ვირჩევ ვიყო ბედნიერი 4
10.04.2016, 19:46
სიცივემ ილიას ოთახში პიკს მაშინ მიაღწია როცა გათბობა და დენი გაითიშა.
 რას არ წარმოიდგენდა თათა ოღონდ ახდა თუ გათბობა არ ექნებოდა ეგ აზრადაც არ მოუვიდოდა. სიცივემ საგრძნობლად რომ იმატა და უკვე ისედაც დაჭრილი ილია ძილში კანკალებდა, დაბნეულმა და შეშინებულმა რა გაეკეთებინა არ იცოდა. ბუხარი დაანთო, თუმცა სითბო ოთახამდე სადაც ილია იყო ვერ აღწევდა. როგორმე ოთახში უნდა გადაეყვანა თორემ სიცივეში მისი გაჩერება კარგ შედეგს არ მოუტანდა.
-ილია-ახლოს დაიხარა და დაბალ ხმაზე მიმართა მძინარე მამაკაცს. რეაქცია რათქმაუნდა არ ქონდა, არც კი შერხეულა.
-ილია გაიღვიძე-ამჯერად ცოტა ხმამაღლა მიმართა და თან მარჯვენა ხელით ფრთხილად შეარხია. მამაკაცმა იგრძნო ნაზი  შეხება სხეულზე და მძიმედ, მაგრამ მაინც გაახილა თვალები. ტემპერატურა რომ მაღალი ქონდა სხეულის აშკარად გრძნობდა და დაბინდული თვალებით შეათვალიერა მის წინ მორიდებით ატუზული გოგონა, რომელსაც სახეზე მღელვარება ეტყობოდა.
-ილია-ისე ნაზად და მორიდებულად მოეჩვენა მისი სახელი გოგონას მიერ წარმოთქმული გონებაში გაეღიმა-ვიცი არ შეგიძლია მაგრამ, როგორმე უნდა დამეხმარო და რომ მეორე ოთახში  გაგიყვანო-თან მამაკაცისკენ დაიხარა.-გათბობა რამოდენიმე დღე არ იქნება და აქ ვერ გაჩერდები საშინელი სიცივეა. ილიამ ფრთხილად წამოწია თავი და შეეცადა სხეულისთვისაც ძალა დაეტანებია, რომ როგორმე წასოდგომა შესძლებოდა. ფრთხილად და მტკივნეულად, თუმცა მაინც მოახერხა ფეხზე წამოდგომა ილიამ. ჭრილობა საშინლად ტკიოდა და თითოეული შერხევაც კი აუტანელ ტკივილს აყენებდა, თუმცა გოგონას დახმარებით რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა შესძლო.
-უფრო მაგრად დამეყრდენი ნუ ღელავ როგორმე გავალთ, არც ისეთი უღონო ვარ როგორც მეტყობა-თათამ ღიმილიანი სახათ ახედა მამაკაცს. არ უნდოდა დისკომფორტი ეგრძნო იმის გამო რომ საკმაოდ მძიმე იყო ილია და თათა ვერ შეძლებდა მისი ოთახიდან გაყვანას. მტკივნეულად და მძიმედ,მაგრამ მაინც შეძლო ილიამ მეორე ოთახში გასვლა. წინასწარ გამზადებულ საწოლძე ფრთხილად დაწვა და თვალები დახუჭა. დაიღალა, ასე თუ გაუჭირდებოდა რამოდენიმე დაბიჯის გადადგმა ვერ წარმოიდგენდა. ეს პატარა ჭრილობა რამხელა ტკივილს აყენებდა ასეთ ძლიერ მამაკაცს.
ახლა მიხვდა რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ილიას აქ დატოვება. მიხვდა თათამ, როგორ გაუჭირდა მამაკაცს ოთახიდანოთახში გასვლა, თან ეტყობოდა რომ ტემპერატურა სულ უფრო მატულობდა. ძმრიანი საფენების დაფენა რომ დაიწყო შუბლზე მაშინ გადაწყვიტა ტემპერატურა გაეზომა.
წითლად შეღებილი ჯერ მაისური რომ დაინახა და შემდეგ ზეწარი, სხეულმა განგაშის ზარების რეკვა ატეხა და თათა კანკალმა აიტანა. მიხვდა სისხლის დანახვა ამჯერად კარგად რომ არ ჩაივლიდა და იქვე იატაკზე გაწვებოდა გულწასული.
თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთა, მიხვდა ახლა შიშს მისთვის რომ არ უნდა ეჯობნა. მასაც რომ გული წასვლოდა, ვერავინ დაეხმარებოდა ვერც თათას და ილიას მითუმეტეს. მამაკაცის ნატანჯი და მტკივნეული სახის გახსენებაზე გაიფიქრა, რომ  ახლა ძლიერი უნდა ყოფილიყო ამ შიშზე. რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქ–ამოისუნთქა და თვალის ქუთუთოები ერთმანეთს ნელა დააშორა. მამაკაცის სახეზე ფერი გადასვლოდა, ისედაც აღელვებული თათა უფრო დაიძაბა, თუმცა თვითონაც არ იცის ამხელა ძალა საიდან მოუვიდა.
შეუბლზე დადებული ძმრიანი საფენები გამოუცვალა და ზეწარი ფთხილად გადააძრო. თეთრი მაისურს, წითელი ფერით საკმაოდ იყო შეღებილი. ფრთხილად ჭამოუწია მაისური და შეხვეულ ჭრილობას დახედა. ღრმად სუნთქვას ისევ აგრძელებდა და ნელი მოძრაობით ხსნიდა ჭრილობაზე დაფენილ საფენებს.
თათას თითები რომ  სხეულს ეხებოდა, მამაკაცი გრძნობდა თითოეულ მოძრაობას თუმცა თვალის გახელვა არ შეეძლო.
გრძნობდა როგორ სათუთად და ნაზად ეხებოდა სიფრიფანა თითები და მთელ სხეულში აუხსნელი სითბო და სიფაფუკე ეღვრებოდა. გულიდამ სისხლის თითოეული გრამის გამოტყორცნა არტერიებში ჩვეულებრივზე მეტად სწრაფპდ ხდებოდა და მიტომაც მოსდიოდა ჭრილობიდან ამდენი სისხლი. მას თათას თითოეული შეხება აგრძნობინებდა იმას რომ ამ გოგონა მიტოვება იმაზე საჭირო იყო როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
888888
ჭრილობა როგორც კი ახალად შეუხვია მაშინვე გავიდა აივანზე და ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ფიდტვებში. აივნის მოაჯირს ხელებით დაეყრდნო თა თავი მაღლა ასწია რამოდენიმე წუთი ასეთ მდგომარეო.აში იყო ცდილობდა როგორმე გამოფხიზლებულიყო. როცა იგრძნო რომ კარგად იყო და არღარ კანკალებდა ბეგეები ფართოდ გააპო და გაიღიმა, ცაზე ვარსკვლავებს გაუღიმა რომლებიც თოვლით დაფაპკლ არემარეში უფრო მეტად ბრწყინავდნენ. რატომ იღიმებიო რომ გეკითხათ ვერ გიპასუხებდა თუმცა გრძნობდა რომ უნდა გაეღიმა და ასეც იქცეოდა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ შეაღო სახლის კარები და შევიდა ოთახში. ბუხარში ცეცხლი უკვე აღარ გიზგიზებდა და წითლად ანთებული ნაკვერჩხლები იწონებდა მარტო თავს. თათამ რამოდენიმე შეშის ნაჭერი დაადო გავაგვარებულ ნაკვერჩხლებს და ილიას საწოლისკენ წავიდა. მამაკაც სახე დამშვიდებული ქონდა და ეტყობქდა რომ მშვიდად ეძინა. შუბლიდან საფენი მოაცილა და თითებით შეეხო შუბლს. ძალიან ხივი რომ ეჩვენა თათას ილია შუბლი შემდეგ ლოყაზე მიადო სიფრიფთნა თითები იქაც რომ სიცივე იგრძნო შეშინებულმა უკან დაიძია. გული საშინლად აუძგნრდა.
 -ილია-ხმაგაბძარულმა და შეშინებულმა ჩაიჩურჩულა მისი სიხელი და თითები ტუჩთან მიიტანა. მერე ისევ შეკრთა მისი ტუჩექიც ზედმეტაც ცივი ეჩვენა, მიხვდა რომ გარეთ სიცივეში ყოფნამ თითები გაუცია და მიტომაც იყო ილიას შუბლი ასეთი ცივი. ისევ გაეღიმა. მძინარე ილიასკენ დაიხარა და ვარდისფერი ტუჩებით ილის შუბლს შეეხო. აი მაშინ კი დაემართა თათას რაც დაემართა. სხეულში წამსვე დაურბილა თბილმა და ამაღელვებელმა გრძნობამ რომელიც სისხლთან ერთად ადბათ დაშვებულშე სამჯერ მეტად მოძრაობდა სხეულში. რამოდენიმე წამს გააჩერა ტუჩები მის შუბლზე და ნელი მოძრაოქით მოშორდა. თვალები რომ გაახილა და ილიას თაფლისფერ თვალებს შეეჩეხა მაშინ კი დაიბნა და გაწითლდა.
ილიამ რომ შუბლზე შეხება იგრძნო მაშინვე მიხვდა ეს თითები თათას რომ ეკუთვნოდა და ძილშივე შეაკანკალა. დაეფიცება ასეთი გრძნობა არავის შეხებაზე დაუფლებია. უნდოდა გაეღვიძა თუმცა ვერ შეძლო. შემდეგ რქმ განმეორდა შეძება და ეს უკვე თითები აღარ იყო გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა. მთელ სხეულში დაუარა ბუსუსებმა ისედაც დახუჭული თვალები უფრო მაგრად დაჭირა ფუთუთოებს. სისხლი აუდუღდა ვენებში და სუნთქვა გაუხშირდა. მისი ტუჩები რომ რამოდენიმე წამს რომ აღარ მოშორდა თვალები ნელა გაახიდა და თათას თმების სურნელმა ცხვირში რომ უღიტინებლა ერთი დასამართიც მაშინ დაემართა.
 -თათა..._შეცვლილი და დაბოხებული ხმით ამოიჩურჩულა ილიამ თუმცა, მაღამლა ტემპერატურამ თავისი გაიტანა და თვალები ისევ ნელა დახუჭა.
8888
მთელი ღამე ძმრიან საფენებს ადებდა ილიას და თან ლოცულობდა რაც შეიძლება მალე დაწეოდა სიცხე. თითოეული შეხება ილიას სხეულთან სუნთქვას ურევდა და გაფანტული ფიქრების გამო ვარაუდით აკეთებდა ყველაფერს. სიცხემ რამდენჯერმე დაუწია თუმცა აწევასაც მალე ახერხებდა და თათა ნერვიულობას სულ უფრო უმატებდა. თუმცა როცა საათის ისრებმა დილის ოთხს მიაღწია თათას დაღლილობამაც იჩინა თავი და ილიას საწოლის გვერდით სავარძელში ჩამოეძინა.
წყლის საოცარმა სურვილმა გამოაღვიძა ილია. წამწამები ნედა დააშორა ერთმანეთს და გრძნობდა საშინელ ყელის წვას, რომელსაც ჭრილობის ტკივილიც ემატებოდა. გვერდით ჩაძინებული გოგონა რომ დაინახა მუხლებზე თეთრი ჯამით, რომელშიც მისთვის გაუგებარი სითხე ესხა გაეღიმა. მერე გააახსენდა რომ ღამით მაღალი სიცხე ქონდა. შეგრძნება რომ თათას მის გამო მთელი ღამე არ ეძინა არ მოეწონა. ვეღარ გააღვიხებდა ისე საყვარლად ეძინა, ბავშვივით ნაზად. გაეღიმა თათას ძილისგან ახურებულ წითელ ლოყებზე, რომელზეც თმა საყვარლად ჩამოშლოდა და თათას სუნთქთაზე ნელა და ნაზად ირხეოდა. თათას ვარდისფერ ტუჩებზე წუხანდელი "ამბორი"გაახსენდა და სხეულში სასიამოვნო სიცივემ და სიმხურვალემ ერთროუდად დაუარა. თათას ტუჩებს მის შუბლზე მაღალ ტემპერატურამ ვერ დააბრალებდა, რადგა ახლაც უხურდა ის ადგილი სადაც მისმა თბილმა ტუჩებმა შეეხო. ისევ დააჟრჟოლა.. საშინელი სურვი გაუჩნდა თათას მისად დაჩემების. ყოველთვის შეხების და ჩახუტების. მისი სიახლოვე დიდი ხნის დაკარგულ სიმშვილეს და ნდობას უბრუნებდა. მაგრამ მისი ჯერ არეულ ცხოვრებას, სადაც რისკი და ახლობლების დაკარგვის შიშ ძალიან დიდ იყო, თათასაც ვერ გარევდა. ამას ვერ დაუშვებდა, რაც არ უნდა თათას დაჩემების სურვილი დიდ ყოფილიყო ამ გრძნობას უნდა მორეოდა ახლა მარტო საკუთარ თავზე ვერ იფიქრებდა, მას ნიაც ყავდა რომელსაც ახლა ილია ძალიან სჭირდებოდა და ვერ დაუშვებდა თათასაც ნიას მსგავსი საფრთხე დამუქებოდა, მხოლოდ იმიტომ რომ ამ გოგოსთან ყოფნის სურსილი საზღვრებს ცდებოდა.
თათამ ძილში იგრძნო სასიამოვნოდ მიჩერებული მზერა და ნელა გაახილა თვალები. მამაკაცმა თათას ქუთუთოების მოძრაობაზე მზერა ჩამქრალი ბუხრისკენ გადაიტანა.
-როგორ ხარ?სიცხემ დაგიწია?ღმერთო როგორ ჩამეძინა-დაბალი და დაღლილი ხმით ამოილაპარაკა თათამ და დაბუჟებული სხეულით შეეცადა ფეხზე წამომდგარიყო.
- კარგად და კი სიცხემ დამიწია, მგონი.- ისევ გაექცა ტუჩის კუთხეში ღიმილი და თათას ამის დანახვაზე ისევ უცნაურად აუცახცახდა მუხლები. რომ არ ჩაკეცილიყო დაუმორჩილებელი კიდურების გამო სავარძელს სწრაფი მოძრაობით დაუბრუნდა.
მამაკაც თატს ეს ქმედება არ გამოპარვია და ისევ ჩაეჭიმა. რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა თათას „ამღერებულმა“ ტელეპონმა შეაჩერა.
–გისმენთ ბატონო ირაკლი_ დაღლილი ხმით მაგრამ მაინც შეეცადა თავდაჯერებულად ელაპარაკაა._ახლა?_ გაკვირვებულმა იკითხა და თოვლიან ეზოს გადახედა. შემდეგ კი მწონიალე ილიას.რომელიც ეჭვით უყურებდა თათას საუბარს._კარგიათ თუ აუცილებელია ... დროებით.._ ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნადა ილიას გახედა.
–სამსახურიდან დამირეკეს უნდა გავიდე. ძალიან მალე დავბრუნდები._ ისეთი თვალებით გახედა თითქოს ნებართვას ღებულობდა მამაკაცისგან.
–კარგი. მაგრამ სად მუშაობ?_ მოულოდნელად კითხა ოთახისკენ მიმავალ თათას.
–ალბათ გაგიგია ირაკლი გასვიანი, ცნობილი ფიგურაა ქალაქში მის ოფისში ვმუშობ უკვე ორი წელია, _ისე უპასუხა რომ არც კი შეუხედავ მამაკაცისთვის რომელსაც მისი უფროსის სახელის გაგონებაზე ყელთან დაეჭიმა ძარღვები და თვალებში ბრაზი აენთო.
88888
_ წყალის აღებას მოახერხებ_საწოლთან დადებულ წყლის ჭიქაზე მიუთიტა თათამ და შარფი რამოდენიმეჯერ შემოიხვია მანტოზე._ მალე დავბრუნდები ძალიან. კარებს გარეთიდან ჩავკეტავ. _გასაღები ხელში დაიჭირა და კარებისკენ წავიდა._ხო მართლა ეს ჩემი ნომერია დამირეკე თუ რამე დაგჭირდება, მაგრამ არამგონია დიდიხანს გავჩერდე იქ._ფურცელზე დაწერილი ციფრები დაუდო წყლის ჭიქის გვერდით და ოთახი დატოვა.
კარის დაკეტვის ხმაზე ილიამ ტელეპონი ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა. რომედენიმე ზარის ხმაზე ტელეპონშნ ნამძინარევი ხმა გაისმა.
–მოხდა რამე?
–სად ხარ რატი?
–საწოლში სად ვიწნები. რამე მოხდა ილიან ხომ მშვიდობაა?_აღელვებულმა კითხა მეგობარს
–მისმინე ახლა ადექი და 10 წუთში გასვიანი ოფისთან გაერჭე.
–იქ რა მინდა ?_გაკვირვებულმა კითხა
–თათა მუშაობს იქ._გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და თითები მუღად მოიქცია.
–ღადაობ ბიჭო?
–მეღადავება ამ დილაადრიან? დროზე გაყევი თათას და ვაბშე ყველაფერი გაიგე. დამირეკა უეჭველი გელოდები.
–კარგი გავდივარ მაგრამ თათას თვალთვალი რაში გარგია?
–შენ რა უცნაურად არ გეჩვენება რომ შვებულებაში გასულ რიგით თანამშრომელს დაურეკა და სასწრაფოდ სამსახურში მისვლა დაავალა ამ დილა ადრიან?
–დაგირეკავ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მუშუ
ნანახია: 2128 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar