ანგელოზი ეშმაკის ღიმილით 6თავი
29.07.2018, 23:47
პირველი დღე ფსიქიატრიულში.

- არა ვარ გიჟი.
_ ჩამქრალი ხმით ეუბნება ოთახში ახლახანს შემოსულ ახალგაზრდა ექიმს.
- თქვენმა ოჯახმა ასე გადაწყვიტა.
_ ბოხი ხმით ეუბნება ბიჭი.
- ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა.
ოჯახმა არა დედაჩემმა, ჰგონია რომ გავგიჟდი არადა მე უბრალოდ შეყვარებული მომიკლეს.
თქვენ გყვარებიათ ექიმო?
_ თვალები არ გაუხელია ისე ეუბნება ექიმას.
- მიშა მე მიშა მქვია.
- რა მნიშვნელობა აქვს.
გყვარებიათ?
- არა არ მყვარებია.
- ჰოდა გიჟი სწორედაც რომ თქვენ ხართ.
- მე? რატომ?
_ გაეღიმა ბიჭს.
- სიყვარულისგან გაგიჟების მეშინია, სწორედ მაგიტომ არ მყვარებია.
- გიჟი კი არა მშიშარა ყოფილხართ.
- შესაძლოა.
- თქვენც გყვარებიათ ექიმო, თქვენც გაგიჟებულხართ სიყვარულის გამო.
_ მხოლო ახლაღა შეანათა მწვანე სფეროები ექიმს.
- როგორ მიხვდი?
_ გიჟი, გიჟს ყოველთვის ცნობს.
- აბა გიჟი არა ვარო?
- მე სიყვარულით გაგიჟებული ვარ და არა უბრალოდ გიჟი.
რატომ დაშორდი თუ გიყვარდა?
რატომ არ შეგიძლიათ ადამიამებს, დატკვეთ ბედნიერებით?
რატომ ანადგურებთ ყველაფერს რასაც ეხებით.
- მასაც მოუკლეს სიყვარული ნუცა.
_ მოესმა სანდროს ხმა.
- მაპატიეთ არ ვიცოდი?
- პატიებას რატომ მთხოვ?
_ დაიბნა ბიჭი.
- არ ვიცოდი თუ თქვენც მოგიკლეს სიყვარული.
- ეს საიდან იცი?
- მე ჩემი პირადი მოჩვენება, თუ სული მყავს იმ სამყაროში.
_ ღიმილით ამბობს გოგო.
- მითხარით გიჟი იმიტომ ვარ რომ მთელი გულით მიყვარდა?
რატომ ვარ გიჟი, მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება რომ არ მინდა?
თუ იმიტომ ვარ გიჟი, მკვლელის მოკვლა რომ მინდა?
_ ხმას უწევს გოგო.
- გიჟი იმიტომ ხარ რომ სულებს ელაპარაკები.
- შანსი რომ გქონდეთ, თქვენი საყვარელი ადამიანის სულს არ დაელაპარაკებოდით?
- ....
- ამბობენ დუმილი თანხმობის ნიშანიაო.
- როდის დაგიდგინეს პირველად შენი დიაგნოზი?
_ ნუცას კითხვას აიგნორებს ბიჭი.
- შვიდი წლის ასაკში.
- მას შემდეგ ესაუბრები მოჩვენებებს?
- მოჩვენებას არა ჩემს ძმას.
დიახ მას შემდეგ მაქვს კონტაქტი მასთან.
- შენს ანკეტაში წერია რომ ერთი წლის შემდეგ გაქრა, შენი გონებიდან შენი ძმა. მართალია?
- არა.
ის სულ ჩემთან იყო მაგრამ, ამის შესახებ არავის ვეუბნებოდი.
თუმცა როდესაც 13 წლის ვიყავი გაქრა, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა.
- რამდენი ხანია?
- ორი- სამი თვეა ალბათ.
- ამის შესახებ ვინმემ იცოდა?
- კი.
- ვინ?
- პოლიციაში ვარ?
- არა ფსიქიატრიულში.
_ ირონიით ამბობს ბიჭი.
- ისე გამიგია ფსიქიატრები, მათ პაციენტებზე უფრო გიჟები არიანო.
_ არც გოგო იშურებს ირონიას.
- თუ გიჟი არ ხარ მითხარი ვინ მოიგებს მსოფლიოს?
- რა შუაშია?
- უბრალოდ მითხარი?
- საფრანგეთი.
- ამას შენ ამბობ თუ შენი პირადი სული?
- ბებიაშენი.
_ მკვახეთ მიუგო გოგომ და თვალები დახუჭა.
- აღარ შემაწუხოთ.
- აქ სასტუმრი კი არ არის.
- შემეშვი.
_ გოგოსთვის აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ თვალი მოავლო საწოლზე მიბმულ სხეულს და უთქმელად დატოვა პალატა.

- წამალი.
_ თავზე ადგება ასაკოვანი ქალი.
- კიდევ კარგი რომ მომიტანეთ, თორემ ვერ ვმშვიდდებოდი.
_ ღიმილით ეუბნება გოგო.
- დალიე.
_ ცივი ხმით ამბობს ქალი.
- ნუ მიმითითებ რა გავაკეთო, თორემ თუ გამოვიშვი ახლა ის მოჩვენება ამოგკორტნის თვალებს.
აბა მე დამბული ვარ ძაღლივით და.
_ ისევ ღიმილით ამბობს გოგო.
- რამდენს ტლიკინებ?
- შენ გკითხო რამდენი ვიტლიკინო?
- დროზე მეთქი.
_ ძალით ჩატენა წამალი პირში, და წყალი კი არ დაალევინა ზემოდან დაასხა.
- ისეთ ასაკში ხარ არამგონია დიდი ხანი გაქაჩო
ისე რას ვიცინებ ხვალვე რომ გაფარჩხო ფეხები.
_ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა გოგო.
ქალს არაფერი უთქვამს, უთქმელად დატოვა პალატა.
ქალის გასვლის შემდეგ წამალი გადმოაფურთხა და ჰაერში ისროლა.
- რა უაზრო ადგილია რა, აქ დრო როგორ უნდა გავიყვანო.
გაქცევის გეგმას დავსახავდი მაგრამ, აქაურობაზე არაფერი ვიცი როგორ გავიქცე.
სანდრო შენ მაინც სად ჯანდაბაში გაშპი, უი შეიძლება ქორწილისთვის ემზადები.
_ ცინიკურად ამბობს გოგო.
- კარგი შარვალ-კოსტუმჯ იყიდე არ შემარცხვინო.
_ აკისკისდა გოგო
- უი მეეე დამლაპარაკებელიც არავინ მყავს.
რა უაზროა ცხოვრება მოჩვენებების გარეშე.
აქ კაცი ნამდვილად გაგიჟდება, ის მშიშარა გაგიჟებული ექიმი მაინც სად დაიკარგა.
დავიღალე ესე ფეხებ გაფარჩხული რომ მიმაბით აქ.
_ დაიყვირა გოგომ

- დილამშვიდობის.
_ დილით ადრიანად შემოდის მიშა ექიმი ნუცასთან.
- დილამშვიდობის.
_ ჭირისთვის თვალი არც კი მოუშორებია ისე ეუბნება.
- თავს როგორ გრძნობ?
- გადასარევად.
მოჩვენებები აღარ მყავს, მკვდარი შეყვარებულიც აღარ მელაპარაკება.
ცრემლიც გამიშრა, კივილიც აღარ შემიძლია..
თავსაც ვერ ვიკლავ.
ტირილი მინდა და ცრემლი არ მომდის, ერთი კრუელა ექთანი მყავს რომელმაც გიშინ გამწუწა.
შეშლილი ექიმი რომელსაც წუხელ დავავიწყდი, საწოლზე მიმბული ვარ.
ნუ საწუწუნო რა მაქვს, გადასარევად ვარ.
თქვენ როგორ ხართ ექიმო?
_ ღიმილით გადახედა ბიჭს.
- სულ რატომ წუწუნებ?
- რას ამბობ მე?
ეგ როგორ მაკადრეთ?
რა მაქვს საწუწუნო?
საპრეზიდენტო აპარტამენტში ვარ.
- ანუ მოჩვენებებს აღარ ხედავ?
- ვეღარ.
- ძალიან კარგი.
- რადგანაც მოჩვენებებს აღარ ვხედავ გამწერთ?
- ჯერ ვერა ნუცა.
- გარეთ მაინც გამიყვანეთ, სხვა გიჭებს მაინც შევხედავ ამომხდა სული აქ.
- ვეცდები.
_ მხოლოდ ამას ამბობს და პალატიდან გადის.
მართალი იყო ნუცა ტყუილი არ უთქვას, ის უკვე ვეღარაფერს გრძნობდა.
გული ქვად ექცა, როგორ იგრძნობს ქვის გულა ადამიანი რამეს.
სტკიოდა მხოლოდ აჩის ცივი სხეული სტკიოდა, სხეული რომელსაც უმოწყალოდ მიაყარეს მიწა და მარტო დატოვეს.
აღატავის გახსენებია აჩი, არც ნუცა ახსენდებოდა ვინმეს.
არავინ მოდიოდა მის სანახავად, ყველამ საბოლოოდ დაივიწყა გოგო.
ერთადერთი დამლაპარაკებელი ფსიქიატრიულში მხოლოდ მიშა ექიმი ჰყავდა, მისი პირადი ფსიქიატრი.
სანდრომაც დაივიწყა ნუცა აღარც ის აღარ ესაუბრებოდა დას.
მის გვერდით იყო, თუმცა გოგო მას ვერ ხედავდა.
თავად სანდროს არ სურდა მის დას ისევ დაენახა ძმის მოჩვენება.
ხელს უწყობა როგორმე დის გამოჯანმრთელებას.
წლები გადიოდა ყველანი ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ცხოვრებას...
ანკამ და დათომ იქორწინეს, პატარა გოგო გაუჩნდათ რომელსან მარიამმი დაარქვეს.
ნუცას მშობლები საცხოვრებლად საღზვარგარეთ წავიდნენ.
მხოლოდ ლონდა დარჩა საქართველოში.
მთელი ამ დროის განმავლობაში, სულ რამოდენიმეჯერ სცადა ანკამ ბავშვობის მეგობრის მონახულება.
თუმცა ნუცას მისი ნახვა არ სურდა, ამიტომ ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებდა გოგოს.

- მიშა უკვე ამდენი წელია აქ ვარ და არ მოვიდა დრო გამიშვათ?
ხომ ხედავ რომ უკვე ჩვეულებრივი ვარ? აღარ ვესაუბრები სულებს.
_ ფსიქიატრიულის გაღში სეირნობისას ეუბნება ექიმს.
- ვიცი ნუცა მაგრამ ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული.
_ ამდენი წლის განმავლობაში საკმაოდ დამეგობრდა მის ფსიქიატრთან.
- იქნებ დაელაპარაკო დირექტორს.
- ვეცდები.
_ ღიმილოთ ეუბნება გოგოს.

- სულ მალე ყველაფერი დასრულდება.
_ ბოროტულად გადაიკისკისა გოგომ.
- ისე ჩემგან ნამდვილი არტისტი დადგებოდა.
მთელი ექვსი წელი, თავს ვიკატუნებ რომ კარგად ვარ.
თითქოსდა აჩი საერთოდ აღარ მახსოვს.
როდესაც მის სახელს მეუბნებიან.
ვინ არის აჩი?
გაკვირვებული ვეუბნები ექიმებს.
თითქოსდა აღარ მახსოვს წარსული.
გონებიდან შეიძლება ამოშალო, მაგრამ გულიდან ვერაფერს ამოშლი.
ძალიანაც რომ მოვინდომო არ გამომივა.
მთელი ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ შურისძიებაზე ვფიწრობდი.
სიზმარშიც კი მხოლოდ იმას ვხედავდი, თუ როგორ ვკლავდი გიორგის.
სულ ცოტაც მოითმინე ნუცა, სულ ცოტაც და ყველაფერი დასრულდება.
აქედანაც გაახწევ, შურსაც იძიებ და აჩისაც ნახავ.
_ კმაყოფილმა შეავლი საკუთარ ანარეკლს თვალი და ოთახი დატოვა.
ძალიან შეიცვალა ნუცა, საერთოდ აღარ იყო ის 17 წლის გოგო.
ახლა უკვე 23 წლის ქალია.
მიშკას დამსახურებით თმის ფერი შეიცვალა, ქერას მაგივრად შავგრემანი გახდა.
მისმა მეგობარმა ფსიქიატრმა ლინზებიც კი მოუტანა, ბიჭს ამით გოგოს წახალისება სურდა თუმცა რა იცოდა ნუცა ამ ყველაფერს რატომ აკეთებდა.

- თავისუფალი ხარ.
_ ორი კვირის შემდეგ ბედნიერი ღიმილით შემოვიდა პალატაში მიშა.
- მართლა?
_ თვალები აუციმციმდა გოგოს.
- მართლა, მართლა.
მხოლოდ ერთი პირობით?
- რა პირობით?
_ სახე მოეღრინცა გოგოს.
- წამლების სმა უნდა განაგრძო.
- მხოლოდ ეგ?
რა თქმა უნდა წამლებს დავლევ.
მადლობა მიშკა.
_ გახარებული გადაეხვია აწ უკვე მეგობარს.
- თავს გაუფრთხილდი ნუცა.
- აუცილებლად. შენც გაუფრთხილდი თავს.
- ეს გამომართვი გამოგადგება.
_ კონვერტი ჩაუდო გოგოს ხელებში.
- ეს რაა არის?
- ისეთი არაფერი, ცოტა დანაზოგი მქონდა და.
- არ არის საჭირო.
ამას ვერ ავიღებ მიშკა.
- ნუცა შენ ჩემი მეგობარი ხარ, ჩემი ცოლის გარდაცვალების შემდეგ პირველად დავმეგობრდი ადამიანთან.
მინდა რომ რაღაცით დაგეხმარო, დიდი არაფერია მაგრამ პირველ ეტაპზე გეყოფა.
- ძალიან დიდი მადლობა.
_ კიდევ ერთხელ გადაეხვია ბიჭს.

მისი კუთვნილი ნივთები ჩაალაგა და სასწრაფოდ დატოვა ფსიქიატრიულის ტერიტორია.
არ იცოდა სად წასულიყო, უაზროდ დაეხეტებოდა მთელი დღე ქუჩაში
ბოლოს ყვავილების მაღაზიასთან გაჩერდა, მიშკას მოცემული კონვერტიდან თანხა ამოიღო.
მისი საყვარელი ქრიზანთემები იყიდა და ფეხით გაუყვა სასაფლაოს გზას.
ექვსი წლის შემდეგ, პირველად დადგამდა სასაფლაოზე ფეხს.
ექვსი წლის შემდეგ პირველად ნახავდა, მისი საყვარელი კაცის ცივ ქვას.
მთელი სასაფლაო შემოიარა და ბოლოს როგორც იქნა მიაგნონ აჩის საფლავს.
შორიდანანვე შენიშნა სასაფლაოზე მყოფი შავებში გამოწყობილი ქალი.
როგორც კი მიუახლოვდა, იცნო ეს ხომ აჩის დედა იყო.
ქალბატონი ლილე.
- გამარჯობა.
_ ჩამქრალი ხმით ამოილაპარაკა გოგომ.
_ ჯერ ქალს მოავლო თვალი, შემდეგ კი აჩის სურათს შეხედა.
ჩემოდანი იქვე მიაყუდა,
ქრიზანთემები ლარნაკში ჩადო და ქალის გვერდით დაიკავა ადგილი.
საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, ნუცა გაშტერებული უყურებდა საყვარელი კაცის ცივ ქვას.
ქალბატონი ლილე კი გოგოს ათვალიერებდა.
ნახევარსაათიანი სიჩუმის შემდეგ, სიმყუდროვე ქალბატონმა დაარღვია.
- ექვსი წელი გავიდა.
წყეული ექვსი წელი, მთელი ამ დროის განმავლობაში ველოდი შენს გამოჩენას, თუმცა შენ არ გამოჩენილხარ.
სად იყავი ამ დროის განმავლობაში ნუცა?
რატომ გაგახსენდა ახლა ჩემი შვილი.
ნუთუ ეს იყო შენი სიყვარული?
_ გაისმა ქალის ცივი შემზარავი ხმა.
- არ მეგონა თუ მიცნობდით.
_ მისთვის არც შეუხედავს ისე ეუბნება.
- გარეგნობა შეგიცვლია, თუმცა ხალის მოშორება დაგვიწყებია.
- ფსიქიატრიულში ვიყავი.
_ ჩურჩულით ამბობს გოგო.
- იქ რა გინდოდა?
_ გაიკვირვა ქალმა.
- აჩის სიკვდილის შემდეგ დედაჩემმა გადაწყვიტა რომ გავგიჟდი, არა კი გავგიჟდი მაგრამ.
ეს ის სიგიჟე არ იყო რის გამოც იქ უნდა გამოვემწყვრიე.
დღეს გამომიშვეს, ექიმების თქმით აღარ ვარ გიჟი.
_ ჩაეღიმა.
- მთელი ამ დროის განმავლობაში იქ იყავი?
- დიახ.
მთელი ექვსი წელი ველოდი როდის გამომიშვებდნენ, მთელი წლები მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როგორ მომეღო ბოლო აჩის მკვლელისთვის.
მისი სიკვდილის დღეს მეც მოვკვდი, ჩემთვის მიწა არ მიუყრიათ თუმცა ცოცხლად დამმარხეს.
მე სწორედ იმ დღეს მოვკვდი როდესაც,
აჩის გულმა შეწყვიტა ფეთქვა.
მხოლოდ აჩის მიერ მიცემული პირობა მაცოვხლებდა.
მხოლოდ იმაზე ფიქრი მაცოცხლებდა, რომ მე უნდა მომეღო ბოლო მისი მკვლელისთვის.
- ის არ დაუჭერიათ.
- ვიცი.
- მან ჩემი შვილი მოკლა თუმცა, მისთვის ბრალი არ წაუყენებით.
დღეს მას ოჯახი აქვს, შვილები ჰყავს მაგრამ ჩემი ბიჭი მიწაში წევს.
განა ის არ იმსახურებდა ამ ბედნერებას? განა ის არ იყო ღირსი მასაც ჰყოლოდა ოჯახი?
- ის ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებდა.
ყველაფერს დავთმობდი ახლა მის ადგილას მე რომ ვიწვე.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა რთული იყო ჩემთვის, ეს ექვსი წელი.
მხოლოდ შურისძიებაზე ვფიქრობდი.
- შენ მის მოკვლას აპირებ ნუცა?
_ შეშფოთებული ხმით ამბობს ქალი.
- ჯერ არა.
- აბა?
- ამის დროც მოვა ქალბატონო ლილე.
გპირდებით ის აჩის სისხლისთვის პასუხს აგებს.
მე თავისუფალი ვარ, დღეიდან მე მისი აჩრდილი გავხდები.
აჩის თავს ვფიცავ, ამ წამიდან მის ცხოვრებაში ბედნიერი დღე არ იარსებებს.
ისიც ისევე გამწარდება, როგორც მე გავმწარდი.
დედამისიც ისევე დაიტანჯება როგორც თქვენ იტანჯებით.
ყველა მისი ნათესავი თუ ახლობელი დაიტანჯება.
მე ამის პირობას ვდებ და აუცილებლად ავასრულებ.
_ ქალს ემშვიდობება, ჩემოდანს ხელს ჰკიდებს.
წამოსვლას აპირებდა როდესაც ქალმა გააჩერა.
- ნუცა.
- გისმენთ?
_ მისკენ შემობრუნდა.
- თავს გაუფრთხილდი.
_ ცრემლიანი თვალები მიანათა გოგოს.
- თქვენც.
_ ღიმილით ეუბნება ქალს და ზურგს აქცევს.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნიკიტა
ნანახია: 247 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
გული დამიმძიმდა, როგორ მიატოვა ყველამ...
გაგრძელებას ველოდები smile
avatar