ფრაზები წიგნიდან "სამოსელი პირველი"
04.08.2017, 20:11

„ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს... ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი... ან მდევარი.. - და როცა მოვა, როდესაც მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი...
ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ... და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ... თვალებით ყევლაფრის თქმა უნდა შეძლოს... ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა... სახის ჩრდილებიც, - ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი - შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს.. ხელისგული - ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ... მერე ფრთხილად ჩამიაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინვე მიხვდებით ნამდვილი ქალი თუა - ანდა საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ - რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული... და თუ უყვარხარ, თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც,
ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზე ხელი...“

„კარგად იცოდე, სამოსელი პირველია სიტყვა და მაგ სამოსელს რაც უფრო მეტ ხალხს გადააწვდნენ და გადააფარებ, უფრო მდიდარი შეიქმნები, უფრო ტანჯული... გაწამდები და გაიხარებ... სიტყვის თამაშად ნუ ჩამომართმევ - უბედნიერესი უბედური იქნები - და დატანჯული.“

„სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...
ადამიანი ადამიანისთვის დღეა...“

„არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი...“

„ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.“



„ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს.“

„დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.“

„ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
- ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
- ადამიანი რომ გყვარებოდა!“



„ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს...“

„თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია.“

„სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყო... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა...“
კატეგორია: ფრაზები | დაამატა: merem544
ნანახია: 1618 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar