ანგელოზი ეშმაკის ღიმილით 4თავი
25.07.2018, 18:04
- მძინარეც როგორი ლამაზია? არა ლამაზი კი არა ულამაზესია.
_ მძინარე ნუცას ღიმილით დასცქერის ბიჭი თან თავისთვის ჩურჩულებს.
- ეჰ ნუც რომ იცოდე როგორ მიყვარხარ.
შენს გამო სიცოცხლესაც კი დავთმობ, მოვკვდები რომ ვიცოდე ჩემი სიკვდილი უფრო გაგაბედნიერებს მოვკვდები.
- ღმერთო რა დებილია.
_ გაისმა სანდროს ხმა თუმცა აჩის არაფერი გაუგია.
- არასოდეს არავინ მყვარებია, არ ვიცი რა გამიკეთე.
არ ვიცი რით შეძელი ჩემთვის თავის შეყვარება მაგრამ, შენი დანახვაც კი საკმარისი იყო პატარა ბავშვივით რომ ავცანცარდი.
ადრე რომ ამბობდნენ ერთი ნახვით შემიყვარდაო მეცინებოდა. შემდეგ კი როდესა ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, დავრწმუნი ამ ყველაფრის სისწორეში.
იცი როგორი ბედნიერი ვიყავი როდესაც პირველად დაგინახე?
ფრენბურთში შეჯიბრი გქონდა, მაშინ სულ რაღაც 10 წლის იყავი მაგრამ მე თავდავიწყებით შემიყვარდი.
კუთხეში ნერვიულად ათამაშებდი ბურთს, თან შენს საუკეთესო მეგობარს ეჭორავებოდი.
ისეთი სასაცილო იყავი, მინდოდა გამეცინა თუმცა ვერ ვიცინოდი რადგან დებილივით გავშტერდი შენი დანახვისას.
მას შემდეგ შენს გარდა არავისთვის გამიხედავს.
- გახსოვს მერვე კლაში იყავი ვიღაც ბიჭი რომ აგეკიდა?
ისე ვცემე რომ მას შემდეგ შენი სახელი არც კი უხსენების.
_ ეღიმება.
- მას შემდეგ კიდევ ბევრი ვცემე, არ მინდოდა შენს სიახლოვეს ვინმე ბიჭს გაევლა ამიტომ ყველას ვცემდი.
იმ დღეს როდესაც დათოსთან ერთად დაგინახე ვეღარ მოვითმინე და ლენკასაც ეგრე სწორედ მაგიტომ ვუთხარი.
მინდოდა შენ გამებრაზებინე, რაც გამომივიდა კიდეც.
ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე რადგან შენ ხარ ჩემს გვერდით ნუც.
- იცი რა მომწონს ყველაზე მეტად შენში?
_ თვალი არც გაუხელია ისე ეუბნება გოგო.
- მოიცა შენ რა მისმენდი?
- გეგონა ამ ყველაფერ გამივტოვებდი.
- რა მოგწონს აბა?
- როდესაც ბრაზდები წარბს საყვარლად სწევ ხოლმე.
ძარღვები გებერება და ყავისფერი თვალები გიშავდება.
ძალიან ცვალებადი ხარ, ჩემს გვერდით ყოველთვის წყნარი ხარ მშვიდი.
მაგრამ როდესაც შენს მეგობრებთან ხარ ეგრევე სხვანაირი ხდები, უხეში ბრაზიანი, ცოტა უზრდელიც.
_ გაეკრიჭა.
- როდესაც მათ დაინახავ ეგრევე გეცვლება გამომეტყველება, რაც ძალიან არ მომწონს.
მაგრამ სინამდვილეში ხომ ვიცი როგორი საყვარელი ხარ.
_ თვალები ჭყიტა გოგომ .
- მე კიდევ ყველაზე მეტად ეს ხალი მომწონს, იცი როგორ გიხდება?
_ მარჯვენა მხარეს თვალის ქვემოთ ხალზე ანიშნა გოგოს.
- მართლა?
- ჰო მართლა.
- აუ აჩი ტატუ გავიკეთოთ რა?
- რა ტატუ?
- გახსოვს ჩვენი პირველი გაცნობა?
- კი როგორ არა?
- რა გითხარი პირველი სიტყვა?
- რაც არ უნდა მეთწვა შენთვის ყველაფერზე " XO" -ს მეუბნებიდი.
- ხოდა ეგ XO დავიწეროთ რა?
_ საყვარლად იწელს ყელს გოგო.
- დავიწეროთ.
- შენ X დაიცერე მე O დავიწერ.
- კარგი.
_ მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- აჩი იცი რა მინდა?
-რა?
-უბრალოდ ბედნიერი ვიყო...
-და შენთვის ბედნიერებას რა განსაზღვრავს?
-შენ...მხოლოდ შენ^^

- დებილი ხარ ნუცა?
_ გაბრაზებული ხმით ამბობს სანდრო.
- რატომ ვარ დებილი?
- აბა რა ხო- და ხპო მოგინდა რა ტატუა ეს?
- მე ძალიან მომწონს.
_ ღიმილით დახედა მარცხენა ხელს.
- ანკა მართალია ამ სიყვარულმა სულ გამოგაშტერა.
- შემეშვი.
_ გაბრაზებული აქცევს ძმას ზურგს და სააბაზანოში შედის.
წყალი გადაივლო, შავი შარვალი თეთრი მაისური და იმავე ფერის თეთრი კედები ამოიცვა და ნომერი დატოვა.
- დილამშვიდობის.
_ ღიმილით მიესალმა სასტუმროს რესტორანში შეკრებილ მეგობრებს.
- დილამშვიდობის.
_ ლოყაზე აკოცა აჩიმ.
- ანრი სად არის?
_ როდესაც იქ მყოფთაგან ანრი ვერ ამოიცნო დაინტერესდა.
- გიორგისთან ერთად წავიდა სადღაც.
- გასაგებია.
- ქალაქში როდის ვბრუნდებით?
_ როდესაც ჭამით გული ეჯერა სკამის საზურგეს მიეყრდნო ანკა და მხოლოდ შემდეგღა გაახსენდა ქალაქი.
- როცა გინდათ.
_ ღიმილით გადახედა ნუცას.

- გიორგი დაანებე მათ თავი.
_ კბილებში გამოსცრა ანრიმ.
- არა მეთქი.
- თუ მათ რამეს დაუშავებ გეფიცები მე თავად მოგკლავ.
- შენი სარძლო ისედაც არ არის კარგად, ვერ ხედავ როგორ ესაუბრება ხოლმე ვიღაცას ვისაც ჩვენ ვერ ვხედავთ?
არ არის ნუცა ბედნიერი აჩისთან.
- შენ მართლა შიგ გაქ შე*ემა.
- მათ მაინც დავაშორებ ერთმანეთს.
_ ბოროტულად ჩაილაპარაკა ბიჭმა.

_ საუზმის შემდეგ გასეირნება გადაწყვიტეს, ნუცას თვალს არ გამოპარვია ანკას და დათოს ერთად სეირნობს.
უხაროდა მის საუკეთესო მებობარს დათოსთან ერთად ესეთ ბედნიერს რომ ხედავდა.
მითუმეტეს იცოდა თუ როგორ ეტკინა ანკას პირველი სიყვარული, იცოდა დათო მას არასოდეს ატკენდა გულს როგორც ეს ადრე მოხდა.
- ნუც.
- ჰო.
- ანკა როგორ შეიცვალა არა?
_ ღიმილით უყურებს წინ მიმაცალ წყვილს.
- რომ მცოდნოდა მაგ გოგოს სიყვარული მოარჯულებდა, უფრო ადრე გავაცნობდი დათოს.
მაგრამ როგორ გავაცნობდი მეც ხომ არ ვიცნობდი.
- ძალიან უყვარხარ ანკას.
- ვიცი მეც ძალიან მიყვარს.
- მე უფრო გიყვარვარ თუ ანკა?
_ ინტერესით ჩააჩერდა თვალებში გოგოს.
- მამიდაშენი.
_ ეშმაკური ღიმილით ეუბნება ბიჭს.
- ნამდვილი ანგელოზი ხარ ეშმაკის ღიმილით.
_ ხარხარით ამბობს ბიჭი.
- ანუ ეშმაკი ვარ?
_ გაიბუტა გოგო.
- ანგელოზი ხართო.
_ ხელში აიტაცა ნუცა და რამოდენიმეჯერ დაატრიალა.
- ძალიან მიყვარხარ ჩემო სიხარულო.
_ ბოლო ხმაზე ყვირის ბიჭი.
- ნამდვილი არანორმალური ხარ.
_ კისკისით ამბობს გოგო.
- ნუც.
_ უეცრად ჩამოსვა გოგო და წინ დაუდგა.
- რა მოხდა?
- მე რომ მოვკვდე რას იზავ?
- რას ამბობ აჩი?
_ დაბნეული თვალები მიანათა საყვარელ კაცს.
- ვთქვათ და ერთ დღეს მოვკვდი, ან მომკლეს. შენ რას იზავ?
- მოვკლავ.
- ვის?
- მას ვინც შენ ხელს დაგაკარებს, შენს სიცოცხლეს გეფიცები ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ.
არ გავახარებ.
- არა ნუც.
მე თუ რამე მომივა შენ ცხოვრება უნდა განაგრძო, უნდა შეიყვარო, გათხოვდე შვილები უნდა გეყოლოს ბედნიერი უნდა იყო.
- შენ თავად ხარ ჩემი ბედნიერება, შენ თუ რამე მოგივა მე ვერ ვიცოცხლებ აჩი.
ნუ მეუბნები რომ ბედნიერი უნდა ვიყო.
- სანდროს შემდეგ სიცოცხლე ხომ გააგრძელე.
გავიგე თუ როგორ გიყვარდა შენი ძმა.
- სანდრო დღემდე ჩემს გვერდით არის.
_ უეცრად ამბობს გოგო.
- რას ამბობ?
- მის სიახლოვეს სულ ვგრძნობ თქო ამით თქმა მინდოდა.
- აჰა გასაგებია.
- აჩი სულ ხომ გეყვარები?
- მე შეიძლება შენგან შორს ვიყო, ძალიან შორს, სუკ სხვაგან...
სხვა სამყაროში, მაგრამ მე ესეც მეყვარები.

- ნუცა.
- ჰო.
- ეს კაბა კარგია?
- ანკა ჩაიცვი ეგ კაბა, ნუ წინა შვიდიც გიხდებოდა მაგრამ ეგეც კარგია.
_ მომაბეზრებლად ატრიალებს გოგო თვალებს, როდესაც უკვე მერვედ ეკითხება ანკა.
რომელი კაბა ჩაიცვას დათოსთან შესახვედრად.
- შენ ყველაზე მასე ამბობ.
- ანკა ნუ დამღალე.
- კარგი რა ამარჩევიე.
- თუ გინდა დათოზე შთაბეჭდილება მოახდინო საცვლებით წადი.
თუ გნახა უკვე საცვლებში?
- იდიოტო.
_ ბალიში მოუქნია ნუცას.
- ღმერთო რა დავაშავე?
_ ხელები აღმართა გოგომ ჰაერში.
- ის ვარდისფერი ჩაიცვას უთხარი ძალიან უხდება.
_ უეცრად მოესმა სანდროს ხმა.
- სანდრომ ვარდისფერი ჩაიცვი გიხდებაო.
- კარგი.
_ გახარებული ამბობს გოგო და სააბაზანოში შედის.
- ნუც.
- ჰო სანდრო?
_ თვალი არც გაუხელია ისე ეუბნება ძმას.
- რას გრძნობ როდესაც მას ეხუტები?
- თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ, როგორ ქრება მთელი სამყარი და ვრჩებით მხოლოდ ჩვენ ორნი...
- ნუცა გახსოვდეს ყველაფერი დროებითია, უდიდესი მწუხარებაც კი.
მაგრამ მე შენთან ვიქნები.
ყოველთვის.
- რატომ მტოვებს ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი?
რატომ მტკენენ გულს, მე ხომ არაფერი მინდა გარდა იმისა რომ ბედნიერი ვიყო.
- შენ ამასაც გაუძლებ ნუც.
- სულ მთლად გავგიჟდები.

- ნუცა როგორ ხარ?
_ აივნის მოაჯირზე იყო შემომჯდარი გოგო როდესაც გიორგი მიუახლოვდა.
- კარგად.
_ ცივი ხმით ეუბენბა.
- რა გჭირს?
- არაფერი. რა გინდა?
- შენთან სალაპარაკო მაქვს.
- იცი ხომ დიდად რომ არ მხიბლავს შენი სიახლოვე?
- უბრალოდ მომისმინე.
- გისმენ?
_ მომაბეზრებლად აატრიალა თვალები, არ უნდოდა საშინლად არ უნდოდა ახლა მისი მოსმენა. მაგრამ
სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან ის მაინც არ მოასვენებდა.
- იცი როდესაც პირველად დაგინახე, გამოცდიდან რომ გამოხვედი.
ისეთი ბედნიერი ეხვეოდი აჩის, იმ წამიდანვე ჩამივარდი გულში.
შემშურდა, მეტკინა ძალიან მეტკინა როდესაც გავიგე თუ ვინ იყავი.
ვიცი არაკაცი ვარ ძმაკაცის შეყვარებული რომ შემიყვარდა, მაგრამ ხომ იცი გულს ვერ უბრძანებ ნუცა.
მაპატიე, შენს თავს ვფიცავარ არ მინდოდა, არ მინდოდა შემყვარებოდი მაგრამ ძალიან შემიყვარდი.
შენ ვერც კი წარმოიდგენ რას ვგრძნობ როდესაც აჩის გვერდით გხედავ, ის არ გიმსახურებს შენ.
ის ვერ მოგანიჭებს იმ ბედნიერებას რასაც იმსახურებ.
აჩი არ არის ის ბიჭი ვინც უნდა გიყვარდეს, შენ არც კი იცი რას წარმოადგენს ის.
მასზე თითქმის არაფერი იცი.
- რას წარმოადგენს?
იმას ხომ არა უკანონოდ რომ იღებს მონაწილეობას რბოლებში,
იმას ხომ არა ორი წლის წინ, მისი ძმაკაცის მკვლელი რომ დაჭრა.
თუ იმას გულისხმობ ადრე ნარკოტიკს რომ მოიხმარდა?
მე მასზე ყველაფერი ვიცი გიორგი, ისეთი დეტალებიც კი რაც შენ არ იცი.
ვერანაირი ძალა გესმის? ვერანაირი ძალა მაიძულებს დავშორდე მას.
- მას შენ არ უყვარხარ ნუცა.
- და შენ გიყვარვარ?
- სიციცხლეზე მეტად.
- მე, როდესა ადამიანი მიყვარს, საგულედან გულს ვიღებ და ვჩუქნი...
ხოლო თუ ვინმე ატკენს მას, სამუდამო ჯოჯოხეთს მოვუწყობ იცოდე.
აღარასოდე გაიმეორო ის რომ გიყვარვარ, აღარასოდეს დაგინახო ჩემს სიახლოვეს. აღარასოდეს გაეკარო მას თორემ, ღმერთს ვფიცავ შენი ხელით გაგათხრევინებ საფლავს და იქ დაგმარხავ.
_ გამწარებულმა გამოსცრა კბილებში, ძირს ჩამოხტა და ოთახში შევიდა.
გული გამალებით უცემდა, არ მოელოდა გიორგისგან ამ სიტყვებს.
იცოდა, გრძნობდა მის მწველ მზერას თუმცა ყურადღებას არასოდეს აქცევდა.
ეტკინა გიორგის ტკივილი არა, აჩის ტკივილი ეტკინა.
იცოდა თუ როგორ გამწარდებოდა ამ ყველაფერს რომ გაიგებდა, იცოდა რომ მის მოკვლას შეეცდებოდა ამიტომ მისთვის არაფრის თქმას არ აპირებდა.
არ უნდოდა მის გამო შარში გახვეულიყო ამიტომ დამალა ყველაფერი.
აჩის გაბრაზებული სახის წარმოდგენისას გაეღიმა.
- ჩემი შავი დათვი.
_ ღიმილით ამბობს გოგო.
- არა ისე დათვს საერთოდ არ გავს.
_ ხარხარით ამბობს ანკა.
- წადი რა შენს დათუჩას მიხედე.
_ ბღვერით ეუბნება გოგო.
- რა მოხდა?
_ კივილი ატეხა ანკამ როდესაც იარაღის გასროლის ხმა გაიგო.
- აჩი.
_ საშინელი ტკივილი იგრძნო მარცხენა მხარეს ნუცამ.
- აჩი.
_ ამოიკნავლა გოგომ და მუხლებზე დაეცს.
- ღმერთო ჩემო.
_ შეჰკივლა ანკამ და მეგობარ ეცა.
- აჩი.
_ ცრემლებით აევსო თვალები გოგოს.
- ის ჩემი აჩია.
_ ბოლო ხმაზე დაიკივლა ნუცამ და გონება დაკარგა.
- ხომ გაგაფრთხილე დაო.
_ შორიდან ჩაესმის სანდროს ხმა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნიკიტა
ნანახია: 254 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar