ანგელოზი ეშმაკის ღიმილით 7თავი
02.08.2018, 16:36
-შენ?
_ სასაფლაოდან პორდაპირ სახლში წავიდა, კარები ლონდამ გაუღო და გაკვირვებული მიაშტერდა დას.
- რა მოხდა საყვარელო არ მელოდი?
_ ღიმილით ეუბნება გოგოს და ხელს კრავს რათა სახლში შევიდეს.
- უი ცუდ დროს მოვსულვარ.
_ მოჩვენებითი შეშფოთებით ამბობს გოგო, როდესაც სახლში მყოფ ახალგაზრდებს უყურებს.
- აქ რას აკეთებ?
_ გაბრაზებული წამოენთო ლონდა.
- ჩემს სახლში როდის მოვალ და როდის წავალ შენ უნდა შეგითანხმო?
- შენ ხომ. მოიცა გამოიქეცი?
_ შეშფოთდა გოგო.
- არა საყვარელო გამომიშვეს, შენს დას საშინლად ენატრები და ამ ტანჯვისთვის ვერ გავწირავთო ამიტომ გამომიშვეს.
_ ეშმაკურად გაუღიმა გოგოს.
-შენი მშობლები სად არიან?
_ ახლაღა გაახსენდა მშობლები.
- ჩვენი მშობლები გინდოდა გეთქვა ალბათ.
_ შეუსწორა გოგოს.
- არა შენი მშობლები, სად არიან?
- საზღვარ გარეთ წავიდნენ.
- გასაგებია.
_ მხოლოდ ამას ამბობს და თავისი ოთახისკენ მიდის.
ოთახში შესვლისთანავე ნაცნობმა სურნელმა აუწვა ცხვირი, ყველაფერი ისევ ისე იყო თითქმის არაფერი შეუცვლიათ.
მხოლოდ ნუცას ნამსხვრევებად ქცეული ნივთების სანაცვლოდ ახლები შეუძლენიათ.
კარადა გამოაღო და აჩის მაისური გამოიღო, მაისური რომელიც საირმეში ყოფნის დროს წაართვა.
მაისური მთელი ძალიათ ჩაიკრა გულში, საყვარელი მამაკაცის სურნელი ისევ ასდიოდა.
ფილტვები ნაცნობი სურნელით აევსო, აქ თავი ვეღარ შეიკავა და ექვსი წლის შემდეგ პირველად ატირდა.
- ნეტავ იცოდე როგორ მენატრები აჩი.
ნეტავ იცოდე როგორ მინდა ახლა შენთან ყოფნა, რატომ გამწირა ბედმა ასე?
რატომ არ ისურვა ღმერთმა ჩვენი ერთად ყოფნა?
რატომ წაგიყვანა შენ და რატომ დამტოვა მე.
_ ძალაგამოცლილი იქვე ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩარგო.
- ეს ბედია ნუც.
_ მალევე მოესმა ნაცნობი ხმა.
- ბედი? რა არის ბედი ის რომ...
შენ მოხვედი?
_ გახარებული წამოხტა ფეხზე.
- შენ მოხვედი. შენ ჩემთან მოხვედი.
_ აციმციმებული თვალები შეანათა ბიჭს.
- მოვედი ნუც.
- ძალიან მენატრებოდი.
_ ხელები მოხვია მონატრებულ სხეულს.
- მეც ძალიან მენატრებოდი.
- მე ეს შემიძლია, შემიძლია შეგეხო.
ღმერთო ჩემო რა ბედნიერება.
მე შემიძლია გულში ჩაგიკრა.
_ სიხარულის ცრემლები წამოცვივდა გოგოს.
- კი შეგიძლია.
_ ძლიერად მოეხვია გოგოს.
- ძალიან მიყვარხარ აჩი.
_ მონატრებულ ტუჩებს დაეძგერა.
- კოცნაც შემიძლია?
_ აღფრთოვანებას ვერ მალავს გოგო.
- თუ ამას გულით ისურვებ შეგიძლია ნუც.
_ იმ ღიმილით უთიმის ნუცას რომ ესე ძალიან უყვარდა.
- ახლა არ მითხრა რომ შენთან სექ**ც შემიძლია?
_ კისკისით ამბობს გოგო.
- ოო მაგდენი არ ვიცი.
პირველ ჯერზე კოცნას დაჯერდი.
_ ახარხარდა ბიჭი.
- ჩემთვის მთავარია ჩემს გვერდით რომ ხარ.
_ ისევ ჩაეხუტა ბიჭს.
- ნუც.
- გისმენ.
- რას აპირებ?
_ ინტერესით ჩააჩერდა ახლა უკვე შავ თვალებში.
- ჯერ-ჯერობით არაფერს.
- თავს გაუფრთხილდი ნუც.
_ მოწყვეტით აკოცა გოგოს და გაუჩინარდა
- აჩი.
_ შეჰკივლა გოგომ თუმცა აჩი იქ უკვე აღარ იყო.

-მთელი ღამე მოუსვენრად ბორგავდა საწოლში, თვალი ვერაფრით მოხუჭა.
მხოლოდ დილით ჩათვლიმა სულ რაღაც ნახევარი საათით და მაშინაც ლონდას ფხაკურმა გამოაღვიძა.
- რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს ოთახში?
_ გაბრაზებული წამოადგა დას თავზე, როდესაც მის გარდერობში იჩხრიკებოდა.
- არ მიმდოდა შენი გაღვიძება.
- რას ეძებ?
- შენი წითელი კაბა მინდა, დღეს გასაუბრება მაქვს.
- წაიღე მე მაინც აღარ დამჭირდება.
_ დას ზურგს აწცევს და პირდაპირ სააბაზანოსკენ მიდის.
წყალი მალევე გადაივლი, შავი მოკლე შორტი იმავე ფერის შავი მაისური და შავი კედები ჩაიცვა.
შავი თმა ცხენის კუდად შეიკრა, ჩანთა და თანხა აიღო და ოთახი დატოვა.
- დღეს გვიან დავბრუნდები.
_ სხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა.
ფეხით გაუყვა ნაცნობ ქუჩას, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
ყველა ადგილი მოიარა სადაც, აჩისთან ერთად დადიოდა ხოლმე.
ბოლოს ძველ სკოლასთან, ახლომდებარე ბაღში ჩამოჯდა.
ღიმილით იხსენებსა სკოლაში, ფრენბურთის დროს მომხდარ ინციდენტს.
შემდეგ იმ ადგილისკენ გაიხედა სადაც აჩი იჯდა, როდესაც გოგო წინ და უკან გაბრაზებული დადიოდა.
ახლა ის ადგილი შეყვარებულ წყვილს დაეკავებინა.
- ვაი თქვენს პატრონს, რა გიხარიათ მაინც დაშორდებით.
_ ეშმაკურად ჩაიცინა გოგომ და ფეხზე წამოდგა.
სკოლის ეზოში ბედნიერი ღიმილით შეაბიჯა, თვალწინ დაუდგა აჩის სახე პირველად რომ დაინახა.
მეგობრებთან ერთად, რაღაცაზე გაცხარებით რომ საუბრობდა, მისი საყვარელი კაცის წარმოდგენისას სითბო ჩაეღვარა გულში.
ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და სკოლაში შევიდა.
აღარ ცდილობდა ნაცნობი ადგილების გახსენებას, უბრალოდ ამაყი ნაბიჯებით მიიწევდა წინ.
ბოლოს დირექტორის კაბინეტთან შეჩერდა, ფრთხილად დააკაკუნა და თანხმობის მიღების შემდეგ კაბინეტის კარი შეხსნა.
- მობრძანდით. რით შემიძლია
დაგეხმაროთ?
_ ნუცას დანახვისას დაიბნა კაცი, რადგან ძველი მოსწავლე ვერ იცნო.
- გამარჯობა ბატონო შმაგი.
_ ღიმილით მიუახლოვდა გოგო და ხელი ჩამოართვა.
- გაგიმარჯოს.
- ვერ მიცანით არა?
- სამწუხაროდ ვერა.
- მე ნუცა ვარ, ნუცა ყიფიანი.
- მოიცა შენ ჩემი ნუცა ხარ?
- დიახ მე ვარ.
- როგორ მომენატრე შვილო?
_ გახარებული გადაეხვია გოგოს.
- სად დაიკარგე?
- გრძელია ამბავია, აქ ჩემი საბუთების წასაღებად მოვედი.
- ძალიან ვწუხვარ აჩის გამო.
- გმადლობთ.
_ სევდიანად გაუღიმა გოგომ.
- ხომ შეიძლება საბუთები წავიღო?
- დიახ რათქმაუნდა.
_ საბუთები წამოიღო და უკან მოუხედავად დატოვა იქაურობა.
ისევ ფეხით გაუყვა გზას, ვერც კი მიხვდა ისე მიუახლოვდა დათოს სახლს.
არც კი ახსოვდა საიდან იცოდა მისი მისამართი, უბრალოდ მოვიდა.
ორსართულიანი სახლის ჭიშკართან იდგს, დაცვა რაღაცას ეუბნებოდა თუმცა მისთვის არც კი მოუსმენია.
ნახევრად შეხსნილი ჭიშკრიდან დაინახა ეზოში მოთამაშე, ოთხიოდე წლის ბავშვი.
რომელიც საოცრად გავდა მის ბავშვობის მეგობარს.
ღიმილით ადევნებდა თვალს ბავშვის მოძრაობას, რომელიც პატარა ლეკვს ეთამაშებოდა.
- როგორ გავს დედამისს.
_ ჩურჩულით ამბობს და ჭიშკარს უფრო უახლოვდება.
მართლაც როგორ საოცრად ჰგავდა ანკას ბავშვობას, დედამისის მსგავსი ქერა გრძელი თმა ჰქინდა.
უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ეზოში ძაღლთან ერთად დარბოდა.
ბავშვმა მალევე იგრძნო გოგოს მზერა და მისკენ გამოიქცა.
- გამარჯობა.
_ ღიმილით ეუბნება გოგოს.
- გაგიმარჯოს.
- მე მარიამი ვარ შენ?
- ნუცა.
_ ხელი ჩამოართვა ბავშვს.
- შემოხვალ?
_ სახლისკენ ანიშნა.
- ხომ იცი რომ უცხოების ასე სახლში შეპატიჟება არ შეიძლება?
_ გაუღიმა.
- შენ უცხო არ ხარ.
_ თვალები აუციმციმდა ბავშვს.
- შენ დედაჩემის მეგობარი ხარ.
გიცნობ შენი ფოტო მინახავს.
- მართლა?
_ გაუკვირდა, მთელი გულით გაუკვირდა რადგან მისი შეცვლილი გარეგნობის, მიუხედავად ბავშმა მაინც იცნო.
- მართლა. შემოდი დედა სახლში არის.
- არ ვიცი რამდენად, გაუხარდება დედაშენს ჩემი ნახვა.
- მას ძალიან გაუხარდება.
_ ხელი ჩაავლო გოგოს და სახლისკენ გააქანა.
- ეგრე ნუ გარბიხარ დაეცემი.
_ ბავშვის გაჩერებას ცდილობს უშედეგოთ.
- არა რა დედას გავს ენერგიული.
_ ღიმილით ამბობს გოგო და ცდილობს როგორმე ბავშვს ფეხი აუბას.
- დედა, დედაა.
ნახე ვინ მოგიყვანე.
_ ყვირილით შედის სახლში.
- რა ხდება მარიამ?
_ შეშინებული გამორბის ანკა.
- დედა ნახე ვინ მოგიყვანე.
_ ხელით ანიშნა ნუცასკენ.
- ვინ არის მარიამ ეს....
_ სათქმელი პირზე შეახმა როდესაც კართან მდგომ გოგონაში ნუცა ამოიცნო.
- ნუცა.
_ პირზე აიფარა ხელი.
- ჩემო ნუცა.
_ ცრემლები წამოსცვივდა გოგოს და მონატრებულ მეგობარს გადაეხვია.
- ანკა.
მაპატიე.
_ მხოლოდ ამას ამბობს და ისიც მასთან ერთად ტირის.
- ძალიან მენატრებოდი ნუცა.
- მეც ძალიან მენატრებოდი.
- შენთან მოვდიოდი თუმცა.
- მე არ მსურდა არავის ნახვა.
- ანკას ნათქვამი დაასრულა გოგომ.
უამრავ თემაზე საუბრობდა ანკა, ნუცა ღიმილით უსმენდა თუმცა არაფერს ეუბნებოდა.
მარიამი ისეთი საყვარელი აღმოჩნდა მალევე შეაყვარა გოგოს თავი.
ბოლოს დათოც მოვიდა, ცოტა მანაც ესაუბრა გოგოს თუმცა აჩიზე ხმა არცერთს არ ამოუღიათ.
- შენ რას შვები ნუცა?
_ როდესაც ყველაფრის მოყოლა დაასრულა ანკამ შემდეგღა ეკითხება მეგობარს.
- არაფერს. რა უნდა ვქნა?
_ არაფრის მთქმელი თვალები მიანიშნა მეგობარს.
- თქვენ რაღაც საქმე მაქვს.
- რა ხდება?
_ ინტერესით ეკითხება დათო.
- მეც კი მოვძებნიდი ვინმეს მაგრამ, მოკლედ სახელის და გვარის შეცვლა მინდა.
არ მინდა ვინმემ იცოდეს ვინ ვარ სინამდვილეში.
- ნუცა ეს ის არის რასაც ვფიქრობ?
_ მეგობრის ზრახვებს მიხვდა ანკა.
- არ ვიცი შენ რას ფიქრობ მაგრამ, მე გულხელ დაკრეფილი ჯდომას არ ვაპირებ.
- ნუცა თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ.
- ანკა ვინმეს რომ დათო მოეკლა რას იზავდი?
-....
- ვიცი რომ შენც იგივეს გააკეთებდი. აჩი ჩემთვის ყველაფერი იყო, და არავის შევარჩენ მის სისხლს.
მიკლედ დამეხმარებით თუ არა?
_ მომაბეზრებლად აატრიალა თვალები.
- დაგეხმარები.
_ გადაჭრით ამბობს დათო.
- დათო.
_ თაველბი დაუბრიალა ქმარს ანკამ.
- ანკა ნუცა მართალია, ვინმეს რომ შენთვის რამე დაეშავებინა ცოცხლად შევჭამდი.
- მადლობა დათო.
_იქედან მალევე წამოვიდა, ტელეფონების მაღაზიაღი შეიარა, ტელეფონი იყიდა და ანკას მიერ მოცემულ ანრის ნომერზე დარეკა.
შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში დაუთქვა და იქეთკენ გაემართა.
ფეხით გაუყვა გზას და ერთ საათში უკვე ადგილზე იყო.
სიბნელის მიუხედავად დაინახა, შადრევანთან მყოფი ბიჭი და მისკენ გაემართა.
_ გადაჭრით ამბობს დათო.
- დათო.
_ თაველბი დაუბრიალა ქმარს ანკამ.
- ანკა ნუცა მართალია, ვინმეს რომ შენთვის რამე დაეშავებინა ცოცხლად შევჭამდი.
- მადლობა დათო.
_იქედან მალევე წამოვიდა, ტელეფონების მაღაზიაღი შეიარა, ტელეფონი იყიდა და ანკას მიერ მოცემულ ანრის ნომერზე დარეკა.
შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში დაუთქვა და იქეთკენ გაემართა.
ფეხით გაუყვა გზას და ერთ საათში უკვე ადგილზე იყო.
სიბნელის მიუხედავად დაინახა, შადრევანთან მყოფი ბიჭი და მისკენ გაემართა.
- არ მეგონა თუ მოხვიდოდი?
_ გვერდით ამოუდგა ბიჭს.
- რატომ?
_ გაკვირვება შეეტყო ანრის ხმაში.
- არ ვიცი.
- რა ხდება?
- შენი დახმარება მჭირდება.
- გისმენ?
- ამ დროის განმავლობაში გიორგიზე რამე გსმენია?
_ ბიჭისკენ ბრუნდება და თვალებში აჩერდება.
- შენ რა გაინტერესებს?
- ყველაფერი.
მისი ყოველი ნაბიჯი მინდა ვიცოდე, სად დადის? რას აკეთებს?
მისი ცოლი, შვილი ყველაფერი მაიმტერესებს.
- შენ არ იცი ვინ არის მისი ცოლი?
- არა საიდან მეცოდინება.
- ლენკა.
- რაა?
_ გაკვირვება შეეტყო ხმაში გოგოს.
- მოვკლავ.
_ ხელები მომუშტა, მალევე შეეცვალა სახეზე გამომეტყველება.
შავი თვალები სულ მთლად გაუწითლდა.
გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა, თავბრუ დაეხვა და რომ არა ანრის მკლავები გოგოს წელზე იქვე განუტევებდა სულს.
- კარგად ხარ?
_ წყალი შეასხა სახეზე გოგოს.
- კი, კი კარგად ვარ.
_ მძიმედ ამოისუნთქა გოგომ.
- ანუ მას გაჰყვა, რომ გეკითხა აჩი უყვარდა.
ის კი აჩის მკვლეკს გაჰყვა ცოლად.
გეფიცები მოვკლავ, გიორგის არ ვაცოვხლებ.
მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.
_ გამწარებული წამოდგა ფეხზე.
- ისინი ბავშვისთვის ძიძას ეძებენ.
_ წამოსვლას აპირებდა როდესაც ანრის სიტყვებმა გააჩერა.
- ასე უფრო ადვილად შეძლებ მის სახლში შეღწევას.
- ძიძა.
_ ეშმაკური ღიმილით გახედა ბიჭს.
- რას იტყვი შევძლებ ძიძობას?
- გამწარებული ქალი ყველაფერს შეძლებს.
_ იმავე ღიმილით პასუხობს ბიჭიც.
- ძალიან კარგი ზეგ მივალ.
მისამართი ესემესის სახით გამომიგზავნე.
_ ბიჭს ემშვიდობება და სახლში მიდის.
სახლში მისვლის თანავე აბაზანაში შეიკეტა, მაკრატელი აიღო და მისი გრძელი ლამაზი თმის შეჭრა დაიწყო.
- შურისძიების გამო რას არ გააკეთებს კაცი.
_ ღიმილით გაუსწორა თვალი სარკეში მის ანარეკლს.
საოცრად უხდებოდა, მოკლე თმა.
რომელიც საკმაოდ ლამაზად შეიჭრა.
წყალი გადაივლო და საწოლში შეწვა.
მეორე დღეს ფოტო გადაიღო ახალი პირადობისთვის, დათოს გადასცა და იმავე საღამოს მოუტანა უკვე გამზადებული საბუთები.
ახლა კი ნუცა ყიფიანის ნაცვლად, მაშო კახიანია.

დილით ადრიანად გაეღვიძა, გარდერობიდან მისი ძველი ტანსაცმელი გადმოალაგა თუმცა ნორმალური ვერაფერი აარჩია.
- ეს რა უბედურება.
_ გაბრაზებულმა მოხვია ხელი ყველაფერს და ძირს გადაყარა.
საცვლების ამარა გატანტალდა მისი დის ოთახში, კარი დაუკითხავად შეხსნა და ახლა ის შეძვრა ლონდას გარდერობში.
შავი კლასიკური შარვალი, კრემის ფერი პერანგი და იმავე ფერის მაღლები გადმოიღო და თავის ოთახში დაბრუნდა.
მალევე მოწესრიგდა, მაკიაჟის გაკეთება არ სურდა თუმცა მისი ხალი როგორმე ხომ უნდა დეფარა.
ტონალური კრემი წაისვა, ღია ფერის კონტური გადაისვა.
როდესაც კარის სახელურს მოჰკიდა ხელი, მხოლოდ მაშინღა დაინახა ტატუ მის ხელზე რომელიც მთელი ამდენი წლის განმავლობაში არ გახსენებია.
- ეს ტატუ როგორღა დავიმალო?
_ ხმამაღლა ამოილაპარაკა გოგომ და ღიმილით შეავლო თვალი.
- არსებობს სპეციალური კრემი, თუ გინდა მოგცემ მაქვს.
_ ზურგს უკან მოესმა ლონდას ხმა.
- შენ რათ გინდა ეგ კრემი?
- პიეველად ტატუ რომ გავიკეთე, მაგ კრემით ვიფარავდი მართას რომ არ ეჩხუბა.
- გასაგებია.
_ ლონდას მოწოდებული კრემი ხელზე წაისვა, დას დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა.
- დილამშვიდობის.
_ ღიმილით ესალმება კართან მდგომ საშუალო სიმაღლის, ჭაღარა შეპარულ ქალს.
- დილამშვიდობის. ვინ გნებავთ?
- ქალბატონი ლენკა მელოდება.
- ძიძა არა?
- დიახ.
- მობრძანდით.
_ ღიმილით შეიპატიჟა გოგო ოთახში, მდივანზე მიუთითა აქ დაჯექიო თავად კი მეორე სართულის კიბეებზე გაუჩინარდა.
თვალი მოავლო ტერიტორიას, როგორც ლენკას სჩვევია მისაღები ოთახი სულ ჭრელ ფერებში იყო, ევეჯით გადატენილი.
როგორც ჩანს სახლის პატრონი მისი სიმდიდრის სააშკარაოზე გამოტანას არ ერიდება, მაგრამ გემოვნების პრობლემა აქვს.
- ამ გოგოს გემოვნება არასოდეს ჰქონდა.
_ ჩუმად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას.
- ქალბატონი ლენკა ახლავე ჩამოვა.
_ სახლის შესწავლით იყო დაკავებული როდესაც თავზე ის ქალი წამოადგა, ვინმაც კარი გაუღო.
- დაველოდები.
- რამეს დალევთ?
- წყალს თუ შეიძლება.
- ახლავე.
- გამარჯობა.
_ გაისმა კიბეებიდან ხმა და მალევე გამოჩნდა ლენკაც.
- გამარჯობა.
_ მოჩვენებითი ბედნიერებით გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.
- ლენკა.
_ ხელი გამოუწოდა გოგოს.
- მაშო.
_ მალევე შეაშველა ხელი.
- სასიამოვნოა მაშო.
- ჩემთვისაც.
_ "ბედნიერ" ღიმილს სახედან არ იშორებს გოგო.
- ნატამ შენზე ბევრი რამ მიამბო.
_ ნატა ანრის მეგობარია, ვისი წყალობითაც მოხვდა ნუცა ამ სახლში.
- მითხრა რომ ძალიან შრომისმოყვარე ხარ, ასევე ისიც მითხრა რომ ძალიან მიზანდასახული ხარ. ისიც რომ ძალიან გიყვარს ბავშვები.
- შრომისმოყვარე და მიზანდასახული ნამდვილად ვარ.
_ ორაზროვნად ჩაილაპარაკა გოგომ.
- ასევე ბავშვებიც ძალიან მიყვარს.
_ დაამატა ბოლოს.
- მომიყევი რამე შენზე.
- რა გაინტერესებთ ქალბატონო?
_ როგორ უნდოდა ახლა იმ თმებში ჩაევლო ხელი და აქვე ეთრია მაგრამ თავს როგორღაც იკავებდა.
- უბრალოდ ლენკა დამიძახე, ქალბატონორ რომ მეძახიან თავი ასაკიანი მგონია.
_ ამაზრზენად გადაიკისკისა გოგომ.
- არ ხარ თუ.
_ ჩუმად ჩურჩულებს ნუცა.
- რამე მითხარი?
- არავინ მყავს თქო.
- საერთოდ არავინ?
- საერთოდ.
_ დამაჯერებლად ამბობს გოგო.
- ვწუხვარ.
- მეც.
_ ბოროტულად ჩაეღიმა.
- მაშო გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა გიორგი.
_ ფეხზე წამოდგა ლენკა და იმ წამს კარში შემოსული, ქმარი გააცნო გოგოს.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა მაშო.
_ ღიმილოთ გაუწვდინა ხელი გოგოს.
გიორგის დანახვისას წამით თავბრუ დაეხვა, თვალებში მოწოლილ ცრემლს უფლება არ მისცა გადმოსულიყო.
ქუთუთუები მწარედ დააჭირა ერთმანეთს.
ზიზღით აღსავსე თვალები მიანათა ბიჭს და ფეხზე წამოდგა.
თავბრუ ისევ დაეხვა და ძირს რომ არ წაქცეულიყო, მდივნის სახელურს დაეყრდნო.
- კარგად ხართ?
_ ხელის შეშველებას შეეცადა ბიჭი თუმცა ნუცამ გააჩერა.
- არ არის საჭირო.
_ კბილებში გამოსცრა გოგომ.
მოჩვენებითი ღიმილით გაუღიმა ბიჭს და ხელი ჩამოართვა.
მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ უჭირდა, თავის შეკავება ახლა მას.
ვინ იცის რის საფასურად დაუჯდა, იმ არაკაცისთვის ხელის ჩამორთმევა.
როგორ უნდოდა აქვე მოეკლა მაგრამ თავს ძალას ატანდა და მაინც იღიმოდა.
- მოითმინე, ნუცა მოითმინე.
_ მალევე მოესმა ნაცნობი ხმა.
სანდრო იყო, მოვიდა ისევ მოვიდა.
ამ ნერად დის გასამხნევებლად მოვიდა.
- ჯერ ადრეა მისი მოკვლა.
_ ისევ გაისმა ბიჭის ხმა.
- საყვარელო ის ჩვენი ბავშვის ძიძა იქნება.
_ ბედნიერი ღიმილით ეუბნება ლენკა ქმარს და ტუჩებში კოცნის.
- ვიცი რომ ახლა ორივეს მიხრჩობა გინდა, მაგრამ ასე ადვილად ხომ არ მოკლავ.
- მოვითმენ.
_ ჩურჩულით ამბობს გოგო.
- ანუ ამიყვანეთ?
_ ისევ "ბედნიერი" ღიმილით გადახედა წყვილს.
- რა თქმა უნდა.
ხვალიდან შეგიძლია შეუდგე საქმეს, ახლა ბავშვი დედაჩემთანაა და ხვა დილით მოდი 9 საათზე.
- ძალიან კარგი.
_ ეშმაკური ღიმილით გადახედა გიორგის, ჩანთას ხელი დაავლო "საყვარელ" წყვილს დაემშვიდობა და სახლი დატოვა.
- მალადეც ჩემს მოთმინებას.
_ გამწარებული ხმით ამოილაპარაკა და სირბილით დატოვა ეზო.
- მოგენატრე?
_ ისევ გაისმა სანდროს ხმა.
- რომ შემეძლოს აქვე მიგგუდავდი.
_ კბილებში გამოსცრა და ბრაზიანი თვალები მიანათა ბიჭს.
- რა დავაშავე?
- სად ჯანდაბაში იყავი მთელი ექვსი წელი?
- ქორწილი მქონდა.
_ დაბნეული ეუბნება.
- ექვს წლიანი ქორწილი რა უბედურებაა?
- მე მთელი ეს დრო შენთან ვიყავი ნუცა, თუმცა შენ ვერ მამჩენვდი მე.
არ მინდოდა დაგენახე, არ მინდოდა ისევ დამლაპარაკებოდი.
არ მინდოდა ისევ გიჟი გონებოდი ვინმეს.
- ჰო კიდევ მე მაცნობდა სიტუაციას.
_ მეორე მხრიდან მოესმა ნაცნობი ხმა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნიკიტა
ნანახია: 289 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar