ფრაზები ფილმებიდან [ნაწილი II]
09.06.2017, 19:54
_თქვენ ყოველ დღე წუწუნებთ, თუ რა მძიმე და აუტანელია აქ ყოფნა.
მაგრამ არაფერს აკეთებთ, რომ ყველაფერი შეცვალოთ და თავი დააღწიოთ აქაურობას!__
– _ჩვენი არსებობის რიტუალი დაფუძნებულია იმაზე, რომ ძლიერი
სუსტი ხდება მაშინ, როცა სუსტს შეჭამს__
– _ვერასოდეს იქნები ძლიერი სინამდვილეში იქამდე, სანამ ყველაფერში სასაცილო მხარეს არ დაინახავ __
– _...უნდა გაიცინო მათზე, ვინც შენ გტანჯავს, სხვანაირად.წონასწორობას ვერ შეინარჩუნებ და სამყარო ჭკუაზე შეგშლის__---''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა.''
არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ - ფესვები
ის ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს,ის გადაარჩენს მთელ ქვეყნიერებას - შინდლერის სია.
ამქვეყნად ერთი საქართველოა და ისიც ჩვენია - ნატვრის ხე
"-რა ღირს ეს ნახატი?
-თუ არ ვცდები 30,000 ევრო, მაგრამ გადავამოწმებ, თუ გინდათ.
-დიახ, ნამდვილად ღირს, რომ გადაამოწმოთ. ძალიან გაზვიადებული მეჩვენება ეს ფასი. შენ არ აპირებ ამის ყიდვას, ეს ხომ შეუძლებელია.
-სწორედ რომ ვაპირებ!
-ტიპს თეთრ ტილოზე ცხვირიდან სისხლი წასკდა და ამაში 30,000 ევროს ითხოვს.
-მითხარი დრის, შენი აზრით, რატომ არიან ადამიანები ხელოვნებით დაინტერესებული?
-არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ბიზნესია.
-ხელოვნება ერთადერთია, რაც დედამიწაზე თავის კვალს ტოვებს.
-სისულელე!!! 50 ევროდ წარუშლელ კვალს დავტოვებ დედამიწაზე და, თუ გინდა, ლურჯ ფერსაც დავამატებ, ბონუსად..."
ფილმიდან: ხელშეუხებელნი
-არ შეგიძლია აწამო სხვა ვინმე?
-არა. მე უკვე აგირჩიე შენ : )
/ჭირვეულის მორჯულება/
-თქვენის ნებართვით, გაგეცნობით..მე ვარ...
-მოდით აქ მოვრჩეთ, არ მინდა მეხსიერების გადატვირთვა...: )
/ჭირვეულის მორჯულება/
“რთულია გაიხედო უკან და დაინახო სიმართლე იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც გიყვარს.”
– ამერიკული ისტორია X
ბედნიერებას ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა მისი გაზიარება შეგიძლია!
"Into the Wild"
"სიყვარული შეიძლება წელიწადის დროსავით გაქრეს, მეგობრობა კი მარადმწვანეა."
ჭორიკანა/GossipGirl
- აბა მითხარი რა მოგიხერხო?
- მაჭამე, გიყვარდე და არასოდეს მიმატოვო.
(გარფილდი)
''არასოდეს არაფერი მოიპარო შიმშილით რომ კვდებოდე მაინც. იცოდე სხვისი არაფერი შეგშურდეს და იცოდე ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც, ამიტომ იოლად ნურავის ნუ გაიმეტებ."
(უძინართა მზე)
სიამოვნება სირცხვილი არ არის. ადამიანს უბრალოდ უნდა რომ იყოს ბედნიერი. მაგრამ საზოგადოებას უნდა რომ ის იყოს კარგი, და როცა ის კარგია, ის იშვიათადაა ბედნიერი. მაგრამ როდესაც ის ბედნიერია, ის ყოველთვის კარგია.
(ფილმიდან "დორიან გრეის პორტრეტი")
კეტი: 10 რამ რის გამოც მეზიზღები
მეზიზღება როგორ მელაპარაკები და მეზიზღება შენი ვარცხნილობა.
მეზიზღება როგორ ატარებ ჩემს მანქანას.
მეზიზღება როდესაც მაშტერდები.
მეზიზღება შენი დიდი ბათინკები და მეზიზღება როგორ კითხულობ ჩემს ფიქრებს.
ისე მეზიზღები რომ უკვე ცუდად ვარ.
მეზიზღება ის რომ ყოველთვის მართალი ხარ.
მეზიზღება როცა მატყუებ.
მეზიზღება როდესაც მაცინებ მას შემდეგ რაც შენს გამო ვიტირებ.
მეზიზღება როდესაც ჩემს გვერდით არ ხარ და არ მირეკავ.
მაგრამ ყველაზე მეტად მეზიზღება ის რომ მე შენ არ მეზიზღები.
ოდნავადაც არ მეზიზღები,სერთოდ არ მეზიზღები.
(ფილმიდან "10 things I hate about you")
''მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა, ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი, – ისეთი შევჭამო, რომ არ დამასწროს და აქეთ არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა. ნადირია და იმიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრიც უნდა ჰქონდეს, ისეთი შევჭამო, რომ ჩემი სიცოცხლე სჯობდეს მის სიცოცხლესო. ასეა ეს ''
(დათა თუთაშხია)
კატეგორია: ფრაზები | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1713 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar