ავტომატიანი.(ნაწილიVII)
22.02.2018, 00:59
იქამდე სანამ კარი არ გაიღო და რამდენიმე ჯარისკაცი ერთად არ გამოცვივდა, ისე დაესხნენ თავს, იარაღის აწევაც კი ვერ მოასწრეს.. ვერ გაიგებდი ვინ ვის ურტყავდა, ვინ ვის ეფარებოდა, ვინ ვის ესროდა. ერთმანეთში არეული სისხლი უსასრულოდ იკვალავდა ბილიკებს.. ჯარისკაცების ყვირილი ანგრევდა შენობის სქელ კედლებს, სიმწრის ყვირილით დაიბზარა მთელი შენობა..
ავტომატიანი ანაზე იყო გადაფარებული, ერთადერთი რაზეც ფიქრობდა, მისი გადარჩენა იყო, ოღონდ ანას არ მოხვედროდა საბედისწერო ტყვია და მზად იყო სიცოცხლე დაეთმო მისთვის. ისე იქნევდა ხელებს, თითქოს რამდენიმე წამის წინ მკლავი არ გაეხვრიტათ ტყვიით..
ანამ პირველმა შეამჩნია, რომ სროლის ხმა შეწყდა, თვალები ფართოდ გაახილა და ერთმანეთზე ტომარებივით მიყრილ ჯარისკაცებს გადაავლო თვალი, ყველაზე მკაფიოდ ავტომატიანი დაინახა, მასზე წინიდან მიკრული, ჯერ კიდევ არ იშურებდა უმიზნო ტყვიებს.. ხელები შემოხვია და იარაღი ძირს დააშვებინა.
-დამთავრდა.
ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა და მის ჭრილობას დააშტერდა..
ავტომატიანი შეშლილი თვალებით უყურებდა თავის ჯარისკაცებს.. მკვდრებსაც რომ დასთამაშებდათ სახეზე სიამაყე.. ამაყობდნენ იმით, რომ ლაჩრებივით არ მოიქცნენ, ამაყობდნენ იმით, რომ მათი პრიორიტეტები სწორად იყო დალაგებული.. სიკვდილის ბოლო წამს მაინც უღიმოდა სიცოცხლეს ყველა და სწორედ ეს ღიმილი რჩებოდათ უკუნისამდე..
ავტომატიანს თვალებში ტკივილი ჩაუდგა, ვერ ეგუებოდა ამდენ გარდაცვლილს რომ ხედავდა, უნდოდა ყველა ფეხზე წამომდგარიყო და ერთად გაეგრძელებინათ ბრძოლა..
-უნდა წავიდეთ, ხელს შეგიხვევ.
კოსტა თავს უფლებას არ აძლევდა დაჭრილ მკლავზე ეფიქრა, ან როგორ უნდა სტკენოდა ხელი, როცა ამდენ გულგაჩერებულს უყურებდა ზემოდან. ანასკენ გატრიალდა, თავი მკერდზე მიაბჯინა.
-კოსტა, უნდა წავიდეთ!
არ იშურებდა ანა შეძახილებს, კოსტა კი სულ უფრო და უფრო ეკვროდა მესხს, თითქოს ცდილობს მასში დაიკარგოსო, მისი სხეულით დაივიწყოს საზარელი წარსული და მომავალიც სწორედ მასთან შეხებით შეიქმნასო.. აცნობიერებს რომ 26 წლის განმავლობაში პირველად შეეშინდა სიკვდილის. აქამდე რა სიტუაცია არ გამოუვლია, რა მდგომარეობაში არ ყოფილა, თუმცა ყოველთვის სიკვდილზე მაღლა იდგა, არასდროს აძლევდა თავს იმის უფლებას რომ შიშებს ემართათ, პირიქით, თავად მართავდა მათ.. ხოლო ახლა, როცა მის ზურგს უკან ანა იდგა, არ შეეძლო ასეთი თამამი ყოფილიყო! კი, რა თქმა უნდა, ანას მისამართით გასროლილ ტყვიას აუცილებლად შეაგებებდა თავის გულ-მკერდს, თუმცა სხვა მიზეზით სიკვდილის უკვე ეშინოდა, რადგან ამ უკანასკნელს ვერავინ შეიყვარებს ისე, როგორც ავტომატიანს უყვარს და ვერავინ იზრუნებს მასზე ისე, როგორც ავტომატიანი ზრუნავს.. და ახლა განგებამ რომ დააშოროს ანასთან როგორ გადაიტანს? როგორ გადაიტანს მარტო რომ დატოვოს თავისი სიყვარული..
ანასთვის ჯერ ხომ მხოლოდ ერთხელ აქვს ნათქვამი სიტყვა:"მიყვარხარ" და ისიც ისე, თითქოს სულაც არ იძახდა ანას მისამართით.. თუმცა ავტომატიანი თვლიდა, რომ სიტყვები ძალიან უაზრო, ფუჭი და არაფრის მომცემია თუ თან საქციელით მტკიცება არ ახლავს, არც კი აქვს მნიშვნელობა ცარიელ სიტყვებს.. ქმედება, მოქმედება, სწორედ ეს არის უპირველესი! როცა შენი საქციელი ისეთი მძაფრი და მრავალმხრივია, რომ არც სჭირდება სახელის დარქმევა ან სიტყვების ჩარევა.. ის ასე ცალკე მდგომიც კი ყველაფერს ამბოს უსიტყვოდ..
მიუხედავად იმისა, რომ ავტომატიანი სიტყვებს არასდროს იმოწმებდა სიყვარულის დასამტკიცებლად, ანამ მაინც ზუსტად იცოდა რომ კოსტას ის ყველაზე მეტად უყვარდა, ან როგორ შეიძლებოდა ამაში დარწმუნებული არ ყოფილიყო, როცა გადახედავდა ავტომატიანის საქციელებს.. როგორ შეიძლება ეს არ ეფიქრა როცა კოსტას ხელის შეხებაც კი ამბობდა ყველაფერს.. ანასაც ყოველთვის ასე სწამდა, რომ როცა გიყვარს, შენივე გრძნობები გამუნჯებს, თუმცა ენერგია მოზღვავებული მზად ხარ ყველაფერი გაიღო სიყვარულისთვის. თანაც ამ მდგომარეობაში ადამიანს საკუთარი თავი ხომ ყოველთვის გმირი ჰგონია, ყოვლის შემძლე გმირი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თავისი მეორე ნახევრისთვის.. მოკლედ, როცა სიყვარული ნამდვილია და გრძნობები უკიდეგანო, სიტყვები უბრალოდ არ არის საჭირო..
ერთმანეთზე შეშლილი ორი ადამიანი, ჯარისკაცების სისხლის გუბეში ისხდა უძრავად..
ერთმანეთს ეკვროდნენ ისე, თითქოს დაიღალნენ ცალ-ცალკე სხეულების ტარებით და გაერთიანება გადაწყვიტეს. ორი სულის ერთ სხეულში მოქცევა..
არ არსებობდა გეგმა, გამოსავალი, თუმცა არსებობდა სურვილი და განზრახვა, რომელიც რა თქმა უნდა, ომის შეჩერებას მოიაზრებდა, არა მხოლოდ ანასთვის და კოსტასთვის, ყველასთვის ვისაც ეს სტკენდა..
ავტომატიანი ანასთან ჩახუტებით ცდილობდა ძალების აღდგენას, ხოლო ანა ამ სიტუაციაშიც კი ამაყობდა კოსტათი, ადამიანით, რომელმაც ყველაფერი ერთდროულად ასწავლა და დაანახა. ზურგს უმაგრებდა თავის მცველს და იცოდა რომ მათი სიყვარული ყველგან გაიკვალავდა გზას, ისიც იცოდა, რომ თითოეული მათი შეხება ისტორიას დარჩებოდა..
კოსტამ დაკარგული ძალები ორმაგად მოიმატა და ფეხზე წამოდგა, მხოლოდ მაშინ იგრძნო როგორ ეწვოდა მკლავი, რა თქმა უნდა, ანასთან ტკივილი არ შეუმჩნევია და ჭრილობაზე ინსტიქტურად მიტანილი თითები მალევე მოიშორა. ანას ხელი გაუწოდა, ფეხზე წამოაყენა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას გასასვლელისკენ.
-საით?-გაოცებულმა იკითხა ანამ და ავტომატიანს თვალები დაუბრიალა, კოსტამ თითით ანიშნა ჩუმადო და ფრთხილი მოძრაობით დატოვა ჭიშკარი.
-იქ შესვლას აზრი აღარ აქვს, შეიარაღებულები იქნებიან, უკვე მიგვიხდნენ განზრახვას, ამიტომ ისევ მოგვიწევს გეგმის შეცვლა, სანამ ჰგონიათ რომ ჩვენც იქ დავამთავრეთ სიცოცხლე.
-ახალი გეგმა? კი მაგრამ..
თვალები აემღვრა ანას, რადგან იცოდა რომ აღარცერთი გეგმა გამოიღებდა შედეგს.
-ერთად სიკვდილი კი ძალიან რომანტიკაა გეთანხმები, მაგრამ მაინც გადარჩენა მირჩევნია. -გაიცინა კოსტამ, საერთოდ არ ჰქონდა იუმორის თავი, თუმცა ანას გამხიარულება უფრო მნიშვნელოვანი იყო.
-აქ გავჩერდეთ, მკლავს შეგიხვევ, თუ სისხლისგან დაიცალე, რომანტიკას სულ დავკარგავთ.
ძალით გაიცინა ანამაც და კოსტას თვალი ჩაუკრა. ავტომატიანს კიდევ უფრო გაუთბო გული იმ ფაქტმა, რომ ერთმანეთის ხასიათზე მოყვანა ასეთ სიტუაციაშიც შეეძოლოთ.
ანამ კოსტას მკლავი მისივე ზედით გადაუხვია, მაგრად მოუჭირა სისხლი რომ შეჩერებოდა და ფრთხილად, სველი ტუჩებით შეეხო მის სხეულს.
საზღვართანაც კი არ იყვნენ მისულები როცა დააფიქსირეს რომ აფეთქების ხმები კიდევ უფრო გაზრდილიყო.
-როგორც ჩანს ახალი ბიჭები კარგად მუშაობენ.-ირონიით ჩაიღიმა ავტომატიანმა და ზიზღით გაიხედა სასაკლაოსკენ.
-ყველაფერი თავიდან დაიწყო. -იმედთან ერთად სახის ფერიც წაუხდა ანას.
-ჩვენ გარეშე და თავიდან. -ღიმილით დაურთო ავტომატიანმა.
-ოდესმე დამთავრდება?
როტორიკული კითხვა დასვა ანამ და თვალი სივრცეს გაუშტერა.
-თუ გაიღიმებ დამთავრდება.
ღიმილით მოიქცია ანას სახე თავის ხელებში და იმედის მომცემად აკოცა შუბლზე, ანას სახე არ შეცვლია, ამიტომ კოსტამ ძალით გაუწელა ტუჩის კუთხეები.
-ამ სიტუაციაში ღიმილს და კარგ ხასიათს ნუ მომთხოვ კოსტა!
-შენს ღიმილს ყველა სიტუაციაში მოვითხოვ! ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი სულიერი მდგომარეობა, ამიტომ თუ ასე უნდა იყო, მირჩევნია სახლში დაგაბრუნო.
ანას ავტომატიანის სიტყვები ცუდად მოხვდა ყურში, თითქოს ცეცხლზე ნავთი დაუსხაო, ისედაც ისეთ განწყობაზე იყო, ყველაფერზე შეეძლო გაბრაზება და კოსტას ამ სიტყვებმა საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანა.
-სახლში დავბრუნდე? აქამდე თითქოს ჩემთან ერთად ყოფნა გინდოდა და ახლა სახლში მაბრუნებ?
სიტყვებს არ იშურებდა ანა, ყვიროდა როგორც შეეძლო, თუმცა კოსტას თვალებს ვერ უსწორებდა, ხან რას აშტერდებოდა, ხან რას..
ავტომატიანი თითქოს მის სიტყვებზე უნდა გაბრაზებულიყო, თუმცა ისე უყვარდა ანა, ვერ უბრაზდებოდა, ამიტომ მესხის ტიტინს უბრალოდ ბოხი ხმით გაუცინა. თავისკენ მიიზიდა ანერვიულებული ანა და გულში ჩაიკრა, აწეწილი თმა გაუსწორა, თავზე აკოცა, ყველანაირად ეცადა მის დამშვიდებას და გამოუვიდა კიდეც.. ხელები შემოხვია ზურგზე ანამ და თავი მის მკერდს მიაკრო.
-სულ აქ ხომ არ ვიქნებით?
-ცოტახანიც მოითმინე, რაღაცას მოვიფიქრებთ.
-რას მოვიფიქრებთ? -თვალები დაბლა დახარა ანამ და ხელები გაუშვა კოსტას.
-მგონი წასვლა სჯობს.
ანას თითქოს ეს სიტყვები ქვეცნობიერიდან აღმოხდა, შეშინებული მიაშტერდა კოსტას პასუხის მოლოდინში.
-არა!
მკაცრად წარმოთქვა სულ სამი ასო კოსტამ და აშკარა იყო, შეპასუხებას აზრი აღარ ჰქონდა.
-კოსტა მე აქ ძალიან დავიღალე, აღარ შემიძლია! აღარ მჯერა ამ ყველაფრის დასრულების, ვიცი ორივე მოვკვდებით და მართლა არ შემიძლია ვუყურო შენს სიკვდილს, არ შემიძლია კოსტა!
ავტოამტიანი ხმას არ იღებდა, ძეგლივით იდგა და ცდილობდა ანას სიტყვები როგორღაც გაეაზრებინა,თუმცა არ შეეძლო.
-არ ვიცი შენ რა გეგმა გაქვს, მაგრამ მე აქედან წასვლა მინდა, შენგან შორს ყოფნა მირჩევნია, მირჩევნია მთელი ცხოვრება ვიმარჩიელო ცოცხალი ხარ თუ არა, ვიდრე ხელებში ჩამაკვდე..
კოსტას სხეული გაეყინა, რამდენი რაღაც გამოიარეს ერთად და ვერ წარმოედგინა როგორ შეეძლო ანას ახლა მისი მიტოვება.
-ვიცი, ვიცი რომ არ მაპატიებ! ვიცი ჩემი საქციელი ლაჩრობაა და ისიც ვიცი, სულ რამდენიმე საათის ან დღის წინ სხვა რომ ასე მოქცეულიყო, გავკიცხავდი, გავაკრიტიკებდი, მაგრამ.. სხვანაირად არ შემიძლია, იმიტომ რომ.. იმიტომ რომ მართლა მიყვარხარ კოსტა..
-ანა, კარგად დაფიქრდი, ეს თამაში არ არის, კარგად გაიაზრე შენი გადაწყვეტილება, გთხოვ.
ავტომატიანს ცისფერ თვალებში ისევ ჩაუდგნენ სიმძიმეები..
-უკვე გადავწყვიტე.
-კი მაგრამ არ მესმის! აქამდე სულ საპირისპიროს იძახდი და აკეთებდი, ახლა რა მოხდა ანა? რა შეიცვალა?
ხელით ანჯღრევდა ავტომატიანი და ცდილობდა მისგან პასუხების გაგებას, თუმცა ამაოდ.. ის სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა.
ანამ გაყოლაზე უარი განაცხადა, ავტომატიანს ევედრა, რომ უკან არ გაკიდებოდა და ზურგი კიდევ ერთხელ აქცია..
მიდიოდა ანა და თან მიჰქონდა ავტომატიანის გული..
კოსტა უძრავად იდგა, სადამდეც შეეძლო იქამდე აყოლებდა თვალს ანას, გიჟდებოდა, რომ არაფრის გაკეთება შეეძლო, რადგან მესხს მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი მისი მიტოვება. არც სწყინდა, არც სტკიოდა, არც უხაროდა, მისთვის ეს ყველაფერი უკვე შეუძლებელი იყო.. უბრალოდ იდგა, იდგა და დაუსრულებლად ცდილობდა თავის თავში ანას საქციელის ახსნას.. უყვარდა, არ შეეძლო მისი გამტყუნება, ერჩივნა ყველაფერი თავის თავისთვის დაებრალებინა.. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ანასთვის ეს ყველაფერი უბრალოდ დიდი სტრესი იყო და ვერ შეძლო ემოციებთან გამკლავება, ის ხომ ასეთი პატარა იყო, ასეთი უსუსური და დაუცველი..
ოხრაობით გაუყვა ბილიკებს ავტომატიანი..
რა საკვირველია, ანას უყვარდა კოსტა, გიჟდებოდა მასზე, თუმცა ასეც ხდება, რომ ერთი ადამიანი დგას იმ სიმაღლეზე, სადამდეც სხვები უბრალოდ ვერ აღწევენ, ეს არ ცვლის ანას გრძნობებს და არც მას აკნინებს, უბრალოდ ბევრ კარგში და თუნდაც საუკეთესოში, ყოველთვის გამოერევა ის, ვინც ისტორიას შეცვლის..
კატეგორია: რომანი | დაამატა: salommes13
ნანახია: 772 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar