ვირჩევ ვიყო ბედნიერი 5
10.04.2016, 19:51
თათას წასვლიდან, რამოდენიმე საათი რომ გავიდა და არც გოგო ჩანდა და არც რატი ურეკავდა, ნერვიუდობის და დაძაბუდობის გამო საწოლში წრიალს დაიწყებდა, ჭრილობა თითოეულ შერხევაზე რომ არ ახსენებდეს თავს. რამოდენიმეჯერ შეათამაშა ხელში ტელეფონი, რატისთან დარეკვას აპირებდა საკეტის ხმა რომ გაისმა. ოთახში სიცივისგან ცხვი აწითლებული თათა  შემოვიდა.
 -ამდეხანს სად იყავი?- ეჭვიანი ქმარივით შეხედა თათას და მკაცრ ტონს კონტროლს ვერ უწევდა. მამაკაცის მკაცრ და უხეშ ტონზე თათას უარესად შეაცია.არ მოეწონა მისი მიმართვა, კი დააგვიანა მაგრამ მაინც არ ქონდა მამაკაცს მასთან ასეთი ტონით საუბრის უფლება.
- რაღაც საბუთები დაიკარგა ოფისში და იმის ხელმეორედ შესადგენად დამიბარეს.-ილიას ტონისთვის ყურადღება აღარ გაუმახვილებია, კარადაში ჩანთა და მანტო  შეინახა.
- მერე თვით ბატონმა ირაკლიმ რატომ დაგირეკა თუ სულ ასე იქცევა?- ირონიულად საუბრობდა ილია და ტელეფონს ისევ ხელში ათამაშებდა.
- შენთვის სიცხე აშკარად ცუდად მოქმედებს- გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა თათამ საწოლს გვერდი აუარა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-თათა- იმდენად მკაცრად და ხმამაღლა მიმართა ხმაჩახლეჩმლმა ილიამ, რომ ადგილს მიეყინა შეშინებული თათა.
- რა გაყვირებს?- გაკვირვებით შემობრუნდა თათა და შიშის დამალვას შეეცადა.
- დაიმახსოვრე მეორედ, როცა გელაპარაკები ადგილიდან გატოკებაზეც არ იფიქრო- ძარღვებ დაბერილმა მიმართა გაკვირვებულ გოგონას.
 - ილია რა გინდა რა ეჭვიანი ქმარივით იქცევი?- თათას აკანკალებულ ხმაზე საკუთარი თავი შეზიზღდა მისი ტონის გამო.
- თათ მისმინე ეხლა- დაბალ ხმაზე დაიწყო საუბარი, გოგონა რომ არ შეეშინებია, თუმცა მის თვანებში აბჟღვიალებული ცრემლების დანახვაზე გული მოეწურა.- კარგი მაპატიე უხეშად გამომივიდა._ თათამ უპასუხოდ აქცია ზურგი და სამზარეულოს კარები უხმოდ მიკეტა.
- ამის დედა შე....- გაბრაზებულზე ტელეფონი კედლისკენ გაიქნია და ნამსხვრევების ხმა თათამაც გაიგონა სამზარეულოში.
 მოულოდნელად წამოუვიდა ცრემლები, თვითონაც არ იცის რატომ ეწყინა ასე ძალიან ილიას ტონი. იცოდა რომ სისულელეზე ტიროდა და არ უნდა ეტირა თუმცა ვეღარ მოთოკა თავი. თავისი ცრემლებისთვის ახსნა რომ შესძლებოდა ხახვის გაფცქვნა დაიწყო და ცრემლებიც რაოდენობამაც იმატა.
 ნახევარი საათის შემდეგ წამილის დალევის დრო რომ მოვიდა თათა უხმოდ მიუტანა წყალი და აბები ილიას საწოლთან დაუდო და გამობრუნდა. ილიას არ გამოპარვია თათას ნამტირალევი თვალები და იმის გააზრებაზე,  რომ ამ ცრემლების მიზეზი მან იყო სხეულში ბრაზმა საკუთარი თავის მიმართ იმატა. უნდოდა რამე ეთქვა თუმცა გადაიფიქრა. თათამაც მიხვდა რომ ზედმეტად აღარ უნდა გაემახვილებიეა ყურადღება ილიას სიტყვებზე, არ ღირლა მის აფორიაქებად თუმცა გული მაინც სხვანაირა ეკუმშებოდა.
888888
-ვა თათა. როგორ ხარ- ღიმილით გადაკოცნა გოგონა გიგიმ და ოთახში შევიდა.
-მადლობა არამიშავს-გაუღიმა სტუმრით კმაყოფილმა და სახლის კარები მიკეტა.
 - ილია შე ძველო. - მხარზე დაკრა ხელი მეგობარს.- მოკლედ კარგი ამბავი მაქვს, ბინა ვიშოვეთ როგორც იქნა და შენ წასაყვანად მოვედი. თათა არ ელოდა გიგის სიტყვები ასე თუ იმოქმედებდა მასზე, მაგრამ ტვინმა როგორც კი გიგის სიტყვები გაიაზრა უჩვეულოდ შეაცა სხეულში. დაღლილობას დააბრალა აჩქარებული პულსი და ყავის გასაკეთებლად გავიდა სამზარეულოში.
- მოკლედ წყნარი ადგილია და ვერავინ მოგაგნებს- გააგრძედა ამაშუკელმა როცა გოგონა ოთახიდან გასული დაიგულა.
- ხომ არავინ შეგნიშნათ?-
- არა გარწმუნებული ვარ. მოკლედ ვერავინ მოგაგნებს თან ნიაც უსაფრახოდ იქნება
- როგორ არის- სახელის გაგონებაზე სხეულში მონატრებამ დაუარა
 -კარგად არის, ნინის მშვენივრად ეწყობა თუმცა ხშირად გკითხულობს, ენატრები.- ღიმით უთხრა გიგიმ და კარისკენ გაიხედა საიდანაც თათა გამოვიდა ყავის ფინჯნებით ხელში. - მადლობა თათა. - ინჯანი ღიმილით გამოართვა და კმაყოფილმა თვალი რამიშვილს ჩუკრა.
- მადლობა ილიას რომ მიხედე, დღეიდან აღარ შეგაწუხებთ.- სიცილით უთხრა და ილიას გადახედა რომელიც უცნაური ღიმილით უწურებდა გოგონას.
 ილია შედარებით უკეთეყად იყო ფეხზე გაგგომა  შეეძლო თუმცა დიდხანს მაინც ვერ ეყრდნობოდა მარჯვენა ფეხს.
 - გიგი ქურტუკი შემომიტანე _გადახედა მეგობარს და გიგიმაც მიხვდა მარტო რომ უნდა დაეტოვებინა. თათამ ღიმით გახედა ილიას.
- შეგიძლია დამეხმარო- თვალებით მაისურზე ამიშნა, თუმცა უნდოდა თათა მისულიყო მასთან, თვითონ არ შეძლო მარტომ ნაბიჯების მყარად გადადგმა. როგორც კი თათამ მიუახლოვდა და მაისური გაუსწორა, ილიამ ჩამოყრილი თმა ყურთან გადაუწია და თვალებ აციმციმებულ თათას თვალებში ჩახედა. იქ რომ სითბო და თავისი თავი დაინახა კმაყოფილებისგან სხეული და გული უფრო გაუთბა.
- თავს გაუფრთხილდი- თვითონაც არ იცის როგორ წამოცდა მის ბაგეებს ეს სიტყვები. ილიას კიდევ ერთხელ ჩაეღიმა და თათას კვლავ აუცახცახდა მუხლები.
- კარგი თუ დამპირდები რომ შენც მიხედავ თავს- ხმაშეცვლილმა უთხრა მორიდებულად მდგარ, ლოყებ აწითლებულ გოგონას.
- გპირები.-თვისი ლამაზი ღიმილით უფრო აგიღებდა ისედაც, არამყარად მდგარ ილიას. უნდოდა მისი ტუჩების გემო გაყოლოდა მამაკაცს თუმცა ისიც იცოდა რომ თათასაც ისეთივე რაექცია ქონდა მის შეხებაზე, როგორც მას და ახლა რომ ეკოცნა დავიწყება უფრო გაუძნელდებოდათ. ნელა დაიხარა და თბილი ტუჩებით შეეხო გოგონა შუბლს. თათას ისეთმა გრძნობამ დაუარა სხეულში ეგრნა დედამიწაზე არ იდგა.
 - თავს გაუფრთხილდი- ყურთან ჩასჩურჩულა და სახლი დატოვა. თათა ადგილიდან არ გაქანებულა, გულში ღრმად რაღაც რომ ჩაწყდა იგრძნო და უნებურად ცრემლები წამოუვიდა. მანქანის ხმაც მისწდა მის სმენას თუმცა ვერ გატოკდა, რატომღაც წასული ილიას დანახვა არ შეეძლო. საწოლისკენ დაიძრა სადაც ილია იწვა. ნელა ჩამოჯდა. მერე მარჯვენა მხრით დაწვა და ემბრიონის ფორმა მიიღო. ილიას სურნელი ესიამოვნა ბალიშზე შერჩენილი. ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და თვალები ნელა დახუჭა. დაიძინა.
სიზრამში დედა ნახა. როგორ ლამაზად უღიმოდა, ეფერებოდა თმაზე და უმღეროდა. გაღვიზებულზე ღიმილი, რომ მეოფინა სახეზე მთელი კვირა გაღიმებული დადიოდა. არ იცოდა ასე რა ახარებდა და აბედნიერებდა, მაგრამ გრზნობდა რომ უჩვეულოდ იყო, მისთვის რატომღაც სხვანაირად და ლაღად. ასე არასოდეს უგრძვნია თავი და გრძნობდა, რომ უკვე ამ სილაღის დათმობას აღარ სურდა. მიუხედავად იმისა რომ მიზეზი მისი ასეთი კარგად ყოფნის თვითონაც არ იცოდა.
ნატუკას დღითიდღე აოცებდა. ვერ იჯერებდა ავალიანი რომ ეს თათა ის თათა  იყო ამდენი ხანი რომ იცნობდა. მისი ღიმილი იმდენად სიამოვნებდა და ახარებდა რომ უარს არაფერზე ეუბნებოდა. ასეთი თათა ძველ თათაზე მეტად მოსწონდა და ახარებდა რომ მეგობარი ასე კარგად იყო.
 გაოცებისგან თველენბი მაშინ დაჭყიდა თათამ საყიდლებზე წასვალა რომ  სთხოვა.
–თათა კი მიხარია რომ ასე შეიცვალე, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ შენ, შენ ხარ და სხვა არ გიძის ტვინში.?– ისეთი გაკვირვებით კითხა თათას გაეცინა. თითქოს მართლა შესაძლებელი ყოფილიყო ის რაც ნატუკამ კითხა.
–კარგი რა ნატუკა მომყვები თუ არა?_სიცილით კითხა და „გეხვეწები გამომყევი“ სახით შეხედა გაკვირვებულ ნატუკას.
–ხო გამოგყვები_დაბნეულობისგან როდის გასცა პასუხი თვითონაც ვერ გაიაზრა. თათას  არასოდეს უყვარდა საყიდლებზე სიარული. მიუხედავ იმისა რომ ყოველთვის მოწესრიგებულად და ლამაზად გამოიყურებოდა, ამაზე მარტო ნატუკა ძრუნავდა. თათას უხასიათობის გამო არასოდეს დადიოდნენ ერთად საყიდლებზე. არა და რამდენს ეხვეწებოდა გავერთობითო, მაგრამ ჯიუტი თათა თავისას რომ აიჩემებდა ნატუკაც კი ვერ ათქმევინებდა.
–ხო იცი რა მინდა? მთლიანად რომ შევცვალო გარდერობი. აღარ მომწონს თან უკვე ზამთრის პირველი თოვლიც გავაცილეთ, მე კიდეც ერთი წლის წინანდებებით დავდივარ._ალაპარაკდა თათა და ნატუკას უკვე მართლა ეგონა რომ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა.
–კარგი  ახლა ფასდაკლებაც არის საახალწლო, ორი დღის წინ დაიწყო და ჩვენც კარგად „ვიშოპონგებთ“_ მხიარულობა გადადებული ნატუკამ ჩანთა აიღო და თათას ანიშნა წავედითო.
ვერასოდეს იფიქრებდა თათა  რომ საწიდლებზე სიარული ასეთი სასიამოვნო და სახალისო შეიძლება ყოფილიყო. მარტო მოხუც ქალზე იმდენი იცინა, სასაცილოდ რომ ათვალიერებდა ქალის თეთრეულის ახალ კონექციას და გაურკვეველი მიმართულებით ილანძღბოდა. აშკარად უკმაყოფილო იყო დიზაინერის ნამუშევრით და სალანძღას სიტყვებს არ იშურებდა.
–ვაიმე თათა გავიდეთ აქედან აღა შემიძლია მეტი_ჩუმად სიცილისგან შეწუხებულმა ავალიანმა გახედა თათას. სიცილით გავიდნენ და ასევე მხიარულად მოიარე უამრავი მაღაზია.
თათას სილაღეს ისიც ემატებოდა რომ მისი სახელოსნო დღითიდღე ნორმალურ სახეს იღებდა და მალე დასრულდებოდა. მოსწონდა თიხაზე მუშობა.
ამ დროს ისეთ თავისუფლებას და სიამოვნებას ღებულობდა, საათებით ავიწყდებოდა მისი უფერული ცხოვრება. ნაზი თითებით რომ ეხებოდა რბილ და ფაფუკ მასას გრზნობდა რომ შეეძლო მისთვის რამე სახე მიეცა, რომელიც წლებს დაუძლებდა და მის ყოველ დანახვაზე ღიმილი მოეფინებოდა.
ნიჭიერი და ხელმარჯვე გოგო რომ იყო ამ ფაქტს ისიც ემატებოდა რომ შესანიშნავად ძერწავდა სანთლისგან სხვადასხვა ფიგურებს და ახალ წელს, თითქმის მთელი წლის ნამუშევრებს ყიდდა და ბავშვთა სახლს ეხმარებოდა საახალწლო გარემოს შესაქმნელად.
888888888
დღეები და კვირეები ისე სწრაფად მიილია დეკემბრის ბოლოც მალე მოვიდა და თათა ისევ ლაღად და ხალისიანად შეუდგა საახალწლო სამზადის ბავსვებისთვის. ბევრს ოცნებობდა რომ ლამაზი და ხუჭუჭა ბავშვები ეყოლებოდა. ყველა ერთმანეთზე კეთილები და მხიარულები. არ უნდოდა თავის შვილებსაც ისეთივე მუქი ბავშვობა ქონოდა როგორც მას ახსოვდა. მიუხედავად იმისა რომ არ იცოდა აუსრულდებოდა თუ არა ეს ლამაზი ოცნება მაინც ოცნებობდა და ამითაც კმაყოპილი იყო. თუმცა რა იცოდა ცხოვრება იმაზე ლამაზ ოცნებებს აუხდენდა ჯერ რომ არც ქონდა ოცნებებში წარმოდგენილი.
–გოგო რამდენი ხანია გელოდები სად ხარ?_უკმაყოფილოდ ახედა კაფეში ახლად შესულ თათას ნატუკამ
–კარგი ნუ იცი ხოლმე გამუქება. სულ სამი წუთი დამაგვიანდა_საათს დახედა და უკმაყოფილო გამომეტყველების მეგობარს თვალები დაუქაჩა.
––კარგი ხო_გაიცინა ნატამაც_ ყავას დალევ ხომ?
–აუ კი.
–რას ინებებთ?_ღიმილით კითხა ახალგაზრდა გოგონამ და თეთრი ბლოკნოტის ერთი ფურცელი გადაშალა.
–        იცი ნატა ჯერ ძალიან მშია_გახედა თათამ მეგობარს_ერთი პიცა და წვენი მომიტანეთ_გაუღიმა გოგონას და ტელეფონზე ახლად მოსული შეტყობინება გახსნა.
–        მეც იგივე_ნატუკამაც გაუღიმა მიმტანს და ტელეფონში მოცინარ თათას გაკვირვებით გახედა._თათა რამეს მიმალავ?. ჰა ვის წერ? გამოჩნდა ის იდუმალი ილია?
ილიას სახელის ხსენებაზე სხეულმა იგრძნო როგორ აჩქარდა გულის ცემა და რამოდენიმეჯერ გაიმეორე ტვინმა სახელი „ილია“. თითქმის თვე იყო არ ენახა, მაგრამ წამითაც არ მოუშლია რატომღაც მასზე ფიქრი. თუმცა ხმამაღლა ამაზე არ უსაუბრია ნატასთანაც კი. არ იცოდა ენატრებოდა თუ არა ვერ გაეგო რატომ უნდა მონატრებოდა და თავს აჯერებდა რომ მხოლოდ იმის გამო ეფიქრებოდა მასზე, რომ აინტერესებდა როგორ იყო. ის ფაქტი კი აბრაზებდა თვითონ ილიამ რატომ არ მოისურვა მისი ნახვა. ახლა წესით კარგად უნდა ყოფილიყო. თვითონ მის მოძებნას არ აპირებდა ან რომ მოეძებნა სად უნდა ეპოვა. სახელის გარდა არაფერი იცოდა მასზე.
–        გოგო აქ ვარ_ხელი თვალებთან ახლოს აუქროლა ავალიანმა მეგობარს, თუმცა თათა კვლავ თავის ფიქრებში იყო, უცნაური გამომეტყველებით_ბერიძე სად დაფრინავ?_ ხელი გაკრა და გამოფხიზლდა ჩაფიკრებული თათა.
–        არსად რა გჭირს.? შიმშილმა იცის_ღიმილით გახედა მათკენ მომავალ მიმტანს.
–        იმედია_ ეჭვით შეათვალიერა პიცის მირთმევით დაკავებული ბერიძე. თათა ეტყოდა ნატუკას ყველაფერს რომ ცოდნოდა რა ემრთებოდა, ამიტომაც იკავებდა თავს. არ უნდოდა რომ მეგორისთვის ისე ეთქვა რამე რომ თვითონ დარწმუნებული არ ყოფილიყო.
მის უკან მდგარ მაგიდიდან სადაც ხმაური უკვე რაც შემოვიდნენ მის მერე ისმოდა ინსტიქტურად მიიხედა და მომღიმარი ნაცნობი სახის დანახვაზე ნასიამოვნებს ჩაეღიმა. მამაკაცმა თათას მზერა წამში დაიჭირა და მისი მაგიდისკენ ღიმილით წავიდა.
–თათა როგორ ხარ?_თბილად გადაკოცნა თათა
–კარგად რატი შენ როგორ ხარ?
–მეც არამიშვს._სასაცილოდ აიჩეჩა თმები ნატუკას დანახვაზე.
–ეს ნატუკა ჩემი მეგობარი. ნატა ეს რატია , ილიას მეგობარი_ღიმილით გააცნო კმაყოფილად მომღიმარ ნატუკას.
–სასიამოვნოა _ერთდროულად ჩაილაპარაკეს ორივემ.
–        ილია როგორ არის?_ყოყმანის შემდეგ დასვა სასურველი კითხვა.
–        კარგად არის_ უცნაურად ჩაიცინა რატიმ_კარგი გოგოები უნდა გავიდე. დროებით_ ღიმილის დატოვა გოგნები და თანმხლებ რამოდენიმე მამაკაცთან ერთად დატოვა ბარი.
თათამ  მიხვდა თავი რომ აარიდა ილიაზე საუბარს რატიმ და საკუთარ თავზე გაბრაზდა
“რას ეკითხებოდი, თვითონ გეტყოდა თუ საჭირო იყო“ უჯავრდებოდა თავისთავს.
„ჰმ. თითქმის ერთი კვირა უვლიდი და არც უნდა გეკითხა?! ნუ სულელობ თუ ღმერთი გწამს“ დაამშვიდა ისევ საკუთრი თავი.
–ესეიგი რატი_ფიქრებიდან ნატუკას ჩაღიმებით ჩალაპარაკებამ გამოიყავან.
–რაო მოგეწონა?_ სასცილოდ აუწია წარბი მეგობარს.
–კი დიდი ხანია მომწონს.
–ჰა? საიდან?_ დაჭყიტა თვალები ბერიძემს.
–ჩვენთან უნივერსიტეტში დავინახე რამდენჯერმე. უფრო ზუსტად ეს ბოლო ერთი თვეა ხშირად ვხედავ. ან მარტოა ან ქერა სიმპატიური ბიჭის ერთად არის._ჩუმად უთხრა თითქოს ვინმე უსმენდა.
–არ შემინიშნავს_ გაიკვირვა თათამ და ბოლო ერთი თვე უცნაურად მოსწვდა მის სმენას.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მუშუ
ნანახია: 1838 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar