ვირჩევ ვიყო ბედნიერი 2,3
10.04.2016, 19:41
ნატუკას თქმით მთელი დღე და ღამე იძინებდა ძლიერი გამაყუჩებლის მოქმედების გამო. თათამაც ჩაი მოიმზადა და თავის ოთახში სავარძელში მოკალათდა უხმოდ უცნობის პირისპირ. ფეხები მოიკეცა და თბილ პლედში გახვეულმა დაიწყო ჩაის დაგემოვნება თან უცნობს აკვირდებოდა.
რა მშვიდად ეძინა, ეტყობა წამლების ზემოქმედებაშია და ტკივილს ვერ გრძნობს.
დააკვირდა მის თითქოს მშვიდ ძილს, მერე გაიხსენა ყველაფერი რაც იმ დღეს მოხდა და ტანში სიცივემ დაუარა. არ იცის რა მოხდება რომ გაიღვიძებს უცნობი მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილია მისი გადარჩენა შეძლო, დამნაშავე კიდე არ გონია ამ გოგოს და რა გააკეთოს?რატო?მისი თვალები ისეთი იყო, ბრაზიანი, აღელვებული, შიშჩამდგარი, მაგრამ მაინც მას სუფთა მოეჩვენა მასში ბოროტება ვერ დაინახა, ვერცერთი ნაპერწკალი. ფიქრებში ჩაეძინა ემოციურად დაღლილს.
***
დილით ცუდად წოლის გამო გამოეღვიზა, უცნობს კვლავ ეძინა. წამოდგა უხმოდ გაიარა ოთახი და მისაღებში გავიდა. უჩვეულო სიცივე იგრძნობოდა, ფანჯარაში გაიხედა და ირგვლივ სითეთრემ, რომელიც ლამაზად გადაფენოდა გარემოს გაახარა. ბავშვივით შემოკრა ერთმანეთ ხელები, პირველი თოვლი ახალ სახლში, ბავშვივით გაუხარდა.
უხმაუროდ აკეთებდა წვნიანს ჯერ კიდევ უსახელო მამაკაცისათვის რომელი მის ოთახში, მის საწოლში ეძინა. რამოდენიმეჯერ უხმაუროდ შეიხედა თუმცა მას ისე ეძინა, ალბათ მალე გაიღვიძებდა. ისე ცოტა კი ეშინოდა უცნობის რეაქციის, „ვაი თუ მართლა დამნაშავეა? იქნებ ნატუკა მერთალია და მას მართლა პოლიცია ეძებს?“ რაც არ უნდა იყოს მის გაღვიძებას და რეაქციას უნდა დაელოდოს, იმედია ყველაფერი ახსოვს.
ამჯარედ ცოტა დაგვიანებით შევიდა ოთახში. უცნობის სუნთქვის სიხშირიდან გამომდინარე მიხვდა რომ უკვე ეღვიძა. ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს. მართლაც ეღვიძა უცნობს და სახეს გაურკვევლად მანჭავდა, ეტყობა ჭრილობა აწუხებდა. ოთახში თათა შესვლა შეამჩნია და უცნობი მზერით გადახედა მის წინ უხერხულად მდგარ გოგოგას.
-დილამშვიდობისა_რამოდენიმე წუთის შემდეგ თათამ ამოიღო ისევ ხმა.
-დილამშვიდობისა_ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა უცნობმა და მის წინ მუხლებ აცახხახებულ მდგარ თათას ახედა.
-თავს როგორ გრძნობ?_ამჯერადაც თათამ გაუსწორა მზერა მაგრამ მუხლები რატომღაც ისევ უცახცახებდა.
-ცოტა მტკივა_ისევ ჩახლეჩილი ხმით უპასუხა თათას და ოდნავ გაუღიმა.
- წამალი დატოვა ჩემმა მეგობარმა და დაგალევინებ, მაგრამ ჯერ უნდა ჭამო._სინი საწოლთან მდგარ პატარა ტუმბოზე დადო.
-მადლობა_მადლიერი თვალებით გადახედა გოგონას და ოდნავ წამოჯდომა დააპირა თუმცა ტკივილმა ერთიანად დაუარა მთელ სხელში და მცდელობა მცდელობადვე დარჩა.
-მოდი დაგეხმარები_თათა დაიხარა და უცნობისთვის მტკივნეულად ოდნავ თავი წამოუწია ბალიშით, რომ ჭამა შეძლებოდა. თათა მიხვდა რომ უცნობი თავისით ჭამას ვერ მოახერხებდა და მის გვერდით ჩამოჯდა, სინი მუხლებზე დაიდო და ჯერ კიდევ ცხელი წვნიანიდან ერთი კოვზი ცხელი წვენი მიუტანა ტუჩთან მამაკაცს. უცნობი აკვირდებოდა თათას მოქმედებას და ამჩნევდა ოდნავ მაგრამ მაინც როგორ უკანკალებდა ხელი. ტუჩთან მიტანილი წვნიანი დააგემოვნა, მაგრამ იმდენად ცხელი იყო წამით ჭრილობის ტკივილიც დაავიწყა და სახე უცნაურად „დამანჭა“. თათამ მიხვდა რომ წვნიანი ცხელი იყო, მაგრამ უცნობმა ისე სასაცილოდ დამანჭა სახე ღიმილი ვერ შეიკავა. მამაკაცმა მომღიმარე გოგონას დანახვისას ეჭვით გადახედა და შემდეგ მასაც ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში. მამაკაცის ამ ღესტზე თათას სხეულში უცნაურად დაუარა რაღაცამ, მითვის უცბობმა გრძნობამ და მთელ სხეულზე დახორკლა. რამოდენიმე კოვძის შემდეგ უცნებმა ისევ დაიმანჭა თათამ მიხვდა რომ უკვე აღარ უნდა და სინი იქვე დადო.
-ახლა ესეც დალიე და ტკივილი გაგიყუჩდება._თათამ ისევ თავისი ხელით დაალევინა უცნობს წამალი.
-მადლობა._უკვე კართან მისულ თათას მოესმა უცნობის ხმა._მადლობა გუშინდელისთვის. ასე რომ დამეხმარე ამას ვერასოდეს გადაგიხდი._მშვიდად ჩაილაპარაკა და თათას ისევ გახედა მადლიერი თვალებით.მის მზერაზე გოგონას ისე დააჟრჟოლა და მუხლები ისევ სასაცილოდ აუცახცახდა. -ნუ გეშინია კარგი?. დამნაშევე ნამდვილად არ ვარ,უბრალოდ ისეთი რამ მოხდა რისი თქმაც არ შემიძლია, თუმცა ვიცი გამიგებ.და კიდევ ერთხელ მადლობა._ისევ ხმადაბლა ჩაილაპარაკა უცნობმა და თათას თვალებისთვის თვალები არ მოუცილებია.
-კარგი. ახლა დაისვენე სუსტად ხარ. თუ რამე დაგჭირდება აქვე ვიქნები და დამიძახე._გაუღიმა გოგონამ და ისე შებრუნდა.
-თათა…_შებრუნებული თათა ისევ გაშეშდა და უცნობს ნელა მოუბრუნდა_ტელეფონს მათხოვებ?ჩემი დავკარგე.ჩემებს დაურეკავ წამიყვანებენ მეტს აღარ შეგაწუხებ_მორიდებულად უთხრა მამაკაცმა.
-კი მაგრამ არამგონია შენთვის მგზავრობა ან სიარული შეიძლებოდეს.ბევრი სისხლი დაკარგე და შენც ხელავ რომ საკმაოდ გიჭირს მოძრაობა.მე არ მაწუზებ არანაირად._ცოტა აღელვექულმა ამოილაპარაკა თათამ. მისი მდგომარეობაში გადაადგილება რამოდენიმე დღე მაინც სარისკო იყო. თუმცა თათს მარტო ეგ კი არა ისიც ადარდებდა, რომ შეიძლება ვერასოდეს ენახა ისევ და ამაზე უფრო მეტად წყდებოდა გული.
–ხო მაგრამ ისედაც საკმაოდ შეგაწუხე თან შენები რას იტყვიან.
-ნუ ღელავ მარტო ვცხოვრობ._ჯიბიდან ტელეფონი ამოღო და მამაკაც მიაწოდა._დარეკე მე გარეთ ვიქნები. თათამ ტელეფონი მიაწოდა და სწრაფად გამოვიდა ოთახიდან.პირდაპირ სააბაზონოში შევიდა და სახეზე წყალი შეისხა აღელვებულმა. მერე სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა. რამონედიმე წუთი სარკეში უყურებდა საკუთერ თავს და უცნობთან საუბარს იხსენებდა.ხომ ისეთი არაფერი მაგრამ რატომღაც საშინლად უფრიელადბა გული და ვერ ხვდებოდა ჩვეულებრივი საუბრის შემდეგ ასე აფორიაქებული რატომ იყო.
-რა გჭირს თათა კაცი არ გინახავს?რა დღეში ხარ?_უსაყვედურას საკუთრ თავს სარკეში და საჩველებელი თითი მუქარით მიიტინა მის არეკლილ სახეზე.
-მინახავს მაგრამ ჩემს სახლში ჩემს საწოლში და ისიც დაჭრილი არა არ მინახავს._ამშვიდებდა ისევ საკუთარ თავს.
***
ოცი წუთის შემდეგ როცა მამაკაცის საუბარი აღარ ისმოდა ოთახში ფრთხილად შევიდა.
-თათა შეგიძლია ან ნომერზე მისამართი მიწერო სადაც ვარ?_უცნობმა ტელეფონი მიაწოდა გოგონას და ისევ ოდნავ გაუღიმა.თათას ისეც აუცახცახდა მის ასეთ ღიმილზე მუხლები. ნელი ნაბაჯით მიუახლოვდა საწოლს და ტელეფონი გამოართვა. უცნობ ნომერზე მისამართი გააგზავნა და ისევ უხნობს შეხელა რომელის სახელიც არ იცოდა.
-ილია._ჩაილაპარა უცნობმა მშვიდად და თათას ახედა რომელიც გაკვირვნბული უყურებდა.აშკარად ვერ გაიგო რატომ უთხრა ეს სახელი._ილია მქვია._ისევ გაუღიმა უცნობმა .
-სასიამოვნოა თათა.თუმცა ჩემი სახელი იცი.
-ხო გუშინდელი ყოველი წამი მახსოვს ჩაილაპარა სევდიანად და ფანჯარაში გაიხედა. თათამაც მის მზერას გააყოლა თვალი და თოვლი გაახსენდა.სახეზე ისევ ღიმილი მოეფინა თათას თოვლის გახსენებაზე.
-გილოცავ პირველ თოვლს_მოულოდნელად უთხრა ილიამ და ისევ თათას გახედა რომელიც გაღიმებული უყურებდა გადათეთრებულ ეზოს.
-მადლობა მეც გილოცავ._ყურებამდე გაღიმებულმა უთხრა თათამ.
გიყვარს თოვლის?_მოულოდნელად დაუსვა ილიან შეკითხვა
კი ძალიან_ისევ ნაზი ღიმილით უფასუხა გოგონამ.
8888888888
კარებზე ხშირმა კაკუნმა ცოტათი შეაშინა თათა, მაგრამ მერე გაახსენდა ილიას მეგობრები რომ უნდა მოსულიყვნენ და დამშვიდებული გააღო კარები. კარს იქით ორი ბიჭი იდგნენ. საკმაოდ წარმოსადეგი გარეგნობით და შესაშური სახის ნაკვთებით. ორივემ ერთდროულად აათვალიერა მათ წინდა დამდგარი ნაზი გოგონა, რომელიც ცოტა შეშინებული სთვალებით უყურებდა ორ უცნობ.
–გამარჯობა მე გიგი ვარ , ეს კიდევ რატია. ილია ხომ აქ არის?_ თათას უკან მოათვალიერად ოთახი და დაუკითხავდ შევიდა ოთახში.
–დიახ აქ არის_გაუკვირდა მასი ასეთი ქცევა თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. მიხვდა რომ მეგობრებზე ნერვიულობდნენ._ოთახშია გამომყევით.
88888
უკვე დიდი ხანია ოთახში იყვნენ, თათს ესმოდა რომ სასაუბრო ქონდათ მეგობრებს თუმცა მასაც ძალიან აინტერესებდა დარჩებოდა თუ არა ილია მასთან. ეუცხოებოდა თათასაც ის რომ უნდოდა დარჩენილიყო მამაკაცი მასთად, მაგრამ როცა ფიქრობდა, რომ ვინმე ეყოლებოდა ვისზეც იზრუნებდა ეს მოსწონდა. ამდენი ხნის მარტოობის შემდეგ.
88888
-ღადაობ შე..მა?რა მეზობელი პირველად ვნახე გუშინ_თვალებდაჭყეტილი შეუტია ილიამ მის წინ მდგარ გიგის.
-აბა ხომ არ გატყუებ.თავი აწიე და შენ სახლს დაინახავ._ხელიტ ფანჯრისკენ მიუთითა და მეორე ხელის ინდაყვი საწერ მაგიდას ჩამოადო.
-აუ პროსტა აზრზე ხარ რა ფონტია_გაიცინა ფანჯარასთან მდგარმა რატიმ_წყალთან მიხვალ და წყალს ვერ დალევო თუ რაღაც მასეთი.
- აუ ეს ვერა ჩემი იმენა სანდრო თუ არ იყო მახარაძე მე ვიყო პიდ..რტი_ხელი აიქნია მობეძრებით გიგიმ.
-რა სანდრო გიგი რატი ვარ მე რატი.რას მიყურებ ბიჭო დაგავიწყდა ერთად მოვედით._გაიკვირა ბიჭმა და მარცხენა ხელი მკერდს რამოდენიმეჯერ დაარტყა მსუბუქად.გაოცებუ-გაოგნებულმა გიგიმ თავი გააქნია და ვახ ჩემი ვახ ჩემის ჩალაპარაკებით გახედა ჩაფიქრებულ ილიას რომკლიც საერთოდ არ უსმედმა ძმაკაცებს..
ესეიგი ეს თათა ის თათაა დედმისმა რომ უთხრა ზურას სახლი იყიდაო. ამ სახლში მთელი ბავშვობა გაატარა და როგორ ვერ იცნო?, თუმცა ოთახის ფერი და ნივთების განლაგება შეცვლილა. თან ახლა ამ დგომარეობაში ოთახის თვალიერების თავი ნამდვილად არ ქონდა. თვითონაც დიდი ხანი აღარ ყოფილა ამ ბოლოს ამ სახლში.ანუ რა გამოდის იმ ღამით საპატრულოს მანქნიდან რომ დაინახა დედამის ვიღაც გოგონამ გადაეხვია და წამოაყენა დედამისი თათა იყო.ნასიამოვნებმა გაუღიმა ფიქრებს და ბიჭებს გახედა. გიგის სახეზე მიხვდა ისევ რატიმ რომ წაუშტერა და გაეცინა, თუმცა უმალ შეახსენა ჭრილობამ არსებობა და ისევ მტკივნეულად მომანჭა ლამაზ ნაკვთებიანი სახე.
-თამარამ ეს რომ გაიგოს გადაირევა_ ფიქრებიდან დედამისის ხსენებამ გამოიყვანა.
- მერე ვერც გაიგებს._მტკიცედ ჩაილაპარაკა ილიამ..
-აუ იმ ახვ... რომ დავიჭერ მოვ... დე...._ ისევ აენთო გიგი და ხმამღლაც მოუვიდა.
- ჩუმათ ბიჭო გოგოა მეორე ოთახში_უსაყვედურა რატიმ_ მაგას რომ თავი დავანებოთ როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა თუ ამის გაყვანა არ შეგვიხლია აქედან-დასვა საჭირო კითხვა.
-აქ ვერ დავრჩები!-მტკიცედ ჩაილაპარაკა ილიამ.
-ხო მაგრამ დღეს ვერ წაგიყვანთ შენც კარგად იცი რომ არც ჩემთან და არც რატისთან შენი მიყვანა არ შეიძლება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თამარი გაიგებს და თან მამაც დაინტერესდება როგორ მოგივიდა ეს.
–ხო გიგი ეგ ვიცი, მაგრამ აქ ვერ გავჩერდები ხვდები ამ გოგოს რა შეიძლება მოუვიდეს თუ გაიგო რომ აქ ვარ?_ ბრაძიანი თვალეით შეხედა გიგის_ჩემს თავს არ ვჩივი ბიჭი ის გოგო მეცოდება, არ მინდა ამ ამბავში გაერიოს არაა მისი საქმე.
–ბაზარი არაა ილია. მაგრამ რამოდენიმე დღე მაინც დაგვჭირდება რომ რამე ვნახოთ და წაგიყვანოთ. _ფანჯრისკენ შეტრიალდა რატი და თოვლით დაგათეთრებულ ეზოს გახედა._თან მართლა არა კარგი შენი დიდიხანს აქ გაჩერება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ვინმემ რომ გაიგოს შენმა მეზობელმა ეს ამბავი მეტი კი არაფერი უნდათ?!
–შენ არც ისეთი სი.. ხარ როგორც თავს იკატუნებ_ გიგიმ ირონიული ღიმილით გახედე ალაპარაკებულ რატის.
–შენ მე რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ მეძახი ეგრე თქო_აენთო რატიმაც
–კარგი გაჩერდით ახლა თქვენი თავი არ მაქვს._მძიმედ ჩაილაპარაკა ილიამ_მოკლედ რამოდენიმე დღეში უნდა ნახოთ რა რამე ბინა. მაგრამ ფრთხილად იყავით არავინ შეგამჩნიოთ, არც აქ მოხვიდეთ მეტი მარტო დამირეკეთ. ვინმემ რომ გამოგყვეს და აქ მოგაგნონ ეს გოგო მოყვება ამ ყველაფერში.

ყველაზე მეტად ბაღში ყოფნა ამშვიდებს, რაც ამ სახლში გადმოვიდა. თოვლი და ასე თუ ისე გაწმენდილი ჰაერი კარგად მოქმედებდა მის განწყობაზე. ახლა ისეთ სიტუაციაში იყო დამშვიდება და დაფიქრება ცუდი არ იქნებოდა მისთვის. ჯერ ახალ სახლს არ იყო შეჩვეული კარგად რომ უკვე თითქმის „შარში“ გაეხვია. ისე რომ გააზრებაც ვერ მოასწრო.
უკვე საათზე მეტია რაც გიგი და რატი მოვიდნენ და ჯერაც არ იყვნენ ოთახიდან გამოსულები. თათა კიდე ნერვიულობას ვერ წყვეტდა.
–გამარჯობა თათა როგორა ხარ შვილო? _ თბილი ხმით მოიკითხა ბაღში ახლად შემოსულმა თამარიმ. თათას აფორიაქება დაეტყო, არ უნდოდა გაეგო რომ სახლში დაჭრილი მამაკაცი ყავდა, რომელზეც სახელის გარდა არაფერი იცოდა.
–გამარჯობა. კარგად თქვენ როგორ ხართ?_ ნერვიულად ამოილაპარაკა და თან სახლს მოავლო თვალი. ახლა იქედან ბიჭები რომ გამოსულიყვნენ თათას საქმე წასული იყო. თან თამარმა იცოდა რომ თათას არავინ ყავდა ნატას გარდა და ლოგიკურ შეკითხვებსაც დასვამდა.
–მეც კარგად ჩემო კარგო. რისთვის მოვედი ეხლა, მაცივარი გამიფუჭდა ჩემი შვილი სახლში არაა რომ ხელოსანი მოიყვანოს და მე ამ თოვლში არ შემიძლია გარეთ დიდი ხნით სიარული_შეწუხებული სახით გახედა მის წინ ანერვიულებულ მდგომ თათას_ შეგიზლია ეს თეფში შენთან შეინახო?.
–კი როგორ არა. წამოდით სახლში შევიდეთ– ზრდილობის გამო დაპატიჟა და თან ლოცულობდა უარი ეთქვა თამარს სახლში შესვლაზე.
–არა შვილო მადლობა უნდა წავიდე წვნიანს ვამზადებ და არ მიმეწვას._გაღიმებულმა თეფში თათას გაუწოდა და ბაღის ახლად დათოვლილი ბილიკი გაიარა. თათამ ღრმად ამოისუნთქა „გადავრჩის“ მსგავსად.
8888
–თათა ხომ?_ოთახიდან გამოსულმა რატიმ თათა კიდევ ერთხელ შეათვალიერა და მადლიანი თვალებით გაუღიმა
–დიახ თათა._დაბალ ხმაზე ამოილაპარაკა ბუხართან ახლოს მჯდომმა თათამ და ფეხზე წამოდგომა დააპირა.
–არა იჯექი_შეაჩერა გიგიმ და მანაც გვერდით მიუჯდა_ თათა ძალიან დიდი მადლობა. შენ ვერც კი წარმოგიდგენია როგორ გადაგვარჩინე._ჩახლეჩილი ხმით უთხრა თათას და მზერა აარიდა.
–მე ისეთი არაფერი გამიკეთებია უბრალოდ_მორიდებულად ამოილაპარაკა გოგონამ, რომელიც ჯერ არ იყო მიჩვეული ახალ ნაცნობებს.
–შენ ილია გადაარჩინე და ეს უბრალოდ საქმე არა. მადლობა დიდი და უნდა გთხოვოთ რომ რამოდენი დღე კიდევ შეგაწუხებთ_გიგიმ მზერა რატიდან ისევ თათასკენ გადაიტანა_უბრალოდ, ალბათ შენც ხვდები რომ ყველაფერი ისე არაა როგორც უნდა იყოს._ისევ მძიმედ ამოისუნთქა_ მოკლედ არ გვინდა რომ შენ სრულიად უდანაშაულომ გაერიო რაიმე გაუგებრობაშიც კი, მაგრამ ახლა შენი დახმარება ძალიან გვჭირდება. თუ შენ მოგვცემ უფლებას რომ ილია აქ იყოს რამოდენიმე დღე სანამ მისთვის უსაფრთხო ადგილს ვიპოვით. ხომ გესმის თათა.
–მესმის. იყოს მე წინააღმედეგი არ ვარ,უბრალოდ ...
_უბრალოდ ცოტა გეშიანია ხომ?_შეაწყვეტინა რატიმ.თათამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია._ხო საფრთხე არის მაგრამ ამ ეტაბზე არანაირი, და ჩვენ მართლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ შენ არაფერი მოგივიდეს.
8888888
სიმარტოვე არასოდეს მოსწონდა, თვლიდა რომ ადამიანი მარტო არასოდეს უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს ქალი. მას აუცილებლად უნდა ყოლოდა გვერდით ადამიანი ვისზეც იზრუნებდა და ვინც მასზე იზრუნებდა. ახლა კიდევ გამოუჩნდა ადამიანი ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა. ამაზე უარს კიდე როგორ ეტყოდა. მერე რა რომ ეს დროებითი იყო და თან საშიში. იზიდავდა მასში რაღაც, რასაც ვერ ხსნიდა და არც ცდილობდა ახსნას. ფიქრობდა რომ დრო თავისას მოიტანს და ყველა კითხვასაც უპასუხებს.
ხვდებოდა როგორ არა, რომ ყველაფერი იმაზე რთულად შეიძლება ყოფილიყო როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, თუმცა ამაზე ფიქრსაც თავს არიდებდა, არ უნდოდა ისედაც დაძაბული მდგომარეობა უფრო დაეძაბა თავისი ფიქრებით, რაც მოსახდენი იყო ისედაც მოხდებოდა.
იქედან გამომდინარე რომ სისხლის კიდევ დანახვა მართლა ძვირად დაუჯდებოდა, ისევ ნატუკასთვის დახმაბარების თხოვნა მოუწია. რათქმაუნდა მეგობრის რეაქცია იმასთან დაკავშირებით რომ მამაკაცი მასთან რჩებოდა "სასწაული" იყო, მაინც გადაწყვიტა თათას დახმარება, ამ სიტუაციაში ბოლომდე გადაწყვიტა.
-ჭრილობა კარგად გამოიყურება.იმის საფრთხე რომ რამე გართულდეს არამგონია იყოს, მაგრამ ძალების აღდგენას დრო დასჭირდება-მტკიცე ხმით გააცნო ჭრილობის მდგომარეობა ილიას და ეჭვის თვალით გახედა.
-მადლობა ნატა-მადლიერი თვალებით გახედა ილიამ ნატას და ხვდებოდა, რომ არ ენდობოდა მას.
-იმედია ამ გოგს რამე შარში არ გახვევ და იმით არ ისარგებლებ რომ მარტო ცხოვრობს. იცოდე რამე რომ დაუშაო მის თვალებზე კიდევ ცრემლი და იმედგაცრუება დავინახო შენი მიზეზით გამოწვეული, ვერ გადამირჩები. არ გეგონოს რადგან ქალი ვარ თათას დაცვას ვერ შევძლებ.- ისე მტკიცედ უთხრა და თავდაჯერებულად თვითონაც გაუკვირდა.
-დამიჯერე მისთვის საფრთხის შექმნა აზრადაც არ მომსვლია და არც მინდა უსიამოვნებაში გავხვიო. -ისევ ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა ჯერ კიდევ სუსტად მყოფმა ილიამ და გულწრფელი თვალებით გახედა მის წინ მდგომ ქერა გოგოს რომელსაც უნდობ თვალებში კმაყოფილების სხივმაც გაჰკრა.
-შენთვისვე აჯობებს ეგრე იყოს.-წარბაწეულმა უთხრა მამაკაცს და ოთახი მტკიცე ნაბიჯებით დატოვა.
ესმოდა ილიას რამხელა საფრთხე შეიძლება შექმოდა თათას მისი აქ ყოფნით, თუმცა ამას არ დაუშვებდა. აუცილებლად დააჩქარებდა ბიჭებს რომ უსაფრთხო ადგილი რაც შეიძლება მალე ეპოვნათ. დღესვე წავიდოდა აქედან სუსტად რომ არ იყოს და გადაადგილება ადვილად კი არა ოდნავ მაინც რომ შეეძნოს. დედამისიც საფრთხეშია, კიდევ კარგი ბიჭებმა მოტყუებით მაინც მოახერხეს მისი გაგზავნა სოფელში, თორემ ახლა რაც უფრო ნაკლები საფიქრალ-საზრუნავი ექნებოდა, მით უკეთესი მისთვის.
-ილია როგორ ხარ?ხომ არაფერი გჭირდება?- მოისმა ყურმილის მეორე მხრიდან გიგის ხმა.
-არა არაფერი კარგად ვარ. შენ ის მითხარი ნიაკო როგორ არის?ხომ იქ არის სადაც აქამდე იყო?
-კი ილია კარგად არის. ახლა მასთან ვართ მე და რატი, მაგრამ რაღაც მოხდა-ანერვიულება დაეტყო გიგის ხმაწი.
-რა? ნიაკო ხომ კარგად არის?-უცებ ანერვიულდა ილია და წამოწევას შეეცადა თუმცა ჭრილობამ თავისი გაიტანა და ისევ იმ მდგომარეობაში დააბრუნა თავი ბალიშზე.-გიგი ხმა ამოღე ბიჭო ჭკუიდან არ გადამიყვანო ბავშვი როგორ არის?
-ნია კარგადაა შენ მაგაზე არ ინერვიულო, უბრალოდ გაიგეს რომ ანანოს წამოყვანასაც ვაპირებდით და გაქრნენ იქ აღარ არიან ის ნაბი....
-მე მაგათი დე... მოკლედ ახლა ზედმეტად მოძრაობისგან თავს შეიკავებენ, იციან რომ დაჭრილი ვარ და ჯერ არაფრის გაკეთებას შევეცდებით, მაგრამ აქ შეცდნენ.
88888
-დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ თათა?-ისევ გადარწმუნებას ცდილობდა ნატა მეგობრის.
-ნატუკა-ოდნავ ხმააწეულმა წარმოთქვა მეგობრის სახელი და წარბ აძიდულმა გახედა.
-კარგი ვჩუმდები.-ხელების აწევით დანებდა მეგობარს.-ისე ძალიან სიმპატიურია. უკეთესი იქნებოდა სხვა სიქუაციაში გაგეცნო.-ეშმაეურად გაუიღიმა თათას.
-ხო სიმპატიური არის და რას ერჩი მე ეს სიტუაციაც მომწონს.- თათამაც ეშმაკურად გაუცინა ნატუკას და სადილი სინზე დააწყო ოთახში შესატანად.
-ანუ მოგწონს.
-გოგო ჯერ ორი დღეა ვიცნობ, ამასაც თუ გაცნობა ჰქვია და რას მეკითხები გაგიჟდი.-უკმაყოფილოდ გახედა ნატუკას და სამზარეულოდან იმ ოთახისკენ წავიდა სადაც ილია იყო.
-ხო აბა რა ეს დაჭრილს მალავს სახლში და კიდე მე გავგიჟდი, თან არც გეკითხები ზუსტად ვიცი რომ მოგწონს ქალბატონო.-რატომღაც კმაყოფილმა ჩაიცინა.
-ნატა ეს არ მეჭიროს ეხლა ხელში ...-გაბრაზებულმა ჩუმად უთხრა ნატას და ოთახის კარებზე ფრთხილად დააკაკუნა
-ნატუკა ეს არ მეჭიროს ეხლა ხელში-გამოაჯავრა თათა და ჩაის ფინჯნით ხელში გავიდა აივანზე.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მუშუ
ნანახია: 1928 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar