Mwerali.com - ის დაბადების დღე!
16.08.2017, 22:43
არ ვიცი რატომ გვახსენდება ასეთ დღეებში ყველაფერი ერთად,მაგრამ განვლილმა ორმა წელმა თვალწინ ჩამიარა და ყველაფრის მიუხედავად გამეღიმა სიხარულისგან. საიტთან ერთად მეც გავიზარდე და ახლა ამ გადმოსახედიდან გადმოვხედე ყველაფერს. ჩემი "ბავშვობის" პერიოდი ნაწილობრივ საიტს მივუძღვენი და ძალიან მიხარია. 
ორი წლის უკან ზუსტად ამ დროს ერთიამბავი ხდებოდა თითოეული ჩვენთაგანის გონებაში,რომელიც წამოსული იყო ძველი საიტიდან და ფიქრობდა რა, ან როგორ გაგვეკეთებინა,თუმცა პრობლემაც მალევე გადავჭერით და შევქმენით "დანჯღრეული" საიტი, რომელიც მალევე გახდა პოპულალური, მარტო იმიტომ,რომ თბილი გარემო სუფევდა ჩვენს ჯგუფში და საიტზე. არ ვიცი რამხელა ბედნიერებაა,როცა დაეცემი და ფეხზე ისევ წამოდგები და განაგრძობ წინ სვლას,მაგრამ ფაქტია იმ 15 აგვისტოს ყველა ძალიან ბედნიერები ვიყავით, გვეგონა,რომ ყველაფერი ისე იქნებოდა,როგორც გვჯეროდა,მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი უსიამოვნო ფაქტი მოხდა, ავირიეთ/ჩავიზილეთ და დავცილდით ერთმანეთს,თუმცა საიტი ისევ, ისე მკითხველით,თუ უმკითხველოდ მაინც იდგა და დღემდე დგას. ყოველთვის,როცა რაღაც უსიამოვნებდა მოგვდიოდა, ვიფქორბდი საიტი,რომ ადამიანი ყოფილიყო რას იტყოდა ჩვენზე?! ორი წამით წარმოიდგინეთ; დაახლოებით თხუთმეტი ადამიანი ფეისბუქ ჯგუფში ვჩხუბობთ, ვხოცავთ ერთმანეთს და ამ დროს საიტი, გარიყული და ჩვენგან შებრუნებული დგას, გველოდება,როდის შევრიგდებით და დავწყნარდებით,თუმცა ბოლოს ყოველთვის მაინც ვპოულობთ გამოსავალს და ისევ ვცდილობთ ვიყოთ ერთი დიდი ოჯახი.
მე პირადად, ორი წლის მანძილზე გაღვიძებისთანავე ჯერ საიტს ვამოწმებდი და მერე ფეისბუქ ჯგუფს, ჩემი ყოველდღიუორბა იყო, თუ არ ჩავთვლით საიტისთვის გათენებულ ღამეებს, ნეტავ იცოდეთ,როგორ ვცდილობდით გაგვეხადა საიტი უკეთესი,თან ამდროს იმდენი საინტერესო და აკრგი ადამიანი შევიძინე დღემდე არ ვიცი როგორ და რანაირად ვენდე უცნობ ჩემთვის უნახავ ადამიანებს,მაგრამ რეალურად მათზე მნიშვნელოვანი არავინ იყო, იმდენად შევეჩვიე საიტს და საიტის მომხმარებლებს. მართალია სულ ცუდ შთაბეჭდილებას ვტოვებდი ხალხზე,თუმცა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა (ახლა ვხვდები, ჩემზე უარესი უფროსი მყავს :დ)
მომხმარებლის თვალებით დანახული საიტი სულ სხვანაირია, იქაამდე ვცხოვრობდი "ილუზიაში" სანამ თავად არ გავხდი საიტის ადმინისტრატორი, მომხმარებლის როლში ყოფნისას ყველაფერი მარტივი და იოლი მეგონა, არც კი წარმომედგინა,რომ ასეთი რთული იქნებოდა საიტის მართვა. როცა ადმინისტრატორი ხარ და თან მთავარი, მაშინ უკვე სხვა უფლებები და მოვალეობები გაკისრია. ვერ ვიტყვი,რომ ყველაფერი ასიანზე შევასრულე და არაფერი შემეშალა,მაგრამ ვფიქრობ,რომ ნორმალურად გავუმკლავდი ჩემს "თანამდებობას". ახლა მგონია ჩემი წასვლის შემდეგ საიტი უკეთესი იქნება,იმიტომ,რომ მე თვითონ ვხვდები,როგორი მეორეხარისოვანი გახდა საიტის საქმეები, უფრო სწორად აღარ შემიძლია საიტის მართვა და ცხოვრებაში პირველად დავთმე ის რაც ჩემია და მე მეკუთვნის, ადრე ვამბობდი შვილივით მიყვარს საიტი-მეთქი,მაგრამ რომელი შვილი? :დ მიყვარს,როგორც ჩემი შექმნილი, აწყობილი და შენარჩუნებული, ჩემი საუკეთესო ასაკის, საუკეთესო გატაცება,რომელიც არ დამავიწყდება და მემახსოვრება,შეიძლება აღარ იყოს საიტი ოდესმე, ბევრს დაავიწყდეს,მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იქნება ტკბილ მოგონებად. ახლაც გვერიდან ვუყურებ და მიხარია,რომ ცდილობენ საიტის ფეხზე დაყენებას, ალბათ საჭიროც იყო ჩემი წასვლა,რომ თქვე ისევ გაერთიანებულიყავით და ერთად წამოგეყენებინათ საიტი.იმედი მაქვს შემდეგი წლის 15 აგვისტოს თქვენი სია გაასმაგდება და ჩემს "ზე ორიწლის ემოციურობას" კიდევწაიკითხავთ! :დ სიმართლე,რომ ვთქვა არ ვიცი რას ვწერ, რაც გულში მაქვს პირდაპირ ვატყაპუნებ კლავიატურაზე და გულით გიყვებით განვლილ ორ წელს ჩემი თვალით დანახულს, შესაძლოა თვქნი თვალით დანახული საიტი სულ სხვანაირი იყო,მაგრამ ჩემთვის დღემდე ტკბილი და საინტერესო იქნება ჩემი მწერალი.ქომი!


ახლა კიდევ ვისარგებლებ და ისევ საიტის სახელით მოგილოცავთ,საიტის დაბადების დღეს. დღეს,რომელიც ორმაგად მიყვარს. პირველი იმიტომ,რომ ამდღეს საიტი შეიქმნა და მეორე იმიტომ,რომ ჩემი ძველი მეგობრის მაგდუკას დაბადების დღეა, ერთდროულად ორი დღესასწაულია ჩემთვის!
ალბათ უკან დროში,რომ დავბრუნდე საოცრად ბედნიერი ვიქნებოდი, იმ ემოციების და სიხარულის გამო,როგორ მახსოვს თითეული ადამიანის შეტყობინება, კომენტარი და ემოციები,რომელბიც მაშინ ამდროს ფიქსირდებოდა, ახლა კიდევ განვიცდიდი იგივეს,თუმცა დარწმუნებული ვარ 2017 წლის 15 აგვისტოც საოცრად ემოციური და დასამახსოვრებელი იქნება. ფაქტიურად მეორედ იბადება საიტი! 

ამ ვიდეოთი კი მინდოდა გამეხსენებინა ჩვენი კარგი და ტკბილი მოგონებები,რომელიც ხშირად უნდა მეორდებოდეს საიტზე. მოკლედ გისურვებთ წარმატებას ცხოვრებაში, ბევრ მუზას და სიხარულს. მინდა საიტი ისეთი ვიხილო,როგორიც მე ვერ შევძელი,რომ გამეკეთებინა,მაგრამ მჯერა სალომე და კატა ყველაფერს შეძლებენ თქვენთან ერთად! 
პ.ს იმედია დავბრუნდები.


კატეგორია: მთავარი | დაამატა: amaru888 | ტეგები: Mwerali.com, დღე!, undefined, ის, დაბადების
ნანახია: 1155 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ძალიან ლამაზი ვიდეო იყო მარიამ
avatar