ავტომატიანი(ნაწილიIII)
08.02.2018, 22:56
-მიუხედავად იმისა, რომ წასვლის დროს ყველანაირ ტკივილს ავარიდებდი თავს, მაინც წასვლა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე დარჩენა.. შენ რომ აქ, ასე დამეტოვებინე, მე იქ როგორ გამეხარა? როგორ მომესვენა მაშინ, როცა შენთან შეხვედრის შანსი აღარ მექნებოდა..
ავტომატიანი ანას სხეულზე უსვამს გაყინულ, სისხლ ნადენ თითებს.. ანა სიამოვნებისგან თვალებს ჭუტავს, მოსწონს იმ ადამიანთან ყოფნა, რომელიც მარტო მას კი არა, მთელ სამყაროს დაიცავს..
ზოგადად ეს მგონია სიყვარული!.. ყველაზე და ყველაფერზე რომ ზრუნავ და არა ის, ერთი ადამიანი რომ გიყვარს მხოლოდ რობოტივით და მის გარდა ვერაფერს ამჩნევ..
ავტომატიანი ანას შიშველ სხეულს ეძებს და ხედავს თუ არა მას, ეგრევე მისკენ იხრება, დიდი, დამსკდარი ტუჩებით ეხება.. ანას აჟრიალებს და ამას ავტომატიანის ტუჩებიც კი გრძნობს, თუმცა მაინც არ ჩერდება.. ხელს რამდენიმე მაიკის ქვეშ უცურებს და შიშველ, გამხდარ სხეულზე ეფერება დიდი თითებით.. დიდი და გაყინული თითებით, რომლებსაც მხოლოდ სიმხურვალე მოაქვთ ანასთვის..
ტუჩს ნელ-ნელა აშორებს, ხელებს ხვევს და გულზე იკრავს..
-მიხარია, რომ არ წახვედი.. ვიცი, ეს არასწორია! ვიცი, რომ ძირიდადად, ასეთ შემთხვევაში 'კაი ბიჭები' ყვირილით გააქცუნებდნენ თავიანთ გოგოებს აქედან.. თუმცა მე მინდა რომ აქ იყო.. იმიტომ რომ ვიცი, სადაც არ უნდა წახვიდე, როგორ სიმშვიდეშიც არ უნდა წახვიდე, ისე დაცულად მაინც ვერ იქნები, ვიდრე აქ.. ჩემთან..
ავტომატიანმა კიდევ უფრო მაგრად მოხვია ძარღვიანი ხელები ანას.. მესხმა თვალები დახუჭა, კადრებივით გაურბინა გონებაში რამდენჯერ გადაარჩინა ავტომატიანმა სიკვდილს და გაეღიმა.. დარწმუნდა, რომ ავტომატიანი არ ცდებოდა, რადგან ანას სიმშვიდე, ავტომატიანი იყო.. ცხოვრების სიმშვიდე სწორედ მასთან იპოვა..
-ცოტახანი დაისვენე, მე გავალ, ბიჭებს შევხვდები, შენ აქ იყავი, აქ საფრთხე არ გემუქრება.. მეც მალე მოვალ და გაგაგღვიძებ.
-ხო, დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა..
სავარძელს მიეყრდნო ანა და თაფლისფერ თვალებში ნაპერწკლები აუთამაშდა.
ავტომატიანმა ანას ფეხებზე პატარა პლედი მოახურა, თავთან ბალიშის ნაცვლად სამგზავრო ჩანთა დაუდო, შუბლზე შეეხო ნაზად და გასასვლელისკენ წავიდა.
-არ წახვიდე.
თითქმის დაიკივლა ანამ და თავისი ხმის, თავადვე შეეშინდა..
-რამე მოხდა?
ღიმილით მობრუნდა ავტომატიანი და მაგიდას ხელით დაეყრდნო.
-ისევ მიდიხარ, მითხარი დავბრუნდებიო, თუმცა თვალებზე გატყობ, რომ დარწმუნებული არ ხარ.. არ მინდა! არ მინდა ახლაც ისე წახვიდე, შენი სახელიც კი არ ვიცოდე.. 
-სახელი? ეს ხომ არაფერს ნიშნავს.. რა მნიშვნელობა აქვს რა მქვია? ახლა რა მნიშვნელობა აქვს?
-ვიცი, ვიცი რომ არაფერს ნიშნავს სახელი და ეს მხოლოდ ფორმალობაა, თუმცა მინდა ჩემს ფიქრებში რაღაცას გეძახდე, რაღაცით მოგიხსენიებდე..
-ხოდა, დამარქვი სახელი.. ის სახელი, რაც ჩემს შეხედვაზე გახსენდება და არა ის, რაც 26წლის წინ დამარქვეს, შენით მომიძებნე სახელი.
ავტომატიანმა გაიღიმა და გავიდა..
'მე უკვე დაგარქვი სახელი..
ავტომატიანი..
ჩემი ავტომატიანი..'
ანას ამ ფიქრებში ჩაეძინა და არც ძილში მოასვენა ავტომატიანმა.. ამბობენ ვისზეც ან რასზეც მთელი დღე ფიქრობ, ღამეც ის გესიზმრებაო.. ამბობენ სიზმარი ადამიანის შინაგანი ხმის ამოძახილიაო..
ანასაც ამიტომ, რა თქმა უნდა, ავტომატიანი დაესიზმრა..
ეს სიზმარი, რეალობაზე უფრო საზარელი იყო, თუმცა ანასაც კი არ ეგონა, რომ რეალობაზე საშინელი, შეიძლებოდა რამე ყოფილიყო..
ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, ანა და ავტომატიანი, გვერდზე ერთს თავისი ხალხი ედგა და მეორესაც, რა საკვირველია, თავისი.. ერთმანეთის მოკვლას აიძულებდნენ, სროლა დასწრებაზე იყო.. მათ გვერდზე ნელ-ნელა იკლებდა ხალხის რაოდენობა, მხოლოდ ის ორნი იდგნენ უძრავად, ხელებ გაშვერილები.. ორივეს იარაღი ეჭირა, თუმცა სროლას არცერთი აპირებდა.. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და თვალის ფერის გარდა, სულსაც ხედავდნენ, ერთი შეხედვით.. აფორიაქებულ სულს ხედავდნენ, რომელიც სხეულში, უკვე ვეღარ ძლებდა, ვეღარ ეტეოდა..
ავტომატიანმა ხელი დახარა, იარაღი ძირს დააგდო, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და დაელოდა, როდის მოკლავდნენ თავისიანები ლაჩრობისთვის.. 
თვალებში სისხლი ჩაუდგა, ცისფერი თვალები მთლიანად გაუწითლდა სიგიჟისგან..
ანას უფრო მეტად და მკაცრად წასკდა სიმწრის ცრემლები, იარაღი უკან მოისროლა, კივილი დაიწყო, მთელი ხმით კიოდა, ასე კივილით გაექანა ავტომატიანისკენ და ისე მოეხვია, ისე ძლიერად, რომ კინაღამ წააქცია.
მისი შეხებით აფორიაქებულმა და შეშინებულმა იგრძნო, როგორ სიმამაცით უცემდა გული ავტომატიანს და თავისი გულისცემაც ააყოლა..
გამოეღვიძა, უნდოდა პირველი ვისაც დაინახავდა ავტომატიანი ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ხომ არ ხდება ის, რაც გულით გვინდა..
წამოჯდა, საათს შეხედა, ავტომატიანის წასვლიდან სულ რაღაც ოთხი საათი გასულიყო.. ჩამტვრეული ფანჯრიდან გაიხედა, უკვე დაღამებულიყო..
შეეშინდა, პლედი მხრებზე მოიხვია და ფანჯარასთან აიტუზა.
'ნეტავ დედა რას იზამდა ჩემს ადგილას?.. ალბათ ის შეძლებდა ამ ყველაფრის შეჩერებას.. ხო, ის ისეთი იყო, აუცილებლად შეძლებდა. მე კი არაფერი შემიძლია.. არავის დაცვა შემიძლია! ვზივარ აქ, ფანჯრებ ჩამტვრეულ ქოხში და ველოდები.. ველოდები როდის დაბრუნდება ავტომატიანი და მეტყვის, რომ ყველაფერი დამთავრდა! მეტყვის, რომ გარეთ გავალ და ვეღარ დავინახავ როგორ მეფობს სიკვდილი.. როგორ გდია ძირს პატარა ბავშვი, დასახიჩრებული.. მკვდარია, თუმცა სახეზე ობოლი ცრემლი, მარტოდ ჩამოვარდნილი ცრემლი მაინც ეტყობა.. ხუთ პატარა თითს ერთმანეთზე უჭერს იმდენად ძლიერად, რომ ხელის გულები უსისხლიანდება.. მასზე ზემოდანაა გადამხობილი უშვილოდ დარჩენილი დედა და ღმერთს საყვედურობს, მე რატომ არ წამიყვანე, ის ხომ ასეთი პატარა და უსუსურიაო..
მეტყვის, რომ ვეღარ დავინახავ ახალგაზრდა ბიჭები, როგორ წვანან სისხლის გუბეში..'
ფიქრებს ვერ იგდებს თავიდან მესხი..
ფიქრობს, ფიქრობს დაუსრულებლად და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ისიც ტკივილთან მიჰყავთ ფიქრებს..
ფანჯრიდან ბიჭებს ხედავს უეცრად, სიბნელიდან მოდიან და ანას თვალებში კიდევ ერთი ნაპერწკალი ინთება, იმედის ნაპერწკალი..
კარს აღებს და ისე ელოდება.
პატარა ოთახში ავტომატიანი შემოდის, მასთან ერთად რამდენიმე ბიჭი, დაჭრილებს მოათრევენ, სახლში შესვლისთანავე, სამივეს სათანადო ადგილას აწვენენ და წელში სწორდებიან..
ავტომატიანი ანასთან მიდის, მის ხელს ხელში იქცევს და ტუჩებით ისე ნაზად ეხება, თითქოს თუ უფრო მეტად შეეხება, ფაიფურის ჭურჭელივით დაიმსხვრევა..
-დაისვენე?
-გადარჩებიან?
თვალები უცრემლიანდება ანას და ცდილობს თავი შეიკავოს.
-თუ გადავარჩენთ, გადარჩებიან!
თავისი სხეულისკენ იზიდავს და შუბლზე კოცნის..
იმდენი ქნეს, მაინც გამოაფხიზლეს სამივე, თუმცა ფეხზე მაინც ვერ დგებოდნენ.
-შენ მართლა რა ანგელოზი ყოფილხარ!
მიუბრუნდა ერთ-ერთი ავადმყოფი ანას.
-იმედია ფეხზეც მალე ადგები..
გაუღიმა ანამ და ჭრილობაზე მარლა მაგრად მოუჭირა.
ავტომატიანი სავარძელზე მძიმედ ჩამოჯდა.
-მგონი არასდროს დამთავრდება!
თქვა და თავი ხელებში ჩარგო, ანა მის წინ ჩაიმუხლა და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა.
ავტომატიანს მალევე გაახსენდა, რომ მარტო არ იყო! რომ მის ირგვლივ ანა და მასთან ერთად უამრავი ადამიანი იყო და თავს დანებების უფლება არ მისცა, თვითონაც მოუჭირა ანას ნაზ ხელს ხელი და თბილად გაიღიმა.
-აქედან სად წავალთ?
-არ ვიცი ანა, არ ვიცი აქედან სად წავალთ და არც ის ვიცი როგორ გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება, ან გაგრძელდება თუ არა საერთოდ!
ავტომატიანმა ვერ შეძლო ხმის დამორჩილება, მისმა ყვირილმა ანას სახეზე ფერი დააკარგვინა, დაიბნა, ხელი გაუშვა და უკან დაიხია.
-მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, სიგიჟემდე ერთი ნაბიჯი მაკლია ანა, უნდა გამიგო.
მესხი მალევე მოეგო გონს, წამებში გაიაზრა, რომ ხანდახან ყველაზე ძლიერებიც კი კარგავენ თავიანთ თავს, სულ რამდენიმე წამით.. ისევ მიუახლოვდა ავტომატიანს, მისი ხელი გულზე დაიდო, მეორე ხელით სახეზე დაუწყო მოფერება.
-ჩვენ შევძლებთ ამ ყველაფრის შეჩერებას! მე შენი იმედი მაქვს და თუ შენ დაკარგავ შენი თავის იმედს, მაშინ რა გამოდის?
-იმედებს არასდროს გაგიცრუებ.
გაუღიმა, როგორც შეეძლო.
ერთ-ერთი ბიჭი ხმაურით წამოდგა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ავტომატიანს.
-უნდა წავიდეთ, აქ ვერ ვიჯდებით.
-ცოტახანი მაცადე.
-ვიცი რომ თქვენი ყველა განშორება დამშვიდობების ტოლფასია და ვიცი რასაც გრძნობ როცა ამ გოგოს დატოვება გიწევს, მაგრამ.. საქმეს შუა გზაზე ვერ გავწყვეტთ, დაჭრილები უნდა გავაპაროთ.
ავტომატიანს თვალებში ტკივილის და სიმწრის ცრემლი ჩაუდგა, ანა თავისკენ მიიზიდა, იმდენჯერ აკოცა სახეზე, იმდენჯერ, რომ სულ რომ ვეღარ დაბრუნებულიყო, ანას მაინც არასდროს დაავიწყდებოდა ავტომატიანის დახეთქილი ტუჩების შეხება.
-მეც წამოვალ! მინდა შენ გვერდზე ვიყო, მინდა ის ვაკეთო, რასაც შენ აკეთებ, გთხოვ წამოვალ.
ანას განაბული სახე, მუდარად გადაიქცა.
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ.
მკაცრად ჩაილაპარაკა ავტომატიანმა, ფეხზე წამოდგა და მომზადება დაიწყო, ბიჭებსაც ხელით ანიშნა, ადექითო.
-თუ არ წამიყვან, შენი წასვლის მერე, მარტო წავალ.
პატარა ბავშვივით აიბზუა ცხვირი ანამ და მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა.
ავტომატიანი მის წინ ჩაიმუხლა, ცხვირზე უჩქმიტა და გაუღიმა.
-ვიცი რომ ამას არ იზავ.
-ნუ მეხები!
მისი ხელი ჯიუტად მოიშორა ანამ.
-ანა!
დაიყვირა ავტომატიანმა.
-წადი!
არც ანამ დააკლო.
ავტომატიანი უთქმელად ადგა და ძალიან მალე დატოვა ქოხი, დანარჩენებიც მას გაყვნენ.. ანას ლამის გული ამოუვარდა, როცა მათი ხმა ბოლომდე აიზილა იმ საზარელ ხმებში, რომელიც ყველაზე მეტად აშინებდა.
მუხლები სახემდე აიტანა და თავის დამშვიდებას შეეცადა..
პატარა ქოხი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ანა კი პირიქით, სულ უფრო და უფრო პატარავდებოდა და მასში თავიდან ბოლომდე იკარგებოდა..
კარზე მორიდებულმა კაკუნმა გამოაფხიზლა, წარბშეუხრელი მივიდა კართან და დაუფიქრებლად გამოაღო, ყველაფერს ელოდა იმის გარდა, რაც დახვდა.. პატარა, ღონება მიხდილი ბიჭი, ტალახში ნარევი სისხლიანი სხეულით, შემოფლეთილი ტანსაცმლით, გადატყავებული მუხლებით და იდაყვებით.. ათრთოლებული, ტუჩებაცახცახებული, შეშინებული.
-შ.. შე.. შეიძლება..
სიტყვებს ერთმანეთზე ვერ აბავდა..
-რა თქმა უნდა, შეიძლება, შემოდი პატარავ, შემოდი.
ანამ პატარა ბავშვი სავარძელზე მოათავსა, ტალახები მოაშორა, ჭრილობები შეუხვია, პლედი მოახვია და მასთან ლაპარაკს შეეცადა.
-როგორც ჩანს ბევრი გირბენია.
თბილად გაუღიმა.
-მე, მამასთან გამოვიპარე, მამა აქ არის და მეც გამოვიპარე, მამა..
პატარა ძალიან შეშინებული იყო და ლაპარაკს ვერ ახერხებდა.
-დამშვიდდი, ძალიან მალე ვიპოვით მამას, შენ არ ინერვიულო..
ანას გული დაუწვა თავისივე ტყუილმა, მან ხომ არ იცოდა, შეძლებდა თუ არა პატარა ანგელოზის მამის პოვნას, იმდენი ადამიანის სიკვდილი დაინახა და კიდევ რამდენის არ დაუნახავს.. იქნებ ამ პატარა ბავშვის მამაც დაენარცხა მიწაზე და მტვერში გაუჩინარდა..
-მითხარი, მამიკოს რა ჰქვია?
-კოსტა.
ამოილუღლუღა ბავმა და სავარძელს მიეყრდნო.
-ანუ აქ მის მოსაძებნად მოხვედი?
-მამა რამდენიმე კვირის წინ წამოვიდა აქ და მე არ წამომიყვანა.
-კი მაგრამ, აქამდე მარტომ როგორ მოაღწიე?
-მარტო არ ვიყავი.
ანა ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ გადაწყვიტა ასეთი კითხვები აღარ დაესვა ბავშვისთვის.
-დაა, შენ რა გქვია?
-მე ბუთა მქვია, შენ?
-ანა. ბუთა, დედიკომ იცის აქ რომ ხარ? ალბათ როგორ ნერვიულობს..
-დედიკოს არ უნდოდა რომ წამოვსულიყავი, ამიტომ ჩუმად გამოვიპარე. შენ რა გინდა აქ? ომში მარტო კაცები მოდიან, როგორც მე.
ანას გაეცინა.
-მე აქ ვცხოვრობდი.
-ააქ? აქ ცხოვრება ხომ შეუძლებელია, არც სახლებია, არც მაღაზიებია, აქ ხომ არაფერი არ არის, აქ როგორ ცხოვრობდი?
ანა სავარძელში მოკალათდა.
-მოდი, ჩემთან დაჯექი და მოგიყვები როგორ ვცხოვრობდი აქ.
ბუთა ანას მიეხუტა, მიეკრა და ყურები დაცქვიტა ახალი ისტორიის მოლოდინში..
-რამდენიმე კვირის წინ, სანამ ომი დაიწყებოდა, აქ ყველაფერი სხვანაირი იყო, ვიცი, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ასეა.. ეს ადგილი, ეს ქალაქი, ისეთი ფერადი იყო, ისეთი სავსე ღიმილიანი ადამიანებით..
ანამ შეამჩნია რომ პატარა ბუთა არ უსმენდა, გადაღლილს მიწოლისთანავე ჩასძინებია, ანამ პლედი კარგად დააფარა და მის სახეს დააცქერდა, მის ნატანჯ სახეს.. შეეცადა წარმოედგინა რამდენი ტკივილი, რამდენი დაცემა გამოიარა ამ პატარა ბავშმა, მამის საპოვნელად..
სულ რაღაც ნახევარ საათში, ისევ გაიღო კარი.. ავტომატიანი, რა თქმა უნდა, დაბრუნდა.
კარში შემოვიდა და ერთიანად გაშეშდა, როცა მის წინ ანა და მასზე მიწოლილი პატარა ბავშვი დაინახა. გაშრა, სახეზე ფერი დაკარგა, მაგიდას დაეყრდნო, თუმცა მაგიდაც ვერ იკავებდა მის სიმძიმეს..
ანამ თვალები გაახილა.
-ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი, მთელი ძალით გაიღიმა და სახე გაამზადა ავტომატიანთან შესაგებებლად.
ავტომატიანი ანას მიუახლოვდა, ბავშვი მკაცრად გამოართვა, ხელში აიყვანა, ჩაიხუტა და გარეგნულადაც დაეტყო, როგორ იწვოდა შიგნიდან.. ცხვირის ნესტოები გაუფართოვდა, ცისფერი თვალები გაეთხაპნა, აემღვრა, აერია.. ანა გაოცებული უყურებდა მას, ხმას არ იღებდა, ეგონა ავტომატიანი თვითონ იტყოდა რაიმეს..
ბუთამ გამოიღვიძა, თვალები გაახილა, ახლად გახელილ თვალებს არ დაუჯერა, რამდენჯერმე კარგად მოიფშვნიტა, ხოლო როცა დარწმუნდა, რომ ნამდვილად იმის ხელში იყო, ვისაც ეძებდა, მთელი ძალით მოეხვია მონაპოვარს და არც ყვირილისთვის აურიდებია თავი.
-მამაა!! მამაა!!
ყვიროდა ბუთა დაუსრულებლად, ანას მისი სიტყვები ეკალივით ესობოდა გულში, ეგონა მისი ყვირილი ქოხსაც კი ანგრევდა.. სული აემღვრა, სახეზე თეთრი ფერი დაედო.
'მამა?'
'მამა?'
განმეორებით ამას ეკითხებოდა თავისთავს..
'როგორ თუ მამა?'
ქოხი, სადაც ავტომატიანი გულწრფელი სითამამით ეფერებოდა სხეულზე, ერთიანად დაიმტვრა მისთვის ბუთას ყვირილით, ნანგრევებში გაჩერება ვეღარ შეძლო, ფეხზე წამოდგა, პლედი სავარძელთან მიაგდო და გარეთ გაიქცა.. მირბოდა უაზროდ, იქით საითაც ფეხები წაიყვანდნენ, თორემ გონება.. ანას გონება უკვე ისე გათიშულიყო.. მირბოდა ფეხებ ჩაკეცილი და ყველა ახალ ნაბიჯზე რწმუნდებოდა, რომ ნებისმიერი ტყვია სჯობს იმედ გაცრუებას.. რწმუბდებოდა რომ არ არსებობს იმედგაცრუებაზე უფრო დიდი ტკივილი და სასჯელი.. გარბოდა, კიოდა, ხელებს იქნევდა.. სული დაუმძიმდა ტკივილით, ისე დაუმძიმდა, რომ უკვე ვეღარ მიათრევდა და ჩაიკეცა, რამდენიმე ღერ ბალახს მოუჭირა ხელი და ისევ განაგრძო კივილი..
კატეგორია: რომანი | დაამატა: salommes13
ნანახია: 768 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar