mwerali.com გილოცავთ ახალ წელს
02.01.2018, 17:04
Mwerali. com-ს ვულოცავ ახალ-წელს! ვუსურვებ დიდ წარმატებას და ულევ სიხარულს.უსასრულოდ ყოფილიყოს გაჯერებული საიტელების სითბოთი და სიყვარულით.თითოეული მწერალისთვის შემოქმედებითი და ბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი.
"ლანა რიჟამაძე"

გილოცავთ დამდეგ 2018 შობა-ახალ წელს, დაე ეს ახალი წელი იყოს სიკეთის და წარმატების მომტანი როგორც საიტისთვის ასევე  თქვენი ოჯახებისთვის, დაესწარით მუდამ სიხარულით აღსავსენი, ბედნიერების და ულევი სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2018 წელი სრულიად საქართველოსთვის
"ნესიკო"

პირველ რიგში დამდეგს გილოცავთ mwerali.com -ის ოჯახობას :) მინდა ბედნიერი და სიხარულით სავსე წელი ყოფილიყოს ყველა მათგანისთვის :* საიტს კი მინდა წინსვლა და წარმატება ვუსურვო.ვთვლი რომ არც ახლა აკლია მაგრამ უფრო მეტი წინსვლა და პოპულარობა "ვის წყენს" :დდ ძალიან მიყვარს ეს საიტი.დაარსების დღიდან აქ ვარ როგორც მკითხველი. მართალია თავიდან აქტიური და "ცოცხალი" ვიყავი.ეს ბოლო პერიოდი ძალიან ვპასიუპობ და ვიცი რომ ჩემი ბრალია ძალიან ცუდია ეს.პირობას ვდებ ახალ წელთან ერთად მეც ახალი სტიმულით დავუბრუნდები ამ თბილ ოჯახს. :* საიტი ჩემთვის სასიამოვნო და  მყუდრო გარემოა. მსიამოვნებს იქ ყოფნა. იმდენად ორგანულად მაქვს გამჯდარი რომ დღეში არ ვიცი რამდენჯერ მაგრამ თითები თავისით კრეფენ mwerali. com-ს :დდ და ამ ყველაფრის ფონზე როდესაც ეს საიტი ამხელა როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მინდა მართლა უზომოდ დიდი წარმატება და წინსვლა ვუსურვო.მე მიყვარს ეს საიტი მთელი გულით.თავის მმართველ-ადმინისტრატორებით და მწერლებით. (ვისაც ვიცნობ ისინი განსაკუთრებით) :*
"მარიამ ვარშალომიძე"

გილოცავთ mwerali. com-ელებო დამდეგ შობა-ახალ წელს, სიყვარულს და სითბოს გისურვებთ.. ეს წეელი თქვენთვიიიიის ბევრიიი..ბევრიიიი...ბევრიიი წარმატებისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს... ძალიაან მიყვარხართთთთ....
"თათია ოსაძე"

ხალხობავ გილოცავთ ახალ წელს,მრავალს დაესწარით.ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ ყველას.ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს..
ყველანი ძალიან მიყვარხართ,განსაკუთრებით ერთი არსება @ჟანნეტ ბოგვერაძე, რომელმაც განმიცხადა მახსენე რა ღვთაება ვარო :D  ჰო და გახსენე ქალბატონო :D
საიტს ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს.. გვესვას,გვეჭამოს და ერთმანეთი არ დაგვეჭამოს :D
სიყვარულით თქვენი ნასწია ♥♥♥
"ნათია სვანიძე"

გილოცავთ დამდეგს, მრავალს დაესწარით ბედნიერი და გახარებული ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და თქვენი საიტის თითოეული მომხმარებლისთვის. წინსვლა და წინსვლა თქვენ.  ყოველთის წარმატებულ გზეზე გევლოთ <3 <3 <3 <3 <3 <3 <3
"tamm wiklauri"

დეკემბერმა მიითვალა უკვე მისი დასუსტებული უკანასკნელი დღეებიც და სულ მალე კარს შემოაღებს ახალი 2018 წელი.ჩვენი ცხოვრების კალენდარმა გადაფურცლა ბოლო ფურცელი და თანვე გავატანოთ ჩვენი ტკივილი და იმედგაცრუება.იმედით სავსე შევხვდეთ ახალი წლის დადგომას სადაც სიკეთის,ბედნიერების და წარმატებების წელი გველოდება.ამბობენ ახალ წელს როგორი ხასიათით შეხვდები,ის განწყობა გაგყვება მთელი წელიო,ჰოდა,გაიღიმეთ ტკბილებო და ახალ წელს ღიმილიანი სახით შეხვდით.დაივიწყეთ ყოველგვარი პრობლემა თუმდაც ერთი დღით,რომ ის ერთი დღე ბედნიერებით სავსე მივუძღვნათ ჩვენს თავს და ღიმილით შევხვდეთ ახალ იმედებით სავსე წელს.გილოცავთ ყველას ფეხბედნიერი 2018 წლის შემობრძანებას.
"მზია ფერაძე"

ამ  პატარა  ტექსტით  მინდა  რომ  ჩემს  საყვარელ  საიტს   მივულოცო  ახალი 2018  წელი.
ეს  არის  ადგილი, რომელიც   სულ  მცირე  დროში  გადაიქცა  ჩემი  კომფორტის ზონად.
ეს  არის  ადგილი  რომელმაც   ბევრი მეგობარი  შემძინა  და  ყველაფერთან  ერთად  საშუალება  მომცა  განვვითარებულიყავი  როგორც  მწერალი.   მინდა  რომ  2018  ჩვენი  პატარა  ოჯახისთვის   დიდი  წარმატების  მომტანი  გახდეს.  მთელი  გულით  ვულოცამ  mwerali. com-ს  ახალ  წელს..  კეთილი სურვილებით  თქვენი  თამრო ❤
"Tamro Tamro"

მინდა ,მოგილოცოთ ახალი წელი,სრულიად მწერალი.ქომს და ბედნიერება, ერთად ყოფნა და უფრო მეტი ახალი და კარგი ისტორიები გისურვოთ.აი,რომ ამბობენ ხოლმე:გაბრწყინებულ და ბედნიერ საქართველოში გვინდა ცხოვრებაო :დ აი,ზუსტად მასე მინდა ერთიან და ბედნიერ მწერალი.ქომ-ში ყოფნა.დამეთანხმებით,რომ საოცარი და უძალიანმაგრესი მწერლები და მკითხველები,ამიტომ ჩვენი ახალი წელიც საოცარი და უძალიანმაგრესი უნდა იყოს.გილოცავთ და მიყვარხართ.
"Natia Mazmishvili"

მწერალი ქომი არის საიტი, რომელმაც მასწავლა ძალიან ბევრი რამ... გამაცნო ხალხი, რომელებმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს ჩემს ცხოვრებაში..
საიტს რაც შეეხება ვუსურვებ განვითარებას, ახალ-ახალი მწერლების აღმოჩენას, უამრავ სიახლეს, კომენტარებს, იმ ოჯახურ გარემოს და ფუსფუსს, რაც შექმნისას იყო.
"Annee"

გილოცავთ  დამდეგს❤❤  გისურვებთ რომ ყველაფერი საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს 2018 წელი საიტისთვის და თითოეული საიტის წევრისათვის^^ ბედნიერების, სიხარულის, სიყავრულის, ურთიერთობების, წინსვლის❤  და მრავალი მრავალი სიყვარულის ♡
"Tamo Kobaladze"

ყველაზე მაგარ საიტს და მის წევრებს ვულოცავ შობა_ახალ წელს ♡ ისეთი მაგარი ადამიანები დარჩნენ აქ, მიუხედავად იმისა რომ ამ ეტაპზე არაა იმდენი აქტიურობა, ჩემთვის მაინც სასიამოვნოა აქ ყოფნა. ყველაზე გულწრფელი ადამიანები არიან ამ საიტზე ♡
ხოდა თითოეულ თქვენგანს მინდა მივულოცო ყველა დღესასწაული ერთად.
მუდამ ბედნიერები, ლაღები და განწყობაამაღლებულები იყავით ჩვენს უმაგრეს საიტზე.
მრავალ ახალ წელს!
"Zaika Taurtsumia"

მთელი გულით გილოცავთ საიტის მთლიან გუნდს ახალ 2018 წელს! დაე ეს წელი ბევრი წარმატების, სიხარულის, სიყვარულის და გადამდები დადებითი ემოციებით სავსე იყოს... Happy New Year!!!
"კარინა გრიგორიანი"

გამარჯობა!
პირველ რიგში დამდეგს გილოცავ მწერალი.ქომ!❤❤ მინდა ბეევრი წარმატება, წინსვლა და ბევრი მკითხველი გისურვოო❤❤❤❤❤❤❤ წარმატებებიი...
"ინგა სურმანიძე"

ჩემს უსაყვარლეს საიტს, თბილ ოჯახს, სადაც ყოველთვის სიმყუდროვე და სიყვარულია, mwerali. com-ს ვულოცავ ახალ წელს! ეს საიტი ნამდვილი ნიჭიერების ბუდეა და მინდა, ახალი წლიდან ახალი სუნთქვა დაეწყოს, უფრო აქტიური, წარმატებული, პოპულარული გამხდარიყოს, ყველაფერი აგვსრულებოდეს, რაც ჩაგვეფიქრებინოს. მჯერა, ეს ოჯახი ყოველთვის იქნება ყველაზე თბილი და სიყვარულით სავსე!
"ნათია ჯაგოდნიშვილი"

გილოცავთ <3 გისურვებთ რომ ეს წელი უფრო უკეთესი ყოფილიყოს და საიტი უფრო წარმატებული გახდეს ძალიან მიყვარხართ ❤
"მარიამ გრიგალაშვილი"

ყოველთვის, როდესაც ჯერი მწერალი.ქომზე მიდგებოდა და რაიმე მისალოცი უნდა დამეწერა, ვერაფრით ვაკეთებდი ისე, რომ მოკლე ტექსტით შემოვფარგლულიყავი :დდ იმიტომ რომ ეს საიტი იმხელა სიყვარულია ჩემი, შემიძლია დაუღალავად ვისაუბრო მასზე. რაღაცნაირად მიჩუმდა ამ ბოლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ აღარ გააქტიურდება. საიტზე დარჩენილი ხალხი მიყვარს, მათი ერთგულება მაბედნიერებს და მახარებს. მინდა ისეთივე ბედნიერები იყოთ ყველა, როგორც მე თქვენი ჩვენთან ყოფნით ვარ❤❤ ვისურვებდი რომ 2018 წელს ათმაგად და ასმაგად გაზრდილიყოს მწერალი.ქომელების რიცხვი. ბედნიერს და ლაღს რომ გახდის საიტს ისეთი ადამიანებით, ისეთებით როგორიც საიტზე დარჩენილი უმეტესობა ხართ. ჯერ მინდა თქვენთვის იყოს ეს წელი ბედნიერების, სიკეთის და სიხარულის მომტანი რადგან თქვენ თუ ბედნიერები იქნებით საიტზე უფრო მკვეთრად აისახება ეს.❤❤ ყველაზე მაგარი, თბილი, ტკბილი, სუფთა და მყუდროა მწერალი.ქომი და მინდა სულ ასეთი სითბო სუფევდეს აქ❤❤ მინდა ჩვენი ახალბედები ახალი რომანების იდეებსა და მუზებს ვეღარ იტევდნენ. ყველაფერი კარგი და ლამაზი ჩემს ყველაზე კარგ საიტს და უტკბეს საიტელებს.
მრავალ ახალ წელს, ბედნიერად და ლაღად... სულ სულ ერთად!❤
"ჟანნეტ"
კატეგორია: მთავარი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1232 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar