Mwerali.com_ს ვულოცავთ დაბადების დღეს
14.08.2018, 22:56
სამი წლის უკან იმხელა იმედები, ამბიციები და სიხარული მქონდა ვერცკი ავღწერ. ალბათ საიტს ამ სამი წლის მანძილზე მთლიანად ერთი წელი დავუთმე, რეალურად არ შემეძლო დილას გამეღვიძა და საიტის ადმინ პანელი არ გამეხსნა, ახლაც ყოველდღე თუ არა ორდღეში ერთხელ შევდივარ და საიტს ვათვალიერებ, როგორც არ უნდა წავსულიყავი მაინც მიყვარს და მაინც ვათვალიერებ ყველაფერს.
ამ სამი წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა შეიცვალა ადმინები,დაიწერა წიგნი, ატყდა უამრავი ჩხუბი და ა.შ თუმცა ახლა დღესდღეობით ძალიან ამაყი ვარ რომ საიტი ცოცხლობს და არ გაუქმებულა, ამისათვის კი მადლობა თამარს,რომელიც არაფრით დანებდა და ვფიქრობ არც დანებდება.
წარმატებას ვუსურვებ ყველა საიტის წევრს, გამეხარდება თუ იმაზე უკეთ იქნება საიტი ვიდრე დაწყებისას, მართალია ის ძველი უმეტესი მწერალი არ დაბრუნდება, თუმცა მჯერა,რომ მოვლენ ახლები და რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. 
მადლობა,რომ სამი წელი ამიტანეთ :დდ
/ამარუ/

საიტი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ცოტა ხნით ვივიწყებ იმ პრობლემებს, რასაც ემიგრაცია ნიშნავს. მიხარია ამ გვერდზე შემოსვლა.
მიყვარხართ ჩემო გოგონებო და მინდა, რომ ეს ხალისი მუდამ გქონდეთ თქვენი მკითხველის საიმედოდ. გახსოვდეთ, რომ მკითხველი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, თუნდაც არ გიწერდეთ კომენტარებს, დამიჯერეთ ბევრი გელოდებათ.
საიტს ვუსურვებ განვითარებას და უფრო დიდ წარმატებებს.
/მარიკა ჯაფარაშვილი/


ვულოცავ  ამ  არაჩვეულებრივ საიტს,  ჩემს  თბილ,  პატარა "სახლს"  დაბადების  დღეს.  ვუსურვებ განვითარებას  და  ბევრ   ნიჭიერ,  ორიგინალურ,  კრეატიულ  და  შემოქმედებით  მწერლებს.
/Tamro Tamro/


mwerali.com-ს ვულოცავ სამი წლის იუბილეს და ყველა საიტის წევრს^^ საიტს რომ დღემდე მოეღწია ზუსტად ვიცი ძალიან ბევრი იწვალეს და თითოეულს  ვუფასებ ამ შრომას. პირველივე დღიდან ამ საიტის წევრი ვარ და მიხარია რომ არსებობს. და ვუსურვებ რომ უკეთესობიაკენ შეცვლილიყოს ყველაფერი.  კიდევ ერთხელ ვულოცავ საიტს იუბილეს. თითოეული მწერალი და მკითხველი კი მიყვარხართ..
/Tamo Kobaladze/


საიტს ვულოცავ დაბადების დღეს, მართალია ეხლა გასაჭირშია, მაგრამ ვუსურვებ პრობლემების მოგვარებასა და გაძლიერებას. იმედი მაქვს მალე ისევ აქტიური და უფრო მეტად წარმატებული გახდება!
/Nes Iko/


ვულოცავ საიტს და ამ საიტის წევრებსაც.  მიხარია რომ მეც ერთ -ერთი წევრი ვარ. ბევრ კარგ რამეს ვუსურვებ, უამრავ კარგ ავტორს და კარგ მოთხრობას ბევრ წარმატებებს და კიდევ დიდიხანს ყოფილიყოს.
/მარი'ამი/


ჩემს საყვარელ საიტს ვულოცავ დაბადების დღეს... ვუსურვებ წარმატებას და ყველაფერ საუკეთესოს. მინდა მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად და წარმატებულად განაგრძობდეს მოღვაწეობასა და არსებობას. არასდროს დანებდეს,არ შეწყვიტოს არსებობა და ახალბედა თუ უკვე კარგად ნაცნობი მწერლების შემოქმედებით კიდევ დიდხანს დაგვატკბოს და გვასიამოვნოოს.
ყველანი ძალიან მიყვარხართ...
/თათია/


ჩემო საყვარელო, ნიჭიერო, ახალგაზრდა მეგობრები, გილოცავთ საიტის დაარსების იუბილეს! მინდა გისურვოთ უდიდესი წარმატებები და წინსვლა! 
ამ საიტმა გამაცნო ბევრი ნიჭიერი და პერწპექტიული ახალგაზრდა მწერალი, მე ბედნიერი ვარ , რომ გაგიცანით და ვმეგობრობ თქვენთან!
საიტს მინდა ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ახალგაზრდა მწერლებს წარმატებები და წინსვლა პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში!
/Bella Bidzinashvili/


Mwerali. com_ზე ვარ მისი დაარსების დღიდანვე. ჩემ თვალწინ აიდგა საიტმა "ფეხი" და განვითარდა. თავიდან ძალიან ცოტანი ვიყავით, შემდეგ კი უფრო და უფრო გავფართოვდით, გავბევრდით. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ დავრჩი აქ, იყო ის ტკბილი გარემო, რომელიც თავს კომფორტულად მაგრძნობინებდა ამ სივრცეში და წერის სურვილს მიძლიერებდა.  ახლა უბრალოდ მკითხველი ვარ, სამწუხაროდ, თუმცა იმედი მაქვს კვლავ შევძლებ რაიმე დავწერო. 
ყველას გილოცავთ mwerali. com_ის არსებობის მე_3 წელს, მისი განვითარების, წინსვლის სამ წელიწადს. ამ საიტს რაც ასაზრდოებს, ეს ის სიყვარულია, რომელიც მისი დაარსების დღეს ჩაისახა და უფრო და უფრო ღვივდება. 
კიდევ ბევრ წელს გისურვებთ mwerali. com_ზე ასე თბილად.
/სოფო კაკალია/


Mwerali. com_ს იუბილეს ვულოცავ. უზომოდ საინტერესო საიტია. ბევრი ნიჭიერი ადამიანის თავშეყრის ადგილი. ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ძლიერ არის შეკრული და მინდა ვუსურვო მუდამ ასე ყოფილიყოს. კიდევ და კიდევ გამოეწრთოს ნიჭიერი ხალხი. დიდი ხანი არ არის რაც ამ საიტის წევრი ვარ თუმცა ეს დრო საკმარისი იყო მის შესაყვარებლად. ერთგვარი თავშესაფარია ჩემთვის როცა ყოველდღიურობისგან ვიღლები. მადლობა მის შემქმნელს და მადლობა იმ მწერლებს რომლებიც ამ საიტის სულს წარმოადგენენ. მიყვარხართ მე ძალიან.
/ანა/


ე.ი ვულოცავ საიტს იუბილესს. მინდა ტკბილი თბილი საყვარელი მკითხველები ვუსურვო ასევე საიტის მწერლებს დიდი წარმატება და ყოველივე საუკეთესო..
/ინგა სურმანიძე/


ვულოცავ ჩემთვის ძალიან საყვარელ საიტს დაბადების დღეს და მინდა ყოველთვის იარსებოს. ეს არის უმაგრესი საიტი, ძალიან კარგი მწერლებით და ასევე ძალიან საყვარელი მკითხველებით. მე აქ სითბოს მეტი არაფერი მიმიღია და უზომოდ მადლობელი ვარ ჟანეტის, რომ დღეს ამ საიტის ნაწილი მეც ვარ. მადლობას ვუხდი ამ საიტის ადმინებს, მოდერებს, რომ ეს საიტი არსებობს და მინდა საიტს მთელი გულით ვუსურვო წარმატება და კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება. მრავალს დაესწარი საიტო.
/TINAFALCONE/


ეს საიტი ჩემთვის არ არის ჩვეულებრივი ადგილი, სადაც რომანები იწერება და სადაც ახალბედა მწერლები ვითარდებიან.
ეს საიტი ჩემთვის ყველაფერია ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც.
ეს არის ადგილი, სადაც პირველად დავიწყე წერა ჩემი მკითხველებისთვის, ადგილი სადაც ყოფნა სულ მიხარია და საიდანაც ზუსტად ვიცი რომ არასდროს წავალ.
იყო ბევრი ცუდი, მაგრამ ჩემთვის ცუდზე მეტი კარგი იყო აქ, ჩემი მკითხველების სითბო და ყოველი ახალი რომანია წერისას შეძენილი სრულიად უცნობი მკითხველები, რომლებიც ახლა ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის.
ეს არის ადგილი, რომელსაც არასდროს გავცვლი ათჯერ მეტ ნახვებსა და კომენტარებზე, ასჯერ მეტ მკითხველებზე, იმიტომ რომ ეს სიმყუდროვე მიყვარს, ჩემი მკითხველი მიყვარს და ეს გარემო.
ყველაფერს, რასაც ვაკეთებ ეს ხდება ყოველთვის დიდი სიყვარულით და სიამოვნებით და ვიცი სულ ასე იქნება.
ჩემთვის განტვირთვის და სიამოვნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა აქაურობა. ეს არის საიტი სადაც ყველაზე მეტად მიხარია ნებისმიერი რომანის, ჩანახატის თუ ლექსის ატვირთვა, იმიტომ რომ მკითხველები მანებივრებენ ზედმეტად და მყუდრო გარემოც ხელს მიწყობს.
უკვე მესამე წელი ხდება რაც ამ საიტზე ვარ, მესამე წელია ვუყურებ მის ცუდსაც და კარგსაც, ხოდა მინდა რომ სამომავლოდ ძალიან მაგარი სიახლეები ჰქონოდეს საიტს და იმაზე ასჯერ მეტად განვითარებულიყოს ვიდრე დღესაა.
ვუსურვებ მხოლოდ მწერლების კიარა, მკითხველების სიმრავლესაც, იმიტომ რომ მწერლის ყველაზე დიდი სტიმული მკითხველია რომელშიც მე ძალიან გამიმართლა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულს, მე რომ ამ სამი წლის განმავლობაში წერის მხრივ ვიზრდებოდი, ეს თქვენი დამსახურებაა და დიდი წვლილი მიგიძღვით.
ვისურვებდი ეს საიტი კიდევ ძალიან დიდხანს იყოს და რაც დრო გავა უწინდელზე მეტად დაიხვეწოს და განვითარდეს.
ოდესმე დადგება ის დღეც, როცა ერთად შევიკრიბებით და ისე ვიზეიმებთ საიტის დაბადების დღეს.
ძალიან მიყვარხართ და მინდა სულ ისეთი ერთგულები გვყავდეთ აქ, როგორებიც ახლა ხართ (უმეტესობა)
/ჟანნეტ/
კატეგორია: მთავარი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 226 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
რომ მომწერეთ მაშინ რაღაცების გამო ვერ მოვახერხე მისალოცის დაწერა,მერე დამავიწყდა,ახლა კი ეს მისალოცი გავხსენი და მოსაკლავი ვარ ჩვეულებრივად,
ვულოცავ საიტს დაბადების დღეს და გილოცავთ თქვენ ჩვენს დღეს,ვთვლი რომ ეს არა მარტო საიტის,არამედ ჩვენი დღეცაა,რადგან სამი წლის წინ ამ დღეს უფტო მეტად დავახლოვდით და სხვანაირად გავიცანით ერთმანეთი❤️❤️
არ მჯერა,რომ საიტის დაარსების დღიდან უკვე სამი წელი გავიდა, ახლაც თვალწინ მიდგას სამი წლის წინანდელი დღე, ის სიხარული და ემოციები,რასაც მაშინ განვიცდიდი❤️
მიუხედავად იმისა,რომ ახლა ნამდვილად არ მაქვს ის მდგომარეობა,რომ შევძლო საიტზე წერა ან რამის წაკითხვა,ეს საიტი ჩემთვის მაინც ძალიან ძვირფასია.
ვფიქრობდი და საუკუნეა არაფერი წამიკითხავს,
თითქმის ერთი წელია,ორი სიტყვაც არ დამიწერია და საიტზეც იმდენ ხანს ვერ შემოვედი...
ახლა იმაზე,რომ დავიწყო საუბარი რამდენს ნიშნავს ეს საიტი ჩემთვის და რამდენი რამ მომცა ალბათ მთელი დღე ვერ მოვრჩები.
კიდევ ერთხელ ვულოცავ❤️
და მინდა შემდეგ დაბადებისდღეს უფრო გაზრდილი შეხვდეს❤️❤️❤️
avatar