Endless love
11.04.2018, 21:52
თავი 1
წლები გადის და ასე მგონია მაღვიძარას ხმას ვერასდროს მივეჩვევი. მითუმეტეს ახლა, როცა ლონდონში ვარ და ეს ამინდიც თავისთავად ძილისკენ მომიწოდებს, მაგრამ რას ვიზამ მოვალეობა მიხმობს.
ანი დადიანი, 19 წლის. მარკეტინგს და მენეჯმენტს ვსწავლობ და მეორე კურსზე გადავწყვიტე ლონდონში გამეგრძელებინა სწავლა. ჩემმა ძმამ, ვაჩემ ბევრი იწუწუნა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მას რომ კითხოთ, უნდა სულ გვერდით ვყავდე, მაგრამ ახლა ხშირი სტუმრობით და ყოველდრიური კონტაქტით იცხრობს მონატრებას, როგორც მშობლები და მეგობრები.
ღმერთო ჩემო, ერთ საათში გასაუბრება მაქვს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში. ელვის სისწრაფით წამოვხტი საწოლიდან, აბაზანაში შევვარდი და თავი მოვიწესრიგე, მუქი ლურჯი წელში გამოყვანილი ქვედაბოლო, მისი შესაფერისი პიჯაკი და თეთრი მაისური ჩავიცვი, თეთრ მაღალქუსლიან ფეხსახმელზე შევხტი, ჩანთას და გასაღებებს ვტაცე ხელი და გავვარდი სახლიდან. მომიწევს ყავა გზაში ვიყიდო.
როგორც იქნა მივაღწიე, მანქანა დავაპარკინგე და შუშის მაღალ შენობაში შევედი. მოსაცდელში რომ ვაკვირდები ამ გოგონებს, რაღაც არ მგონია იმავე საქმისთვის იყვნენ აქ, რისთვისაც მე ვარ. ჩემი სახელი გამოაცხადეს, შევდივარ და ვცდილობ არ შემეტყოს რამდენად გამიკვირდა ასეთი ვიზუალის ადამიანის დანახვა. მაღალი, ქერა მწვანე თვალებით, ნავარჯიშები სხეულით და ულამაზესი ღიმილით, თან მისი აქცენტი. მერე რა რომ ქერები ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, თვალს მაინც უხარია.
— დაბრძანდით. მე დენიელი მქვია.
— მადლობა. ანი.
— თქვენი რეზიუმე საკმაოდ შთამბეჭდავია. რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთან მუშაობა?
— ჩემი პროფესია მიყვარს და მინდა ამ სფეროში ვიმუშაო. თქვენი კომპანია კი ძალიან წარმატებულია და ვფიქრობ შესაბამისი გარემოა განვითარებისთვის.
— რომ იცოდე რამდენი ხანია ამ პასუხს ველი, უკვე იმედი მქონდა დაკარგული. გაიცინა, საქაღალდე დახურა და განაგრძო. - შეგიძლიათ ხვალვე დაიწყოთ მარკეტინგის მენეჯრის პოზიციაზე მუშაობა. ხო კიდევ, ჩემ გარდა ერთი უფოსიც გეყოლება, ახლა პარიზშია კომპანიის საქმეებზე, მაგრამ ერთ კვირაში დაბრუნდება და გაიცნობ. სულ ეს იყო, ხვალამდე.
დავემშვიდობე და სახლში წამოვედი. დღეს ლექციები არ მაქვს ამიტომ ლეპტოპს ავიღებ და ჩემს მეგობრებთან ლაპარაკით გულს ვიჯერებ.

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც მუშაობა დავიწყე. მე და დენიელი ასეთ მოკლე დროში ძალიან დავმეგობრდით, არცაა გასაკვირი ისეთი მხიარული და თბილია. მის გვერდით ვერ მოიწყენ. დღეს ჩემი მეორე უფროსი უნდა მოვიდეს, რომელუც თურმე დენის საუკეთედო მეგობარია.
კომპანიის შენობაში შევდივარ, თან ყავას ვსვამ და თან ჩემს კურსელს ველაპარაკები ტელეფონით. ლიფტის ღილაკზე ვაპირებდი თითის დაჭერას, ჩემზე ერთი თავით მაღალი, საოცარი აღნაგობის მამაკაცი რომ დამეჯახა და ბოდიშიც არ მოუხდია ისე შეაბიჯა გაღებულ კარებში.
— არ შემოხვალთ? - ღმერთო როგორი ბოხი და განსხვავებული ხმა აქვს, ან ეს ოკეანისფერი თვალები, ან რა ნაკვთებია. ბედისწერამ ცუდად იხუმრა და ასეთ გარეგნობას ვიღაც ვიგინდარა ჩაუსახლა სხეულში.
— არაუშავს ვის არ მოსვლია, რა პრობლემაა. - იმედია ამჩნევს ჩემს ცივ და სარკაზმით სავსე ხმას.
კატეგორია: მთავარი | დაამატა: writer
ნანახია: 1058 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar