მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 17
ნაჩვენებია მასალა: 11-17
გვერდები: « 1 2

დალაგება: Date · Name · Rating · Comments · Downloads · Views

El Perdedor!
07.03.2017 22:37-ზე ფრაზებიპეპელა11250

"ყველას უნდა ლამაზი ვარდი, ლამაზი ღამე, კარგი მეგობარი. მაგრამ ცოტას თუ შეუძლია შეიყვაროს ვარდი თავისი ეკლებით, ღამე თავისი იდუმალებითა და მეგობარი მისი ნაკლით."

შეუმჩნეველი ფრაზები!
25.02.2017 14:17-ზე ფრაზებიპეპელა26680

შენ კი ადექი და არ შემიყვარე. ისე უბრალოდ, თითქოს ჩაი დაისხი და შაქარი არ ჩაყარე. ისე უბრალოდ, თითქოს იწვიმა, შენ საწვიმარი მოიხურე, მაღალყელიანი ჩექმები ჩაიცვი, შემოიარე მთელი ქვეყანა, გამოიომე ქარიშხლები და სახლში ისე მშვიდად მიხვედი, ერთი წვეთიც არ დაგცემია. შენ ადექი და არ შემიყვარე. ისე, თითქოს ბალახი მოთიბე, ძირს გაშლილ ყვავილებს ფეხი დააბიჯე და მშვიდად უყურებდი, როგორ ათოვდა თივის ზვინებს მთელი ზამთარი. შენ ადექი და არ შემიყვარე.

ადამიანის შესაძლებლობა მის წარმოსახვას აღემატება!
08.01.2017 15:43-ზე ფრაზებიპეპელა15870

"არ შეიძლება ,შენი ცხოვრება სხვებს მსხვერპლად შესწირო და გეგონოს,რომ ეს სიყვარულია. "
სტივენ ჩბოსკი - "მარტოსულობის უპირატესობანი"

ერთი უბრალო წამი!
07.01.2017 19:10-ზე ფრაზებიპეპელა14460

- თქვენ, როგორც მწერალს, მეტი ორიგინალურობა გმართებთ.
- მეტი ორიგინალობა რაღა გნებავთ ქალბატონო, მკვდარი ვარ და გელაპარაკებით!
ნოდარ დუმბაძე - "მარადისობის კანონი"

ამ ქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ!
20.12.2016 10:52-ზე ფრაზებიპეპელა15090

"ყოველღამე ვოცნებობ, ბოლოს და ბოლოს ოდესმე ვინმეს შევხვდები-მეთქი, ო, რომ იცოდეთ, ასე რამდენჯერ ვიყავი შეყვარებული!...
— როგორ, ვისზე?
— არავისზე, იდეალზე, იმაზე, ვინც სიზმარში გამოგეცხადებათ ხოლმე. ოცნებებში მთელ სასიყვარულო ამბებს ვთხზავ."
ფიოდორ დოსტოევსკი

კოლექცია''3''
18.12.2016 20:46-ზე ფრაზებიპეპელა13530

''დააბიჯებენ ადამიანები ტროტუარზე და სახეზე არაფერი ეტყობათ. სახეზე არც მე მეტყობა რამე. სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე. ამიტომ ვერ დავფრინავთ.''
ჯემალ ქარჩხაძე

კოლექცია "2"
16.12.2016 21:15-ზე ფრაზებიპეპელა14750

ვერ აპატია ეს ღალატი,არადა,ნათქვამი ჰქონდა,შენ გარდა ქალი არ მინდაო....ალბათ,ამიტომ უფრო ვერ აპატია,არ გაულანძღავს,ეხვეწებოდა,რამე ცუდი მითხარიო,მაგრამ,ამან გაუღიმა და ლოყაზე ხელი მოუსვა.მარტო ის უთხრა:''გული ასე არავის ატკინოო''და კარი ჩუმად მიიხურა.


1-10 11-17