ანგელოზი ეშმაკის ღიმილით 8თავი
07.08.2018, 17:48
- ნუცა.
_ საწოლზე ვარსკვლავისებურ ფორმაში, გაწოლილს თავზე ადგება ლონდა.
- გისმენ?
- კლუბში მივდივარ მეგობრებთან ერთად და წამოხვალ?
- არ შემიძლია.
- რატომ?
- არც ამის თქმა შემიძლია.
_ ზურგი აქცია გოგოს.
- ნუცა ვიცი არასოდეს გვქონია საუკეთესო დედმამიშვილობა, მე შენს მიმართ სულ ცივი და უხეში ვიყავი.
მაგრამ, ახლა ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს.
- კარგია თუ მიხვდი ამდენს.
- შეგიძლია მენდო.
არ მინდა შენთან ცუდი ურთიერთობა.
- მართლა შემიძლია გენდო?
_ მისი დის სიტყვებმა გააკვირვა გოგო.
- რა თქმა უნდა.
- მუშაობა დავიწყე.
- მართლა? სად? ძალიან მიხარია ნუცა.
_ გულწრფელად გაუხარდა დის სამსახური.
- ძიძა უნდა ვიყო, გიორგის და ლენკას შვილის ძიძა.
- რას ამბობ ნუცა?
_ შეიცხადა გოგომ.
- ნუცა არა, ახლა მაშო კახიანი ვარ.
- ვინ?
_ აკისკისდა გოგო.
- რა გაცინებს?
აბა იმას ხომ არ ვეტყოდი, მე ნუცა ვარ ყიფიანი და თქვენთან შურის საძიებლად მოვედი თქო.
- რას აპირებ ნუცა?
_ ყველაფერს დრო გვაჩვენებს დაო.
- ეშმაკური ღიმილით გადმოხედა დას.
- წამოხვალ?
- სად?
- კლუბში.
- არ მინდა.
- ნუცა ექვსი წელია არ სად არ გასულხარ, დარწმუნებული ვარ მთელი ეს წლები შურისძიებაზე ფიქრობდი.
დროა ცოტა განიტვირთო და გარეთ გახვიდე.
ჩემს მეგობრებს შენს თავს, მეგობრად ან ნათესავად გავაცნობ.
- არ მინდა ლონდა.
_ მომაბეზრებლად აატრიალა თვალები გოგომ.
- გინდა, გინდა.
_ ერთი ხელის მოძრაობით წამოაგდო ნუცა საწოლოდან და აბაზანაში შეაგდო.
- მოწესრიგდი, მე მაქამდე ტანსაცმელს აგირჩევ.

- რა არის ლონდა ეს რა საშინელება ჩამაცვი?
- ძაან გიხდება მართლა.
_ უკვე მერამდენედ ეუბნება, შავ მოკლე კაბაში გამოწყობილ გოგოს.
მართლაც საოცრად უხდებოდა, მის გრძელ ფეხებს მოკლე კაბა, რომელიც საოცრად გამოკვეთდა მის წვრილ წელს.
- ასეთი მოკლე არასოდეს მცმია.
_ კაბის ქაჩვით შედის ბარში.
- ეგ არაფერი.
_ ღიმილით ეუბნება დას და მისი მეგობრებისკენ მიდის.
მეგობრებს ნუცა მამამისის ძმაკაცის შვილად გააცნო, რომელიც თითქოსდა რამოდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა იაპონიიდან.
- იმედია არ მკითხავენ ვიცი თუ არა იაპონური?
_ ჩურჩულით ეუბნება დას.
- მერე რა ხომ იცი ცოტა?
- ცოტა კი.
- მაშო დალევ რამეს?
_ ღიმილით ეუბნება ლონდას მეგობარი მათე.
- არა გმადლობთ არ ვსვავ.
_ უხერხულად შეიშმუშნა, რადგან იცოდა თუ ახლა ერთ ჭიქას მაინც დალევდა შემდეგ ვეღარ გაჩერდებოდა.
- ერთი წუთით დაგტოვებთ.
_ ფეხზე წამოდგა როდესაც მისმა ტელეფონმა დარეკა და გასასვლელისკენ აიღო გეზი.
- მიშკა რა ხდება ხომ მშვიდობაა?
- ნუცა.
_ ნერვიულად ჩასძახა მეგობარს.
- რა ხდება?
- ფსიქიატრიულში დღეს გიორგიმ დარეკა.
- რაა?
_ შეიცხადა გოგომ.
- შენ გიკითხა.
- მერე?
- ვუთხარი რომ დღეს დილით ნუცამ თავი ჩამოიხრჩო.
- რა ვქენი?
_ ბოლო ხმაზე გადაიკისკისა გოგომ.
- ჰო აბა რა მეთქვა?
- არა, არა კარგად გითქვამს ყოჩაღ.
დაკრძავა როდის მაქ?
_ სიცილით ამბობს გოგო.
- რა ვიცი მე როცა გინდა.
_ იგრძნო როგორ ჩაეღიმა ბიჭს.
- მადლობა მიშკა.
- ვიფიქრე რომ ესე უფრო კარგი იქნებოდა.
- ნუ ჩემს გეგმებში ეს არ შედიოდა, მაგრამ ძალიან კარგად მოგიფიქრებია.
- კარგი ნუც ახლა წავედი, ისევ დაგირეკავ.
- კარგი.
_ ტელეფონს თიშავს თა უკან ბრუნდება.
ლონდას ჩუმად ეუბნება მომხდარის შესახებ და ისიც ღიმილოთ უკრავს თავს.
- ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც იტყვი.
_ ლოყაზე მოწყვეტით კოცნის დას.
- მადლობა.
ბართან ვიქნები.
_ ფეხზე დგება როდესაც ბარის მაგიდასთან გიორგი შეამჩნია.
- რას ინებებთ?
_ ღიმილოთ ეუბნება ბარმენი.
-რამე უალკოჰოლო.
_ იმავე ღიმილით პასუხობს გოგოც.
- შენ ხომ ჩემი შვილის ძიძა ხარ?
_ მალევე მოესმა ბიჭის ხმა.
- დიახ მე ვარ. კადგად ხართ?
_ ბიჭის ჩაწითლებული თვალების დანახვისას დაინტერესდა.
- დღეს გავიგე რომ ჩემმა ძველმა ნაცნობმა თავი მოიკლა.
- ძალიან ვწუხვარ.
- მეც.
- თავი რატომ მოიკლა?
_ ინტერესით ეკითხება, ვითომ არაფერი იცოდა.
- გრძელი ამბავია.
- არ მეჩქარება.
_ ბარმენის მოწოდებულ სასმელს სვავს და ბიჭისკენ უფრო ახლოს იხრება.
- დიდი ხნის წინ შეყვარებული დაეღუპა, ნუცამ მისი სიკვდილი ვერ გადაიტანა და გაგიჟდა.
_ როგორ უნდოდა ახლა იმ თვალებში აფთარივით წემოდა და ყველაფერი ეთქვა რასაც ფიქრობდა, თუმცა ამას ვერ გააკეთებდა.
- გასაგებია. თქვენი რა იყო?
- ჩემი ძმაკაცის შეყვარებული იყო.
- სიმართლე გითხრათ არა მგონია, მხოლოდ ძმაკაცის შეყვარებული ყოფილიყო.
- მემჩნევა არა?
- ძალიან.
- ნუცა ძალიან მიყვარდა, ის ჩემთვის ყველაზე ძვირთასი იყო.
თუმცა როდესაც მან ჩემი გრძნობების შესახებ გაიგო.
ძალიან გაბრაზდა, ვიცოდი ის ჩემთან არასოდეს იქნებოდა, ამიტონ.
- რა გააკეთეთ?
_ "შეშფოთება" შეეტყო ხმაში.
- ნუცასთან საუბრის შემდეგ აჩისთან მივედი, ყველაფერი მოვუყევი.
რაზეც ის ძალიან გაბრაზდა, შელაპარაკება მოგვივიდა.
- და თქვენ ის მოკალით.
_ უეცრად ეუბენება გოგო.
- ეს შემთხვევითობა იყო, მე არ მინდოდა მისი მოკვლა.
- შემთხვევით არაფერი ხდება ბატონო გიორგი.
_ გამწარებულმა გამოსცრა კბილებში.
- თქვენ ახლა ცხოვრებას აგრძელებთ, ოჯახი გყავთ.
ის საწყალი წყვილი კი საფლავში წევს.
- მე დღემდე მიყვარს ნუცა.
მიუხედავად იმისა რომ მას სიცოცხლის ბოლო წამამდე ვძულდი, მე ის დღესაც სიგიჟემდე მიყვარს.
- თქვენი მეუღლე?
- ლენკამ იცოდა მე მისი მეგობარი რომ მიყვარდა.
იმ დღეს ორივენი ძალიან დავთვერით, დილით კი ერთად გაგვეღიძა.
- ჩვეულებრივი ბანალური ისტორია.
ალბათ იტყვით, შემდეგ დაორსულდა და მე როგორც ქართველმა ვაჟკაცმა ცოლად შევირთე.
რათა სახელი არ შელახვოდაო.
მე თუ მკითხავთ თქვენ არასოდეს გყვარებიათ ნუცა, თქვენ რომ ის გყვარებოდათ მისცემდით მას ბედნიერების უფლებას.
ეს სიყვარული კი არა შური იყო, თქვენ გშურდათ თქვენი ძმაკაცის და სწორედ ამიტომ მოკალით.
შეილძლება მე არავინ მეკითხება მაგრამ, რადგანაც მომიყევით გეტყვით რომ.
თქვენ საერთოდ არ იცით რა არის სიყვარული.
მეც მყვარებია მაგრამ, იმის გამო რომ მე ბედნიერი ვყოფილიყავი არავინ მომიკლავს.
- შენ არც იცი, როგორია უყურო შენი საყვარელი ქალი როგორ ეხვევა სხვას.
- სამაგიეროდ ვიცი როგორი ბედნიერები არიან როდესაც შენ ხარ უბედური.
თქვენ ბედნიერი ხართ ბატონო გიორგი?
- არა.
- ვერასოდეს იქნებით ბედნიერი რადგან თქვენს კისერზე ორი გვამია.
ორი ადამიანი რომლებსაც სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი.
ნუცას ადგილას რომ ვყოფილიყავი, ერთი წამითაც კი არ გავოცხლებდით.
იმავე საღამოს მოგიღებდით ბოლოს რა, დროსაც მისი სიყვარული მოკალით.
- შენ არა გაქვს უფლება განმსაჯო მე.
- რატომ? რადგან თვენ არ მოგიკლავთ ჩემი სიყვარული?
მართალია მე არავარ ღმერთი, მე უბრალო მოკბდავი ვარ რომელსაც გრძნობები გააჩნია.
თქვენ დღესვე შეგიძლიათ, გამანთავისუფლოთ სამსახურიდან.
მაგრამ მე ჩემს სათქმელს მაინც გეტყვით.
თქვენ არაკაცი ხართ, რომელმაც სხვის უბედურებაზე ცხოვრება ააგო.
თქვენ თავად მოკალოთ ნუცა, მას არ მოუკლავს თავი.
ეს თქვენ თავად გამოუტანეთ მას განაჩენი.
_ ზიზღით შეათვალიერა კაცი, ბარმენს განხა მიაწოდა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა.

მეორე დღეს სამსახურში ჩვეულებრივად მივიდა.
ბავშვის ოთახში მყოფ გიორგის ყურადღება არ მიაქცია, მხოლოდ ცივი მისალმებით შემოიფარგლა.
ატირებული გავშვი ხელში აიყვანა და გულზე მიიწვინა.
- ვაიმე რატომ ტირის?
_ შეიცხადა ლენკამ.
- ლენკა ბავშვია, ხან იტირებს ხქნ გაიცინებს.
ახლა ჩასვრილია ბავშვი და სწორედ მაგიტომ ტირის.
_ ბრაზით შეხედა გოგოს.
ბავშვი ჩაბანა, გამოუცვალა აჩამა და შემდეგ დააძინა.
მთელი დღე ოთახიდან ფეხი არ მოუცვლია.
არც საჭმელად გასულა მათთან.
ერთი დღისთვის გიორგის ამდენჯერ ნახვას ნამდვილად ვერ გაუძლებდა, შურისძიება თვალებს საბოლოოდ დაუბრმავებდა და აქვე მოკლავდა ორივე ცოლქმარს.
არადა ლენკასთვის სულ სხვა რამ ჰქონდა მომზადებული.
- მაშო.
_ ფიქრებიდან გამოჰყავს ლენკას ხმა.
- გისმენ?
- იცი ზეგ ჩემი მეგობრის დაკრაძალვაა და ხომ ვერ დამეხმარები ტანსაცმლის არჩევაში.
- არა მგონია დაკრძალვაზე ვინმენ თქვენი ტანსაცმლისთვის ეცალოს.
დაკრძალვაზე შავი სამოსით უნდა შეიმოსოთ.
- მართალი ხარ.
- ადამიანი სიცოცხლეში უნდა დააფასონ თორემ, მკვდარი ვერაფერს იგრძნობს დამიკერე.
- ნუცა ძალიან კარგი გოგო იყო, უბრალოდ ცხოვრებაში არ გაუმართლა.
- მე ვიტყოდი უფრო მეგობრების არჩევაში არ გაუმართლა მას.
- ეგეც მართალია.
_ გაუაზრებლად დაეთანხმა გოგო.

როდესაც ქალბატონმა მართამ და ბატონმა ალექსმა შვილის ამბავი გაიგეს, იმ დღესვე ჩამოფრინდნენ საქართველოში.
განწირული კივილის ხმა გამოდიოდა ყიფიანების სახლიდან.
როდესაც მართამ სასახლეზე თავის გადახდა მოინდომა, ლონდამ გააჩერა.
- დედა სჯობს ნუცა ისეთი გახსოვდეს როგორც სიცოვხლეში, არ არის საჭირო მიცვალებულის ნახვა.
_ განადგურებული ქალი გულში ჩაიკრა და საძინებელში შეიყვანა.

მესამე დღეს გაიმართა "ნუცას დასაფლავება"
ლონდასთან ერთად მივიდა სასაფლაოზე, შავებში გამოწყობილი დასცქეროდა მის საფლავს.
- ისე რა კარგი ყოფილა საკუთარი დასაფლავების ყურება.
_ ჩურჩულით ეუბნება დას.
- ცრემლი მაინც გადმოაგდე გოგო თითქოს ძაან განიცდი დის სიკვდილ.
_ ხელი ჰკრა დას.
- მაცადე გოგო ნუ მაცინებ.
_ შავი თავშალი აიფარა სახეზე ლონდამ.
- ნახე დედაჩემი როგორ მოთქვამს.
_ ეშმაკურად ჩაიცინა გოგომ.
- ასეთი უგულო როგორ გახდი?
რატომ არ გეცოდება?
_ გაბრაზებული თვალები მიანათა დას.
- მას ხომ გული უკვდებოდა ფსიქიატრიულში რომ მიკრა თავი.
_ გამწარებული თვალები მიანათა დას.
- როგორ მინდა ახლა ლენკა იქ დავმარხო, ჩემს ცხედართან ერთად.
_ გაღიზიანდა როდესაც ლენკას თვალებზე მომდგარი ცრემლი დაინახა.
- მაგის დროც მოვა.
_ უკნიდან მოესმა სანდროს ხმა.

_ დაკრძავლამ ჩვეულებრივად ჩაიარა, უამრავი აფირისტული ცრემლი დაიღვარა ნუცას საფლავზე.
თითქოს ვინმეს ძალიან ეწყინა გოგოს სიკვდილი, თითქოს ვინმე განიცდიდა ახალგაზრდა გოგოს დაკრძალვას.
როდესაც სასაფლაოდან ყველანი წავიდნენ, ნუცა მისი საყვარელი მამაკაცის საფლავისკენ გაემართა სადაც ქალბატონი ლილე დახვდა.
- რატომღაც მეგონა ჩემს დაკრძალვაზე მოხვიდოდით.
_ ღიმილით ეუბნება ქალს.
- არ მიყვარს შვილო ცოცხალი ადამიანის ტირილი.
_ იმავე ღიმილით პასუხობს ქალი.
- ისე ვერ მივხვდი რაში დაგჭირდა, საკუთარი სიკვდილის გათამაშება?
_ დაბნეული თვალები მიანათა ქალმა.
- ესე უფრო ადვილად შემიძლია ვინმეს ფსიქიკის მოშლა, განადგურება.
- ვისი ფსიქიკის მოშლას აპირებ?
არა მგონია ეს იმ არაკაცისთვის გინდოდეს.
- არა ეს მისი ცოლისთვის მინდა.
საკმაოდ კარგი წარმოსადგენია ლენკას განადგურებული ფსიქიკის ყურება.
მეღიმება როდესაც მას ფსიქატრიულის კედლებში გამოკეტილს, წარმოვიდგენ.
- შურისძიებამ გონება არ უნდა დაგიბინდოს შვილო.
- არა რას ბრძანებთ.
ჯერ-ჯერობით ყველაფერი ჩემი სცენარით მიდის.
ახლა თავად ვარ რეჟისორიც, სცენარისტიც, დრამატურგიც და ღმერთიც.
ახლა მე თავად გადავწყვეტ ვის რა ელის.
არავის დავტოვებ დაუსჯელს, ყველა დაისჯება ვინც აჩის სიკვდილი უბრალო შემთხვევას მიაწერა.
მანამ სანამ გიორგის განაჩენს გამოვუტან, ყველას ვაგებიებ პასუხს.
თუ საჭირო გახდება ჩემი ოჯახის წევრებსაც კი.
რომ გავიგო რომ ექიმმა რომელმაც ის საბუთები გააყალბა დედაჩემია, გეფიცებით მასაც კი დავსჯი.
- ბოლოს რას აპირებ ნუცა?
როდესაც ყველას დასჯი რას აპირებ?
- ეგ მხოლოდ მე ვიცი.
_ ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

- რა გააკეთე ნუცა?
_ გამწარებული წამოვარდა ფეხზე მიშკა.
- ისეთი არაფერი უბრალოდ, წამლებს რომლებსაც მე ვიღებდი საჭმრლში ლენკას ჩავუყარე.
_ ჩვეულებრივი ინტონაციით ამბობს გოგო.
- ნუცა შენ სულ მთლად გააფრინე?
_ გაბრაზებული წამოადგა თავზე ბიჭი.
- მიშკა ნუ ყვირი შენი ჭირიმე, ისედაც მთელი დღე თავი ამხადა იმ ბავშვმა იმხელა ხმახე ტიროდა.
ის დებილი დედამისი ბავშვს ხელს კი არ ჰკიდებს.
ამნაირი არაფერი მინახავს.
- მეტი გეკუთვნის.
შურისძიება, შურისძიებაო და აჰა შენი შურისძიება.
რა გინდა ნუცა? რატომ არ გაჩერებს გამჩენი?
- როდესაც ლენკას ფსიქიატრიულში გამოვმეტავ, გიორგის მოვკლავ და ყველას დავსჯი აი შემდეგ მომასვენებს გამჩენი.
- შენ არც შემდეგ მოისვენებ.
- ჰო რავი იქნებ შემდეგ სულად მოგევლინო.
_ ორაზროვნად ჩაილაპარაკა გოგომ.
- არა არ უნდა გამომეყვანე იმ საავადმყოფოდან.
- მიშკა დამეხმარები თუ არა.
- არა, არა აღარ მოგცემ წამლებს.
- კარგი სხვა ექიმთან მივალ.
- ფეხზე წამოდგა გოგო.
- დაჯექი.
_ ბრძანებლური ტონით ამბობს ბიჭი, ნუცაც მის ბრძანებას ემორჩილება და იქვე ჯდება.
- რათ გინდა წამლები?
- იცი რა მაგარი რაღაც მოვიფიქრე?
_ აკისკისდა გოგო.
- რა მოიფიქრე?
- რა და ლენკას ამ წამლებს რომ ვივცემ, შემდეგ მე გამოვეცხადები.
თითქოს ნუცას სულმა მიაკითხა.
_ ბოლო ხმაზე ახარხარდა გოგო.
- მოიცა ახლა ეს სასაცილოა?
- ფუ რა დებილი ხარ.
_ მალევე დასერიოზულდა.
- სასაცილოა აბა რა?
რა მაგარი იქნება, ლენკას ნუცას სულად გამოვეცხადები და ჭკუიდან გადავიყვან.
- საბოლოოდ გააფრინე შენ.
_ დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა
- ლენკა.
_ მძინარე გოგოს თავზე ადგება ნუცა.
- ვინ ხარ?
_ შეშინებული წამოხტა საწოლიდან.
- ლენკა, ნუცა ვარ.
_ ღიმილით ეუბნება გოგოს.
- შენ ხომ მოკვდი?
_ კი მაგრამ შენთან მოვედი.
- რა გინდა?
- რატომ გაჰყევი მას ცოლად?
შენ ხომ აჩი გიყვარდა?
როგორ შეგიძლია მის, მკვლელთა ერთად ერთ სახლში ყოფნა.
- მას არ მოუკლავ.
_ საწყალი ხმით ამოილაპარაკა.
- მან მოკლა ლენკა, სწორედ მან მოკლა აჩი.
შენ ეს იცი, სწორედ შენ დაეხმარე მას აჩის მოკვლაში.
მე ამას ვხედავ ლენკა, შენ ჩემი გამწარება გინდოდა და სწორედ ამიტომ

მოკალით აჩი.
_ ნელი ნაბიჯებით წავიდა გოგოსკენ.
- მაპატიე ნუცა, ძალიან ვწუხვარ არ მიმდოდა გეფიცები.
ეს არ უნდა გამეკეთებინა.
- სიანუნი დაგვიანებულია.
შენც სწორედ ისე გაგიჟდები, შენც სწორედ იმას გამოივლი რაც მე გამოვიარე ლენკა.
_ ბოროტულად გადაიკისკისა გოგომ
- გიორგიი.
_ ბოლო ხმაზე დაიკივლა ლენკამ, თუმცა ბიჭს ისეთი ღრმა ძილით ეძინა არაფერი გაუგია.
- მას ვერ გააღვიძებ.
- არაფერი დამიშავო გთხოვ.
_ მუხლებზე დაეცა გოგო.
- შენ თავად გამოუტანე შენს თავს განაჩენი.
- არაფერი დამიშაო ნუცა.
_ ტირილით ამოილაპარაკა და გონება დაკარგა.
- ნუ გეშინია მე ისევ მოვალ საყვარელო.
_ გულწასულ გოგოს ზემოდან დახედა და ფანჯრიდან გადახტა.
- რა საშინელი პარიკია რა უბედურებაა.
_ თავი მოიქექა და პარიკი ჩანთაში ჩააგდო.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნიკიტა
ნანახია: 267 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
როდის დადებ შემდეგ თავს? ველოდები, სანტერესოა!
avatar