ვირჩევ ვიყო ბედნიერი 7
10.04.2016, 20:03
-თათიკო რომ დაგიძახო შეიძლება?-მორცხვად ახედა ანანომ თათას.
 -კარგი მე ანოს დაგძახებ.კარგი?-ღიმილით გაუწოდა ხელი პატარას.
-კარგი-კისკისით შეაგება თავისი პატარა და სუსტი თითები თათას და უფრო გადაიკისკისა. თათას ისე ახარებდა ანანოს მხიარული და გახარებული სახე ეგონა ყველაძე კარგ საქმეს აკეთებდა დედამიწაზე. აკეთებდა კიდეც!
- თათიკო შენ გყავს დედა?-იმდენად მოულოდნელად კითხა ბავშვმა ღიმილი სახეზე მიეყინა. არ ელოდა. ასეთ კითხვას ანანოსგან ახლა არ ელოდა,შეიძლება სახლში კი მაგრამ აქ? არა. ვერ მოიფიქრა რა ეპასუხა, იმდენად დაიბნა.
-იცი ანო,  დედაჩემი აი იქ არის-ცისკენ მიუთითა პატარას და ორივემ ერთროულად აიხედა ცაში.
 - შენი დედიკოც ვარსკვლავია?
-კი ისიც ვარსკვლავია.
 -დედაჩემიც. აი ის ვარსკვლავია ყველაზე კაშკაშა რომ არი აიიი ისს ხედავ?-თითს მაღლა წევდა და თათას ყველაზე ლამაზ და კაშკაშა ვარსკვლავზე უთითებდა.
-ხო დედაშენი ძალიან ლამაზი ყოფილა.-ღიმილით უთხრა და თავზე ხელი გადაუსვა.
-კი. შენც დაინახე ხომ რომ ლამაზია? -აციმციმებული თვალებით ახედა მასზე გააცილებით მაღალ თათას.-აი ირაკლის ცოლი სულ მეუბნებოდა რომ ძალიან ცუდი დედა მყავდა და ის რომ მოკვდა ჩემი ბრალი იყო მე ვატკინე რომ . დავიბადე.-თვალებიდან ცრეილები გადმოსცვინდა.
თათას შეაცია პატარას სიტყვებზე იმდენად მოაწვა ბრაძმა და შეშფოთებამ რომ ის ქალი აქ ყოფილიყო ვერ გადაურჩებოდა. როგორ შეიძლებოდა ბავშვისთვის მსგავსი რამის თქმა, ეს ხომ ცუდად იმოქმედებდა მის ფსიქიკაზე.
-შენი დედიკო ყველაზე ლამაზია და შენ არ ხარ დამნაშავე არაფერში.-პატარასკენ დაიხარა და პატარა მხრებზე მისი სუსქი მკლავები შემოხვია.-არ იტირო კარგი თორე დედას ეწყინება ეგრე რომ ფიქრობ.
-მართლა?
-ხო და შენც დედასავით ლამაზი ხარ-ცრემლები მოწმინდა პატარს რომ უსველებდა სახეს.-ახლა წავიდეთ მაღაზიაში და ბევრი ტკბილეული ვიყიდოთ კარგი.?
-კი კი თათიკო ბევრი-გადაიკისკისა და ხელები განზე გაშალა, ბევრის ნიშნად.
უამრავი შეკოლატი და ტკბილეულობა იყიდეს დიდ სუპერმარკეტში. ანანოს სიხარულს საზღვარი არ ქონდა თათამ ლამაზი თოჯინა რომ უყიდა. თათასაც იმნდენად უხაროდა და სიამოვნებდა პატარას მხიარული და  ბედნიერი სახე. ხვდებოდა რომ ამაზე კარგ რამეს ვერასოდეს გააკეთებდა და ეს პატარა არსება უფრო და უფრო უყვარდებოდა.
თითქმის ბნელდებოდა სახლის გაზაზე ანანოს საუბარზე გულიანად რომ იცინოდა და თან შოკოლადს იყოფდნენ.
იმ წამს გონს ვერ მოვიდა, ვერ ის მიხვდა ასეთი საშინელი ხმა რას შეიძლებოდა ქონოდა. იმდენად დამაყრუებელი და საშინელი ხმაური ატყდა, ერთი რაც მოახერხა ანანოს ხელში აყვანა და მიხუტება იყო. ვერც ის გაიგო როგორ მიიხუტა ვიღაცამ და ბავშვი როგორ გამოართვა, ვერც ის გაიზარა როგორ აღმოჩდა სრულიად უცხო მანქანაში.
გონს მაშინ მოვიდა და გონებამაც მუშაობა მაშინ დაიწყო ანანო გულიანად რომ კისკისებდა რაღაცაზე,  ვიღაც კი  ნაზად და შემჩნევლად როგორ ეფერებოდა მის თმებს.
–თათა კარგად ხარ?_ფრთხილად გადაუსვა ილიამ თათას თმებზე ხელი. თათას ეგონა ეჩვენებოდა ეს ხმა ან სიზმარში იყო. ვერ გაიგო რა მოხდა,ვერაფერი გაიგო.
–თათა რა გჭირს შემომხედე._ამჯერად ოდნავ ხელიც გარტყმაც იგრძნო ლოყაზე. გონს მოვიდა. უფრო სწორად გონს ისედაც იყო უბრალოდ ისე გაშტერებული ქონდა თვალები ყველა შეაშინა.
–რა მოხდა?ანანო?_შეშინებულმა წამოიძახა და იქვე არსებული სივრცე მოათვალიერ, იმ წამს გახსენებული ბავშვის გამო და შერჩხა აქამდე რომ არ ახსოვდა ანანო.
–აქ ვარ თათიკო._მოეხვია მის გვერდით მყოფნა ბავშვმა.
–ვაიმე ანანო ჩემი გოგო კარგად ხარ?_ბავშვი მოიშორა და ანერვიულებულმა შეათვალიერა რამე ხომ არ ჭირდა._რა მოხდა?_ამჯერად გვერდით გაიხედა. მხერა საიდანაც ამდენი ხნის განმავლობაში გრძნობდა მზერას, მთელ სხეულში რომ ცეცხლს უკიდებდა. იცოდა რათქმაუნდა გონს მოსვლისთანავე მიხვდა ვინც იყო მის გვერდით თუმცა იმ წამს ბავშვის არსებოდა უფრო ადარდებდა. ეგონა გულმა ფეთქვა შეწყვიტა ილიას თვალებს რომ შეეჩეხა, ჩაწითლებული, დაბერილი და სევდიანი რომ იყო, მაგრამ მასში მაინც დაინახა რაგაც სხივი, სხვანაირი სულ რომ გამოყოფდა მის გრძნობებს და ისეთი თათას რომ ვერ გაეგო.  თათა  იმდენად გაუხშირდა სუნთქვა მკერდის სწრაფად აყოლებდა ჩასუნთვა–ამოსუნთვას. ეგეონა ახლა ამოხდება და ვერ დავიჭერო. ელოდებოდა რომ ილიასთან შეხვედრა მისთვის „სხვანაირი“ იქნებოდა მაგრამ ასეთი რეაქციაჩ თუ ექნებოდა მაგას ვერ იფიქრებდა, ასე თუ დაეტყობოდა.
–თათა კარგად ხარ? გიგი წყალი მომაწოდე._ საჭესთან მჯდარ მეგობარს გახედა დამოწოდებული წყლის პატარა ბოთლი გამოართვა._აი დალიე.
თათამ  უსიტყვოდ გამოართვა, ისე რომ მისი თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია და წყლის პატარა ბოთლი ტუჩებთან ახლოს მიიტანა. ძლიერ დამუხრუჭების ხმაზე მოვიდა გონს, ტუჩებთან მიტანილი წყლის ბოთლი ხელიდან გაუვარდა და  შარვალზე „ურცხვად“ დაეღვარა. უცებ უფრო მოვიდა გონდა გამოერკვა ყველაფერში და ახლა მომხდარის გაანალიზება დაიწყო. მაიცნ ვერაფერი მიხვდა რისი ხმაური იყო და როგორ აღმოჩდა მანქანაში და რა უნდოდა აქ ილიას.
–        რა მოხდა მეტყვის ვინმე_ ხმადაბლა და შეპარვით იკითხა.
–        ახლა არა სახლში რომ მივალთ მაშინ_ გაიგონა ილიას გაბრაზებული ხმა
–        რას ნიშნავს სახლში მივალთ?_ვერ გაიგე რას ნიშნავდა „მივალთ“
–        მაგასაც რომ მივალთ მაშინ გაიგებ_მკაცრად უთხრა ილიამ და წინა სავარზელზე რატისთან მჯდომი ბავშვი გადმოიყვანა და კალთაში ჩაისვა.
 
88888888
 
უკვე საათზე მეტი იყო რაც პატარა  ბინაში მივიდნენ, ბიჭიბმა დატოვეს თათა და ბავშვები, თვითონ კი  მაშინვე გავიდნენ სადღაც. თათა ვერაფერს მიხვდა თუმცა ერთი რამე დაზუსტებით იცოდა უკვე აღარაფერი იქნებოდა ისე როგორც აქამდე იყო.
საწოლზე მწოლიარე პატარა გოგონას გახედა და მის გვერდზე მჯდომ ანანოს რომლებიც გულიანად იცინონდნენ დიდი ხნის ნაცნობებივით. ახლა მიხვდა თათა , რომ ეს ორი ბავშვი „საეჭვოდ“ შევიდა ასე მალე ერთმანეთთან კონტაქტში. პატარებს გაუღიმა და ფანჯარასთან მისვლა გადაწყვიტა. ფეხძე წამოდგა და ფანჯრისკენ დაიძრა, ბინის კარი რომ ხმაურით გაიღო და ილია, რატი და გიგი ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ. თათამ იმ წამსვე  შეამჩნია გიგის არეული პერანგი და რატის სისხლიანი ხელი.
–რატი  რა მოხდა?_ შეშინებულმა იკითხა და ხელზე ანიშნა
–არაფერი ერთს ჭკუა ვასწავლე_გაიცინა რატიმ და ხელი ჩაიქნია არაფერიას ნიშნად._წამოდით პატარა ჭინკებო ოთახში ცოტა ვითამაშოდ.
–        ნია რომ ავად არის ძია რატი?_ საწყლად იკითხა ანანომ და ნიას გახედა.
–        არაფერი ისეთი რომ ვერ ითამაშოს._სიცილით უთხრა რატიმ და ნიაკო ხელში აიყვანა. თათას იმდენად გაუკვირდა ანანოს ქცევა დიდი ხნის ნაცნობებივით რომ გაუშინაურდა არა და წესით პირველად უნდა ხედავდეს ბავშვი ყველს. გაკვირვებული მზერა გააყოლა,  ოთახსი მივალ ბავშვებს და რატის.
–        ანანო_დაიწყო გიგიმ, მიხვდა რომ თათა ძალია გაუგებრობაში იყო._ანანო ჩველი .. მოკლეთ თავიდან დავიწყებ_ და ილიას გახედა რომელიც ფანჯარაში იხედებოდა.
–        გიგი მე მოვუყვები ყველაფერს._ არც შემობრუნებული ილია .
–        დარწმუნებული ხარ?
–        კი.
–        კარგი მაშინ მე გავალ რამეს მოვამზადებ ბავშვებს მოშივდებოდათ თან ნიას წამალი აქვს დასალევი_სიცილით წამოდგა ფეხზე გიგი _ ნუ მიყურებ თათა ეგრე მეც ვიცი რაღაცეების კეთება_ გაუღიმა გაკვირვებულ თათას და სამზარეულოს კარებისკენ გაეშურა.
ილიამ იცოდა ახლა ყველაფერი უნდა მოეყოლა თათასთვის. თავიდან ბოლომდე. როგორ არ უნდოდა ამ შარსი მისი გახვევა როგორ ერიდებოდა, მაგრამ მაინც მოხდა ის რაც არ უნდოდა, ახლა ვერაფერ შეცვლიდა. მთავარი ის იყო რომ თათა და ბავშვები უსაფრთხოდ ყოფილიყო.
–        ნია ჩემი შვილია_ დაიწყო საუბარი და თან თათასკენ შემობრუნდა_ თათს გაუკვირდა. არ ელოდებოდა ილიას თუ შვილი ყვარდა.მაგრამ ბავშვი რომ საოცრად გავდა ფაქტი იყო._ სამი თვის წინ გავიგე მისი არსებობოის შესახე. დედამისი კარგა ნის ნანახი არ მყავდა ერთ საღამოს გამომეცხა და მითხრა რომ შვილი მყავდა და სამი წელი მიმალავდა._აგრძელებდა– მოკლედ ავად იყო ნიას დედა და ბავშვის დასატოვებლად მოვიდა. იმდენად გამიკვირდა ვერც კი წარმოვიდგენდი შვილი რომ მყავდა. არც დავიჯერებდი ასე საშინლად რომ არ მგვანებოდა მე და ჩემს დას. რომელიც რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვა._ სევდიანად გაიხსენა და დივნის კიდეზე ჩამოჯდა._ მოკლედ ნიას დედამისი არ იყო კარგ ხალხში გარეული. ბავშვებით ვაჭრობდნენ, ან მათი მეშვეობით არ ვიცი როგორ მაგრამ გადაჰქონდათ ერთი ქვეყანიდან მეორეში ნარკოტიკები .ალბათ კაპსულებს აყლაპინებდნენ ხომ ხვდები_ ხმაში სიბრაზე ეტყობოდა და მუშტებსაც მაგრად უჭერდა თითქოს ვინმესთვის დარტყმა უნდოდა.
–        რას ამობობ ილია ეგ როგორ შეიძლება_ პირზე ხელი აიფარა თათამ და უკვე ხვდებოდა რის თქმასაც აპირებდა ილია.
–        ხო არ შეიძლება მაგრამ ეგრე იყო_ თავი მაღლა წამოსწია და ჩაწითლებული თვალეით შეხედა მის წინ მჯდარ თათას._ ნიაკოს გამოყენებასაც აპირებდნენ ამ ყველაფერში. თუმცა მე გამოვჩნდი რასაც არ ელოდებოდნენ. ალბათ ხვდები რომ ძლიერი გავლენა ქონდათ და კანონით ვერაფერს გახვდი ვერ გაუმტკიცე რომ ბავშვი მართლა ჩემი იყო. _აგრზელებდა_ და გადავწყციტე ბავშვის ერთად გავმქრალიყავი და შორიდან, შეუმჩნევლად და უხმოდ მომეღო ბოლო მათთვის.
–        მაშინ დაჭრილიც მაგიტომ იყავი?_ ფეხზე წამოგდა თათა და ნერვიულად სიარული დაიწყო ოთახში. ილიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.– რამოხდა მაშინ?_ისევ იკითხა თათამ და მის წინ გაჩერდა
–        მნიშვნელობა არ აქვს მაშინ რა მოხდა. მოკლედ გეტყვი რომ ანანოც იმ ხანხში იყო გარეული. მშობლები მალე დაეღუპა და მეურვეობა არ ვიცი იმ ნაბ.. როგორ აიღო, მაგრამ მის გამოყენებასაც აპირებდა. მისი წამოყვანაც მინდოდა თუმცა ვერ მოვახერხე დამჭრეს. მერე სულ დავკარგეთ. ახლა კიდევ შენთან ერთად ვიპოვე._ისევ შეცვლილი თვალებით შეხედა თათას. ალბათ ილიას მზერაზე ადგილზე მიეყინა და სულთქვაც დაავიწყდა იმდენად არაბუნებრივარ მოქმედებდა მასზე ილიას მზერა.
–        ყავას დალევ თათა_ოთახში თავი შემოყო გიგიმ და გაშეშებული თათაც გონს მოვიდა.მიტრიალდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
–        სად იპოვე ანანო ან შენთან რა უნდოდა?_ ფეხზე წამოგდა ილია და რამოდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას, მას შემდეგ რაც გიგი დაბრუნდა სამზარეულოში.
–        მე .._დაბნეულმა ამოილაპარაკა დაბალ ხმაზე და ილიას მზერა გაუსწორა_ თავშესაფარში.._ იმდენად აბნევდა ილიას თანდათან მოახლოებული სხეული რომ სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
–        რა თავშესაფარში? _ ილია, კიდე ნაბიჯებს არ წყვეტდა და პირდაპირ თათას წინ გაჩერდა. იმდენად ახლოს იყო მამაკაცი ვერაფერზე აზროვნებდა ისიც არ ახსოვდა რას ეკითხებოდა. ილია თათს წინ გაჩერდა და მისი ჩამოშლილი თმა ყურ უკან გადაუწიე. თავს ვერ აკონტროლებდა იმდენად უნდოდა ჩახუტებოდა ამ სიფრიფანა სხეულს.
–        თათა _ ისევ შეცვლილი ხმის ჩაიჩურჩულა მისი სახელი და წინ ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია.
–        თათა ..ღმერთო როგორ მინდა ახლა გაკოცო იცი?_თანდათან ამცირებდა მანძილს მისი და თათას  ბაგეებს შორის. თათა კიდე სრულიად გათიშული ელოდებოდა ილიას შემგედ მოქმედებას. გული კიდე გაბმით ყვირიდა „აკოცე.. აკოცე“.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მუშუ
ნანახია: 2234 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar