ვულოცავთ Mwerali.com-ს დაბადების დღეს!
15.08.2017, 01:20

პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო mwerali.com-სრომ არსებობს მადლობა მის ადმინებს.მადლობა თითოეულ მწერალს.თქვენ რომ არა ჩემი იმ დროინდელი განწყობა როცა თქვენ აღმოგაჩინეთ ნამდვილად არ ვიცი და ფიქრიც არ მინდა სადამდე მიმიყვანდა.თქვენ მე მავსებთ მახალისებთ სიცოცხლეს მიხანგრძლივებთ.ყველანი მიყვარხართ მაგ არ შემიდძლია გამოვყო ჩემი გამორჩეული ადამიანები"ჟანუკა შენ ჩემთვის სტიმული ხარ,არ დავიღლები შენი ქებით.ანასტასია ახალკაცი მისმა "ღამეებმა ათასი დარდი დამავიწყა.ნე ნე,მარიამი,პეპელა,მაპატიეთ ბავშვებო არავის გამორჩევა არ მინდა მე თქვენ ყველანი ძალიან ,ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით რომ წერთ და არსებობთ.ღმერთო უმრავლე საქართველოს ასეთი ნიჭიერი ყურადღებიანი გაწონასწორებული მომავალი თაობა.გკოცნით,გეფერებით,მიყვარხართ.
/მანანა ლომიძე/

ვულოოცავ საიტს და საიტელებს ორი წლის იუბილეეს. ვუსურვებ მუდამ აქტიური წევრები ყოფილიყოს ჯგუფში და საიტზე სიხალისე,ბედნიერება,სიყვარული და პოზიტივი შეექმნათ.
ასევე ვუსურვებ მუდამ ყოფილიყოს მუდამ ისეთი საინტერესო და კარგი და აქტიური,რომ არასდროს მოკლებოდეს ავტორები და მკითხველები.. ❤

/თათია ოსაძე/

ზუსტად ორი წლის წინ შეიქმნა ეს საიტი და ზუსტად ორი წლის წინვე შემოვდქი ფეხი თქვენთან,დაიწყო ბევრი მაგარი ისტორია,გეფიცებით მიტირია,მიბღავლია,მიცინია..მახსოვს ერთხელ ფიზიკის მასწი მიყვიროდა გადი გარეთ ან დააგდე ეგ ტელეფონი'ო.იმდენად თქვენი ვარ,სახლშიც,გარეთაც,გაკვეთილზეც,მეგიბრებთანაც და საერთოდ ყველგან..შესაძლოა ბევრს არ ვიცნობ,მაგრამ სულ ვკითხულობდი,სულლ.ვიცი,რომ ძალიან თბილი ადამიანები ყავს ამ საიტს.საიტს,რომელსაც მე,შენ,თქვენ,ჩვენ..ვქმნით ერთ დიდ ოჯახად.
ორი წელი გვისრულდება და უნდა გაუქმნდესო?! როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს.ჩვენ ხომ სიყვარულის დღეც გვაქვს?! ჩვენი სიყვარულის დღე და ყველა ხო სიყვარული ხართ.რამდენი რამე მიგვილოცია ერთმანეთისთვის 8 მარტი,ახალი წელი...რამდენი ვიდეო გადაგიღიათ,მე მახსოვს ერთ-ერთი ვიდეოს რედაქტირებაში ვიღებდი მონაწილეობას და აწყობის დროს თან ბედნიერებისგან მაჟრიალებდა,ასეთი კარგები რომ ხართ.სულ თქვენ გახსენებთ,ნეტა იცოდეთ რამდენი მეგობარი 'ჩამითრევია' და რამდენთან გამირჩევია თქვენი ისტორიები,ახლა კი დამდევენ და მეხვეწებიან კიდეე დამილინკე რამეო :დ არა მარტო მე,სხვებიც აღიარებენ რომ კარგები ხართ.
დღეს საიტის დაბადების დღეა!ხოდა,მინდა რომ ბევრი წელი გისურვოთ,ბევრი ისტორია,ბევრი მეგობარი,ბევრი ურთიერთობა და ყველაფერი ბევრი მაგარი.საუკეთესო სურვილები.
მჯერა,რომ ამ რთულ სიტუაციას გადავლახავთ და სიცილით გავიხსენებთ შემდეგ რთულ პერიოდს.
ეს საიტი მე მჭირდება,შენ გჭირდება და ყველას ერთად გვჭირდება.აქ არიან ადამიანები ვინც წერენ,კითხულობენ და მათთვის დღე მწერალი.ქომის გარეშე არ არსებობს.
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ და ჩვენ მწერალი.ქომი გვჭირდება ჰ ა ე რ ი ვ ი თ!

/ნათია მაზმიშვილი/
 


დღეს ჩვენი საიტი 2 წლის ხდება. 2 წელია მეც ვუყურებ როგორ იზრდება, ვითარდება, რა სირთულეები ხვდება და ა.შ. პირველივე დღიდან საიტი იყო ის ადგილი ჩემთვის, რომელიც ნიშნავდა ძალიან ძალიან ბევრს. განა თვითონ საიტი, არამედ ხალხი და სიტუაცია... მალე დავმეგობრდი ბევრთან. ნაწილი მათი პირადადაც ვნახე. მარტო ამ ადამიანების აღმოჩენისთვის და მათთან ერთად გატარებული წუთებისთვისაა აქაურობა მნიშვნელოვანი.
ხოდა, რაც შეეხება სურვილებს, მწერალი ქომს ვუსურვებ, რომ ყოფილიყოს კიდეც უფრო მეტი უმაგრესი ადამიანების თავშეყრის ადგილი, ყოლოდეს მეტი და მეტი ნიჭიერი მწერალი (მართალია ეს არც არასდროს აკლდა, მაგრამ მაინც), ჰქონოდს თბილი გარემო და ყოფილიყოს წარმატებული.

/Annee/

მოკლედ ჩემი, როგორც მკითხველის სტატუსი დიდიხნის წინ დაიწყო 4love.ge -დან, ძირითადად არ ვერევი ხოლმე გაუგენრობაში და ამიტომ როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს, ყველას ურთიერთობა mwerali.com-ზე იქიდან იწყება. ძალიან ბევრი გაგიცანით როგორც მწერალი ან უბრალოდ მკითხველი იმ საიტიდან და უკვე 2 წელია ამ საიტზე ვარ თქვენთან ერთად.
ბევრი არ მიცნობს ალბათ რადგან კომენტარებს არ ვწერ ხოლმე ისტორიებზე. პირადად მირჩევნია ემოციების და შთაბეჭდილებების გადმოცემა. მაგრამ ძალიან ვამაყობ ამ საიტით. კი ბევრი წავიდა ბევრი უთანხმოება იყო მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ ერთად ვართ საიტის წევრები და უველა თაბის საქკიანობას ასრულებს, მე მკითხველი, ზოგო მწერალი და ა.შ. მინდა საიტს ვუსურვო ამ 2 წლის იუბილეზე რომ მუდამ ასე გაგრძელდეს. მკითხველი და მწერალი არ მოკლდეს საიტს :დდ ძალიან მიყვარხაფთ mwerali.com-ებო.. ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა თითოეული თქვენგანის რომანები და არასოდეს არ ვინანებ იმ დროს რასაც მათ კითხვაში ვატარებ. მიყვარხართ.
/
Tamar Kobaladze/

საიტი რომ შეიქმნა პირველივე დღიდან საიტზე და ამავე საიტის ჯგუფში ვიყავი გაწევრიანებული, ამ ორი წლის განმავლობაში მეტაკლებად ვადევნებდი თვალყურს საიტს და იმ უნიჭიერეს მწერლებს კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა შეემატა ახალბედა მწერალის სახით,ამ საიტის მეშვეობით ჩემი ჟანეტი გავიცანი, რებეკაც, მე-ზე და ამარუზე მანამდე მქონდა გაგებული, მოკლედ ამ საიტმა ასეა თუ ისე მრავალი დღე გამიფერადა და სიხარულით სიყვარულით ,სითბოთი აავსო .მინდა კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალბედა მწერალი შეემატოს საიტს, თქვენ კი უკვე ჩვენთვის ცნობილო მწერლებო უდიდეს წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ გისურვებთ რომ მარტო საქართველო კუთხეებში მყოფმა ახალგაზრდება კი არ იცოდნენ მხოლოდ თქვენზე , არამედ, მის ფარგლებს გარეთაც ,იმიტომ რომ იმ ნიჭს რომელიც თქვენ გაქვთ დანახვა და დაფასება ჭირდება.
/Ani Tkemaladze/

გილოცავთ ჩვენს დღეს ყველას, ვისაც დღევანდელი დღე ახარებს და ვინც სულ ჩვენს გვერდითაა.
რა შემიძლია ვუსურვო საიტს უამრავი კარგი მწერლის, მკითხველის და მალე განვითარების გარდა. თუმცა უკვე ჩვენ განვითარება აღარ გვაკლია და მე მჯერა რომ წინ და წინ ვივლით ყველანი ერთად. რამდენიმე წელი რომ გავა და უკან მოვიხედავთ, ვიამაყებთ რომ ეს ყველაფერი გადავიტანეთ და შედეგად mwerali. Com_ი არსებობს. ჩვენი ოჯახობა და სითბო.
რაც კარგია ყველაფერი საიტისთვის მემეტება და მთელი გულით გილოცავთ ორი წლის იუბილეს.

/AnuKa/



ვულოცავ mwerali.com-ს დაბადების დღეს ნუ უკვე ორის გახდა და დიდია უკვე რა :დდ მინდა ვუსურვო უფრო დიდი წარმატება ასევე გახდეს ერთ-ერთი პოპულარული საიტი და ნუ რავიცი ბევრიი წინ გადადგმული ნაბიჯი ჰქონოდეს.
/ინგა სურმანიძე/

Happy 2th B.day Mwerali.com! უკვე 2 წელია,რაც ეს საიტი არსებობს.საიტი,სადაც ყოველთვის სითბო და სიყვარულია.სადაც უამრავი ნიჭიერი და საყვარელი ადამიანია. ამ 2 წლის მანძილზე ბევრი რამ გადაიტანა,მაგრამ ერთგული საიტელების წყალობით დღემდე არსებობს და კიდევ დიდხანს იარსებებს. ამბობენ ერთგვარი "ოჯახიაო" და ასეა მართლაც.საოცრად მიყვარს ეს "ოჯახი" და ეს გარემო. სწორედ მწერალი.ქომ-ის წყალობით გავიცანი ადამიანი,რომელსაც უდიდესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და მაბედნიერებს. უნიჭიერესი მწერლები გვყავს ამ საიტზე და ვაფასებ თითოეულ მათგანს. საიტელებს კი მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ.არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ 1 თბილი სიტყვაც კი მნიშვნელოვანი და მასტიმულირებელია ავტორისთვის.მინდა,რომ კიდევ დიდი ხნის მანძილზე მივულოცო საიტს და საიტელებს დაბ.დღე და ყოველივე საუკეთესო,ერთგულება,სიყვარული და ბედნიერება ვუსურვო.
/Lana Rizhamadze/

ჩემო მერცხლებო, თბილებო და ლამაზო გოგოებო, ორი წელიც გასულა და გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველას. ამ ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი საიტს, გაკვირდებოდით თქვენ და სულ ვამაყობდი, ახლაც სიამაყით გწერთ ამ წერილს. ვხედავდი როგორ შემოგესეოდათ ხოლმე ცუდი ადამიანები და ერთად ყოფნით და ერთმანეთის სიყვარულით როგორ იგერიებდით ხოლმე. ცხოვრება ძალიან რთულია ჩემო ლამაზებო, ბევრი დაბრკოლება იქნება წინ მაგრამ თქვენ ისეთი კარგები და სულით ლამაზები შემორჩით აქაურობას რომ რაც არ უნდა ცუდი მოხდეს სულ ერთად იქნებით და ყველაფერს გაუძლებთ. საიტს ვუსურვებ წინსვლას და თქვენნაირი კეთილი, ლამაზი სულის მქონე და უნიჭიერეს ბავშვებს.
მიყვარხართ და გეფერებით ყველას დიდი სიყვარულით.
\მზია ფერაძე\

ნუ დიდი ხანი არ არის რაც აქ ვარ, ამ საიტზე, მაგრამ არის ხალხი, რომელთანაც მივალ და წავუწუწუნებ. მინდა რომ ეს საიტი დიდხანს იყოს დავუსურვებ რომ კიდევ ბევრი ისტორია შემატებოდეს, თორემ კითხვით მეც ვეყოფი მკითხველი. თქვენ წერეთ!
პირველად ეს საიტი შემთხვევით აღმოვაჩინე სხვა საიტებზე ბოდიალით. მერე ჯგუფში შემოვიჭერი როგორც მზის სხივი.
მერე ამ საიტის წყალობით გავხდი მომღერალი, საყვარელი, პოზიტიური და ა.შ და მინდა რომ ყოლიფერი კაი კაი და ბევრი ბევრი ვუსურვო საიტს. არ დამიჯერებთ, მარა კუბიდონი ვარ მე.
მიყვარხართ ყველა ნუ..

\NI NI\


რა ლამაზი დღეეააა, რა ნათელი მზეეააა..
იმიტომ რომ დღეს საიტის, დაბადების დღეეაა...
როგორი გახარებული ვარ არც კი იცით.
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ... ყველა იმ ადამიანს ვინც იმსახურებს ამ დღის მილოცვას. წინსვლას ვუსურვებ საიტს და ათასობით კარგი ადამიანის შემომატებას თორემ ოხრები და "კეთილისმსურველები" არც ისე გვაკლდა მაგრამ მადლობა ღმერთს ახლა ისინი არიან საიტზე ვინც უნდა იყვნენ. მწერლების ამაგი დასაფასებელია და ძალიან მიხარია არსად რომ არ გარბიან ბევრი კომენტარების გამო :დდ
აქ ვარ მთელი ორი წელია და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ახლა დაიწყო საიტის აღმასვლა რა გაუქმებაზეა საუბარი.
ყველანი მიყვარხართ და ისევ ფერად დღეებს გისურვებთ ჩვენს საიტზე.

\ნათია სვანიძე\

ე.ი mwerali.com_ ს ვულოცავ იუბილეს.საიტი რის საიტია წევრები და მომხმარებლები თუ არ ყავს,მოკლედ თქვენ გილოცავთ ყველას,ვისთვისაც ეს საიტი რამეს წარმოადგენს.მაღალ მაღალ რეიტინგებს,ბევრ კომენტარებს"ჯიგარ" მკითხველებს :დდ
\Nino Jajanashvili\

მოკლედ, ყველას, ვისაც გულით უხარია საიტის ორი წლისთავი,ვულოცავ! მწერლებს, მკითხველებს, ერთგულ მომხმარებლებს და რაც მთავარია, ადმინისტრაციას, რომელიც ძალებს არ იშურებს იმისთვის, რომ mwerali .com იყოს ყველაზე კომფორტული საიტი თითოეული მომხმარებლისათვის! 
ბევრი ჭირისა და ლხინის შემდეგ მოვედით აქამდე, ორი, ძალიან გრძელი წელი გაიარა საიტმა და ვერავინ იტყვის, რომ მარტივი იყო მისთვის იმ სახის მიცემა, რომელიც ახლა აქვს! 
წარმატებას ვუსურვებ ყველა დამწყებს... კიდევ მრავალი წელი მომელოცოს თითოეული გულწრფელი და უანგარო მომხმარებლისათვის! 

\ლიკა ლომთაძე\

საიტს ვულოცავ დაბადების დღეს! დიდი გოგო/ბიჭია უკვე, უნდა დაჭკვიანდეს და მტრებს ყურადღება აღარ მიაქციოს. ორი წელია ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და ვითარდება და ვუსურვებ, ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს მისი წარმატების. ძალიან მიყვარს და ვულოცავ კიდევ ერთხელ.
\Natia Jagodnishvili\


ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც საიტი შეიქმნა. პირველ რიგში თავად საიტს ვულოცავ დაბადების დღეს ვუსურვებ ბევრ კარგ სიახლეს (ისტორიებს ჩანახატებს და ა.შ) ბევრ ძაან მაგარ მწერალს და რაც მთავარია კიდევ ბევრ  ადამიანს. მეორე რიგში  საიტელებს გილოცავთ და თქვენც გისურვებთ ყველაფერს კარგს.   
\მარი'ამი\


ვულოცავ მწერალს ორი წლის შესრულებას, დიდი გოგოა უკვე, :დდ წარმატებებს ვუსურვებ. მომდევნო წელს უკეთესად ჰქონოდეს ყველაფერი.მწერალის დამსახურებით ბევრი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი შევიძინე ამიტომ ეს საიტი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ამიტომ  უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ.
/ნათია გრიგალაშვილი/

 

დღეს დიიიდი დღეა :დდ გილოცავთ ყველას ვისაც აქაურობა ისე გიყვართ და აფასებთ როგორც საჭიროა. ეს საიტი? მე არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა ისეთი ჩემი გრძნობები რომ ბოლომდე გამოვხატო და თქვენამდეც მოვიტანო. მოკლედ ვიტყვი რას ნიშნავს მწერალი.ქომი ჩემთვის. წარმოგიდგენიათ სხეული უსულოდ ან სული სხეულის გარეშე? აი ანალოგიურად ვარ მე როცა უინტერნეტობის ან რაიმე სხვა პრობლემის გამო აქ არ ვარ. განა შეიძლება აქაურიბა არ გიყვარდეს? განა შეიძლება ვერ დაინახო ამდენი ადამიანის სითბო, სილაღე და სიყვარული შწნა მიმართ ასე უანგაროდ რომ ავლენენ? მე თქვენს გარეშე როგორც ახალბედა მწერალი არ ვარსებობ და არაფერი ვარ ამ საიტზე. აქ დაიწყო ჩემი ყველაფერი და აქ გაგრძელდება სულ. ბოროტება? შური? ბოღმა? ეგ საიტზე კიარა ყველას ცხოვრებაში ხდება. საიტი მწერლებს კიარა, საუკეთესო მეგობრებს ვკარგავთ (მე დამიკარგავს) მაგრამ ვინც წასასვლელია აუცილებლად უნდა წავიდეს. ეს ნიშნავს რაღაც ახლის და საინტერესოს მოლოდინს. რამდენი ახალბედა მოვიდა ამ ბოლოს და როგორ კარგად წერენ მერე. მითხარით განა შეიძლება ეს აე დააფასო და წასულს მისდიო? არავითარ შემთხვევაში. საიდან აღარ წასულან ადამიანები მაგრამ მთავარია ვიღაც რჩება. აქ ვიღაც კიარა ისეთები დარჩნენ გულს რომ უხარია შემოსვლა ყოველ წუთს. მინდა საიტს ვუსურვო უამრავი ფერადი და სიყვარულით სავსე დღე, როგორიც სულ იყო და მე ვიცი კიდევ ბევრი იქნება ასეთი. იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი და იმდენს შევხვდი, ასმაგად გამიმყარდა ჩემი სიყვარული ამ ყველაფრის მიმართ. ეს ამ საიტის დამსახურებაა, მე ძალიან მიყვარს აქაურობა, მიყვარხართ თქვენ და მჯერა რომ საიტი წინ და წინ ახლა იწყებს სვლას. თქვენც დაიჯერეთ და იყავით ჩვენს გვერდით ყოველთვის. \ჟანნეტ\

კატეგორია: მთავარი | დაამატა: ჟანნეტ | ტეგები: დღეს!, undefined, დაბადების, ვულოცავთ, Mwerali.com-ს
ნანახია: 1221 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar