გაბრიელ გარსია მარკესის ფრაზები.
15.08.2017, 15:57

"არ მისცეთ საკუთარ თავს სიკვდილის უფლება იქამდე, სანამ არ გამოსცდით ძილს იმ ადამიანთან ერთად, ვინც გიყვართ."

"უპასუხე მას “დიახ”, მაშინაც კი, თუ გეშინია და თვლი,რომ მოგვიანებით ინანებ, რადგან “არას” თქმის შემთხვევაში მთელი ცხოვრება საკუთარ თავს დატანჯავ."



"საოცარი უნარია, როდესაც შეგიძლია იფიქრო წარსულის ბედნიერებაზე სინანულისა და სინდისის ქეჯნის გარეშე."

"გაიღიმე! ნუ მიანიჭებ უბედურებას სიამოვნებას…"

"შერიგების მომენტი გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მრავალწლიანი მეგობრობა."

"მე არ ვატარებ ქუდს, რათა არ მომიწიოს მისი მოხდა ვინმეს წინაშე."

"ცოდნა და სიბრძნე მოდის ჩვენთან მაშინ, როცა ისინი უკვე აღარ გვჭირდება."

"ჩვენს გარშემო ყოველდღიურად უჩვეულო, ფანტასტიკური მოვლენები ხდება, ხოლო მწერლები ჯიუტად გვიყვებიან ნაკლებად მნიშვნელოვან, ყოველდღიურ ამბებზე."

"ადამიანს ძალიან უყვარს ერთჯერადი ნივთები, იმიტომ, რომ თვითონაც ერთჯერადია;"



"არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს;"

"შეიძლება, ღმერთს სურს, რომ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვდებით იმ ერთადერთს, იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერი ვიყოთ;"

"ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი;"


"ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო"


კატეგორია: ფრაზები | დაამატა: merem544
ნანახია: 1166 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar