ანგელოზი ეშმაკის ღიმილით 5თავი
26.07.2018, 18:07
- ნუცა. ნუცა მოიცადე სად გარბიხარ?
_ გიჟივით გავარდა ნუცა ოთახიდა და იმ მიმართულებით გაიქცა, საიდანაც იარაღის გასროლის ხმა გაიგო.
- დამელოდე.
_ ყვირილით აედევნა უკან ანკა.
- აჩი.
_ სასტუმროს ეზოში სისხლში ამოსვრილ ბიჭს მივარდა.
- არ მოკვდე აჩი.
_ არა ამქვეყნიურად ყვირის გოგო.
- მარტო არ დამტოვო აჩი.
- ნუც.
_ სუსტი ხმით ამოილაპარაკა ბიჭმა.
- არ მოკვდე გთხოვ.
_ ჭრილობაზე ხელს ადებს გოგო.
- არ იტირო ნუც, ხომ იცი ვერ ვიტან შენს ცრემლებს?
- გაუძელი გთხოვ, გაუძელი.
სასწრაფოში დარეკეთ ვინმენ.
_ ბოლო ხმაზე ყვირის.
- მე შენთან ვარ აჩი, არ დაგტოვებ.
- ძალიან მიყვარხარ ნუც, ეს არასოდეს დაივიწყო.
- მეც, მეც ძალიან მიყვარხარ.
არ დამტოვო გთხოვ.
თვალები გაახილე აჩი, გთხოვ თვალები გაახილე. არ დამტოვო გთხოვ.
ამ ტკივილისთვის ნუ გამიმეტებ.
გაახილე თვალები.
_ ყვირილიდან კივილზე გადავიდა გოგო.
- არ მოკვდე, გესმის არ გაქვს უფლება მარტო დამტოვო, შენ არ გამიმეთებ ამას.
_ მუჭებს ურტავს ბიჭის უსულო სხეულს.
მისი არა ამქვეყნიური კივილი მთელს დედამიწას აპობდა. ტიროდა, ტიროდა არა უფრო კიოდა.
ეფერებოდა თხოვდა, არ დაეტოვებინა თუმცა მისი უკვე აღარ ესმოდა.
სამუდამოდ შეწყვიტა აჩის გულმა ძგერა, აღარ ფეთქავდა მისი დაბერილი ძარღვები.
აღარ ანათებდნენ მისი ყავისფერი თვალები, ვეღარასოდეს ეტყოდა ნუცას თუ როგორ ძლიერ უყვარდა ის.
ნუცას ცხოვრებამ საბოლოოდ დაკარგა ფასი, სიკვდილი უნდოდა.
უნდოდა მომკვდარიყო, აღარ შეეძლო მის გარეშე გატარებული არცერთი წამი შეეძლო.
- ის არ მომკვდარა, ის მოვა.
_ ჩაბნელებულ ოთახში ფეხმოკეცით იჯდა და მხოლოდ ამ ფრაზებს იმეორებდა, ამბობდა რომ მოვიდოდა.
უნდოდა მოსულიყო, თუმცა ის აღარ ჩანდა.
სანდროც გაქრა, აჩის სიკვდილის შემდეგ სანდროც წავიდა.
არ მისულა აჩის გაკრძალვაზე არ მისულა. არ სჯეროდა, ვერ იჯერებდა რომ მისი აჩი აღარასოდეს გაუღიმებდა მისი საყვარელი ღიმილით.
- ნუც.
_ ჩამქრალი ხმით ეუბნება ანჩო.
- ნუ მეძახი ეგრე.
_ დაიკივლა გოგომ.
- იქნებ სასაფლაოზე წავიდეთ.
- არ მომკვდარა. ის არ მომკვდარს გესმის, მოვა ნახე მოვა.
ის დამპირდა გესმის? დამპირდა რომ არ მიმატოვებდა.
ის პირობას სულ ასრულებდა.
- ნუცა გთხოვ ეგრე ნუ იქცევი.
აჩი მოკვდა, ის აღარ მოვა ნუც.
- შემეშვი, მოკეტე ანკა მოკეტე.
აღარ დაგინახო აქ.
_ ყველაფერი რაც ხელში მოხვდა ნამსხვრევებად აქცია.
დასალეწი რომ აღარაფერი დარჩა, ახლა კედლებს დასცხო მუჭები.
- მოვა, ის მოვა ჩემთან მოვა.
_ ტირილით ამოილაპარაკა და იქვე ჩაიკეცა.
- ის მე არ დამტოვებდა.

- ალექს.
_ ცრემლიანი თვალები შეანათა ქალბატონმა მართამ ქმარს.
- იქნებ ექიმთან წავიყვანოთ.
უკვე ერთი თვეა ასეა, არაფერს არ ჭამს არ სვამს მხოლოდ ეწევა, ასე მოკვდება.
არ შემიძლია ალექს, მისი ამ მდგომარეობაში ნახვა არ შემიძლია.
- კიდევ ცოტაც მოვითმინოთ საყვარელო.
_ გულზე მიიხუტა საყვარელი ქალი.
- მასაც რომ რამე მოუვიდეს მე მართლა მოვკვდები, ჯერ ერთი შვილის სიკვდილი ვერ მოვინელე და ახლა ნუცა.
- მას არაფერი მოუვა საყვარელო.
- დედა ფსიქიატრიულში რომ დავაწვინოთ?
_ უდარდელი ხმით ამბობს ლონდა.
- ლონდა შენ ნორმალური ხარ?
როგორ ამბობ ამას შენს დაზე?
_ წამოენთო ქალი.
- რა აზრი აქვს, ისედაც აქა გამოკეტილი და სად იქნება ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს?
- თვალით არ დამენახო.
_ დაიყვირა ქალმა.

- ნუცა.
_ ოთახში გაისმა ნაცნობი ხმა.
- სანდრო.
_ ჩასისხლიანებული თვალები მიანათა ძმას.
- შენ მოხვედი სანდრო, ისევ მოხვედი.
_ გახარებული წამოვარდა ფეხზე და ძმას გადაეხვია.
- ძალიან მომენატრე სანდრო.
შენ ხომ შემპირდი რომ არასოდეს დამტოვებდი.
რატომ წახვედი?
- მაპატიე ნუც.
- იცი აჩი აღარ მოდის.
_ ძმას მოშორდა და იქვე ჩაიკეცა.
- მოვა.
- მართლა?
ანკა მეუბნება აღარ მოვა მოკვდაო.
- ნუც შენც ხომ იცი რომ ის მართლა მოკლეს, მაგრამ შენ არ გსურს ამ ყოველივეს დაჯერება.
ის მოვა, მოვა ისე როგორც მე მოვდივარ შენთან.
- ანუ მასაც ჩემს გარდა ვერავინ ნახავს?
- ვერა, ის ხომ მარტო ჩენი აჩია.
- ძალიან მენატრება.
_ ტირილი დაიწყო გოგომ.
- მე არ ვარ გიჟი სანდრო, ხალხს კი გიჟი ვგონივარ.
მე უბრალოდ ჩემი საყვარელი ადამიანის ნახვა მსურს, თუნდაც ისე როგორც შენ გხედავ მთავარია ვხედავდე.
მთავარია ჩემს გვერსით იყოს, მის ანთებულ თვალებს ვხედავდე, მისი ღიმილით მიღომოდეს.
მე მხოლოდ მასთან სიახლოვე მინდა, მინდა მხოლოდ მასთან ვიყო.
იცი ვცადე?
მაგრამ ვერ შევძელი.
- ვიცი.
- იცი რატომ ვერ შევძელი?
- შენ მას პირობა მიეცი რომ მის მკვლელს სათანადოდ დასჯიდი.
მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ვერავის ვერაფერს უზავ.
- ახლა არ შემიძლია, მოვკლავ მის თავს გეფიცები მოვკლავ მაგრამ არა ახლა.
_ ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- ნუც შენი ამ მდგომარეობით მშობლებს, ძალიან სტკენ გულს.
- არაუშავს გადაიტანენ.
- ძალიან სხვანაირი გახდი ნუცა.
- როგორი?
- ადრე იმის გამო რომ უბრალოდ დედას სახეზე ღიმილი, დაგენახა ყირაზე გადადიოდი და ახლა საერთოდ არ გაინტერესებს რას გრძნობს ის.
- მთავარია ცოცხალია.
- შენი მდგომარეობა კლავს მას ნუცა.
- არ მაინტერესებ, არაფერი მაინტერესებს გესმის?
არ მაინტერესებს.
_ ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი.
- მე გული მტკივა სანდრო გესმის? გული მომიკლეს, აჩი მომიკლეს სიცოცხლე წამართვეს.
სუნთქვის უფლება ამიკრძალეს, ბედნიერება თავზე ჩამომანგრიეს.
ასე რომ აღარაფერი არ მაინტერესებს.
გესმის? აღარაფერი, დედამ ლონდას მიხედოს მე თუ მოვკვდები ერთი შვილი ისევ დარჩება.
- ნუცა.
_ შეშინებული თვალები მიანათა კარში მდგომმა ქალბატონმა მართამ.
- რას აკეთებ შვილო?
_ ტირილი აუვარდა ქალს.
- შენი შვილი მოვიდა და ჭკუის დარიგება დამიწყო, უთხარი რომ აღარ მინდა მისი დანახვა. უთხარი.
- ნუც აქ არავინ არ არის?
- როგორ თუ არ არის? აი აქ არის ვერ ხედავ?
- ალექს.
_ დაიყვირა მართამ.
- გისმენ საყვარელო.
- ნახე.
_ თვალით ანიშნა შვილისკენ.
- სანდრო წადი.
- ნუც ხომ იცი რომ არ შემიძლია?
- არ მაინტერესებს წადი, აღარ მინდა შენი ნახვა.
სულ ჭკუას მარიგებ და დავიღალე.
- ნუც ეგრე ნუ იქცევი მშობლები გიყურებენ.
- ნახე ისევ ჭკუას მარიგებს?
ახლა მართლა გავგიჟდები.
_ ბოლო ხმაზე დაიკივლა გოგომ.
- შენ უკვე მიაღწიე სიგიჟის ზღვარს.
_ მხოლოდ ამას ამბობს ბიჭი და ქრება.
- წავიდა ხედავთ? წავიდა.

- ალექს ის ძალიან არაადეკვატურია, ნახე ისევ სანდროს ესაუბრება.
მგონი ლონდა მართალია.
- არა საყვარელო მაგაზე არც კი იფიქრო.
- ესე უარესად გადავა ჭკუიდან, მგონი სჯობს ექიმებს მივაბაროთ.
- მას შეყვარებული მოუკლეს მართა, შენი აზრით ახლა ნორმალური იქნებოდა სიცილ კისკისში რომ იყოს?
მითხარი? მას გული სტკივა, ახლა მხოლოდ მის საყვარელ ადამიანთან უნდა ყოფნა.
მისი აჩისადმი სიყვარული ისეთი ძლიერია რომ, იმაზეც კი თანახმაა მის მოლანდებებს ესაუბროს.
მის გამო სიკვდილიც კი სცადა, შენ წარმოგიდგენია მაინც როგორ უყვარდა.
ხომ იცი ჩვენს შვილს გრძნობების გამოხატვა უჭირს, მაგრამ მას ის სიგიჟემდე უყვარდა და სწორედ მისმა სიყვარულმა გააგიჟა.
- არ ვიცი არაფერი არ ვიცი.

ერთი კვირის შემდეგ.

- ნუცა.
_ ყვირილით დადის ქალბატონი მართა, ოთახიდან ოთახში თუმცა მის შვილს ვერსად მიაგნო.
- ლონდა სად არის შენი და?
_ გიჭივით შევარდა უფროსი ქალიშვილის ოთახში.
- რაში მაინტერესებს.
_ ცივი ხმით ამბობს გოგო.
- ალექს ნუცა დაიკარგა.
_ შეშინებული ხმით ჩასძახა ქმარს ტელეფონში.
- მოვდივარ.
_ მხოლოდ ამას ამბობს და ტელეფონს უთიშავს.

- სახურავზეა.
_ ღრიალით შემივარდა ბატონი ალექსანდრე სახლში.
- ღმერთო ჩემო.
_ კივილით გაემართა სახურავისკენ ქალი.

- ეს არ გააკეთო ნუცა.
_ მუდარანარევი ხმით ეუბნება ძმა.
- მე ფრენა შემიძლია სანდრო.
_ ღიმილით ამბობს გოგო.
- იაღოველი ხომ არ ხარ ფრენა რომ შეგეძმოს?
_ გაიკვირვა ბიჭმა.
- რომ გადავხტე აჩის ვნახავ?
- ვერა.
- რატომ?
_ უკან მობრუნდა გოგო.
- შენ ახლა თავს იკლავ ნუცა.
- მერე რა?
- თვითმკვლელობას თუ ჩაიდენ, სამოთხეში არ მოხვდები.
- შენი აზრით ამაზე დიდ ჯოჯოხეთს სადმე ვნახავ?
_ ტირილი უნდოდა თუმცა ვეღარ ტიროდს, ცრემლი საერთოდ გაშრობოდა.
იღიმოდა, უბრალოდ იღიმოდა.
ეშმაკური ღიმილით იღიმოდა, იმ ღიმილით აჩის რომ ესე ძალიან უყვარდა.
- ნუცა.
_ შეჰკივლა ქალბატონმა მართამ.
- არ მომეკარო დედა.
- ეს არ გააკეთო შვილო
- მუდარით ეუბნება ქალი.
- სიკვდილი კარგია დედა.
- სიკვდილი გამოსავალი არ არის ნუცა, როდესაც შენი ძმა დაიღუპა მინდოდა მოვმკვდარიყავი.
მინდოდა მასთან ერთად მეც წავსულიყავი, ხომ იცი რამდენს ნიშნავდა სანდრო ჩემთვის?
ხომ იცი როგორ მიყვარდა ის?
მაგრამ ბოლო წამს როდესაც სიკვდილი დავაპირე, შენზე ვიფიქრე.
მივხვდი რომ კიდევ ერთი ტკივილს ვერ გაუძლებდი, არ მინდოდა ისევ გამოგეცადა ის ტკივილკ რაც სანდროზე გადაიტანე.
მე შენ ვერ გაგიმეტე შვილო, ტანჯვისთვის ვერ გაგიმეტე და გთხოვ ნურც შენ გამიმეტებ საყვარელო.
ნუ გამიმეტებ იმ ტკივილისთვის, ნუ გამომაცდევიენ ისევ იმ სიმწარეს ეს არ გააკეთო საყვარელო.
- შენ ამასაც გაუძლებ დედა, მაპატიე რომ არა ვარ საკმარისად ძლიერი.
მაპატიე რომ ესეთი უცოდველი ვარ, მაპატიე რომ ბედნიერება ვერ მოგანიჭე.
მაპატიე რომ ვერ გადავარჩინე ჩემი ძმა სიკვდილს, მე ვუყურებდი.
ვუყურებდი თუ როგორ კვდებოდა ის მაგრამ, მის გადასარჩენად არაფერი არ გავაკეთე.
ვერ შევძელი მისი დახმარება, არ ვიყავი საკმარისად ძლიერი მის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გამეწირა.
- შენ არაფერ შუაში ხარ.
_ ჩაქრალი ხმით ამბობს სანდრო.
- მაპატიე სანდრო.
მაპატიე რომ ვერ გადაგარჩინე, მაპატიე რომ ასეთი სუსტი აღვმოჩნდი.
მე ვხედავდი როგორ მიგათრევდა მდინარე ფსკერისკენ და მე არაფერი გავაკეთე.
ამის გამო საკმარისად დავისაჯე, მე წილად მერგო შენი მთელი ცხოვრება შენს სულთან ერთად ცხოვრება.
ეს ჩემი სასჯელია სანდრო, ახლა ამ ყველაფერს აჩიც ემატება და ამდენს ნამდვილად ვერ გადავიტან.
უნდა გამიშვათ.
- ნუცა.
_ გადახტომას აპორებდა როდესაც მოესმა ნაცნობი ხმა.
- შენ მე შემპირდი რომ მას დასჯიდი, შენ ხომ პირობებს სულ ასრულებ.
- აჩი.
_ ხმა ესმოდა თუმცა ვერავის ხედავდა.
- შენ მოხვედი.
- თუ თავს მოიკლავ ვეღარასოდეს მნახავ ხომ იცი?
- მე ახლაც ვერ გხედავ.
- დრო მოვა და დამინახავ.
_ მანამ სანამ ნუცა, აჩსთან საუბრობდა ბატონმა ალექსმა დრო იხელთა, შვილს ხელი მოჰკიდა და ძირს ჩამოსვა.
- გამიშვი მამა.
_ მამაის მკლავებში გახვეული ბოლო ხმაზე კივის გოგო.
- გამიშვი მამა, გამიშვი გთხოვ.
- ნუცა.
_ ტირილით გადაეხვია შვილს ქალბატონი მართა.
- არ მინდა აქ, დედა გამიშვი გთხოვ.
- დამშვიდდი.
_ ცრემლები შეუმშრალა საყვარელ ქალიშვილს.

- მართა მგონი შეცდომას ვუშვებთ.
_ კითხვისნიშნიანი თვალები შეანათა მეუღლეს როდესაც ნუცა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიიყვანეს.
- მისთვის ესე უფრო უკეთესია.
_ თითქოსდა თავდაჯერებულად ამბობს ქალი.
- მე არა ვარ გიჟი დედა.
აქ არ დამტოვო, წამიყვანე.
აქ უფრო მოვკბდები დედა.
_ განწირული ხმით კივის გოგო.
- ამისთვის ნუ გამიმეტებ დედა.
_ მუდარით ეუბნება ქალს.
- მამა, მა გთხოვ ეს არ გააკეთო.
_ ცრემლიამი თვალები შეანათა საყვარელ მამას.
- ესე უკეთესია.
_ ჩამქრალი ხმით ეუბნება დედა და შვილს ზურგს აქცევს.
- ამას ინანებ, ღმერთს ვფიცავ ამას ინანებ.
ეს არ უნდა გაგეკეთებინა.
დედა აქ არ დამტოვო.
დედააა.
- დამამშვიდებელი.
_ გაიმა ექიმის ხმა.
- ხელები კარგად დაუბით.
_ ახლა მეორე ექიმი ამბობს.
- მე არა ვარ გიჟი.
_ სუსტი ხმით ამბობს გოგო, თუმცა მისი უკვე აღარავის ესმის.
ოთახში სრულიად მარტო დატოვეს, საწოლზე მიბმული.
დამამშვიდებელმა მოქმედება დაიწყო და ნელ-ნელა თვალებს ხუჭავდა.
- მე არა ვარ გიჟი.
_ ჩამქრალი ხმით ამოილაპარაკა.
მარჯვენა მხარეს ცალი ცრემლი ჩამოუგორდა.
- მაპატიე დაო.
_ სუსტი ხმით ჩაესმის სანდროს ნათქვამი, შემდეგ კი ყველაფერი გაშავდა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნიკიტა
ნანახია: 247 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
მძიმე თემაა!.. sad
დასასრულია თუ კიდევ იქნება გაგრძელება?
avatar