კონკურსი Mwerali.com -ზე !
15.09.2018, 12:13

მოგესალმებით , ძვირფასო მწერლებო და მკითხველებო!

საიტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით იწყება ლექსების კონკურსი, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას , საიტის ადმინისტრატორების გარდა.

 

წესები და პირობები :

 

  • კონკურსის თემა -თავისუფალი.
  • ლექსი უნდა იყოს ქართულ ენაზე !
  • ლექსი უნდა იყოს მინიმუმ ორი სტროფი.
  • საკონკურსო სიახლე უნდა განთავსდეს კატეგორიაში - საკონკურსო.
  • სიახლეების ატვირთვა დაიწყება 15 სექტემბრიდან და დასრულდება 15 ოქტომბერს 00:00-ზე!
  • გამარჯვებული გამოვლინდება  20 ოქტომბერს. 
  • ერთ მონაწილეს აქვს მხოლოდ ერთი საკონკურსო სიახლის გამოგზავნის უფლება.
  • პლაგიატობის შემთხვევაში მოიხსნება კონკურსანტი  და წაიშლება მისი საკონკურსო სიახლე.
კონკურსის გამარჯვებული გახდება ის, ვისაც ექნება ყველაზე მეტი ნახვა და კომენტარი.

კონკურსში ,პირველ ადგილზე გასული სიახლის ავტორს საჩუქრად გადაეცემა  თავისივე ლექსების ხელნაკეთი კრებული ,ერთ ეგზემპარად .

ასევე გამოვლინდება ადმინისტრაციის რჩეული ლექსი, რომლის ავტორიც დასაჩუქრდება ადმინისტრაციის მიერ -გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებულით .

Mwerali.com  გისურვებთ წარმატებებს
 

P.S. დამატებითი კითხვების  შემთხვევაში მოგვმართეთ ადმინისტრაციას .

მოიწონეთ ჩვენი გვერდი faceebok-ზე:  Mwerali.com - მწერალთა საიტი      და შემოგვიერთდით FB ჯგუფში : mwerali.com
კატეგორია: მთავარი | დაამატა: salome
ნანახია: 1181 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
avatar
2 Spam
1
წარმატებას ვუსურვებ მათ ვინც მონაწილეობას მიიღებს ❤❤
avatar
2 Spam
2
წარმატებები ღირსეულს
avatar