ფრაზები წიგნიდან- "ტრიუმფალური თაღი"
04.08.2017, 13:16

„ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა, შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს.“

„მარადიული, იაფფასიანი სასოწარლვეთილება, ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა, რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება.“

„დედამიწაზე ყველაფრისათვის არის ადგილი, მხოლოდ ადამიანებს ადგილი ვერ მოიძებნა.“

„ყველაზე მძიმე დროსაც უნდა ვიფიქროთ ერთგვარ ფუფუნებაზე.“

„მიცვალებულნი დაასაფლავე და კბილებით ჩაეჭიდე ცხოვრებას. დრო სწრაფმავალია. გაძლება – აი რა არის მთავარი.“
 

„ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში, რომ უყვარს.“


„შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი არა.“

„– რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ.
– ხოლო ყველაფერი, რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე.
– როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
– სწორედ იმიტომ, რომ ის წარსულია.“

„რატომ არიან ღვთის მორწმუნენი ასე შეუწყნარებელნი? ყველაზე მსუქბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.“

"სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული." 

„სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები.“

"ბედისწერა ვერასდროს იქნება მშვიდ სიმამაცეზე ძლიერი, მაგრამ, თუ მთლად აუტანელი გახდება ცხოვრება, შეიძლება თავის მოკვლა." 

„ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.“

„ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.“

„თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.“

„ისევ მორევი, უხმოდ რომ ითრევს ადამიანს სადღაც სიღრმეში. უცხო უფსკრული შეუცნობლისა. ამ უფსკრულიდან მოცურავს ღრუბელი, თან მოაქვს თავბრუდახვევა და ალისფერი ბანგი.“

„შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!“

„სიყვარული! რა არ აფარებს თავს ამ სახელს… ნაზი და საამოდ ტკბილი სხეულისაკენ მიდრეკილებაც და სულის უნაზესი აფორიაქებაც. არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა. არ მეგონა თუ ხელახლა მომევლინებოდა. მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა. ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს. და რაც იწვის გრძნობის ხანძარში უკეთ, ვიდრე ცინიზმი – საბედისწერო ჟამთა სიავის წლებში დამზადებული საწვავი?“

„მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვევით. ის, რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია.“

კატეგორია: ფრაზები | დაამატა: merem544
ნანახია: 2178 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar