამომართვი, ვინერვიულე და სამაგიერო ახლა უნდა გიყიდო, – თვალი ჩამიკრა და ხელზე ხელი უფრო მომიჭირა. – ეღადავე იცი ვის?! – ვეღარ მოვითმინე და პატარა ბავშვივით გავილექსე. – ვის? – ოდნავ გადმომხედა ცინიკური ღიმილით და ისევ წინ გაიხედა. – არადა, დღეს ირაკლი გინახავს და წესით ცუდ ხასიათზე არ უნდა იყო. – ეგ რა შუაშია? – ერთ ადგილზე გავჩერდი. – არაფერში, ანა, საერთოდ არაფერ შუაშია ჩვენ შორის ირაკლი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ნაყინი მინდა! – როგორ შეგიძლია, სულ რაღაც ერთი სიტყვით, ნერვები მომიშალო? – ანა? – წარბების თამაშით გადმომხედა. – ხო, კახაბერ, – თვალები ავატრიალე მობეზრებულად. – ვერ გამაბრაზებ, მე ჩემი სახელის ყველა ინტერპრეტაცია მომწონს. – კახუჩელა? კახუნაც? – ინტერესით დავაკვირდი სახეზე. – შენ თუ გინდა, დამიძახე, – მხრები უდარდელად აიჩეჩა და მაღაზიაში შეაბიჯა. – უნერვო, – უკმაყოფილოდ ჩავიბუტბუტე და ხელი გავაშვებინე. ჩემი საყვარელი დაცვა დღეს ეტყობა ისვენებს. მის მაგივრად კი ერთი ახმახი, უჟმური ტიპი დგას. მესმის რომ დამღლელია მთელი დღე მაღაზიის კართან დგომა და ხალხის კონტროლი, მაგრამ ერთხელ ხომ მაინც შეიძლება ადამიანმა გაიღიმოს?! არა, ისე პირნათლად ასრულებს ბატონი დაცვა თავის მოვალეობას და ჩემ მიერ მინიჭებულ სტატუსსაც არ არცხვენს. უჟმური! კახამ დახლიდან ჩემი საყვარელი შოკოლადი აიღო და ენერგეტიკული სასმელებისკენ დაიძრა. – ჯანმრთელობისთვის საზიანოა, – ცხვირი ავიბქუე. – შენ არც გყიდულობ. – რა მნიშვნელობა აქვს. – ჩემს ჯანმრთელობაზე ნერვიულობ? – ისეთი სახით შემომხედა, მეგონა, ყველაფერს ხედავდა, რასაც ვგრძნობდი და ვფიქრობდი. უცებ ისე შემეშინდა, მის უძირო ზღვისფერ თვალებში არ ჩავკარგულიყავი, რეალურად ამიჩქარდა გული. იმდენად იმოქმედა მისმა მზერამ, საპასუხოდ ვერაფერი მოვიფიქრე და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, კახამ კმაყოფილმა რომ ჩაიღიმა და ზურგი მაქცია. ისეთი დაბნეული ვიყავი, ბოლომდე იმის გააზრებაც ვერ მოვახერხე, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა. დამჯერად მივყევი უკან და დაველოდე, სანამ სალაროში ფულს იხდიდა. მერე, ისე გამოვედი მის მიერ გაღებული კარიდან და ისე გავუყევი სახლისკენ გზას, მეგონა, ჰიპნოზის ქვეშ ვიყავი. არადა, ხომ პირველად არ მინახავს მისი თვალები?! არც პირველად შემოუხედავს ასე. აბა, რა ჯანდაბა დამემართა? მხოლოდ მაშინ მოვახერხე გამოფხიზლება, ჩემი კორპუსის სადარბაზოს წინ რომ ვიდექით. – ისე, მე ყველას ჯანმრთელობა მადარდებს. იმ უჟმური დაცვისაც კი! – გამოვაცხადე სიამაყით. არიქა, რაღაც მოვიფიქრე საპასუხოდ–მეთქი, მაგრამ თქვენც დამეთანხმებით, დიდი ვერაფერი პასუხი იყო. მითუმეტეს, ამდენი ხნის შემდეგ. ან, იმ დაცვას რაღაც გადავწვდი?! – ეჭვიც არ მეპარება, – ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა კმაყოფილმა. – სხვანაირად ასეთი ვერ იქნებოდი. შემდეგ კი, ისე მშვიდად მომიახლოვდა და ისე მომაწება თავისი ტუჩემი შუბლზე, თითქოს, ამას ყოველდღე აკეთებდეს და ჩვეულებაში ჰქონდეს გადასულიო. მეც, ჩემდაუნებურად, ისე მიმელულა თვალები, თითქოს მის ქცევში უცნაური საერთოდ არაფერი იყო. – ძალიან არ გადაიღალო მეცადინეობით, – როგორც კი ოდნავ მომშორდა, თვალი ჩამიკრა და სადარბაზოსკენ მიბიძგა. ისე მშვიდად დავუკარი თავი და ნელა ავიარე კიბეები, სახლის კარი რომ შევაღე და ჩავკეტე, მხოლოდ მაშინ გავიაზრე რა მოხდა. ასე მშვიდად, დამჯერად არასდროს ვყოფილვარ, არ მახასიათებდა ასეთი ქცევები. და მე ვაპირებდი კახას ნერვებით თამაშს?! ისეთი განსაკუთრებული არც არაფერი უთქვამს რომ მწარე პასუხები გამეცა, მაგრამ ასე დადუმებაც არ შეიძლება ტასო! არა, მაინც რა დამემართა?! ეს ბიჭი აშკარად ცუდად მოქმედებს ჩემზე! ნელი ნაბიჯებით შევედი საძინებელში და იქვე, კართან ახლოს მდგარ სავარძელში მოვკალათდი. თვალები დავხუჭე და ვეცადე კადრები თანმიმდევრულად აღმედგინა, თუმცა ზღვისფერი თვალების გარდა ვერაფერს ვხედავდი. არ არის ეს კარგი... –––– მეორე დღეს დილით, უფრო სწორად, რეალურად უკვე შუადღეს, დეიდაშვილის ზარმა გამაღვიძა. თორმეტი წლის ლუკა ერთადერთია მთელს დედამიწაზე, რომელზე გაბრაზებაც არ შემიძლია. ისეთი საყვარელია, თქვენც რომ ნახოთ, ერთი ნახვითვე შეგიყვარდებათ და ვერაფერზე გაუბრაზდებით. – ტასუნ, როგორ ხარ? ხომ არ გაგაღვიძე? – კი, ლუკა, გამაღვიძე. – უი, – გამეცინა, როცა წარმოვიდგინე, როგორ მოჭუტა ცალი თვალი. – დედა შოკოლადის ტორტს აკეთებს და დამაბარა, დაურეკე, გამოვიდესო. – ტორტებში დედაშენი და ანუ დეიდაჩემი მაგარია, რა! – ახალგაღვიძებულმა არეული წინადადებით ვუპასუხე. – მოვემზადები და გამოვალ. ადგომა ძალიან მეზარებოდა, მაგრამ როგორც კი დეიდაჩემი გაკეთებული შოკოლადის ტორტი წარმოვიდგინე, მაშინვე დიდი ენთუზიაზმით წამოვდექი. რაც შეიძლებოდა მსუბუქად ვისაუზმე და, რა თქმა უნდა, ჩაი დავლიე. მგონი, ადამიანების უმეტესობა დილით გამოსაფხიზლებლად ყავას სვამს, მაგრამ მე ჩაის გარეშე დილა ვერ წარმომიდგენია. სახლის კარი მივიხურე და კიბეებზე სწრაფად დავეშვი. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ჩემს სადარბაზოსთან მდგარი კახა დავინახე. – აქ რა გინდა? აქეთ–იქით მივიხედე. საბა და კესო არ ჩანდნენ. – ახლა უნდა დამერეკა შენთვის, – გაიცინა და მომხადებული ტელეფონი მაჩვენა. – რატომ? – მიდი, მანქანაში ჩაჯექი და ვილაპარაკოთ, – თავით მინიშნა. გეგონებათ, ლაპარაკი მხოლოდ მანქანაში შეიძლება. რა, სუფთა ჰაერზე ვერ ველაპარაკები ახლა?! – მაგვიანდება. – არა უშავს, მე გაგიყვან. თან სალაპარაკო გვაქვს, – გამიღიმა და კარი გამიღო. ისე იღიმოდა, უარი ვერ ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი. გუშინდელის მერე ვერაფერი ვისწავლე! –––– ჩემს საწოლზე ვარსკვლავის ფორმაზე ვიყავი გაწოლილი, ჭერზე მიკრულ მოციმციმე ვარსკვლავებსა და მომღიმარ მთვარეს ვუყურებდი და ბედნიერებას ვგრძნობდი. ალბათ, ცხოვრებაში პირველად იყო, რომ დაძინება არ მინდოდა, რადგან მეშინოდა, ეს ემოციები და ბედნიერება ძილში არ დამეკარგა. ისეთი მარტივი იყო ბედნიერება, რომ მეშინოდა, უცებ არ აორთქლებულიყო. თვალები დავხუჭე და გამახსენდა, როგორი გაკვირვებული სახით მიყურებდა დეიდაჩემი, როცა მასთან მივედი. უფრო სწორად, კახამ მიმიყვანა. – რა გახარებული ხარ, დეიდა? – მკითხა და გადამეხვია, თან ეშმაკურ მზერას არ მაცილებდა. – მე? არა, ჩვეულებრივად ვარ, – არ შევიმჩნიე. - ვა, ტასუნა, როგორ გიბრწყინავს სიხარულო თვალები? - დეიდაჩემის დაქალიც შემომეგება. – თქვენი ნახვა მიხარია! – გავიცინე და ჩემს მონატრებულ პატარა დეიდაშვილს ჩავეხუტე. რაც იქ ვიყავი, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, მინდოდა მეთქვა, რატომაც მიბრწყინავდა თვალები, რატომ ვიყავი ასე მოუსვენრად და რატომ არ ვუშვებდი ხელიდან მობილურს. ამის მიუხედავად, ენას კბილს ვაჭერდი და ვცდილობდი, ზედმეტი არაფერი შემტყობოდა. დეიდაჩემთან დიდხანს ვეღარ გავჩერდი, ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. თან გახარებული ნინუცას ნომერს ვკრეფდი მობილურზე. – ნინუც, სახლში ხომ მარტო ხარ? – ხო ჯანმრთელად ხარ? მარტო ვარ, მერე? – ბიჭები ამომყავს, - ვუთხარი სერიოზული ხმით. – ვაიმე, არ ხარ ჯანმრთელად. – მისმინემ ახლა სერიოზულად, გოგოები ამოიყვანე შენთან და მეც მალე მოვალ, ახალი ამბავი მაქვს. გვანცის და ქეთის მოუცლელობა არ მაინტერესებს! – კარგი თუ ცუდი? – მაგარი! – გავიცინე და ტელეფონი გავთიშე. გოგოებს საოცარი რეაქცია ჰქონდათ, წივილ-კივილი დაიწყეს, მე კი ვიჯექი და ვიცინოდი. – ახლა ყველაფერი დეტალებში მოყევი, იცოდე, ეგრე ერთი სიტყვით არ გვაკმაყოფილებს! გავიგეთ, რომ გითხრა, მიყვარხარო. შენ რა უთხარი მერე? – თვალები დამიქაჩა სალომ. - მე არაფერი. – რა? – ოთხივემ ერთხმად წამოიყვირა. – უიმე, ყურები მეტკინა, – გავიცინე. – მაინც და მაინც მეც უნდა მეთქვა მიყვარხარ-მეთქი?! ვერ ვეტყოდი, არ ვარ ჯერ მაგისთვის მზად. ისედაც იცის, რომ უბრალოდ არ მომწონს. – ვერაა ეს, – ხელი აიქნიეს სალომ და ნინუცამ. – არა, ცუნცულა, სწორად მოიქეცი, – თავი დამიქნია გვანციმ. – და უფრო დეტალებში? – თვალები დამიბრიალა ქეთიმ. ორი წუთი ჩავფიქრდი, თან ვგრძნობდი, რომ სულელური ღიმილი არ მშორდებოდა... ––– მანქანაში ჩავსხედით თუ არა, კატასტროფული სისწრაფით მოწყვიტა ადგილს. ცოტა დაეჭვებულმა გავხედე. სისწრაფე კი მიყვარს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლს ვენდობი. – შენ სისწრაფე გიყვარს, – კითხვა არ დაუსვამს, იცოდა. – მხოლოდ მაშინ, როცა მძღოლს ვენდობი. – მე არ მენდობი? – გააჩნია რაში, – მხრები ავიჩეჩე. – მშვენიერი მძღოლი ვარ. – მაშინ წინ იყურე. – არა, შენი ყურება მსიამოვნებს. – ხოდა რომ ავილეწებით, მერე დამტვრეულის ყურება აღარ გესიამოვნება. – ეგეც მართალია, – თავი დამიქნია და წინ გაიხედა. დამპალი! – სად მივდივართ? –ვკითხე, როცა მივხვდი, დეიდაჩემის სახლისკენ მიმავალი გზა რომ არ იყო. – შენ ხომ არ იცი, სად ცხოვრობს დეიდაჩემი? – დავიდა ჩემს ტვინამდე. – ეგ ახლა გაგახსენდა? – გადაიხარხარა. – კარგი რა, კახა, – დავიწყე წუწუნი. – სად მივდივართ? მეჩქარება. – გიტაცებ,–- თვალი ჩამიკრა და ისევ წინ გაიხედა. – კაი ერთი, – ჩავიფრუტუნე. აი, სისულელე! მოიფიქრა ბიჭმა! – ნახე, თბილისსაც გავცდით უკვე, – გზაზე მიმანიშნა. ფანჯრიდან გავიხედე და გული ამიჩქარდა, როცა მივხვდი, თბილისს ნამდვილად რომ გავცდით. პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, ვიცოდი, სისულელე იყო, კახა ამას უბრალოდ არ გააკეთებდა! მაგრამ გული მაინც საშინლად ამიჩქარდა, ყურებში მესმოდა მისი ხმა და საფეთქლებთან მიფეთქავდა. შეუმჩნევლად დავიწყე სუნთქვის დარეგულირება, რომ გულის რიტმიც დამშვიდებულიყო. გამომივიდა! მერე თვალები ვჭყიტე და გზას დავაკვირდი. – მთაწმინდაზე მივდივართ ხო? – გამეღიმა. ყოჩაღ ტასო! როგორ მოახერხე და მთაწმინდაზე ასასვლელი გზა ვერ იცანი? ხანდახან, პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ ხოლმე ჩემი მიხვედრილობით! კახას არაფერი უპასუხია, ოდნავ ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში და სიჩქარეს მოუმატა. მე იმას ვფიქრობდი, ძალიან ხომ არ შემეტყო, რომ სულ ერთი წუთითაც არა, მაგრამ მაინც დავიჯერე მისი ნათქვამი. არა რა, სულელი ხარ, ტასო! მეგონა მთაწმინდა კარგად ვიცოდი, მაგრამ კახამ გამაკვირვა. ისეთ ლამაზ ადგილას მიმიყვანა, თვალები ვჭყიტე და პირი ღია დამრჩა. მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანდა, მითუმეტეს, კაშკაშა მზის სხივებისგან განათებული თბილისი, მის შუაში აღმართული სამება კი საოცარი სანახავი იყო. იქვე მხოლოდ ერთი გრძელი სკამი იდგა, მის გარშემო კი პატარა, ლამაზ-ლამაზი ყვავილები იყო. ისე აღვფრთოვანდი ადგილით, კახას არსებობა სულ დამავიწყდებოდა, ხმაურით რომ არ ჩაეცინა, ალბათ ყველაფერი მეტყობოდა სახეზე. გავხედე და ადგილს მივეყინე, მისი მზერა რომ დავაფიქსირე. რა თქმა უნდა, ადრეც მქონდა შემჩნეული, რომ ის ისე არ მიყურებდა როგორც სხვებს, მაგრამ ეს არც ის მზერა იყო, გუშინ რომ დამამუნჯა. ახლა სულ სხვანაირად მიყურებდა. თანდათან, ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ზუსტად ჩემს წინ დადგა. მისი ლურჯი თვალები ისე ანათებდნენ, ვერ ვწყდებოდი. მზად ვიყავი დაუსრულებლად მეყურებინა და მათში ჩავძირულიყავი. ვიგრძენი, როგორ ჩემდაუნებურად გამეპო ტუჩები და გავიღიმე. ცხვირწინ ხელი ამითამაშა და გვიან შევამჩნიე, რომ ბრელოკი ეჭირა. ისე თავისუფლად გავიცინე, ისე სიყვარულით ჩავხედე და უხმოდ ვუთხარი მადლობა ამ პატარა საჩუქრისთვის, რომ მე თვითონ გამიკვირდა. სიხარულით გამოვართვი და თვალიერება დავიწყე. მრგვალი იყო, ფონზე ლუვრი ეხატა და ,,Je t’aime” ეწერა, გვერდზე კი ეიფელის კოშკი ეკიდა. ალბათ, საფრანგეთიდან ჩამოტანილი ბრელოკების უმრავლესობა ასეთია, ფრანგულად სიყვარულის ახსნით და მინი ეიფელის კოშკით, მაგრამ ჩემთვის ამაზე განსაკუთრებული ნივთი იმ წუთას არ არსებობდა. – მადლობა, – ჩავიჩურჩულე და თვალცრემლიანმა ავხედე. ჩემს რეაქციაზე გაეღიმა, ხელები გაშალა ჩასახუტებლად, მე კი ბევრი აღარც მიფიქრია, კისერზე მაგრად შემოვხვიე ხელები და თავი მხარზე დავადე. – De rien, – ფრანგულად მითხრა არაფერს. გამეცინა, ამ ორ სიტყვაშიც კი ჩანდა მისი საოცარი აქცენტი. – რატომ გაქვს ასეთი აქცენტი, – დავიწუწუნე უადგილოდ. – ერთად რომ წავალთ პარიზში, მერე შენც გექნება, - ცხვირზე ხელი დამკრა. მერე რა იყო? ძალიან ბევრი რამ! უბრალოდ ზედმეტად ეგოისტი ვარ იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა დეტალურად მოგიყვეთ. ეს ისეთი რამაა, მხოლოდ ორმა რომ უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ მხოლოდ ორი გრძნობს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ უსაზღვრო ბედნიერება იყო. კახას ცისფერი, ულამაზესი თვალები, რომლებიც სიყვარულითა და სითბოთი მიყურებდნენ. არ იყო ბევრი „მიყვარხარ“ და სიყვარულის ახსნები ცარიელი სიტყვებით, ყველაფერს მხოლოდ ვგრძნობდით. მისი ძლიერი მკლავები წელზე, ხელები ჩემს აბურდულ თმებში... ჩემი პირველი კოცნა, კახას ცხელი ტუჩები და დარცხვენილი მე, ალბათ ცხოვრებაში პირველად აწითლებული ლოყები. ეს იყო ყველაზე დიდი საოცრება, რაც კი შეიძლება ინატროს შეყვარებულმა ადამიანმა. ალბათ, ამის შემდეგ არც გაგიკვირდებათ, რომ დეიდაჩემი ერთი შემოხედვით მიხვდა, როგორი გახარებული ვიყავი. შინაგანად დავფრინავდი, ვერც კი ვიფიქრებდი, თუ მართლა ასე მიბრწყინავდა თვალები. ––– – აუ, დავდნები ახლა, – გვანცის ჩემს მაგივრადაც უციმციმებდა თვალები, ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა. – გვანც, სახის ნაკვთები არ გეტკინა? რაც ვყვები, შენ ღიმილი არ მოგშორებია. – გოგო კი მეტკინა, მაგრამ ვერ ვჩერდები, თავისით მეღიმება. რა საყვარლები ხართ, – კიდევ უფრო გაიღიმა. ყველაზე მაგარია, როცა ასეთი დაქალები გყავს. ადამიანები, რომელთა იმედიც ყოველთვის გაქვს, იცი, რომ შენი ბედნიერება ისევე გაახარებთ, როგორც საკუთარი. და რაც მთავარია, მათთან ერთად გყავს ადამიანი, მეორე ნახევარი, რომელსაც იცი, რომ უანგაროდ უყვარხარ... ––– დაგვიანებისთვის ძალიან დიდი ბოდიში. ვეცდები, მალ–მალე დავდო ხოლმე <3 მადლობა რომ კითხულობთ <3 | |
ნანახია: 1297 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |