ანგელოზი ეშმაკის ღიმილით 2თავი
22.07.2018, 16:40
- ნუცა, ნუცა ნუცაა.
_ ბოლო ხმაზე ყვირის ლონდა.
- რა მოხდა?
_ შეშინებული წამოვარდა ფეხზე.
- როგორც ჩანს ისევ კოშმარი ნახე.
თავი ამხადე იმხელა ხმაზე კიოდი.
- კოშმარი? არაფერი მახსოვს.
- წამლებს არ სვავ?
- დედას არ უთხრა კარგი?
- სულ არ მაინტერესებს, დალევ თუ არა იმ წამლებს.
_ ცივი ხმით ამბობოს გოგო და ოთახიდან გადის.
- აჩი.
_ მალევე გაახსენდა მისი სიზმარი და ტელეფონს დაწვდა.
- ნუცა.
_ ყურმილის მეორე მხარეს მალევე მოესმა ნაცნობი ხმა.
- აჩი კარგად ხარ?
- კარგად ვარ ნუც, მიხარია რომ დამირეკე.
- მაპატიე.
_ ჩამქრალი ხმით ამოილაპარაკა.
- მე მაპატიე ნუც.
გადავწყვიტე თბილისში აღარ მივდივარ.
- მართლა?
- ჰო მართლა, არ მინდა შენი მარტო დატოვება.
- მიყვარხარ.
- მეც ძალიან მიყვარხარ.
დღეს მნახავ?
- დღეს, იცი დღეს არ მცალია.
ხვალ გნახავ კარგი?
- კარგი.

- ნუცა.
_ აბაზანაში შესვლას აპირებდა როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა.
- ისევ მოხვედი?
- მოვედი, შენ დამიძახე და მოვედი.
- სანდრო მე შენთვის არ დამაძახებია.
- წამლებს რატომ აღარ სვავ ნუცა?
- შენ რა იცი სანდრო?
- შენი აზრით რატომ ვარ ისევ აქ?
- გასაგებია.
- ისევ დაგეწყო კოშმარები?
- კი.
- ყველაფერი კარგად იქნება ნუცა.
- მიდიხარ?
- გინდა დავრჩე? ამ სახლში შენს გარდა ისედაც ვერავინ მამჩნევს.
- დედას ძალიან ენატრები.
- მეც მენატრება.
- ნუცა.
_ კარს უკან მოესმა დედის ხმა.
- ჰო დედა.
- ვის ელაპარაკები?
- არ უთხრა.
- არავის დე უბრალოდ ვმღეროდი.
_ მალევე ცრუობს.
- მალე გამოდი.
- კარგი.
- სანდრო მე ხომ.
_ უკან მოიხედა თუმცა იქ უკვე აღარავინ დახვდა.
მალევე მოწესრიგდა და ოთახიდან გავიდა.
- სკოლაში არ მიდიხარ?
_ შორტებში გამოწყობილ გოგოს ეკითხება დედა.
- არა დღეს მანანასთან მივდივარ.
- რამე მოხდა?
_ ნაცნობი სახელის გაგებისას შეცბა ქალი.
- არა უბრალოდ წამალი დამიმთავრდა.
- გინდა გამოგყვე?
- არა მარტო წავალ.
- ისევ ისეთი ლამაზია საერთოდ არ შეცვლილა.
_ ისევ მოესმა ხმა.
- კი ისევ ისეთია.
_ ისიც მალევე გამოეპასუხა.
- რამე მითხარი ნუცა?
- არა დე, მე წავალ.
- კარგი საყვარელო.

- სანდრო წამლები რომ დავლიო ვეღარ გნახავ?
- ვერა.
- არ დავლევ.
- არ შეიძლება ნუც ეგრე გაგიჟდები.
- არ მინდა შენს გარეშე.
- აჩი ხომ გიყვარს ნუცა?
- ძალიან მიყვარს.
- ის უნდა აირჩიო, მასაც ძალიან უყვარხარ.
მის გამო უნდა მიიღო წამლები.
- შემოდი ნუცა.
_ მალევე ეძახის ფსიქოლოგი.
- თავს როგორ გრძნობ ნუცა?
- მანო იცი უკვე ერთ კვირაზე მეტია წამლები არ მიმიღია.
- ისევ დაგეწყო?
- კი. მაგრამ დედამ არ იცის.
- ნუ გეშინია არაფერს ვეტყვი.
ისევ სანდროს ხედავ?
- ახლაც აქ არის.
_ ღიმილით გადახედა მის გვერდით მჯდომს.
- რას გეუბნება?
- მეუბნება რომ წამლები უნდა მივიღო.
- ისევ იმ ასაკში ხედავ?
- არა უფრო გაზრდილია.
- უკვე 19 წლის ვარ ნუც.
- ამბობს რომ 19 წლის არის.
- ისევ ისე ხედავ თუ?
- ახლა მისი სახის დანახვა უფრო კარგად შემიძლია, ასევე მისი ხმაც ძალიან კარგად მესმის.
- ნუცა წამლების მიღება უნდა განაგრძო.
თუ ამას არ გააკეთებ კოშმარებიც დაგეწყება.
- უკვე დამეწყო.
- რა კოშმარი ნახე?
- ჩემი შეყვარებული მოკლეს.
- თუ ფრთხილად არ იქნება მას რაღაც მოუვა.
- რას ამბობს სანდრო?
_ გაკვირვებული ეუბნება.
- სად წადი?
_ გვერდით მოიხედა თუმცა იქ უკვე აღარავინ დახვდა.
- რა მოხდა?
- წავიდა.
- რა გითხრა?
- არაფერი.
- კარგი ეს წამლები მიიღე.

- მე ხომ წამლები უკვე მივიღე ისევ რატომ გხედავ?
_ ბოტანიკურ ბაღში უცდიდა აჩის როდესაც ისევ სანდრო დაინახა.
- ალბათ იმიტომ რომ ჩემი გაშვება არ გინა.
- შეიძლება.
- ისევ ნახე კოშმარი ?
- ისევ აჩი ვნახე სისხლში ამოსვრილი.
მგონი ვგიჟდები სანდრო.
- ნუცა.
_ ზურგს უკან მოესმა ნაცნობი ხმა.
ცრემლი მოიშორა და ღიმილით წამოდგა ფეხზე.
- მომენატრე.
_ გახარებული გადაეხვია მონატრებულ სხეულს.
- მეც ძალიან მომენატრე.
_ მონატრებულ ტუჩებს დაეძგერა.
- სირცხვილია ხალხი გვიყურებს.
_ მალევე მოიშორა ბიჭი.
- ნუცა ვინ არის სანდრო?
_ სეირნობის დროს უეცრად ეუბნება აჩი.
- სანდრო?
- ჰო სანდრო, როდესაც მოგიახლოვდი გავიგონე როგორ მიმართე ვიღაცას ამ სახელით.
- სანდრო ის.
_ დაიბნა გოგო.
- სანდრო ჩემი ძმა არის.
- შენი ძმა? არასოდეს გიხსენებია ის ჩემთან?
- ის არავისთან მიხსენებია.
- რატომ?
- ყველაფერს ნუ ეტყვი ისიც არ გააგიჟო.
_ ისევ მოესმა სანდროს ხმა.
- არა.
_ ჩაეღიმა.
- რაა?
- ააა არაფერი.
- სად არის შენი ძმა?
- ათი წლის წინ მდინარეში დაიხრჩო.
- ძალიან ვწუხვარ არ ვიცოდი.
- არაუშავს.
- ალბათ ძალიან გენატრება?
- ძალიან.
_ ღიმილით გადახედა გვერსით მდგომ ძმას.
- რატომ არავინ არ იცის ამის შესახებ?
- ანკამ იცის, ზოგადად არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- გასაგებია.
- საგოცდოდ ემზადები?
_ თემის გადატანა სცადა აჩიმ.
- კი როგორ არა, თან ძალიან ვნერვიულობ.
- გინდა გამოცდაზე მე შემოგყვები? ყვალაფერს გიკარნახებ.
_ სიცილით ეუბნება სანდრო.
- ნუ ნერვიულობ ხომ იცი ყველაფერი გამოგივა.
- იმედია.
- არ ინერვიულო.
- კითხე ვინ ურეკავს? მისი ტელეფონი უკვე რახანია რეკავს და არ პასუხობს?
_ ისევ ჩაესმა სანდროს ხმა.
- აჩი.
- ჰო.
- მგონი ვიღაც გირეკავს.
- ჰო ვიცი ჩემი მეგობარია მერე გადავურეკავ.
_ დაბნეული ამბობს ბიჭი.
- რამეს ხომ არ მიმალავ?
- არა ნუც რას უნდა გიმალავდე.
- ნუცა ნახე კეფა მოიქექა რაღაცას გიმალავს.
- აჩი.
_ გაბრაზდა გოგო.
- ჩემს ძმაკაცს რაღაც პრობლემა აქვს და ჩემი დახმარება სჭირდება.
- ახლა სიმართლეს ამბობს.
- გასაგებია წადი მიდი დაეხმარე მეგობარს.
_ ღიმილით ეუბნება გოგო.
- სახლამდე მიგაცილებ.
- არა იყოს ცოტას გავივლი და შემდეგ წავალ.
- კარგი.
მიყვარხარ.
_ შუბლზე აკოცა გოგოს და იქაურობას გაეცალა.
- სანდრო ნუ აკეთებ ეგრე.
_ აჩის წასვლის შემდეგ გაუწყრა ძმას.
- როგორ?
- ვინმესთან ეთად რომ ვარ რაღაცეებს ნუ მეუბნები თორემ მეცინება.
- რა ვქნა არ დაგეხმარო?
- დამეხმარე მაგრამ ნუ მაცინებ, ვიღაცას მართლა გიჟი ვეგონები.
- კარგი ჰო.
- სახლში წავიდეთ.
- წავიდეთ.
- სანდრო.
- გისმენ?
- მგონი წამლები საერთოდ არ მშველის.
- ვიცი.
- რა იცი?
- წამლები რომ გშველიდეს აქ არ ვიქნებოდი.
- მართალია.

- რას უყურებთ?
_ მისაღებში მყოფ მშობლებს მიუჯდა გვერედით.
- თბილისში ხორავას ქიჩაზე ბიჭები რომ მოკლეს, მაგათზე არის გადაცემა.
- ჯერ ისევ არ დაუჭერიათ?
- ვიღაცეები დაიჭირეს თუმცა საქმე არ დახურულა ჯერ.
- დედა.
- ჰო საყვარელო.
- როგორ შეიძლება ადამიანს ორი დანით მიაყენონ, 17 ჭრილობა რომლებიც სხვადასხვა ზომის და ფორმის არის?
- არამგონია საყვარელო იქ მესამე დანაც უნდა ფიგურირებდეს.
- გეთანხმები.
_ დაეთანხმა ბატონი ალექსანდრე.
- ლონდა სად ბრძანდება?
- მეგობრებთან წვეულებაზე.
- მაგ გოგოს წვეულების გარდა ტვინში არაფერი აქვს.
_ მომაბეზრებლად ატრიალებს თვალებს.
- ეგრე ნუ ამბობ საყვარელო შენს დაზე.
- რაც არის იმას ვამბობ.
- ნუცა დედას ჰკითხე რა მოხდა დღეს საავადმყოფიში.
- დედა რა ხდებოდა დღეს სამსახურში?
- საინტერესო არაფერი საყვარელო, ერთი ბიჭი მოიყვანეს მძიმედ იყო დაჭრილი.
- რა მოხდა?
- ზუსტად არ ვიცი მაგრამ მგონკ ბიჭებს ჩხუბი მოუვიდათ და ეს დაიჭრა.
- ახლა როგორ არის?
- კარგად არის საყვარელო.
- კარგია.
ძილინებისა.
_ მშობლებს ემშვიდობება და თავის ითახში ადის.
- რატომ მაკითხიე დედასთვის ის?
- ის ბიჭი აჩის ძმაკაცი იყო.
- შენ რა იცი?
- ვიცი.
- სანდრო.
- გისმენ?
- რატომ მითხარი რომ აჩის საფრთხე ემუქრება.
- ძალიან მალე მიხვდები ნუცა.
_ მხოლოდ ამას ამბობს და უჩინარდება.
- რატომღაც გამიკვირდებოდა რომ არ გამქრალიყავი.
_ გაბრაზებული ამბობს გოგო და სააბაზანოში შედის.

- გინდა მართლა შემოგყვები გამოცდაზე?
- სანდრო გინდა ხალხს მართლა გიჟი ვეგონო?
- შენ ახლა ნორმალური ისედაც არ ხარ, სულს ელაპარაკები და გიჟი ხარ აბა რა ხარ?
- შემეშვი.
_ პირჯვარი გადაისახა და საგამოცდო ოთახში შევიდა.
- ღმერთო შენ გადამარჩინე.
_ მძიმედ ამოისუნთქა გოგომ.

- რა ქენი?
_ დაღვრემილ გოგოს მივარდა აჩი.
- ჩავაბარე.
_ ბოლო ხმაზე შეჰკივლა და ბიჭს შეახტა.
- ჩემი ნიჭიერი გოგო.
- მიყვარხარ.
- მეც ძალიან მიყვარხარ.
- ნუც გაიცანი ეს გიორგია ჩემი მეგობარი.
_ ღიმილით გააცნო მის გვერსით მდგომი ბიჭი.
- სასიამოვნოა.
_ ხელს უწვდის ბიჭს.
- ჩემთვისაც.
_ ღიმილით ეუბნება ბიჭი.
- ვიცი რომ ეგ ბიჭი უკვე არ მოგწონს.
_ ისევ მოესმა სანდროს ხმა.
- ჩავაბარეე.
_ კივილით გამოვიდა შენობიდან ანკა და ნუცას შეახტა.
- გილოცავ.
- შენც გილოცავ.
_ გამოცდები ყველამ წარმატებით ჩააბარა.
ნუცა ისეთი ბედნიერი იყო რომ სიხარულით არც კი იცოდა რა გაეკეთებინა.
სანდრო მის ცხოვრებაში პირველი გამოცდის შემდეგ არ გამოჩენილა, ცდილობდა როგორმე ძმას დაკავშირებოდა თუმცა უშედეგოდ.
მთელს დღეებს აჩისთან ერთად ატარებდა, კოშმარებიც სანდროს გაქრობის შემდეგ გაქრა.
ამ ჯერად აღარანაირ კოშმარს აღარ ხედავდა, რაც ძალიან ახარებდა მას.
დილით სახლიდან აჩისთან ერთად გადიოდა და შუაღამეს ბრუნდებოდა უკან.
აჩის ოჯახიც გაიცნო, ანრის უკვე იცნობდა.
ძალიან მოეცონათ აჩის მშობლებს ნუცა, მაგრამ აჩის მამიდა ცოტა არიყოსდა ყოველ შეხვედრაზე ძალიან ცივად ხვდებოდა გოგოს.
ნუცა ხვდებოდა ქალის მისდამი დამოკიდებულებას თუმცა არაფერს არ იმჩნევდა.

- ნუცა.
- ჰო დედა.
- არ გინდა ამ ზაფხულს ლონდასთან ერთად წახვიდე?
_უკვე ივლისი იწირებოდა, ქალაქში საშინელი სიცხეები დაიწყო.
ქალბატონმა ლონდამ ზღვაზე წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ნუცა ბავშვობიდან ვერ იტანს ზღვას და მზეს.
- რასამბობ დედა? ხომ იცი ვერ ვიტან მაგათთან ერთად დასვენებას.
- რა მოხდება შენს დასთან ერთად რომ წახვიდე?
- არ მინდა დედა.
მირჩევნია საირმეში წავიდე, ანკა ლენკა და აჩიც წამოვლენ.
შეიძლება აჩის ძმაც წამოვიდეს.
- ნუცა.
- დედა უკვე 17 წლის ვარ და მგონი მაქვს უფლება, ჩემი დის იდიოტ მეგობრებთან ერთად იმ სიცხეში წაბოდიალება არ მინდოდეს.
- კარგი ჰო როგორც გინდა.
_ გაბრაზებული ხმით ამბობს ქალი.
- დე.
_ უკნიდან მიეხუტა საყვარელ დედას.
- აფერისტო.
_ იგრძნო როგორ ჩაეღიმა დედას.
- ძალიან მიყვარხარ ჩემო დედიკო.
- მეც მიყვარხარ ჩემო სიხარულო.
- მეც ძალიან მიყვარხართ.
_ უეცრად მოესმა სანდროს ხმა.
- დაბრუნდი?
_ გაეღიმა მისი ძმის დანახვისას.
- რა თქმა უნდა.
- ნუცა.
_ შეშფოთებული ხმით ამბობს ქალი.
- გისმენ დედა?
- ვის ელაპარაკები?
- შენ.
- მეე?
- ჰო შენ და მამა სად მიდიხართ თქო?
- მამაშენს მისი სამსახურის გამო ჯერ ისევ არ აძლევენ შვებულებას.
- როგორც ყოველთვის, სექტემბერში უნდა წახვიდეთ.
- როგორც ჩანს.
- მე გავაღებ.
_ დაიყვირა როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.
- ანკა ყოფილა.
_ მონატრებულ მეგობარს გადაეხვია და შემდეგ სახლში შეიპატიჭა.
- როგორ ხარ?
- არ მკითხო ნუცა.
- რა მოხდა?
- ისეთი სიცხეა გარეთ ვიწვები, აღარ შემიძლია ასე თუ გაგრძელდა მოვკვდები.
- დედა ჩვენ ოთახში ვიქნებით.
_ გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე დედას.
- მაგარი რაღაც მოვიფიქრე.
- რა მოიფიქრე?
- რადგანაც ზღვა არც შენ გიყვარს და არც მე, მოდი ყველანი ერთად საირმეში წავიდეთ.
- ვინ ყველანი?
- მე შენ ლენკა აჩი და აჩის ძმა ანრი.
- მე არ წამიყვან?
_ გაბუტული ამბობს სანდრო.
- რა თქმა უნდა შენც წაგიყვან.
_ ღიმილით ეუბნება ბიჭს.
- ნუცა.
_ ეჭვისთვალით გადახედა მეგობარს.
- რა ხდება?
- ვის ელაპარაკები?
- სანდროს.
_ ხალისიანათ ამბობს გოგო მაგრამ როდესაც ანკას გაკვირვებულ სახეს წააწყდა, მიხვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა.
- ისევ ხედავ?
- გთხოვ ამის შესახებ არავის არაფერი უთხრა.
- შენ კარგად ხარ გოგო? რანაირად უნდა ვთქვა, ჩემი საუკეთესო მეგობარი გარდაცვლი ძმის სულს ელაპარაკება თქო?
- ძალიან კარგი.
- დათო არ წამოვა?
- დათო? მოიცა შენ რა დათო მოგწონს?
- ჰო რავიცი.
_ აწითლდა გოგო.
- ვაიმე ანკა, ეს აქამდე რატომ არ მითხარი?
- რა დროს უნდა მეთქვა, სულ აჩისთან ერთად დაეთრევი და.
- კარგი ახლა.
- ისე დათოსაც მოსწონს ანკა.
- სანდრო ამბობს რომ დათოსაც მოსწონხარ.
- მართლა?
- მართლა, მართლა.
- მართლაო.
- ისე რა უსამართლობა.
- რა არის უსამართლობა?
- მეც მინდა პირადი მცველი.
- არ გირჩევ.
- რატომ?
- აჩისთან ერთად რომ ვარ ისეთ რაღაცეებს მეუბნება სიცილით ვიხევი, ის კიდევ ისე გაკვირვებული მიყურებს.
- მოიცა არ იცის?
- ეგ როგორ უნდა ვუთხრა?
- ისე მართალი ხარ.
_ ახარხარდა გოგო.
-ნუ ურტყავ სანდრო.
_ დაიყვირა როდესაც სანდრომ თავში წამოარტყა ანკას.
- მოიცა ეგ ახლა მე შემეხო?
-ჰო.
- მე რატომ ვერ ვიგრძენი?
- ვერ იგრძნობ.
მოკლედ დათოს და ლენკას შენ უთხარი, მე აჩის ვეტყვი და ხვალ წავიდეთ.

_ დილით ყველანი ნუცას სახლთან შეიკრიბნენ, ნუცა რათქმაუნდა ჯერ ისევ არ ჩასულა ქვემოთ.
- ნუცაააა.
_ ბოლო ხმაზე ყვირის ანკა.
- მოვდივარ.
_ აივნიდან გადასძახა გოგომ.
ათ წუთში უკვე სადარბაზოდან ჩემოდნების ხრიგინით გავიდა გოგო.
- გვეშველა.
_ სიხარულით აღმართა ხელები ჰაერში ანკამ.
- წავიდეთ.
_ ღიმილით ამბობს გოგო მაგრამ, ღიმილი მალევე აშრება სახეზე როდესაც აჩის გვერსით მდგომ გიორგის უყურებს.
- საუკეთესო დასვენებას გისურვებ დაო.
_ ორაზროვნად ამბობს სანდრო და ქრება.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნიკიტა
ნანახია: 266 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
აქაც ჩემი ისტორიააა ჩემი აჩიიი, მიყვარს ეს ისტორია,ვგიჟდები ისე
avatar
0 Spam
2
ვაიმეე ჩემიი გოგო tongue
avatar
0 Spam
3
ველოდები გაგრძელებას, რაღაც ახალია, მედიტაციის მსგავსი. smile
avatar
0 Spam
4
აუცილებლად.
დღეს გავგზქვნი ახქლ თავს ❤
avatar