სულის ფრაზები !
14.03.2017, 13:39
''და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა!''
ფიოდორ დოსტოევსკი - ''თეთრი ღამეები''
"როცა გავიზრდები, მე მგონი, კლოუნი გამოვალ, ამ ადამიანებთან არაფერი სხვა არ გამომდის! – მარტო სიცილი შემიძლია, ასე რომ, წავალ ცირკში და ვიცინებ და ვიცინებ."
ჰარპელ ლი - " ნუ მოკლავ ჯაფარას"
ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
შოთა ნიშნიანიძე'
"სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!..."
ფიოდორ დოსტოევსკი - "ყმაწვილი"
"კარგად ვიცი, რომ ერთი და იმავე ადამიანის გულში შესანიშნავად თავსდება წვრილმანობა და სულგრძელობა, ბოროტება და გულმოწყალება, სიძულვილი და სიყვარული."
სომესტერ მოემი - "მთვარე და ექვსპენიანი"
"სწორად წარმართული კითხვა ყველაფრისაგან დაგვიცავს, საკუთარი თავისგანაც კი."
დანიელ პენაკი - "რომანივით საკითხავი"
"- როგორ ხდებიან ადამიანები პოეტები?
- მარტივია. ის რაღაც, რაც შენში იწვევს პოეტობას ან ფურცელზე გაწერინებს, ანდაც ხიდზე მიჰყავხარ გადასახტომად".
ჩარლზ ბუკოვსკი
"სევდა ნიშნავდა: ბოლო გაჩერებაზე ვართ, ბედნიერება ნიშნავდა: ჩვენ ერთად ვართ. სევდა ფორმა იყო. ბედნიერება შინაარსი. ბედნიერება ავსებდა სევდიანი განწყობილების სივრცეს."
მილან კუნდერა - "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე"
თუ ოდესმე რაიმე ძალიან კარგს მოიმოქმედებ, დროთა განმავლობაში თავში აგივერდება და ეს უკვე აღარაა კარგი."
ჯერომ სელინჯერი - "თამაში ჭვავის ყანაში"
"კარგია, რომ ქვეყნად არსებობს წიგნები, მუსიკა და ის პრობლემები, რომელთა შესახებაც შემიძლია ვიფიქრო."
დენიელ კიზი - "ყვავილები ელჯერნონისთვის"
"თუ სიბერეში სიმშვიდე გსურს მოიპოვო,ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას"
გაბრიელ გარსია მარკესი - "მარტოობის ასი წელიწადი"
"მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ქულები არაფერს არ ნიშნავს. არსებობს კიდევ მოტივაცია. ძალიან მინდა გრანშამში მოვხვდე, რადგან ჩემი აზრით მანდ ვიქნები ყველაზე ბედნიერი. არც დიდი ვარ და არც მოსული. მხოლოდ 35 კილო იმედს ვიწონი.
შეხვედრამდე!"
ანა გავალდა - "35 კილო იმედი"
"ტვირთი შექმნილია ისეთი მხრებისთვის, რომელთაც მისი ტარება შეუძლიათ."
მარგარეტ მიტჩელი - "ქარწაღებულნი"
"ჩვენ ყოველ წუთში ახალი არსებანი ვართ, განუმეორებელნი, განსხვავებულნი ჩვენი წარსული და მომავალი მესგან."
ონორე დე ბალზაკი - "შაგრენის ტყავი''
"ქართველი ხალხი, მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი"
მიხეილ ჯავახიშვილი
"მე, სულელმა, მაშინ რა ვიცოდი, რომ ამგვარი მწუხარების მიზეზი სიტყვებით არ გამოიხატება. სადღაც უსიამოვნო გრძნობა ამოძრავდება, გულს სევდა შემოაწვება და ცრემლად მოაწვება თვალებს."
მიხეილ კვესელავა - "ას ერგასის დღე"
"მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის."
ვაჟა-ფშაველა
კატეგორია: ფრაზები | დაამატა: პეპელა
ნანახია: 2645 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar