Michael Jackson
10.05.2017, 21:13
«მე შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, როცა ჩემ ძმებთან ერთად ვცხოვრობით ჩვენ ბევრს ვერთობოდით, მაგრამ თავს ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობდი»
« მე შავი ამერიკელი ვარ და ჩემი რასით ვამაყობ. ვამაყობ იმით ვინც ვარ »
« მე არასოდეს ვარ ბოლომდე რამით კმაყოფილი. მითუმეტეს საკუთარი თავით. ვცდილობ სარკეში არ ჩავიხედო »
« ვცდილობ მივბაძო და გავყვე იესოს. ის გვეუბნება გვიყვარდეს ბავშვები, ვიყოთ მათსავით სუფთები და უდანაშაულონი, ვუყუროთ სამყაროს ბავშვების თვალით და დავინახოთ ის სასწაული რაც ჩვენს გარშემოა »
« მე დღემდე აღმაფრთოვანებს ზეცა და მზის ჩასვლა. ცისარტყელის გამოჩენისას ან ვარსკვლავის ვარდნისას სურვილს ყოველთვის ვიფიქრებ.. მე დამინახავს მეტეორული წვიმა. სამყარო სავსეა სასწაულებით »
« ჩემ სიმღერებში არასოდეს ვიყენებ უცენზურო სიტყვებს. მე ვთვლი რომ უფროს თაობას პატივი უნდა ვცეთ. თუ კონცერტზე ისეთ სიმღერას ვიმღერებ სადაც უცენზურო სიტყვებია და ამ დროს დარბაზში მოხუცი ქალბატონი აღმოჩნდება, ძალიან შემრცხვება »
« ფანების მხარდაჭერა-ეს ისეთი სასიამოვნო გრძნობაა. მე არ ვარ ამაყი. არ ვთვლი, რომ უკეთესი ვარ მაგალითად ჩემ მეზობლად მცხოვრებ ადამიანზე. მე უბრალოდ საოცრად მსიამოვნებს ფანების სიყვარული. უყვარდე- ეს შესანიშნავია »
« მე რითმის მონა ვარ. როგორც პალიტრა ისე ვარ. ვცეკვავ ისე, როგორც ვგრძნობ საკუთარ თავს მოცემულ მომენტში. თუ შენ იწყებ ფიქრს, მორჩა- შენ მკვდარი ხარ. სცენაზე გამოსვლა ეს გონების საქმე არაა. ის გრძნობებს ეხება »
<<ცხოვრებაში არასოდეს არ მიწყენინებია ბავშვებისთვის. მე არასოდეს მივაყენებდი მათ ტკივილს. ეს ჩემ გულში არაა. მე არ ვარ ასეთი »
« არასდროს დამისახელებია ჩემი თავი პოპის მეფედ. ეს ყველაფერი ელიზაბეტ ტეილორის ბრალია. თუ არ ვცები American Music Awards-ისდაჯილდოვებაზე ელიზაბეტმა თქვა, რომ ის თვლის რომ მე პოპის, სოულის და როკის მეფე ვარ. ამის შემდეგ მისი სიტყვები პრესამ აიტაცა »
« საკუთარ ძალებში სრულიად დარწმუნებული ვარ. არ ვარ მერყევი ადამიანი. თუ რამეს ჩავიფიქრებ ჩემი შემჩერებელი არავინაა »
« სიყვარული ასახსნელად ძალიან სახალისოა. ისეთი მარტივი მისი შეგრძნება, მაგრამ როცა მასზე ლაპარაკობ თითქოს ყველაფერი ქრება. ის შენ ხელშია მანამ, სანამ მას მჭიდროდ არ ჩაეჭიდები. სიყვარულის დაჭერა შეცდომა არ არის, მაგრამ შენ უნდა შეეცადო გრძნობდე მას თავისუფლად, მუსბუქად.. თუ ის თავისუფალია სიყვარული ცხოვრებას ცოცხალს, მარტივს და სასიხარულოს გახდის.ეს არის ჩემი შემოქმედების მთელი არსი და ენერგია.მისით ვმოძრაობ, ვცეკვავ, ვმღერი. სანამ ის ჩემ გულშია ის ყველგანაა»
« საკუთარი თავის რწმენა იმის გააზრებიდან იწყება, რომ შიში ეს ნორმალურია. გეშინოდეს ეს პრობლემა არ არის. ნებისმიერი ადამიანი განიცდის ეჭვებს და შიშს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე . ეს ჩვეულებრივი ამბავია. პრობლემა ამის არ აღიარებაა. მთავარია მიხვდე და აღიარო, რომ გეშინია. მერე უფრო ძლიერი გახსნილი და მიზანსწრაფული ხდები. რაც უფრო ვუღრმავდები საკუთარ თავს, მით მეტად ვძლიერდები, რადგან ვგრძნობ, რომ ნებისმიერ შიშზე მაღლა ვარ. »
« ყველაზე მთავარი არის იყო გულწრფელი საკუთარ თავთან და საყვარელ ადამიანებთან. ის რაც დღეს გავქს, ხვალ არ გექნება. ამიტომ იბრძოლე. იბრძოლე საკუთარი ტალანტის გასაუმჯობესებლად. რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს იგი. გამოიყენე ნებისმიერი საშუალება მის გასაუმჯობესელბად. იყავი საუკეთესო შენს საქმეში. ისწავლე იმაზე მეტი ვიდრე სხვებმა იციან.ეს შენია. მთელი ცხოვრების მანძილზე ამ პრიცნიპით ვხელმძღვანელობ»
« არასოდეს გამოიტანოთ დასკვნები ადამიანზე, მანამ სანამ მას პირისპირ არ გაესაუბრებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ გაიგოთ მისი პიროვნების არსი »
« მე მიყვარს ცხოველები. ისინი არასოდეს განგსჯიან. არასოდეს მოგატყუებენ. მათ შენთან მხოლოდ მეგობრობა, გულწრფელი მეგობრობა უნდათ. თუ არადა ყოველშემთხვევაში თავიდანვე გვაგებინებენ რა მიზანი აქვთ »
« მე იმაში მადანაშაულებენ რომ დამალვა მიყვარს. დიახ ეს ასეა. როცა შენ ცნობილი ხარ ყველა შენ გიყურებს. ამის გაგება შესაძლებელია, თუმცა ეს არც თუ ისე იოლია. მე ვატარებ მუქ სათვალეებს იმიტომ, რომ არ მსიამოვნებს, როცა ვხედავ როგორ მაშტერდებიან გამუდმებით . მე ისე ცოტახნით ვეკუთვნი ხოლმე საკუთარ თავს, რომ მინდა რაღაც ნაწილი მაინც დაიმალოს ჩემში. ეს უცნაურია, მაგრამ დიახ, მიყვარს განმარტოება »
« როცა სცენაზე გამოსვლა დავიწყე, მე პატარა, საყვარელი და ლამაზი ვიყავი. ახლა მე დიდი, საყვარელი და ლამაზი ვარ.... »

მოდი და არ გიყვარდეს ♥
კატეგორია: ფრაზები | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1086 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar