საახალწლო კონკურსი - „სახალისო წერილები სანტას“
30.12.2016, 22:10
მოგესალმებით , ძვირფასო მწერლებო და მკითხველებო!
ახლოვდება ახალი წელი და საიტის წევრებმა გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა სახალისო, საახალწლო კონკურსი, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყოველ თქვენთაგანს, რა თქმა უნდა!
კონკურსი ემსახურება თქვენთვის მხიარული და საახალწლო განწყობის შექმნას ჩვენი საიტის ფარგლებში.


წესები და პირობები : 
• მონაწილეებმა უნდა მისწერონ სახალისო და ორიგინალური წერილი სანტას. მოცულობა დამოკიდებულია თავად კონკურსანტის სურვილზე, თუმცა სიახლე, რომელიც ძალიან მწირი იქნება (100 სიტყვაზე ნაკლები), არ განიხილება!
• საკონკურსო სიახლე უნდა განთავსდეს კატეგორიაში - საკონკურსო.

• სიახლეების ატვირთვა შეგიძლიათ დღეიდან!

• სიახლეების ატვირთვა შეწყდება 30 დეკემბერს, 00:00-ზე!

• გამარჯვებული გამოვლინდება 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს!

• პრიზს მიიღებს ნახვების მიხედვით პირველ ადგულზე გასული კონკურსანტი!

• კონკურსანტს აქვს მხოლოდ ერთი სიახლის ატვირთვის უფლება!

• ვინაიდან და რადგანაც კონკურსი წამახალისებელია, პრიზიც იქნება ასეთივე მხიარული და წამახალისებელი იდეის ავტორებისგან!

mwerali.com გისურვებთ წარმატებას!
კატეგორია: მთავარი | დაამატა: amaru888
ნანახია: 1855 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar