ავტომატიანი.(ნაწილიIV)
12.02.2018, 13:42
როგორც კი ქოხში ბიჭები დაბრუნდნენ, ავტომატიანმა დაძინებული ბუთა მათ მიაბარა და თვითონ გარეთ შეურაცხადივით გავარდა, ანას მოსაძებნად.. არ იცოდა რას ეტყოდა, არ იცოდა რითი ანუგეშებდა, ან რითი იმართლებდა თავს, მაგრამ მთავარი მისთვის მაინც ანას პოვნა იყო.. მისი სახის კიდევ ერთხელ დანახვა, მის სხეულთან კიდევ ერთხელ შეხება, მისი ხმის კიდევ ერთხელ გაგონება, თუნდაც ეყვირა, თუნდაც საზარელი სიტყვები ეთქვა, რომელიც ავტომატიანის გახეთქილ გულს, ნაწილებად დაფლეთდა.. ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი მაინც ანას ხმა იყო, რომელიც რეალობას ავიწყებდა ავტომატიანს.. მთავარი მის თვალებში კიდევ ერთხელ დაკარგვა იყო! თვითონაც კარგად იცოდა, რომ დააშავა, რომ არასწორად მოიქცა, რომ შეცდა.. იცოდა, რომ არასწორი იყო ყველასთან, მაგრამ ყველაზე მეტად თავს დამნაშავედ ანასთან გრძნობდა.. გოგოსთან, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ანდო, მან კი..
ბევრი სირბილი არ დასჭირვებია, მალევე შეამჩნია ანა, გოგო, რომელიც სჭირდებოდა სიცოცხლისთვის..
გონებას კარგავდა, არ შეეძლო ეყურებინა როგორ იტანჯებოდა მისი ერთადერთი სიყვარული..
მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა, ანა ხმას არ იღებდა, ცახხახებდა უაზროდ, გაუჩერებლად..
-რამე მითხარი..
თვალები ყინულზე ცივი ცრემლებით აევსო ავტომატიანს, მის ხმაში ყველა დარდმა ერთად მოიყარა თავი..
ანა ისევ დუმდა, ან რა უნდა ეთქვა , ან როგორ უნდა ეთქვა..
-რამე მითხარი, გთხოვ!
ავტომატიანმა ხმას აუწია, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში მკაცრად ჩააშტერდა, მის სიჩუმეს ვეღარ გაუძლო, ფეხზე წამოდგა..
-ვიცი, ანა, ვიცი ვინც გგონივარ! ვიცი რასაც ფიქრობ ჩემზე, მაგრამ ის არ იცი, ჩემთვის რა რთულია ეს ყველაფერი! არ იცი, როგორ ვმარცხდები ცხოვრებასთან ომში!! ვიცი, მადანაშაულებ იმაში, რომ არაფერი გითხარი მაგრამ დაფიქრდი! როგორ უნდა მეთქვა? რა უნდა მეთქვა? პირველად რომ დაგინახე, გონება დავკარგე, ერთი ნახვით დამატყვევე, შენს სულში გამომკეტე, მაგრამ იცი რა, მე ცოლ-შვილი მყავს-მეთქი?? როგორ უნდა მეთქვა?! როგორ უნდა ამეხსნა?
ყვიროდა ავტომატიანი და ანა გრძნობდა როგორ ფარავდა მისი ხმა სხვა დანარჩენს. ძალა მოიკრიბა, ფეხზე ადგა, ავტომატიანს მიუახლოვდა, სახეზე აფარებული დიდი ხელები, რომელიც მაშინ უფრო მეტად ძარღვიანი ჩანდა, ქვევით დააშვებინა და სასოწარკვეთილი დააცქერდა ნატანჯ სახეზე.
-ჩემგან რას ელოდები?
-ანა, მე შენ.. მე შენ მჭირდები, მიყვარხარ! შენი სული მიყვარს, შენი სხეულის თითოეული ნაწილი მიყვარს! მე შენ მჭირდები, იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენია.
-ეს არასწორია! შენ იმ ბავშვს სჭირდები, რომელმაც ამხელა გზა გამოიარა შენთვის და მაინც მოგაგნო! შენ მას სჭირდები! მე კი.. მე ჩემს თავს თვითონ მივხედავ.
ანა წასვლას შეეცადა, თუმცა ავტომატიანმა ისე ძლიერად მოუჭირა ხელები, მისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო.
-რას აკეთებ?
თითქმის იკივლა ანამ.
-არ შემიძლია შენი გაშვება.
-მაგრამ გამიშვებ.
ავტომატიანს თვალები კიდევ უფრო აემღვრა, მხოლოდ მაშინ იგრძნო, რომ ეს დასასრული იყო.. თავისდაუნებურად ხელები ნელ-ნელა უცურდებოდა ქვემოთ, ძალას კარგავდა, ფიზიკურადაც კი აღარ შეეძლო ანას გაჩერება, ძალ-ღონე მიხდილმა მოაშორა ანას თავისი სხეულის თითოეული ნაწილი და განზე გადგა, ანამაც, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა და ზურგი აქცია მამაკაცს.
ნელი ნაბიჯით მიდიოდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა სად.. რას არ წარმოიდგენდა, მისი და ავტომატიანის როგორ დასასრულს არ წარმოიდგენდა, მაგრამ რეალობა, ფიქრებზე უარესი აღმოჩნდა! ხშირად გაუელვებდა გონებაში, როგორ კლავდნენ ორივეს, როგორ ტოვებდნენ სამყაროს ხელიხელ ჩაკიდებულები, როგორ ენარცხებოდა მათი სხეულები მიწაზე, როგორ ეწერებოდნენ ომში გარდაცვლილთა სიაში და ეს საზარელი დასასრულიც კი ერჩივნა ანას! რადგან იცოდა, რომ ყველაზე რთული არა სხეულთან, არამედ სულთან დამშვიდობებაა, იცოდა, რომ თუ ავტომატიანი და ანა ერთად დატოვებდნენ წუთისოფელს, მათი სულები ყველგან მოძებნიდნენ ადგილს სიყვარულისთვის.. მიუყვებოდა გზას, რომელიც არსაიდან დაიწყო და არაფერთან მიდიოდა. ჯერ კიდევ ცდილობდა მომხდარის გაანალიზებას, ჯერ კიდევ მკაცრად აიძულებდა გულს და გონებას მომხდარის გადახარშვას..
თავისდაუნებურად ახსენდებოდა ის დღე, ავტომატიანი პირველად რომ ნახა, პირველად რომ აუჩქარდა გული სიხარულისგან, პირველად რომ გაუღიმა ომს. ახსენდებოდა ავტომატიანის ყველა შეხება, მასთან ერთად წარმოდგენილი, დაგეგმილი მომავალი, ახსენდებოდა როგორ გააძლიერა მასთან შეხვედრამ, რამდენი რაღაც ასწავლა სულ რამდენიმე დღეში.. ახლა კი, როცა ყველა იმედი სათითაოდ გაუცრუვდა, ძალებიც სწორედ მათ გაატანა და იმაზე უფრო სუსტი დარჩა, ვიდრე ოდესმე ყოფილა..
ყველაფრის მიუხედავად იცის, რომ არ არსებობს ტკივილი, რომლის გადატანაც ადამიანის ძალას აღემატება, იცის, რომ ავტომატიანის გარეშეც შეძლებს ყველაფრის გაგრძელებას, ყველაფრის თავიდან დაწყებას, თუმცა ჯერ კიდევ ცდილობს, საკუთარი სულის დაბრუნებას, რომელიც ისევ ავტომატიანის წინ დგას უძრავად, და მის სახეზე ფიგურებს ხატავს..
*კოსტა.
ავტომატიანი გონს მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აფეთქების ხმა ესმის, როცა იარაღის გასროლის ხმა იმდენად დიდია, რომ მისგან თავის არიდებას ვერ ახერხებს.. ყველა გასროლაზე ანა ახსენდება, თავს ვერ პატიობს, რომ მის დაცვას ვეღარ შეძლებს, რომ გვერდით საგულდაგულოდ დაცული აღარ ეყოლება.. რომ ამ საზარელ ადგილებში მოუხდება ანას სიარული, სადაც თავისიანებიც კი აღარ დაინდობენ.. სადაც იმხელაზეა გამეფებული ომის ზიზღი და სახლში დაბრუნების სურვილი. მზად არიან ყველას ესროლონ, ყველას მოუსწრაფონ სიცოცხლე, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაიკეცება მათ წინ მომაკვდავი, მით უფრო მალე დამთავრდება ომიც..
ავტომატიანს ფიქრები ერევა ერთმანეთში, ისევ ცდილობს ანას გაეკიდოს, რამდენიმე ნაბიჯს რობოტივით ადგავს, თუმცა მალევე ჩერდება. კი, შეიძლება რამდენიმე გაკიდების შემდეგ ანა თავისთან დაიბრუნოს, მაგრამ.. ახსენდება რომ ანას გარდა უამრავი ადამიანია, ადამიანები მის ირგვლივ ტრიალებენ, მის გარშემო ბრუნავენ, ნაცნობები, უცნობები, ისინიც კი, ვინც ერთხელაც არ ჰყავს ნანახი.. თუ ანას გაეკიდება, თუ მთელ დროს მის მობრუნებაში დაკარგავს, სხვას ვეღარავის დაინახავს, საკუთარ პრინციპებს უღალატებს, ყველას უღალატებს, ვისაც ომის დამთავრებას დაპირდა.. ნაბიჯის გადადგმას კიდევ უფრო მეტად ვეღარ ახერხებს.. ახსენდება, რომ ანას ყველაზე მეტად ის მოსწონდა ავტომატიანში, რომ ის გმირულად იბრძოდა ყველასთვის, მოსწონდა, რომ ავტომატიანი, მისი ავტომატიანი, მხოლოდ ანას კი არა, მთელს სამყაროს გადაარჩენდა.. იცოდა, რომ ანას თუ არ გაუხარდებოდა, გაეღიმებოდა მაინც იმაზე, რომ ავტომატიანის არც ერთი ნათქვამი სიტყვა არ აღმოჩნდებოდა ტყუილი.. დიდი არეულობის შემდეგ, ძლივს დაალაგა ტვინში მოწოლილი აზრები და გადაწყვიტა ის გამხდარიყო, ვინც ყველას გადაარჩენდა ანას ჩათვლით და რაღა თქმა უნდა, ანასთვის.. ქოხში დაბრუნდა და ბიჭებთან ერთად გეგმის შემუშავება დაიწყო..
კატეგორია: რომანი | დაამატა: salommes13
ნანახია: 652 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
არჩვეულებრივი მიგნებაა!
avatar
0 Spam
2
მადლობა! <3
avatar