ავტომატიანი(ნაწილიII)
08.02.2018, 02:38
ნიკას ანა ბაზაში მიჰყავს, იარაღს და ჟილეტს აცმევს.
-ჩემთან იყავი, არ მომშორდე! გაიგე?
-შენ გსიამოვნებს ხალხს რომ ხოცავ?
სრულიად უადგილო კითხვას სვამს ანა და პასუხს მაინც ელოდება..
-არამგონია ეს ვინმეს სიამოვნებდეს ანა! აქ დაჯექი და მეც მალე მოვალ.
ხელით ფიცრის სკამზე ანიშნა და თვითონ სადღაც წავიდა.
-ბრძანებას დაემორჩილეთ, ქალბატონო.
ვიღაც ბიჭმა მკაცრად შეხედა ანას და დაჟინებული მზერა მიაპყრო.
-რაიმე მნიშვნელობა აქვს ვიდგები თუ ვიჯდები?
თქვა ანამ და სიჯიუტის მიუხედავად მაინც მოთავსდა.
ნიკა გიჟივით შემობრუნდა უკან და ბიჭებს ხელით ანიშნა, აქ მოდითო, სულ რამდენე წამში, ყველა ერთად შეიკრიბა.
-ახალი ბრძანებაა.
-უკან ვიხევთ?
სიმწრის სიხარულით თქვა ყველაზე ახალგაზრდა ბიჭმა, როგორც ჩანს ისე დაღლილიყო ომით, უკან დახევა საუკეთესო გამოსავლად მიაჩნდა..
-ჩვენი ხალხი აქ სულ ამოუჟლიტავთ, მოსახლეობა, ქალები და ბავშვები.. ვინც წასვლა ვერ მოასწრო.. ისინიც აღარ დარჩნენ ბევრი, ჩვენმა ბიჭებმაც კარგად იმუშავეს..
-ამოღერღე, რა ბრძანებაა??
ლოდინი აღარ შეუძლიათ ჯარისკაცებს და ხმას უწევენ.
-სხვაგან გადავდივართ, აქედან სულ გაგვექცნენ ის ნაბი**ვრები.
-სხვაგან?
დიალოგში ანა ჩაერთო..
მიხვდა, რომ ახლა უფრო ნაკლები შანსი ექნებოდა ავტომატიანის პოვნის..
-ხო, სხვაგან, ყველას იარაღი ეჭირება ხელში, დავინახავთ თუ არა, უნდა ვესროლოთ, ვინც გადარჩება, გამარჯვებულიც ის იქნება..
ბიჭებმა მობილიზება დაიწყეს, ოთხ მარშუტკაში განაწილდნენ და იქ წავიდნენ, სადაც დაავალეს.
-არ მესმის.. რატომ კლავთ თუ არ გინდათ..
ამბობს ანა და თვალებში ცრემლი უდგება.
-თუ არ მოკლავ, მოგკლავენ, აი ამოტომ! თუ ისინი არა, შენიანები მოგკლავენ!! გაგაძევებენ, ჩაგქოლავენ იმიტომ რომ ის არ გააკეთე, რაც გევალებოდა!
-სიგიჟეა..
-სიგიჟეზე ბევრად მეტია ანა! და უაზრო კითხვების დასმას მოეშვი.
დანიშნულების ადგილას ერთ საათში მივიდნენ, მოწინააღმდეგეებს მათი სამალავის შესახებ შეუტყვიათ და სწორედ იქ ჩაუსაფრდნენ, სადაც მარშუტკა გააჩერეს, ჩამოვიდნენ თუ არა, სროლა ატყდა, იმდენად ბევრი და იმდენს ისროდა, ვერ გაარჩევდი, ტყვია ვის ხვდებოდა.. ადამიანები, ახალგაზრდა ბიჭები ტომრებივით ენარცხებოდნენ ერთმანეთზე, ტკივილის მიუხედავად, ცდილობდნენ ეს საბოლოო დაცემა, ისეთი მამაცური და ვაჟკაცური ყოფილიყო, ერთი კვნესა და კივილიც არ აღმოხდენოდათ პირიდან.. სისხლები ირეოდა ერთმანეთში.. იარაღის ხმა ახშობდა ყურებს.. მოკლულებს, ძირს უგონოდ დაყრილებს ხელებით და ფეხებითაც უსწორდებოდნენ, ყვირილით, სიმწრის ყვირილით.. რაც უფრო მეტი კვდებოდა, მით უფრო მეტად იზრდებოდა მოკვლის სურვილიც..
მით უფრო მეტად მატულობდა სიმხეცე ადამიანებში და მართლაც რა ადამიანი უნდა იყო, რა მაღლა უნდა იდგე, გვერდზე რომ მეგობარს გიკლავდნენ და შენ.. შენ მაინც არ გინდოდეს არავის მოკვლა.. შენი მეგობრის სისხლი რომ გისვრიდეს სახეს და მაინც რომ ხელის კანკალით კრავდე სასხლეტს თითს, თანაც უმიზნოდ..
ანა სადღაც გაიქცა, არ იცოდა სად იყო, არ იცოდა ვისთვის ეთხოვა შველა.. თითქოს გზა თავისუფალი იყო, მაგრამ საიდანღაც მაინც გამოჩნდა ვიღაც, ანას თმაში მოკიდა ჭუჭყიანი, ტალახიანი ხელი და სახესთან ისე ახლოს მიიტანა, თითქოს მასზე დაკვირვებას აწარმოებდა.
-შენ ვიღა ხარ? ბიჭს არ გავხარ.
ჩაიცინა 40წლამდე მამაკაცმა მტვრიან ულვაშებში.
-თავი დამანებეთ!
-ოჰ! ნუ გამაცინე.
ისევ ცინიკურად ჩაიღიმა მამაკაცმა და ანა დიდ სატვირთოში შეაგდო, თვითონ წინ ჩაჯდა და ვიღაცას შესძახა:
-რაღას უცდი? წავედით!
15წუთი მიდიოდნენ, ანა აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, თუმცა მაინც ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ადამიანების სილუეტებს, სახეებსაც ვერ არჩევდა..
სატვირთო გაჩერდა, რამდენიმე ბიჭი გადმოვიდა წინიდან, ისე გადმოყარეს ქალები, ბავშვები და რამდენიმე ჯარისკაცი სატვირთოდან, თითქოს ადამიანები კიარა, ნივთები ყოფილიყვნენ..
ანამ მიდამოს მოავლო თვალი და საერთოდ არ ეცნო.. ტრიალი მინდორი იყო, კარვები იდგა, ძელზე გაკრული ადამიანები.. ჭუჭყიანები, სისხლიანები, დატანჯულები.. შეხედავდი და 'ვაი, ამის სიცოცხლესო' გაიფიქრებდი, თუმცა თუ უფრო კარგად დააკვირდებოდი, თუ თვალებში მკაცრად ჩახედავდი იმ ნაპერწკალს დაინახავდი, რომელსაც სიცოცხლის სურვილი და სიყვარული ჰქვია.. იმ ნაპერწკალს, სისხლის ყივილის ნაპერწკალს.. რომელიც მაშინაც კი ანათებს მკაფიოდ, როცა გადარჩენის შანსი, საერთოდ არ არის..
ანა და ის ხალხი, ვინც მასთან ერთად გადმოყარეს, ძელებზე გააბეს, ერთმანეთის მიყოლებით, პირზე სკოჩი ააკრეს და ხელები ისე მაგრად შეუკრეს თოკით, თითქოს სისხლიც კი ვეღარ უმოძრავებდათ სხეულში..
ერთ-ერთმა, უხუცესმა მამაკაცმა, მხარზე იარაღი დაიკიდა, მაგიდიდან ჩამოხტა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული..
-ვინაიდან და რადგანაც ის არ გყოფნით ჩვენ რომ გხოცავთ და არ ნებდებით, გადავწყვიტეთ ახლა თქვენ ამოწყვიტოთ ერთმანეთი, იქნებ ამან მაინც იმოქმედოს თქვენზე.
გაჭაღარავებულ წვერზე ისმევს ხელს და ისე აუტანლად იცინის, თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდაო..
-აბა, ვინ იქნება ის ვინც თავისი სურვილით გამოვა?
დაკავებულებს ზიზღით და ცინიზმით გადახედა და სიგარეტს გაუკიდა.
-ოჰოო, რადგან არავინაა მსურველი, მოდი მე ამოგარჩევთ. ოღონდ იცოდეთ, რომ თუ ლაჩრობას გამოიჩენთ და ერთმანეთს შეიბრალებთ, სათითაოდ გაგიხვრეტთ შუბლს!!!
მის სიტყვებზე და ყვირილზე, ანას ტანში გააჟრჟოლა..
გონება დაძაბა, იმაზე მეტად ვიდრე ეს შესაძლებელია, სხვა ყველაფერი მოადუნა.. მხოლოდ გონება დაძაბა და ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, ავტომატიანი იყო.. მისი ცივი ხელების სითბო გაახსენდა.. გაახსენდა როგორ მოხვია წელზე ხელი და ამ ერთი მოქმედებით ჭკუა როგორ დააკარგვინა.. გაახსენდა რამხელა სიყვარულის გაცემა შეეძლო ავტომატიანს.. ჭაღარა მამაკაცი ისევ ყვიროდა, თუმცა ანას ეს უკვე აღარ ესმოდა.. აღარაფერი ესმოდა ერთი მელოდიის გარდა.. იმ მელოდიის, რომელიც მის გონებაში დაიბადა და მხოლოდ მისი და ავტომატიანის იყო! 'ის შეცდა!' გაიფიქრა ანამ.. ხო, ავტომატიანი მართლაც შეცდა, რადგან ეს ყველაზე მართალი, ყველაზე წრფელი მელოდია მხოლოდ ანას კი არ ესმოდა, ავტომატიანსაც, მხოლოდ ამ ორ ადამიანს..
მუსიკა მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა ანას თვალწინ, ადამიანმა, შეშინებულმა, სიცოცხლეს მოწყურებულმა ადამიანმა, ის გამოასალმა სიცოცხლეს, ვის გვერდზეც გაიზარდა, ის, ვინც ყოველ დილით ხვდებოდა სამსახურში წასვლამდე და ისე თბილად და ალალად ესალმებოდა, თითქოს მისი ერთადერთი მეგობარი ყოფილიყოს.. რას არ გაგაკეთებინებს შენი თავის სიყვარული..
ანას ღალატის სუნი ეცა..
ჭაღარიანი მამაკაცები სიცილს ვერ იკავებდნენ, მათი ხმები ერთმანეთში ზანტად ირეოდა.. სიცილს არ წყვეტდნენ, რადგან უხაროდათ, რომ მათმა ხერხმა გაამართლა..
-კარგით, მეგობრებო, გვეყოფა სიცილი და საქმეს დავუბრუნდეთ. შემდეგი ეს ლამაზი გოგონა იქნება, ხელები გაუხსენით და იარაღი მიეცით.
ჭაღარიანმა თავი ანასკენ გაიშვირა, ახალგაზრდა ბიჭმა ხელებიდან თოკი მოხსნა ანას და ხელში იარაღი დააჭერინა.
-მსხვერპლს შენით ამოირჩევ? თუ მე ამოგირჩიო?
ისევ ისე გულისამრევად გაიცინა მამაკაცმა.
ანამ იარაღი სწორედ მას დაუმიზნა.
-და რას მოიმოქმედებთ, თუ გეტყვით, რომ ჩემი მახვერპლი თქვენ ხართ? თქვენს ბიჭებს უბრძანებთ ისევ გამკოჭონ და მომკლან? რას გააკეთებთ, თუ გეტყვით, რომ ერთადერთი ვის გამოც ტყვიას გავისვრი ეს თქვენ ხართ, გული ხომ საოცრად აგიკანკალდებათ? თქვენს სხეულში ხომ ყველანაირი ცინიზმი და ირონია დაიხევს უკან და მხოლოდ შიში გამეფდება.. ხო! როცა თქვენს სიცოცხლეს შეეხება საქმე, ვითომ მაგარი კაცი ხომ ლაჩრად გადაიქცევით? თქვენც ხომ ამ საბრალო ადამიანებისნაირი გახდებით? და რატომ? რატომ გადარდებთ მხოლოდ საკუთარი და არა სხვების სიცოცხლე? რატომ დასტირით საკუთარ ცოცხალ თავს და რატომ გეცინებათ როცა სხვისი გულისცემა ჩერდება? იმიტომ რომ თქვენ არაადამიანი ხართ! იმიტომ რომ თქვენ ყველაფერი ხართ ადამიანის გარდა! თითქოს თქვენიანებს პატივს სცემთ, თითქოს მათ კარგად ექცევით, თუმცა ახლა, საშუალება რომ გქონდეთ, ნებისმიერ მათგანს დაიყენებდით წინ! იმიტომ რომ ერთადერთი, რაც გადარდებთ, თქვენი სიცოცხლეა!
ყველა ჩუმად უსმენდა ანას, ვერავინ ბედავდა მისთვის იარაღის დამიზნებას და მითუმეტეს სროლას.. ვერავინ, რადგან სწორედ მათ იმ გრძნობებზე მოქმედებდა ანა მესხი, რომლებსაც დიდი ხნის წინ დასძინებოდათ და ახლა იღვიძებდნენ, იღვიძებდნენ და ის ადამიანებიც თითქოს თავიდან იბადებოდნენ, ოღონდ იმდენად სასიამოვნო იყო ეს პროცესი, რომ მის შეჩერებას ვერავინ ბედავდა..
ჭაღარა მამაკაცზე ანას სიტყვები საერთოდ არ მოქმედებდა, მას მხოლოდ ის აშინებდა, რომ ანას ხელში იარაღი ეჭირა და თუ ამის სურვილი ექნებოდა, ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებდა მის მოკვლას.. ჭაღარა თმიანი თავისთავზე ბრაზდებოდა, ეს როგორ ვერ გავთვალეო და გაუნძრევლად, ზიზღით სავსე თვალებით უყურებდა თავის ჯარისკაცებს, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად.. ანა კი ისევ აგრძელებდა..
-თქვენთვის ეს ადამიანები არაფერს ნიშნავს? შეგლიათ მათგან სანახაობა მოაწყოთ? და რატომ? რამე დაგიშავეს? რატომ? რატომ? მათაც ხომ ისე სტკივათ, ისე ეშინიათ და ისე უყვართ, როგორც ყველა დანარჩენს! თქვენ კი აქ სეირით ერთობით! სეირის საყურებლად წამოიწყეთ ეს ომიც და თუ სიკვდილს თქვენც აქ დაასრულებთ, ეს არავის ატკენს გულს. მაგრამ მე თქვენ არ მოგკლავთ, დაე, საკუთარი თავის სიძულვილმა მოგკლათ.. იქნებ გამოსწორების გზაზე დადგომა მაინც შეძლოთ.
ანამ იარაღი ისროლა და ჭაღარათმიანს დაუგდო ფეხებთან, ახლა სწორედ მამაკაცმა იხელთა დრო, ანას მიუახლოვდა და ყელში ხელი წაუჭირა.
-ბევრი ხომ არ იტლიკინე? ახლა სამუდამოდ გაგაჩუმებ!
იარაღი სასთუმალთან მიუტანა და მაშინ, როცა თითი უნდა გამოეკრა, უკნიდან თავისმა ჯარისკაცმა ესროლა და ზურგი გაუხვრიტა.. ანამ მისი სხეულის სიმძიმე იგრძნო და ტუჩები აუცახდახდა.. ჭაღარათმიანი მიწაზე დაენარცხა და მხოლოდ მისი დავარდნის შემდეგ იცნო ავტომატიანი..
ჯერ თვალებს არ უჯერებდა..
-აღარ შეგეშინდეს, აქ მხოლოდ ჩემიანები არიან, ეს ხალხი გავანთავისუფლოდ და აქედან გავიქცეთ.
ანამ თავი ვეღარ შეიკავა, წელიდან და ფეხებიდან თოკები მოისხნა, ავტომატიანისკენ გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია..
ავტომატიანმა ძლიერი ხელები მოუჭირა წელზე და თავისკენ უფრო მეტად მიიზიდა
-უკვე იმედი აღარ მქონდა, რომ ისევ გნახავდი..
თქვა ანამ და თავი დაიძვრინა მისი მკლავებიდან.
ავტომატიანმა ანას ხელი პატარა ნიკაპზე მოკიდა, თავი მაღლა ააწევინა და მის ეგვიპტურ ყელს დაეწაფა..
საბრალო ხალხი გაანთავისუფლეს, ზოგი საით გაიქცა, ზოგი საით..
-აქ რა ხდება?
ჰკითხა ანამ ავტომატიანს და თვალი კიდევ ერთხელ შეავლო კარვებს.
-ომის შეჩერებას ვცდილობთ, მე და ჩემი ბიჭები, უფროსებთან ვთვალთმაქცობთ, ვითომ ყველაფერი რიგზეა, რეალურად კიდე ხალხს უკან ვაბრუნებთ, ჩვენ ჯარისკაცებს თავიანთ სახლებში ვაბრუნებთ და ამათ ჰგონიათ რომ კვდებიან.
-საშიში არ არის?
-აქ ყველაფერი საშიშია..
-უკვე მესამედ გადამარჩინე.. შენ რომ არ ყოფილიყავი..
-შენმა სიტყვებმა გადაგარჩინეს.
გაიღიმა ავტომატიანმა და ანას პლედი მოახვია.
ის ადგილი უკვე საშიში იყო, ამიტომ სხვადასხვა ადგილებში განაწილდნენ, ანა და ავტომატიანი პატარა ქოხში შესახლდნენ, საზღვართან ახლოს..
მთელი გზა ერთმანეთს ეკვროდნენ..
ავტომატიანი ანას თითებით ეთამაშებოდა თმაზე და ასე ცდილობდა მის დაწყნარებას..
-შენი და დავინახე, რომ მიდიოდა.. მეგონა შენც წახვედი.. მეგონა ვეღარასდროს გნახავდი..
კატეგორია: რომანი | დაამატა: salommes13
ნანახია: 708 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
გული გამითბა!...
avatar
0 Spam
2
<3 <3
avatar