ანგელოზი ეშმაკის ღიმილით 3თავი
24.07.2018, 13:58
_ საირმეში ერთ ძალიან ლამაზ სასტუმროში დაბინავდნენ.
ნუცა, ანკა და ლენკა ერთ ნომერში მოხვდნენ.
ბიჭები ორ ოთახში გადანაწილდნენ.

- მოიცა ახლა მე ერთ გიჟთან, სულთან და იმ არანორმალურთან ერთად უნდა ვიცხოვრო?
_ გაბრაზებული ხმით ამბობს ანკა.
- ანკა გაჩუმდი ლენკამ არაფერი გაიგოს.
- მაგას ახლა ბომბი რომ აუფეთქო ვერაფერს გაიგებს.
_ მძინარე ლენკას გადახედა გოგომ.
- სანდროს უთხარი ლენკას წამოარტყას თავში.
_ ხარხარით ამბობს გოგო.
- სანდრო რას აკეთებ? დაიყვირა როდესაც ბიჭმა მართლა წამოარტყა გოგოს.
- წამოარტყა ჰო?
_ ბოლო ხმაზე ახარხარდა ანკა.
- ანკა ჩაიგდე ენა.
_ ტანსაცმელს ხელი დაავლო და სააბაზანოსკენ გაიქცა.
- მოიცა გოგო, საბანაოდ რომ შედიხარ სულიც მოგყვება?
- რა იდიოტი ხარ ანკა.
_ ენა გამოუყო სანდრომ.
- იდიოტი ხარო.
- ამ სულმა მე მითხრა იდიოტი ხარო?

- მშია.
_ უგემრიელეს იმერულ ხაჭაპურს მიირთმევდა ანკა მაგრამ, მაინ იმას ამბობდა თუ როგორ შიოდა.
- აუ რა გემრიელია.
_ ტუჩები გაილოკა გოგომ.
- ანკა ჩაიგდე ეგ ენა.
_ შეჰკივლა ლენკამ.
- სხვათაშორის აქ მარტოები არ ვართ.
_ თვალები დააბრიალა ნუცამ.
- შენ რატომ არ ჭამ?
_ ლოყაზე ხმაურით აკოცა აჩიმ გოგოს.
- არ მშია.
_ ღიმილით გადახედა ბიჭს.
- ნუცა შენ ერთი და გყავს ხო?
_ ინტერესით ეკითხება გიორგი.
- დიახ.
_ ცივად პასუხობს გოგო.
- ჩვენთან ერთად რატომ არ წამოვიდა?
- არ ვიცოდი ანკას ლენკას, დათოს, აჩის და ანრის გარდა თუ ვინმე წამოვიდოდა თორემ მასაც წამოვიყვანდი.
_ თვალები აატრიალა გოგომ.
- გინდა გავისეირნოთ?
_ სიტუაციის განმუხტვა სცადა აჩიმ.
- არა ჩემს ოთახში ვიქნები.
_ იქ მყოფებს არც კი ემშვიდობება ფეხზე დგება და ნომერში ადის.
- არა რა რატომ წამოათრია ეს იდიოტი?
ხომ გავაფრთხილე რომ მასთან ერთად ყოფნა არ მსიამოვნებს.
- ძალიან მაინტერესებს პირველივე დანახვისთანავე, რატომ შეიძულე ეს ბიჭი?
_ წინ და უკან მოსიარულე ნუცას გვერდით ამოუდგა ძმა.
- არ ვიცი მაგრამ, როდესაც ის ჩემს სიახლოვესა გული სულ ცუდს მიგრძნობს.
რაღაც ამაზრზენი გამოხედვა აქვს, მისი ხმის გაგონებაც კი ზიზღს იწვევს ჩემში.
- წესით ეგრეც უნდა იყოს.
_ ორაზროვნად ამბობს ბიჭი.
- რატომ?
- არა ისე.
- ნუცა.
_ კარს უკან მოესმა აჩის ხმა.
- გისმენ?
- ვის ელაპარაკები?
- ჩემს თავს.
- შემომიშვებ?
- არა.
- ნუცა.
- რა გინდა?
- შემომიშვი.
- არა. შენზე გაბრაზებული ვარ.
- რა დავაშავე?
- წადი და იმ იდიოტ გიორგის ეჭორავე.
_ მის პასუხს აღარ დალოდებია პირდაპირ აბაზანაში შევიდა.
- იდიოტი, დეგენერატი წამომიჯდა იქ.
რა მაგის საქმეა, სად ჯანდაბაში აგდია ჩემი და?
_ თმის მშრალებით გამოვიდა აბაზანიდან თან გიორგის ლანძღავდა.
- არა იმას ხომ ვუთხარი ეგ აქ არ დამანახო თქო?
რას წამომითრია?
ჰოდა ბრძანდებოდეს ახლა იმ გიორგისთან ერთად.
- სალანძღავი სიტყვები გამოგელია.
_ ნაცნობი ხმის გაგებისას ჰაერში შეხტა.
- შენ აქ რა გინდა?
_ შეშინებული თვალები მიანათა აჩის.
- კარი არ გამიღე და აივნიდან გადმოვედი.
- არ მომეკარო.
_ დაიყვირა როდესაც მისკენ წამოსული ბიჭი დაინახა.
პირსახოცს უფრო ძლიერ ჩაებღაუჭა დ აუკან სვლა დაიწყო.
- არ მომეკარო.
შენზე გაბრაზებული ვარ.
- მალე შემოგირიგებ.
_ მომთხოვნად დაეძგერა ნუცას ტუჩებს.
ხელებს მაგრად მხვევს , ეს უკანასკნელი კი ინაბება მის მკლავებში.
თავს უფლებას ვაძლევ მოდუნდეს მაგრამ შემდეგ ახსენდება, მის ტანზე შემოხვეული პირსახოცი.
ხელის კვრით იშორებს ბიჭს და თვალებში აჩერდება.
- მიყვარხარ.
_ ვნებისგან ჩამქრალი ხმით ამბობს და გოგოს გულში იკრავს.
ისე ძლიერ ხვევს მკლავებს პატარა უსუსურ გოგოს, რომ თითქოს ეშინია ვინმემ არ წაართვას.
მკერდის მოძრაობით ვდება რამდენად ხარბად ივსებს ფილტვებს ნუცას სურნელით, რაზეც გოგოს ეღიმება და ისიც ძლიერად ხვევს ხელს.
ისევ შორდება ბიჭს და მისი სახის შესწავლას იწყებს.
ზედმიწევნიდ იმახსოვრებს მისი სახის ნაკვთებს.
თითქოსდა უკანასკნელად ხედავდა დღეს.
ოდნავ წამოსულ წვერზე ხელს უსვამს, შემდეგ ვარდისფერ მოზრდილ ტუჩებზე გადაატარა საჩვენებელი თითი.
ტუჩებიდან ბიჭის ცხვირის ფორმა მოხაზა, შემდეგ ბიჭის თვალებს შეეხო.
წარბები, წამწამები მთელი სახე წედმიწევნით შეისწავლა.
შემდეგ ისევ ჩაიკრა ბიჭი გულში, მისი სურნელი შეისუნთქა მოშორდა და მისთვის არაფერი უთქვამს ისე ისევ აბაზანაში შევიდა.

- შენ ის იგრძენი.
_ სააბაზანოს კართან ჩაკეცილს გვერდით მოუჯდა სანდრო.
- მოსალოდნელი საფრთხე იგრძენი არა?
- ვიგრძენი.
_ ჩამქრალი ხმით ამოილაპარაკა გოგომ.
- რატომ კვდებიან ადამიანები სანდრო?
_ ცრემლიანი თვალები მიანათა ძმას?
- არ ვიცი ნუც.
როდესაც პატარა ვიყავი ბებო მიყვებოდა, ღმერთს მის სიახლოვეს ისეთივე კარგები უნდა როგორც ის არისო.
- რა სისულელეა.
ღმერთი არ არის კარგი სანდრო.
ის რომ კარგი იყოს ადამიანებს ასეთი ტკივილისთვის არ გაიმეტებდა, არ მოსწყვიტავდა დედებს კალთიდა ახალშობილებს, არ წაგიყვანდა შენ.
არ გაიმეტებდა ჩვენს ოჯახს ესეთი ტკივილისთვის, არ წაართმევდა ბავშვებს მშობლებს.
რაც მთავარია ჩემი აჩის წაყვანის სურვილიც არ გაუჩნდებოდა.
- ყველაფერი კარგად იქნება ნუც.
_ თავზე ხელს უსვამ დას.
- ხომ იცი რომ კარგად არაფერი იქნება.
- ვიცი მაგრამ გამოთქმა აქვთ ესეთი.
- იმასაც ამბობენ რომ გარდაცვალების შემდეგ მეორე ცხოვრება არსებობსო, მართალია?
- კი როგორ არა მალე ცოლი მომყავს.
_ სიცილით ამბობს ბიჭი.
- ნუ მეღადავები.
- არა მართლა.
- სერიოზულად?
- ჰო სერიოზულად.
- რა ჰქვია?
- სოფი.
- ვინ არის სოფი?
- გახსოვს ჩემთან ერთად მდინარეში გოგო რომ დაიხრჩო?
- ვის გადასარჩენადაც შენ შედი?
- ჰო. აი ის გოგო.
- ბედნიერებას გისურვებ.
- მადლობა.
_ მხოლოდ ამას ამბობს და ისევ ქრება.
- კისევ კარგი გაქრი თორემ, დაგაგვიანდა გაქრობა.
_ გაბრაზებული ამბობს გოგო და ფეხზე დგება.
- ვის ელაპარაკებოდი?
_ კარები გამოაღო თუ არს ეგრევე ეცა ლენკა.
- ბებიაშენს.
_ ცივად ეუბნება გოგო.
- არ გამიკვირდება მკვდარ ბებიაჩემს რომ ესაუბრებოდე.
_ ორაზროვნად ამბობს ლენკა.
- ლენკა თუ გინდა ეგ ქერა თმები ღერა-ღერა არ დაგაპუტო ენა ჩაიგდე.
_ კბილებში ცრის ანკა.
- შენ რა მისი დამცველი ხარ?
თავად ენა არ ააქვს?
- ლენკა დაცვა არ მჭირდება.
_ გაბრაზდა ნუცა.
- არა ტყუილი რა ვთქვი?
ნუცა შვიდი წლიდან მისი ძმის სულს ხომ ესაუბრებოდა?
მთელი ორი წელი ფსიქოლოგთან რომ დაჰყავდათ, მოიცა რა დაუდგიმეს?
_ თითი მიიდო ტუჩთან.
- უი ჰო ჰალუცინაციები აქვს, აი სულები რომ ელანდება.
გარდაცვლილების ხმები რომ ჩაესმის და ესეთი რაღაცეები.
- მე შენ გაჩვენებ ჰალუცინაციებს.
_ თმებში წვდა ანკა.
- მაგას თუ სადმე გაიმეორებ, ღმერთს ვფიცავ ჩემი ხელით მოგკლასვ გოგო.
_ გაიყვირა გოგომ.
- ანკა გაუშვი.
_ მის გაჩერებას ცდილობს ნუცა თუმცა უშედეგოდ.
- ეგრე შემოგაკვდება.
_ ანკას ქვემოთ მოქცეულ ლენკას განთავისუფლებას ცდილობს.
- შე არანორმალურო, ანუ ჩემს დაქალს ჰალუცინაციები აქვს არა?
ის თუ გიჟია შენ ვინ გამოდიხარ? კახპა?
_ დაიყვირა და გოგოს თმებს უფრო ჩაებღაუჭა.
- გამიშვი ანკა არა ხარ შენ კარგად.
_ განწირული კივის გოგო.
- დაქალის შეყვარებულის, შეყვარება როგორი ქალობა ერთი?
_ გაშლილი ხელი მოუქნია.
- სწორედ მაგიტომაც აყენებ ნუცას შეურაწყოფას აჩი თავად შენ რომ შეგიყვარდა.
_ ფეხზე წამოდგა ანკა და გასასვლელისკენ გაათრია გოგო.
- წაეთრიე ახლა აქ ჩვენ სულებს ვესაუბრებით.
_ ბოლო ხმაზე დაიყვირა და გოგო გარეთ გააგდო.
- რა გააკეთე ანკა?
_ ჯერ კიდევ შოკში მყოფი ნუცა ძვლისვს ბლუკუნებს.
- აბა შენ დებილი ხარ შვილო, ვერ მიხვდი როგორ ეფლირტავება შენს ბიჭს.
- საიდან მოიტანე? მე არ შემიმჩნევია.
- რას შეამჩნევდი თვალებზე ბინდი გაქვს გადაკრული, აჩის მეტს ვერაფერს ამჩნევ.
- მთლად ეგრეც არ არის.
_ ჩურჩულით ამბობს გოგო.
- ჰო კარგი მოჩვენებებსაც ამჩნევ.
_ ბოლო ხმაზე ახარხარდს ანკა.
- ამას ახლა თუ ვგლიჯე ვანახებ ვინა მოჩვენება.
_ მოესმა გაბრაზებული სანდროს ხმა.
- კარგი შენ რაღა მოგივიდა.
_ ღიმილით გადახედა ძმას.
- რატომ გააგდეთ ლენკა?
_ გიჟივით შემოვარდა ოთახში დათო.
- რა შენი საქმეა?
_ შეჰყვირა ანკამ.
- დამაინტერესა.
- რატომ გაინტერესებს?
_ ანთებული თვალებით დაუდგა წინ ბიჭს.
- რა გჭირს ანკა?
- ნუცა ნახე ანკა ახლა ხარს არ გავს?
აწყვეტი ხარს.
_ სიცილით ამბობს სანდრო.
- ახლა მოვკვდები.
_ ბოლო ხმაზე ხარხარებს ნუცა.
- შენ რაღა გაცინებს?
_ გაბრაზებულმა გამოხედა მეგობარს.
- არაფერი რაღაც გამახსენდა.
_ ძვლივს მოითქვა სული გოგომ.
- მე გავალ.
_ სიცილით ამბობს ნუცა და ოთახში გადის, ტანზე გამოიცვალა მოჩხუბარ ანკას და დათოს გვერდი აუარა და ნიმერი დატოვა.
- სად მიიპარები?
_ სასტუმროდან გასვლას აპირებდა როდესაც აჩიმ გააჩერა.
- სასეირნოდ.
- მარტო?
- უკვე აღარ.
_ ხელი მოხვია ბიჭს.
- აჩი.
- გისმენ?
- გიორგის დიდი ხანია იცნობ?
- სადღაც ორი წელია, რატომ მეკითხები?
- კარგად იცნობ?
- საკმაოდ.
- არ მიმწონს ეგ ბიჭი აჩი.
- ნუც სულ რაღაც სამჯერ გყავს ნანახი.
- მაინც არ მომწონს.
- კარგი არაუშავს.
- აჩი.
- გისმენ?
- აჩი.
- გისმენ?
- ჩხუბს მასწავლი?
- ჩხუბს?
_ სიცილით ამბობს ბიჭი.
- ჰო აი ჩხუბს.
- რათ გინდა? ვის უნდა ეჩხუბო?
- რავი უბრალოდ თავდაცვისთვის.
- მე სულ შენს გვერდით ვიქნები და მე დაგიცავ.
- ვიცი მაგრამ მაინც.
- კარგი გასწავლი.
- მადლობა.
_ გახარებული გადაეხვია ბიჭს.
- ძალიან მიყვარხარ ნუც.
- მეც მიყვარხარ.
_ დროს ძალიან კარგად ატარებდნენ, აჩი ყოველ დღე ასწავლიდა ნუცას ახლა ილეთებს.
გოგო ისეთი ბედნიერი იყო რომ სიხარულით ხტუნავდა.
უხაროდა აჩისთან ერთად გატარებული თითოეული წამი, ყველაფერს ზედმიწევნით იმახსოვდებდა.
უნდოდა ყოველი დღე კარგად ჩაებეჭდა გონებაში, ეშინოდა მის გარეშე ცხოვრების გაგრძელების ეშინოდა ამიტომ ყოველთვის მის გვერდით იყო.
სტრესი რომელიც შვიდი წლის ასაკში გადაიტანა, არ აძლევდა საშუალებას უფრო თბილი და მოსიყვარულე ყოფილიყო.
ყველანაირად ცდილობდა როგორმე მისი გრძნობები გამოეხატა მაგრამ არ შეეძლო.
ეგონა რაც უფრო ბენიერი იქნებოდა, მით უფრო მალე დამთავრდებოდა ეს ბედნიერება.

- შენ ბიჭო შიგ ხომ არ გაქვს?
_ გამწარებული ყვიროდა ანრი.
- რა ვქნა შე*ემა შემიყვარდა.
- ძმაკაცის გოგო როგორ შეგიყვარდა?
_ ხმას ვერ აკონტროლებდა ანრი.
- ეგ რომ ჩემმა ძმამ გაიგოს ხომ იცი რომ მოგკლავს.
- არ უთხრა და ვერ გაუგებს.
_ ეშმაკური ღიმილით ამბობს ბიჭი.
- სულ გამო***ვდი ბიჭო?
ეგ როგორ უნდა დავუმალო ჩემ ძმას?
_ საყელოში წვდა ანრი.
- ჩემი მომავალი რძალი შეგიყვარდა და მთხოვ რომ ჩემს ძმას არაფერი ვუთხრა.
- შენ უნდა დამეხმარო მათ დაშორებაში.
- ხომ იცი ნუცა რომც მოკლა აჩის მაინც არ დაშორდება, ხომ იცი არა როგოე უყვარს?
აჩის თავი დაანებე ეგ რომ ნუცამ გაიგოს თავად მოგკლას, ისედაც არ ეხატები გულზე გოგოს.
- თუ მათ დაშორებაში არ დამეხმარები, ღმერთს ვფიცავ შენს ძმას მოვკლავ.
_ განაჩენივით გაისმა ბიჭის ხმა.

- აჩი, აჩი.
_ ადრიანად დაახტა მძინარე ბიჭს თავზე ნუცა.
- აუ მეძინება.
_ჩილისგან ჩახლეჩილი ხმით ამბობს ბიჭი
- აუ გაიღვიძე რა, ძალიან მომენატრე.
_ ბედნიერმა დაუკოცნა სახე.
- რა კარგი ყოფილა დილით შენი კოცნა რომ მაღვიძებს.
_ მალევე ჭყიტა თვალები.
- ანუ მოგენატრე?



_ ერთი ხელის მოძრაობით მოაქცია გოგო მის ქვემოთ.
- ძალიან მომენატრე.
_ მისკენ დაქაჩა ბიჭი და მთელი გრძნობით დაუკოცნა ჯერ ერთი შენდეგ მეორე ტუჩი.
- ნუცა რამ გადაგრია?
_ ანთებული თვალები შეანათა გოგოს.
- უბრალოდ მომენატრე.
_ დაიმორცხვა ყიფიანმა.
- ჩემი ბედნიერება ხარ შენ.
_ ახლა ბიჭი იჩენს კოცნის ინიციატივას.
შემდეგ იყო ბევრი ვნებს, ცოტა ტკივილი ცრემლი, კოცნა და ბევრი სიყვარული.
_ მიყვარხარ.
_ ვნებისგან ჩამქრალი ხმით ამოილაპარაკა გოგომ.
- დღეიდან ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ.
_ მოშიშვლებულ მკერდზე აკოცა გოგოს.
- აჩი.
- გისმენ ნუც?
- ხომ არასოდეს დამტოვებ?
_ ცრემლიანი თვალები შეანათა საყვარელ მამაკაცს.
- არასოდეს.
- რამე რომ მოხდეს და შენ ჩემი დატოვება მოგიწიოს?
- ჩვენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს ნუც.
_ უფრო ძლიე მოხვია ხელები გოგოს.
- სწორედ მაგის მეშინია.
- ჩვენ სიკვდილის შემდეგაც ერთად ვიქნებით ნუც.
_ ცრემლი შეუმშრალა გოგოს.
- არ მინდა შენს გარეშე ვიცოცხლო.
- ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება.
- არაფერი იქნება კარგად აჩი.
- ამას რატომ ამბობ?
_ ოდნავ წამოიწია ბიჭი და ნუცას თვალებში ჩააჩერდა.
- უბრალოდ.
_ ტუჩებში აკოცა თავი გულზე დაადო და თვალები დახუჭა.
- ბედნიერების დასასრული ახლოვდება ნუც.
_ შორიდან ჩაესმის სანდროს ხმა შემდეგ კი უბრალოდ ყველაფერი შავდება.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნიკიტა
ნანახია: 275 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
რა საინტერესოა! ველოდები გაგრძელებას.
avatar
0 Spam
2
ახლავე გავგზავნი ❤
avatar
0 Spam
3
axla tavidan damewyeba shemotecebii...chami achuu ,rogor miyvars
avatar
0 Spam
4
ვაიმე შენ და შენი აჩუ რა biggrin
avatar