მეშინია.
19.05.2017, 12:22
''გიჟი არ გეგონო.
როგორც ჩემი ძმაკაცი ამბობს,
ნამდვილი გიჟები
ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში არიან.
მე უბრალოდ წვიმა მიყვარს.
ამიტომ ვდგავარ გაჩერების გვერდით
და არ გავრბივარ სხვების მსგავსად.
წვიმის დროს არსად მეჩქარება,
არც არსად ვაგვიანებ.

გუშინ ჩემი ძმაკაცი მოკლეს.
ძალიან დრამატული ისტორიაა.
თუმცა ისე არ მოუკლავთ შენ რომ იფიქრე.
წამალზე შესვეს.
ამიტომ ვერ წავედით დილით წირვაზე.
სხვა და სხვა გზებზე აღმოვჩნდით.
მე ვერ გავუგე,
რადგან არც მიცდია მისი გაგება.
მას კი მხოლოდ ეს სჭირდებოდა.

ჩვენ ფაქტებს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ,
ვიდრე ფაქტების გამომწვევ მიზეზებს,
ამიტომ გიკვირს ის ფაქტი, რომ წვიმაში ვდგავარ,
როცა სხვები თავშესაფრისკენ გარბიან.

იქნებ ყველაფერი სხვანაირად უნდა მომხდარიყო.
იქნებ შენსავით გრძელი თმა უნდა მქონოდა
და შენ ჩემსავით წვერით გევლო.
იქნებ ამ ასფალტის გზის ადგილას მდინარე უნდა ყოფილიყო.
იქნებ ტაძრების აგების ნაცვლად,
უსახლკაროთა თავშესაფრები უნდა აგვეგო.

როგორ დაგაჯერო, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
წვიმის დროს გაქცევის ნაცვლად, ნელი ნაბიჯით სიარული.
როგორ აგიხსნა, რომ ბოროტი არასოდეს ვყოფილვარ,
მიუხედავად ჩემი ბოროტი საქმეებისა.
როგორ გითხრა...
აი, იმ მოხუც კაცს შეხედე, მე რომ მიყურებს.
მას გიჟი არ ვგონივარ,
საკუთარი თავი ებრალება,
რომ იმდენად დიდი კედლები აიშენა
გარშემო, გარეთ გამოღწევა აღარ შეუძლია,
თორემ მასაც ჩემსავით უყვარს
ან ერთ დროს უყვარდა, წვიმა.''
''მეშინია.სიცოცხლის,სიკვდილის,არარაობის კი არა,ისე წასვლის,თითქოს არც არასდროს მეარსებოს.''
ყვავილები ელჯერნონისთვის -დენიელ კიზი
''ხანდახან წიგნები, რომლებიც ძალიან გიყვარს, მხოლოდ შენი აღმოჩენილი, შენი საკუთრება გგონია.''
,,მე ვიცი,რომ ნამდვილი ცრემლები ისევე გადამდებია,როგორც სიცილი"
ონორე დე ბალზაკი
,,ბრმები ვიყავით და ახლაც ბრმები ვართ.ბრმები,რომლებსაც მხედველობა აქვთ ,ბრმები,რომლებსაც მხედველობა აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ"
ჟოზე სარამაგუ- ,,სიბრმავე"
"დაე, ეს იყოს ჩემი ბოლო სიტყვა, მე მჯერა სიყვარულის."
რაბინდრანათ თაგორი
„უდაბნოს გადამწვარი და ხრიოკი სტეპებიც კი ვერ გამოიწვევენ ისეთ ღრმა დეპრესიას, როგორც ის ერთი ადამაინი, რომელიც ზის, ლაპარაკობს და არავინ იცის, როდის წავა.“
-ანტონ ჩეხოვ
"გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა."
ნოდარ დუმბაძე
“დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა, დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა , ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგიერთისადმი სიყვარული რომ არა.”
გ.დოჩანაშვილი-“სამოსელი პირველი”
„სულელთა შორის მოხვედრილი ჭკვიანი ყოველთვის უცნაურად გამოიყურება.“
-ბესარიონ ბელინსკი
„სრული ბედნიერება არ არის შფოთიან ცხოვრებაში, სრული ბედნიერება მშვიდია, როგორც ზღვა ზაფხულის სიწყნარეში.“
-ალექსანდრე გერცენი
"შეიძლება ქუჩაში ძირს დაგდებული მათხოვარი არ წამოაყენო, მაგრამ ქუჩიდან ვერ გააქრობ. შეიძლება დაივიწყო ყველა უბედურება, მაგრამ უბედურება არ დამთავრდება."
-შარლ ბოდლერი
კატეგორია: ფრაზები | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1388 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar