ვირჩევ ვიყო ბედნიერი 10
10.04.2016, 20:14
მთელ სხეულში დაუარა ჯერ არ განცდილმა გრძნობამ. მთელ სხეულს მოედო ჭინკებმა და ხვდებოდა ორივე რამდენად ძვირფასი იყო მათი კოცნა. ნელა ძალიან ნელა უკოცნიდა ილია თათას ტუჩებს. მონაცვნეობით აგემოვნებდა ზედა და ქვედა ტუჩებს.
თათაც ცდილობდა აყოლოდა, თუმცა ილიას სასიმოვნო კოცნისგან მინაბულს მთლად ვერ გამოსდიოდა. ნელა მოაშორა ტუჩები თათას ტუჩებს და თვალებიც ფრთხილად გააახილა. თათამაც სიამოვნება, რომ შეუწყვეტია ილიამ ნელა გაახილა თვალები და ილიას თვალებში ბედნიერებამ წამით გაათანა. ალბათ თათას თვალებშიც. ისევ გულზე მიიხუტა თათას სიფრიფანა სხეული და თავზე ფრთხილად აკოცა.
- მეშინია ილია! - მოულოდნელად ჩაიჩურჩულა თათამ .
- ყველაფერი კარგად იქნება!- თავზე კიდევ ერთხელ აკოცა და ხელები უფრო ძდიერად შემოხვია.
-ილია ბავშვები რომ წაიყვანონ?.... მერე?..... მეშინია! - თათამაც მაშად შემოხვია ხელები.
- შჩჩ...... ყველაფერი კარგად იქნება. არ დაუშვებ რამე მოხდეს ისეთი რაც რამეს გავნებთ!.- თავზე ისე აკოცა. - წამოდი შევიდეთ სიცივეა.
- არ მეძინება- პატარა ბავშთივით ამოილაფარაკა. ილიას გაეცინა.
- მერე არ დავიძინოთ. წამოდი წამოდი სიცივეა.
8888

მთელი საღამო უხმოდ იჯდნენ ერთმანეთის გვერდით მიხუტებულები და უინტერესოდ მისჩერებოდნენ ტელევიზორს, სადაც წარმოდგენა არ ჰქონდათ რას აჩვენებდნენ.
ორივე ფიქრებით სხვაგან იყო, უფრო ახლოს ერთმანეთთან. იმას რასაც გრძნობდა თათა სახელს ვერ არქმევდა, თუმცა უკვე ზუსტად იცის მისი ჩახუტების გარეშე ძალიან გაუჭირდება.
- თათა ხვალ დიდით ბავშვების ერთად აჭარაში მივდივართ.- ფიქრებიდან ილიას საუბარმა გამოიყვანა.
- აჭარაში? იქ რა გვინდა ილია?- გაკვირვებულმა ახედა მამაკაცს,რომელმაც მზერა ტელევიზორიდან თათას სახეზე გადაიტანა და თბილად გაუღიმა.
- იქ უნდა იყოთ. ასეა საჭირო!
- რას ნიშნავს " იყოთ", მერე შენ? - თვალების გაურკვევლად ცეცება დაიწყო დაბდა, თითქოს პასუხს იპოვიდა.
- რატი იქნება შენთან ერთად. მე აქ საქმეს დავასრულებ და ჩამოვალ.- მშვიდად გააგრძელა საუბარი ილიამ.
- ილია რამე რომ მოხდეს.. მე... მე არ მინდა შორს იყო....- აღელვებული ბეტბუტებდა ნაწყვეტ ნაწყვეტ.
- თათა ახლა ასე სჯობს, დამიჯერე არაფერი მოხდებაან თუ მოხდა მითუმეტეს არ მინდა აქ იყოთ.
–ილია რას ამბობ? აი შენც წამოდი რა დაანებე იმათ თავი.– ცრემლიანი თვალებით ახედა თათამ.
–თათას რას მეუბნები ხვდები? შენი აზრით რაც აქამდე ვიმალე ის საკმარისი არ იყო?– თათას წელს ფრთხილად მოაშორა ხელი და გაბრაზებულმა გახედა– როგორ ფიქრობ კურდღელს ვგავარ მელიის დანახვაზე ბუჩქებში რომ დაიმალოს?
–ვიცი შენთვის მიუღებელია, მაგრამ შენც რომ დაგკარგო..– ცრემლი მოიწმინდა მარცხენა ხელის გულით.
–თათა ახლა იმაზე მეტი მიზეზი მაქვს რომ ამ ყველაფერს თავი დავაღწიოთ ვიდრე ადრე. ვერ დავიმალები ეს მე არ მახასიათებს! რომც შევაკვდე ამ საქმეს მეცოდინება, რომ შენ და ბავშვები უსაფრთხოდ იქნებით. – შუბლზე ნაზად აკოცა– მე მეტი არც არაფერი მინდა!
თათა არ იყო სუსტი, რომ დამალული, მაგრამ ესმოდა ილიასიც და ისიც კარგად ესმოდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ყველაფრის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. ახლა იმედი უნდა ქონოდა რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და საბოლოოდ მართლა უსაფრთხოდ იქნებოდნენ, ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვნად ეჩვენებოდა, ასეც იყო. თუმცა გული სხვა რამესაც ხომ ითხოვდა?!
–და რა უნდა გააკეთოთ? ეს ადვილი საქმე არ იქნება თან რატიც თუ ჩვენთან ერთად იქნება.
–მაგას ვერ გეტყვი, მთავარია რომ პოლიცია ჩვენთანაა?
–ხო მაგრამ შენ არ ამბობდი ყველგან ყავს თავისი კაციო?
–ამჯერად სანდოდა.
–რა იცი ილია, მე მგონია მაინც რომ....
–თათა გიგის მამა პოლიციელია. ყველაფერი გაიგო და ახლა ერთად ჩავატარებთ ოპერაციას.–ამჯერად ცხვირზე აკოცა შემდეგ კი ტუჩებისკენ ჩააცოცა თავისი ბაგეები. ისევ ჟრუანტენი მთელ ტანში და ისევ აჩქარებული გულისცემა.. ისევ ნაზი კოცნა და ამავდროულად ყველაზე მომთხოვნიც.
0000
–ახლა ეს ჩავიცვა თუ ეს?– იკითხა ანომ და ლურჯი და ვარდისფერი საყვარელი კომბინიზონი აუფრიალა ნიას.
–ლურჯი– თვალებანთბულმა გახედა კომბინიზონს.
–რატო ვარდისფერი შენ გინდა ხო?– ეშმაკურად აწია წარბი ანომ
–სულაც არა– დაიბნა ნია.– უბრალოდ მე ვიცი რომ თათას ლურჯი ფერი მოსწონს– შეეცადა ეცრუა ნიაკოს.
–კარგი ერთი ვითომ შენ რა იცი?
–ვიცი– დაბეჯითებით ჩაილაპარაკა ნიამ.
–წამოდი და ვკითხოთ!
–წამოდი– ჩაიჩურჩულა ნიამ და უკან გაჰყვა ანოს თავჩაქინდრული.მისაღებში შევიდნენ და სანახაობით გაკვირვებულებმა და ნასიამოვნებმა გაუღიმეს ერთმანეთს.
–ანო– ინტერესით იყურებოდა ნია.
–ხო ნია.– ანოც მისჩერებოდა იმას რასაც ნიაკო.
–ახლა მითხარი ამათი გაღვიძება შეიძლება.?– სიცილით გახედა ნიამ ანოს.
–არამგონია – ჩაიქირქილეს პატარა ცელქებმა. ორივემ თავის ოთახს ჩუმი სიცილით დაუბრუნდნენ.
–კარგი ჩაიცვი ვარდისფერი, მაგრამ დამპირდი რა ნიაკო, რომ არასოდეს მომატყუებ.– გაიუბუსა ანო.
–გეფიცები ანო არასოდეს.– სიცილით მოეხვია– და მაპატიე.
–გაპატიე სულელო.
0000
-მამა თათას და ბებიას დაუჯერეთ კარგი?! არ იცელქოთ - ხელში აიყვანა ჯერ ანანო და შემდეგ ნია.- ნია შენ გარეთ დიდიხანს არ იყო ავად ხარ და შოკოლადყაც მოერიდე კარგი?
-მამა ახალი წელია და შოკოლადი როგორ არ შეიძლებაა-მოიწყინა ნიამ.
-თათა რამდენსაც მოგცემ მხოლოდ ეგ. შენით არ იცუღლუტო იცოდე.-ცხვირი ცხვირს მიადო და სასაცილოდ დაეჭყანა.
- კარგი მამა, მაგრამ ახალ წელს ხო ჩამოხვალ? - მოიწყინა ნიამ . ილიას თვალებში სევდა ჩაუდგა, როგორ უნდა მართლა მათთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს. თათას გახედა თვალებში ცრემლებ ჩამდგარი უყურებდა ილიას და ეტყობოდა დიდ ძალისხმევად უჯდებოდა, რომ ცრემლეს ბარიერი არ გადმოელახა.
-მამა თათას დაუჯერეთ! -ბავშვები ორივე ერთდროულად მიიხუტა გულზე, შემდეგ თათას გახედა ბავშვები დაბლა დასვა. პატარებმაც სიხარულით გაიქცნენ დათოვლილ ეზოში. ილიამ ნელა მიუახლოვდა თათას, გაუღიმა. თათას ისევ აუცახცახდა მუხლები, ილიას გაღიმებაზე სულ ასე ემართებოდა.
–დედაჩემს იცნობ უკვე– სიცილით გახედა ბავშვებთან ერთად მყოფ თამარს– არ გაგიჭირდებათ საერთო ენის პოვნა.
–ხო – ხმადაბლა ჩაილაპარაკა თათამ და ბავშვებს გახედა. ილიას მზერას გრძნობდა და მთელი სახე უხურდა. ილიამაც ერთხან უყურა თათას სახეს თითქოს იმახსოვრებდა მის თითოეულ ნაკვთს. მერე თმაზე ხელი ჩამოუსვა და ნაზად, ხელი მიკვრა თავისკენ, რომ გულზე მიეხუტებინა სასურველი სხეული.
– არ ინერვიულო. შენ თავს და ბავშვების სულთქვას გეფიცები ყველაფერი კარგად იქნება!–შუბლზე მხურვალედ აკოცა და მოშორება სცადა, როცა თათამ ხელები მაგრად შემოხვია ილიას და უფრო მეტად აეკრო სხეულზე. თვალები დახუჭეს ორივემ, წამით ტკბობას განაგრძობდნენ.
–დამირეკე!– ამოისლუკუნა თათამ.
–დაგირეკავ!
ნელა მოშორდა თათას და ეზოს გარეთ მდგარ მანქანისკენ წავიდა, სადაც გიგი ღიმილით ელოდებოდა და წარბსაც სასაცილოდ ათამაშებდა. ილიამ კიდევ ერთხელ აკოცა ბავშვებს და თამარს და ამჯრერად ეზოს კარები გარეთიდან მიკეტა.
–ილია– გაიგონა თათას ხმა– საახალწლო საჩუქრები არ დაგავიწყდეს!– გასძახა თათამ და ამითი თითქოს აგრძნობინა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო. თავი ღიმილით დაუკრა და თათას ფარულს სიტყვებს მიხვდა.
–ვხვდები მიზეზები დაგემატა რატომაც უნდა დაბრუნდე მალე– სიცილით გამოაღო კარები გიგიმ და მძროლის ადგილი დაიკავა.
–ყველაზე მთავარიც.– ღიმილით გაიკეთა ხვედი და გიგის ახედა.
–აუცილებლად გამოგვივა. ამ გეგმამ ყველა სიტუაციაში უნდა გაამართლოს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მუშუ
ნანახია: 2010 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar