ვირჩევ ვიყო ბედნიერი 6
10.04.2016, 19:53
რატის კიდევ რამოდენიმეჯერ შეხვდა "შემთხვევით", თუმცა ილიაზე ხმაც არ დასცდენია. თათამ მის შემდეგ აღარ უკითხავს, არადა ერთი სული ქონდა რამე გაეგო მასზე. ადრე თუ ილიას წასვლის შემდეგ მხიარულად იყო და იღიმოდა, ახლა ამ ახლად შეძენილ ჩვევებსაც ივიწყებდა. არ იცოდა თვითონაც რა ემართებოდა, ასეთი მონატრება ჯერ არასოდეს განეცადა. იმდენად ენატრებოდა თვითონაც ვერ ხვდებოდა და აღიარებასაც გაურბოდა, რომ ილიამ ამ რამოდენიმე დღით იმაზე დიდი ადგილი დაიჭირა მის გულში ვიდრე ფიქრობდა.
-თათა გამიხარდა ჩემო ლამაზო შენი ნახვა.-სერიოზული გარეგნობის ქალმა შეეგება შენობაში შესულს და თბილი ღიმილი არ დაენანა სიფრიფანა გოგონასთვის.
-როგორ ხართ ქალბატონო ლილი?-ამ ქალის მიმართ ყოველთვის დიდ სიყვარულს და პატივისცესას გრძნობდა.
-მადლობა არამიშავს, იმდენი საქმეა ამ საახალწლოდ, რომ როდის დამთავდება უკვე ვეღარ ვითმენ-დაღლილი თუმცა კმაყოფილმა უთხრა მის წინ მოკალათებულ თათას.
-ხოდა მაშინ დროულად მოვსულვარ -კაბინეტი მოათვალიერა და ჩანთიდან პატარა კონვერტი ამოიღო.-ქალბატონო ლილი აი თანხა, აქ დაახლოებით 700 ლარამდეა, მეტი ვეღარ შევძელი. ვიცი ეს ძალიან ცოტაა თუმცა გამიხარდება თუ თითო ბავშვი მაინც მიიღებს პატარა საჩუქარს ახალ წელზე.
-რას ამბობ შვილო, იცი ეს ჩვენ როგორ გვეხმარება?-გაკვირვებით გახედა  თათას.-შენ რომ არა და სხვა კეთილი ადამიანები, ალბათ ჩვენს ბავშვებს ახალი წელი საერთოდ არ ექნებოდათ. ეგ აღარ  იფიქრო, შენ ისეთ კეთილ საქმეს აკეთებ-თვალზე ცრემლმორეული ელაპარაკებოდა თათას და მადლიერება ეტყობოდა მის თითოეულ სიტყვას.
-ლილ ბებია ლილ ბებიააა-ტირილით შემოვარდა ოთახში პატარა და პუტკუნა გოგონა.
-რატო ტირი ჩემი ალგელოზი. ანანო ბებია რა მოხდა-შეშინებული მივარდა ბავშვს და ჩაეხუტა. თათამაც ფეხზე წამოვარდა ბავშვის ხმაზე.
 -ბე..ბიი..აა -ტირილი უკვე სლუკუნში ჰქონდა გადაძრდილი.
-დაწყნარდი ანანო შვილო, მითხარი რატო ტირიხარ რამე გტკივა.-გაუგებრობაში ჩავარდნილმა ქალმა როგორ დაეწყნარებია ბავშვი ვერ გაეგო.
-მე მარიმ მითხ...რა რომ ახალ წელ...სს ის ძია არ წამიყვანდა-თანდათან უმატებდა ტირილს. თათას გული მოეწურა. დაიხარა და მომტირალ გოგონა ლამაზ და დიდრონ შავ თვალებში გასამხნევებლად ღიმილით ჩახედა.
- არ იტირო პრინცესა. აბა მოდი ჩემთან-პატარა ხელში აიყვანა და იქვე დივანზე ჩასოჯდა ბავშვი კი მუხლებზე დაისვა.
-ვი..ცი მე მა..რ..იიმ სისართ..ლე მითხრა. არ წამიყვანს მე ჩემი ძია დავეკ...ააარგე და ვერ მიპ...ოვააა-თათას მკერდზე თავი კომფორტულად მოაკალათა და ამჯერად დაბალ ხმაზე მატრამ მაინც განაგრძო ტირილი.
-არა ჩემო ლამაზო არ იტირო დაწყნარდი.-ღიმილით დახედა და ცრემლები მოწმინდა.
-მე ძიამ იცი რა მითხრა?-ამჯერად ღიმილით ახედა თათას და ცრემლები თავისითაც მოიწმინდა.
-აბა რა ლამაზო ფერია?
-ახალი წელი ჯადოსნურია და სურვილები ხდებაო. ხოდა მე მინდა ჩემი ძია მოვიდეს და წამიყვანოს.მე ხომ კარგად ვიქცეოდი -ისევ თათას მკერდძე დადო თავი და დაღლილმა თვალები დახუჭა.თათას იმდენად ეტკინა გული, იმნდენა ეცნო პატარას განცდები რომ ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.
 -ორი თვეა მოიყვანეს. ჯერ ვერ ეგუება ახალ გარემოს სულ ძია წამიყვანს გაიძახის.-კარებთან მდგარმა ლილიმ სევდიანად გადახედა ჩაძინებულ გოგონას.
-არ მესმის შვილი როგორ უნდა მიატოვო. ასეთი ციცქნა და ანგელოზი.-ისე ტიროდა ვეღარ ჩერლებოდა.
-მშობლები დიდი ხნის გარდაცვლილი ყავს. მეურვე კიდე მის გაყვანას ქვეყნიდან და უცხოეთში გაყიდვას უპირებდა. საზღვარძე დაიჭირეს, ანანო კიდე ჩვენთან მოიყვანეს.-მოუყვა პატარას ისტორია და თათას ისეთი სურვილი გაუჩნდა მისი წაყვანის და გაფრთხილების ძვლებშიც გასტანა.
-მე წავიყვან-უთხრა მოულოდნელად ქალბატონ ლილის.
-კი მაგრამ შვილო არ გამოვა.
-რატომ მოვუვლი და საკუთარივით გაუფრთხილდები.-ცრემლებს იწმენდდა თათა.
-კი მჯერა შვილო შენი, მაგრამ ასე ადვილი არაა წაიყვანო პროცედურები აქვს ამ ყველაფერს თავისი, თან შენ სწავლობ, მუშაობ, მეუღლე არ გყავს და გაგიჭირდება, არ არის ბავშვის გაძრდა ადვილი.
-შევძლებ ქალბატონო ლილი-მუდარით გახედა.- სულ თვალის ჩინივით გაუფრთხილდები.
 -თათა მისმინე შვილო, მე ეჭვი კი არ მეპარება იმაში რომ კარგად მოუვლი, უბრალოდ მისი მეურვის სასამართლო არ ყოფილა, დანაშაულს თუ ვერ დაუმტკიცებენ ანანოს მიაკითხავს. ხომ გესმის თათა
-როგორ, დამნაშავეს უნდა ანდონ ბავშვი? არ გავატან!-უფრო მაგრად ჩაიხუტა მძინარე ანგელოზი.
 -თუ ბრალი ვერ დაუმტკიცეს ალბათ წაიყვანს.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. თათამ ლოყაზე აკოცა პატარას და უკვე გრძნობდა რომ სიგიჟემდე უყვარდა ანანო. ამ ბავშვში თავისი თავი დაინახა ნაწილობრივ. ის არ გაზრდილა ბავშთა სახში და არც ერთი დღე ყოფილა სხვაგან თუმცა მაინც ეკლო სითბო. ბებია კი სიგიჟემდე უყვარდა, თუმცა ქეთოც თავისებური ქალი იყო და ბავშვის მიმართ სიყვარულს არ გამოხატავდა, მაგრამ შვილიშვილი მასაც ძალიან უყვარდა. თვისებურად.
-მაგრამ– ღიმილიანად ჩაილაპარაპა ქალბატონმა ლილიმ და საბუთებიდან თავი ასწია.-შეგიძლია ახალი წელისთვის წაიყვანო, რადგან ეხმარები ჩვენს თავშესაფარს ამის უფლებას მოგვცემენ.
-კი წავიყვან.-ბედნიერება გამოესახა სახეზე.
 
88888
უკვე მერამდენე კოლოფი გამოცალა. ნერვიულად ათამაშებდა მარჯვენა ფეხს და სიგარეტს რამოდენიმე წამის გამოტოვებით უშვებდა ფილტვებში. ეს უკვე მეორე კოლოფი იყო, არ უნდოდა მოეწია თუმცა სხვანაირად ვერ ჩერდებოდა, თითქოს ფიქრში ეხმარებოდა არა და  არეულ ფიქრებს უფრო მეტად ურევდა. უყურებდა სიცივისგან დაცარიელებულ ქალაქს, მაგრამ გულს უფრო მარტო გრძნობდა. უკვე რამდენიმე კვირა ასე გარიდებულად არის ყველასგან და მარტოობას, მარტო მის გარეშე გრძნობს. რომ არა ნია უკვე დიდი ხანია გადაიაკრგებოდა ამ ქალაქიდან და შეეცდებოდა უფრო შორს ყოფილიყო. ის გრძნობა რომ ერთ ქალაქში იყვნენ, ერთ ჰაერს სუნთქავდნენ და მისი ნახვა არ შეეზლო სულს უფორიაქებდა. მისი თითოეული ქმედება ხომ სიგიჯემდე უყვარდა და აფასებდა მის სათნო და მიამიტ გულს. ჯერ კიდევ მასთან ყოფნისას გაიგო ყველაფერი მასზე და უფრო და უფრო აფასებდა იმ ნაზ და პატარა გოგონას ასე რომ არია მისი ყოველი ღამე. ახლავე მივიდოდა და ყვეფერს ეტყოდა თუმცა მისი ასაკი აფერხებდა ჯერ კიდევ პატარა იყო იმისთვის რომ ამდენი მოვალეობები დაეკისრებინე თათასვის.
–მამა_ოთახში ხუჭუჭა და შავთვალება გოგონა შემოტანტალდა ფეხშიშველი და პამპერსის ამარა. უკვე სამი თვეა რაც მარტო ზრდის ნიას. მანამდე  მისი არსებობაც არ იცოდა.თუმცა ერთელაც გამოეცხადა მისი კარგა ხნის დაკარგული საყვარელი და გამოუცდა რომ მისი შვილი იყო პატარა გოგო, რომელიც საწყლად უყურებდა ილიას. არ დაიჯერებდა სასწაულად რომ არ გვანებოდა. ქალამა ბავშვი დაუტოვა და წავიდა. მერე გაიგო რომ ავად იყო და გარდაიცვალა ნიას დედა.რამდენი იბრძოლა ბავშვი რომ მასთან ყოფილიყო, ბოლოს რომ ვერაფერს გახდა „მაყუთიან“ ხალხთან ბავშვშვშ ხელი დაავლო და წამოიყვანა. საკმაოდ საშიში ხალხი იყო და როგორც ილიამ იცოდა ბავშვებს იყენებდნენ სხვადასხვა ბინზურ საქმეებში. კანონით რომ ვერაფერს გახდა ამიტომას წაიყვანა და წავიდა, მის შემდეგ არ დაშორებია ბავშვს, იმას თუ არ ჩავთვლისთ რომ თათასთან იყო ერთი კვირა, მაშინაც სასწაულად ენატრებოდა.
–ნია! მამა რამდენჯერ გთხოვე რომ სიცივეა და არ შეიძლება ასე სიარული, გაცივდები._ დაიხარა და ხელში აიყვანა პატარა გოგონა რომელიც ასე უთბობდა თითქოს გაყინულ გულს.
–მამა იცი _შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა და თავი უფრო დახარა.
–რაო მამა მოხდა რამე?_ თმები გადაუწია და თავზე ნაზად აკოცა.
–ახლა რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდები დამპირდი რაა?_ საცყლად ახედა მამას და თვალებიდან ისის იყო ცრემლებიც წამოუვიდოდა.
–გპირდები_ღიმილი მოეფინა სახეზე და უკვე იცოდა რომ ამ პატარა ჭინკამ უკვე რაღაცის გაფუღება მოახრხა.
–აი გუშინ რომ რატი ბიძია იყო მოსული_ უკვე იმით გახარებული რომ მამა არ გაუბრაზდებოდა თამამად დაიწყო საუბარი
–მერე მამა_ ღიმილის ვერ იშორებდა სახიდა მისი სასაცილო საუბრის მოსმენის გამო
–მერე ის რომ შოკოლადი მომცა. მე კი არ მინდოდა_ გაკვირდებით გააქანა თავი_ თვითონ მომცა სულ ძალით. და ასე მითხრა მამა რომ არ იქნება ჭამეო.
–მერე_ სახე დაისერიოზულა ილიამ არა და ერთი სული ქონდა როდის გაეცინა მთელი გულით პატარას სახეზე.
–მერე ის რომ ვჭამე. კი არ მინდოდა მამა?! შემომეჭამა. აი ხომ დავდე კარადაზე მაგრამ იცი რა ისე საწყლად იდო მარტო რომ შემეცოდა და შემომეჭამა_ სახის ნაკვთებბის სასცილოდ ამოძრავებას არ თმობდა. ილიამ უკვე სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა შვილის მონაყოლზე.
–კარგი გაპატიებ_ და ბავშვის ფუტკუნა ლოყებს ხმაურით აკოცა.
–ვიცი მამა რომ მაპატიებ მაგრამ მუცელი მტკივა_ უკვე ვეღარ შეიკავა ცრემლები და ლამაზი თვალებიდან ნელა ჩამოგორდა აწითლებულ და პუტკუნა ლოყებზე. გამოცდილ მამობას ვერ დაიბრალებდა და ნამდვილად არ იცოდა რა უნდა გაეკეთბინა. შეშინებული გახედა ნიას და ბავშვმა უფრო უმატებდა ტირილს. ნელა მიადო შუბლზე ტუჩები საკოცნელად თუმცა მაშინვე ცხელი შუბლი შეეგება და ისედაც ანერვიულებული ილია უფრო ანერვიულად.
–მამა არ იტირო კარგი. ახლა ბებიას დავურეკავთ და ის მოგვხედავ კარგი მამა?_ამშვიდებდა ბავშვს. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ნაცნობი ნომერი აკრიფა და რამოდემი ზარის შემდეგ ნაცნობი და საყვარელი ხმა გაისმა ყურმილის მეორე მხრიდან.
–გისმენ ილია.
–დედა როგორ ხარ?
–კარგად შვილო. ახლახანს ჩავედი სოფელში. თომა ბაბუა არის შეუძლოდ და მის სანახავად ჩამოვედით მე და დეიდა ნარგიზი. თქვენ როგორ ხართ ნია როგორ რის.?
–კარგად დედა კარგად არის. კარგი წავედი მერე დაგირეკავ._ დედამის ახლა ვერაფერს ეტყოდა, თამარი ინერვიულებდა და ვერც მოსვლას მოახერხებდა, იცოდა სოფელში ტრანსპორტი რომ იშვიათად დადიოდა და ჩამოსვლას რამოდენიმე დღე ვერ მოახერხებდა. პატარა ხელში აიყვანა და ოთახიდან გავიდა. უყურებდა როგორ კანკალით აცმევდა შვილს და ნერვიულობა უფრო ემატებოდა.
–მამა ძალიან მტკივა_ტირილს არ წყვეტდა ბავშვი და ილია ნერვიულობას.
–ახლა წავალთ მამა ექიმთან და ყველაფერი კარგად იქნება კარგი?!_ პატარა ხელში აიყვანა და სახლიდან ისე გავარდა კარებიც არ დაუკეტია.
–გიგი  ბავშვი ცუდადაა მემეგონი მოიწამლა  სავამდმყოფიში მიმყავს იქ მოდით რა პირდაპირ.
–გაგიჯდი ილია იცი იქ რომ ბავშვით გამოცხადდე ეგ უნდა ირაკლის მეტი კი არაფერი
–შენ ბიჭო აბა ნახე შ.. ხომ არ გაქ?რა ირაკლი  ბიჭო ბავშვი ცუდადაა მეთქი ეგ მაინტერესებს შენი აზრით ახლა.?_ სიბრაძისგან ვერც ხვდებოდა როგორ მაგრა უჭერდა ტელეფონს ხელს.
–ბავშვის გამო გეუბნები_ხმამაღლა უყვირა ყურმილის მეორე მხრიდან გიგიმ_ შესასვლელეთან დაგხვდები_ ჩაყვირა ტელეფონში და გაუთიშა.
სავაამყოფომდე როგორ მივიდა არ ახსოვს. მანქანიდან გადავიდა და უკანა სავარზელზე მწოლიარე გოგონა ხელში აიყვანა და შესასვლელისკენ გაემართა, გზაზე რატი და გიგი რომ გადაუდგნენ.
–მომეცი ბავშვი მე შევიყვან! _ მკაცრად უთხრა რატიმ და ილიასკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
–გაიწიე მე თვითონ შევიყვან_გვერდის ავლა სცადა თუმცა გიგიმ გადაეღობა.
–ილია ახლა ჯიუტობის დრო არ არის, მიეცი ბავშვი რატის_ დაბალი ხმით უთხრა გაბრაზებულ მეგობარს და რომ მიხვდა ილია ბავშვის დათმობას  არ აპირებდა, თვითონ წაიწია და ბავშვი ხელიდან გამოართვა. რატის მისცა და ანიშნა წასულიყო. ილიამ ნერვიულად მოისვა თავზე ხელი და მანქანისკენ მიტრიალდა.
–არ ინერვიულო კარგად იქნება. წამოდი მანქანაში დაველოდოთ_მხარზე ხელი დაკრა ნერვიულად მოსიარულე მეგობარს და მანქანისკენ ანიშნა.
საკუთარ თავზე ბრაძობდა რომ არ შეეძლო შვილის გვერდით ყოფილიყო თავს ნერვიულად და რიტმულად ურტყამდა მანქანის სავარზელს და რატის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა.
–წყალს ვიყიდი და მოვალ._ დაღლილი ხმის უთხრა გიგიმ და მანქანიდან გადავიდა. ილიამაც თავი ნელა წამოწია და მანქანის ჯანჯრიდან სივრცეს გახედა.
ახლა როგორ უნდადა თავი გოგონასთან ყოფილიყო, ალბათ როგორ ეშინოდა ნიას მას კიდევ არ შეეძლო შესულიყო და შვილის გვერდით ყოფილიყო. რატის ენდობოდა საკუთარ თავზე მეტად, უბრალოდ მის იქ ყოფნას მაინც საჭიროდ თვლიდა. მანქანიდან ნელა გადავიდა, მის წინ უკვე ღამის განათებით ანთებულ თეთრ შენობას ახედა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისევ უკენ დაიხია.
თავიდან ეგონა ეჩვენებოდა, მაგრამ მერე სულ უფრო რომ უახლოვდებოდა მოცინარი და ბავშვთან საუბარში გართული თათა დარწმუნდა, რომ მართლა ის იყო. ერთი თვის განმავლობაში არ უგძვნია ისეთი მონატრება იმს წამს რომ განიცადა თათას დანახვით.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მუშუ
ნანახია: 2259 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar