ავტომატიანი.(დასასრული.VIII)
25.02.2018, 16:51
ავტომატიანი გზებს უყვებოდა ანას ნაზ ხელებზე, გრძელ, ეგვიპტურ ყელზე, მრავლისმეტყველ, სუფთა, წრფელ თვალებზე.. სამყაროს უამბობდა თავის სიყვარულზე და თითქოს ბუნებაც უთანაგრძნობსო, თითქოს სამყაროც დასტირის ანა წასვლასო, სრულიად მოულოდნელად ციდან ცრემლებივით წამოვიდნენ წვიმები..
„არ გაცივდესო„-გაიფიქრა თავისდაუნებურად კოსტამ და თავი უკან ისე შეატრიალა, თითქოს შეძლებდა ანას დანახვას და მის მხრებზე თავისი ქურთუკის მოფარებას..
*
ანას გზა ძალიან გაიწელა. მიდიოდა, მიდიოდა, მიდიოდა და თითქოს ერთ ადგილს ტკეპნიდა დაუსრულებლად, თითქოს წინ წასასვლელი გზა არ არსებობდა..
თავის თავს სიტყვა "სასოწარკვეთა"-ს ადარებდა და გულზე იდებდა გაყინულ ხელებს..
წვიმის წვეთები ეცემოდნენ მოურიდებლად. უსიამოვნოდ აჟრჟოლებდა, ბუსუსები აყრიდა კანზე. ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლები ეფიქრა, თუმცა ყოველი მძიმე ნაბიჯის შემდეგ თვალწინ უდგებოდა ავტომატიანი, მისი სახე, როდესაც ანამ თავისი ნაადრევი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო.. მან ყველაზე კარგად იცოდა როგორ გრძნობდა კოსტა თავს, ამიტომ არ ასვენებდა შინაგანი სამყარო, გამუდმებით ამოსძახებდა ხოლმე კითხვას:რა გააკეთე?!
თვალებიდან ცრემლები წასკდა, როცა გაიაზრა რამხელა ტკივილისთვის გაიმეტა თავისი თავი და კოსტა..
ტანსაცმელი მთლიანად დაუსველა წვიმამ. გაჩერდა, არც წასვლას ჰქონდა აზრი, არც უკან დაბრუნებას. დაიბნა, ხელებით მოიშორა წვიმებივით ცრემლები სახიდან და განვლილ ბილიკებს გააყოლა თვალი..
*
კოსტაც გაჩერდა, ანაზე გაბრაზება ისევ არ შეეძლო, ამიტომ თავის თავზე გაბრაზდა.. თავს იდანაშაულებდა ასე მარტივად რომ გაუშვა ერთადერთი სიყვარული.. იმდენად დიდი იყო ბრაზი, გადაწყვიტა უკან მიბრუნებულიყო და ანას დაწეოდა. გაიფიქრა თუ არა, თითქოს მთელი მისი სხეული ამ გადაწყვეტილებას ელოდაო, წამებში მოტრიალდა და იქით წავიდა, სადაც სიყვარულს გადაარჩენდა..
ფეხები თავისით მიდიოდნენ, ავტომატიანს არ სჭირდებოდა მათთვის მითითებების მიცემა, რადგან როგორც კოსტას სული ილტვოდა ანასკენ, ასევე ილტვოდა სხეულის თითოეული ნაწილიც..
ავტომატიანმა კიდევ უფრო იამაყა საკუთარი გადაწყვეტილებით, როდესაც ტალახში მჯდომი ანა მესხი დაინახა. მიხვდა, რომ არც ანას სურდა მისი მიტოვება, ის უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო და რადგან ურთიერთობა საფეხურებია, თუ ანას არ შეეძლო რომელიმე საფეხურზე ფეხის ადგმა ურთიერთობის გადასარჩენად, ანუ თუ მას არ შეეძლო უკან დაბრუნება, რა თქმა უნდა, მის ნაცვლად ამას ავტომატიანი გააკეთებდა. თუმცა, სხვა დროს და სხვა სიტუაციაში, შეიძლება ანამაც ადგას მის ნაცვლად ფეხი კიდევ ერთ საფეხურზე, ასე მონაცვლეობით, ნაბიჯებით ავლენ იქამდე სადაც ყველაფერი უსასრულოა..იქამდე სადაც არაფერი მთავრდება და მათი სიყვარულიც ჩაეწერება 'სამუდამოების' სიაში..
კოსტამ შედარებით მშრალი მოსაცმელი მოიშორა ტანიდან და აკანკალებულ ანას მოახვია ბეჭებზე. სველი თმა უკან გადაიწია და მის წინ ჩაიმუხლა. ავადმყოფივით დააშტერდა მესხის სახეს, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ლამაზდებოდა..
გრძელი თითები შეახო მის აწითლებულ ლოყებს და იგრძნო რა გაუმაძღარი ხდებოდა როდესაც საყვარელ ქალს შესცქეროდა.
-როგორ შეგიძლია ასეთი იყო? -თვალები ისევ აუცრემლიანდა ანას, ვერ ხვდებოდა თავის უსუსურობას დასტიროდა ასე თუ ავტომატიანის საქციელებზე უჩუყდებოდა გული.
-ნუ ტირი. მესმის დაიღალე, მესმის შენთვის ამ ყველაფრის ატანა როგორი რთულია.. ყველაფერი მესმის, თუმცა ერთადერთ რაღაცას გთხოვ! ყველაფერს ერთმანეთში ნუ აურევ! გეთანხმები, ეს ომია, საშინელი ომი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ერთად ყოფნას ვერ შევძლებთ.. შენ იმასაც ამბობდი ომია, ცაზე ვარსკვლავს რა უნდაო, მაგრამ ხომ დაგანახე.. ასეა ანა, ომია, თუმცა მაინც თენდება, მაინც ამოდის მზე, მაინც ანათებებ ვარსკვლავები.. ის რაც ამქვეყნად ყველაზე მთავარია, არასდროს იცვლება, რაც არ უნდა მოხდეს! მეც ეს მინდა, ჩვენც ასეთები ვიყოთ, რომ ვერაფერმა შეძლოს ჩვენი წაშლა ამ სამყაროდან..
ანას ცრემლები შეახმა სახეზე, გაყინული ხელები მიაბჯინა ავტომატიანს.
-მაპატიე ჩემი სისუსტე.-ჩუმად ჩაილაპარაკა და სველი ტუჩებით შეეხო კოსტას კისერს.
ისევ ძველი ტემპით აუჩქარდათ გული კოსტას და ანას, ისევ ისე, ერთნაირად უცემდათ გული..
-რას ვაპირებთ?
-ცოტა ბრძოლა მომიწევს ბიჭებთან, იარაღის მოსაპოვებლად, მერე ისევ იგივეს ვცდი.
-კოსტა, არ დაგავიწყდეს რომ ახლა გვერდზე შენი ბიჭები აღარ გიდგანან, ჩვენი გადარჩენა სასწაულია, წესით ჩვენც იქ უნდა წავქცეულიყავით სამუდამოდ.. მარტო რას გააკეთებ? მითუმეტეს ახლა უფრო დაცული იქნება შენობა, შეიძლება სხვაგანაც გადავიდნენ, არც ეგაა გამორიცხული.
-ყველა ჯარისკაცი იძინებს ღამით, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ღამე შევალ, როცა ყველას ეძინება.
თითქმის საზღვართან იყვნენ მისულები, როდესაც მათკენ მომავალი, იარაღაკიდებული ბიჭები შენიშნეს.
ანამ გაოცებულმა გახედა ავტომატიანს, ხელი მოუჭირა მკლავზე მთელი ძალით და შეშინებული თვალებით ახედა ერთადერთ იმედს.. ავტომატიანს იარაღისკენაც კი არ წაუღია ხელი, დაიხარა, ანას ბაგეებს შეეხო სიმწრით და ორგანიზმი ყველაფრისთვის შეამზადა..
-გაიქეცი.
ხმაწართმეულმა ერთი სიტყვაც კი ძლივს წარმოთქვა.. აწითლებული, ზღვისფერი და ზღვასავით ამღვრეული თვალები აევსო ტკივილით. უნდოდა მკაცრი ყოფილიყო, ანას რომ მისთვის დაეჯერებინა, თუმცა არ შეეძლო..
იღიმოდა, ხელებით იმახსოვრებდა ანას ყველა ნაკვთს..
-გაიქეცი! -ახლა უფრო დამაჯერებლად ჟღერდა მისი ხმა, ხელით მიწია იქითკენ საითაც უნდა წასულიყო.. ანამ ფეხებს დაატანა ძალა და თავდაუზოგავად გაიქცა, თვალებს აპარებდა უკან, თუმცა სისწრაფეში ვერაფრის დანახვას ახერხებდა.. ღიმიალიანი ავტომატიანი ედგა თვალწინ.. გაახსენდა პირველად სწორედ გაქცევა სთხოვა კოსტამ და ამით გადაარჩინა, დარწმუნებული იყო, რომ ახლაც ასე მოხდებოდა.. კოსტა გაუმკლავდებოდა სულ ორიოდე ჯარისკაცს და ღიმილით დაუბრუნდებოდა ანას.. როგორც ყოველთვის, ისევ სუნით, სუნთქვით და შეხებით ამოიცნობდა ანა საყვარელ მამაკაცს და მის მკლავებში მოთავსდებოდა სასიამოვნოდ..
*
ავტომატიანი მიწაზე დაენარცხა და ნაპერწკლებივით აიყარა მტვერი ჰაერში. ისევ იღიმოდა, ან უღიმოდა..
არ სტკიოდა, პირიქით, გონებაში დასცინოდა სიკვდილს, რომელსაც სრულიად არაფერი შეეძლო და უბრალოდ თავი მოჰქონდა, რომ რამეს წარმოადგენდა.
არ სტკიოდა, არც გული წყდებოდა, არც განიცდიდა, ერთადერთი რასაც გრძნობა, სიყვარული იყო..
ვინმეს რომ ეკითხა რას ისურვებდიო, არ უპასუხებდა მომარჩინეო, მიმკურნალეო, ერთადერთს თხოვდა, მომეცი ძალა, რომ ყოველთვის მიყვარდესო. რადგან მხოლოდ სიყვარულს, არა ერთი კონკრეტულის, არამედ სრულიად ყველასა და ყველაფრის სიყვარულს შეეძლო გადაეფარა ის ტკივილი, რომელიც ავტომატიანს არ აწუხებდა.
სანამ გული, გონება, ძალა ყველაფერი ერთიანად გამოეცლებოდა ხელიდან, ანას კიდევ ერთხელ გაუღიმა და მძიმედ, უსიამოვნოდ დახუჭა თვალები..
*
კლდეზე, ძალიან მაღლა და ყველაფრისგან ძალიან შორს იდგა ანა, ფეხებში ძალაგამოცლილი.
იდგა და ელოდა..
კატეგორია: რომანი | დაამატა: salommes13
ნანახია: 820 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
მწარე რეალობა! კარგია!
avatar
0 Spam
2
ძალიან დიდი მადლობა თქვენ! <3
avatar