ჩუმი ვნება {თავი 2}
07.01.2018, 20:43
***********
საავადმყოფოში მეორე დღესაც მივიდა. ამჯერად ჰოლში მხოლოდ მოხუცები დახვდა. ონისეს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაშინვე პალატაში შესვლა დააპირა, თუმცა კაცის ხმამ შეაჩერა. 
-ყმაწვილო, პალატა გეშლებათ. -მოხუცის ხმაზე სახელურთან მიტანილი ხელი ჰაერში გაუჩერდა. 
-თინა ბერიძესთან  მივდივარ. -თმაჭაღარა მოხუცს გაუღიმა.
-ვინ ხარ თინასი? -დაეჭვებული მოხუცი სკამიდან ადგა და ონისეს წინ გაჩერდა.
-მისი შეყვარებული.  -ისე თქვა რომ სახის არცერთი ნაკვთი არ შეტოკებია. -თქვენ ბაბუამისი ხართ ხო?
-კი. 
-თინა ხშირად მიყვებოდა თქვენზე. -ტუჩები ღიმილის ნიშნად გაეწელა. მიხვდა მოხუცისგან თავს ვერ დაიხსნიდა და ასე მარტივად ვერ შევიდოდა პალატაში, ამიტომ ამ საბრალო მოხუცთან საუბარი გადაწყვიტა. 
-მე ონისე ვარ ჩოხელი. 
-გიორგი ბერიძე.-ამაყად განაცხადა მოხუცმა და ეცადა გაკვირვება არ შეემჩნია. -ეს ხატიაა, ჩემი ცოლი. -სკამზე მწუხარებისგან მთლად მილეული ხატია განადგურებული სახით იჯდა. 
-გამარჯობათ. -თინას ოჯახის წევრების ხილვამ, ისედაც დამძიმებული ონისე, უფრო მეტად დათრგუნა. ხვდებოდა რამხელა წვლილი მიუძღვოდა მათ უბედურეებაში და დანაშაულის შეგრძნება შიგნიდან ჭამდა. 
-ხატია, იცოდი რომ თინას შეყვარებული ჰყავდა? -ცოლს ჰკითხა გიორგიმ და ფეხებში ძალა მისუსტებული მის გვერდით დაჯდა. 
-არაფერი უთქვამს ჩემს საბრალო გოგოს ჩემთვის. -თვალიდან ობლად ჩამოუგორდა ხატიას ცრემლი. აწყლიანებული, შინაგანი ტკივილისგან ჩასისხლიანებული თვალებით მზერა მიაბყრო ჩოხელს. -პირველად ვხედავ ამ კაცს. 
-დიდი ხანი არ არის რაც  მე და თინა ერთად ვართ. არ უნდოდა გენერვიულათ, ამიტომ არ გიმხელდათ. 
-დაჯექი ბებო, მაღალი ხარ ძალიან, ქვევიდან ვერ გიყურებ. -სიბერისგან დანაოჭებული ხელები მოკიდა ონისეს ხელს და თავის გვერდით თავისუფალი ადგილისკენ ანიშნა.
უმძიმდა საბრალო მოხუცების მოტყუება, თუმცა სხვანაირად არ შეეძლო. მხოლოდ ამაში ხედავდა გამოსავალს. 
 * * *
 * * *
მანქანიდან ჩამოსული ჰაერით ივსებდა ფილტვებს. ჟანგბადის დიდი რაოდენობის მიუხედავად, გრძნობდა რომ ვერ სუნთქავდა. სუნთქვა უჭირდა და თავის ტკივილი მოსვნებას უკარგავდა. ჰაერში აწეული ხელი გაუშეშდა, ხმაურიან ამოსუნთქვას ამოაყოლა ის წუხილი, რომელიც უკვე ერთი თვეა მასში ბუდობდა. თავს ძალას დაატანა და ეზოს კარი გააღო.  პატარა ეზო ყვავილებით იყო სავსე, აშკარად ეტყობოდა ვიღაც გულმოდგინეთ რომ უვლიდა. როცა ეზოს თვალიერება დაამთავრა, მზერა ორსართულიან ხის სახლზე გადაიტანა რომელიც ვიზუალურად პატარა ხუთკუთხედს ჰგავდა. მოულოდნელად მშვიდი მზერა დაეძაბა როცა მეორე სართულის ერთ-ერთ ფანჯარასთან მდგარ გოგონას მოჰკრა თვალი. მისი სახე სწრაფათ გახდა მამაკაცის მზერის ობიექტი, წამით გონებაში ავარიის დღე ამოუტივტივდა და საფეთქლებთან ყრუ ტკივილი იგრძნო. 
სახლის ხის კარზე მორიდებით დააკაკუნა, მალე გააღო  მასპინძელმა კარი. 
-გამარჯობათ. 
-გამარჯობა, შემოდი შვილი, კარში რას დამდგარხარ. -ალერსიანი ხმით თქვა გაჭაღარავებულმა მოხუცმა და ხელით მისაღები ოთახისკენ ანიშნა ახალგაზრდას. 
 ვიწრო ჰოლი საკმაოდ პატარა და მოუხერხებელი იყო, იმდენად პატარა, რომ ახოვანი, ბრგე მამაკაცი ოდნავ მოუხერხებლად მიიწევდა მისაღები ოთახისკენ. თითქმის ყველა ნივთი ღია ყავისფერი ან თეთრი იყო. ოთახის დეკორაცია სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა, ლამაზიც კი იყო, თუმცა ონისეს სიმპატიას ვერ იმსახურებდა პატარა მოცულობის გამო. 
როცა ტერიტორიის "დაზვერვა" დაამთავრა, დაინახა საპირისპირო კარიდან გამომავალი გოგონა, რომლის სხეულზეც მხოლოდ თეთრი, ფარფატა კაბა იყო
შემოფარებული. თმა კი დაუდევრად ჰქონდა გაშლილი. 
როგორც კი ონისე დაინახა, ერთიანად დაიძაბა და ინსტიქტურად მზერა აარიდა. მამაკაცი წარბაწეული აკვირდებოდა გოგონას შიშველ ფეხებს, რომელიც მეტად გამხდარი და გრძელი იყო. ზაფხულის ამინდისთვის დამახასიათებლად გარუჯული. 
-დაჯექი შვილო, მე  დაგტოვებთ, ჩემს მოხუცთან გევალ, ასაკშია, ვინ იცის რა დროს დავჭირდები, გვერდში უნდა ვყავდე. -ხატიას აჭარული იმდენად მოსწონდა ონისეს, რომ ღიმილს ვერ იკავებდა. თანხმობის ნიშნად გაუღიმა მამაკაცმა. -თქვენ რამე ხომ არ გინდათ? კოფეს ხომ დალევ შვილო? 
-არა, მადლობა. არ შეწუხდეთ. -ერთი სული ჰქონდა როდის დარჩებოდა თინასთან ერთად მარტო. 
ხატია მალე გავიდა მისაღები ოთახიდან. ონისე მეტად გაშინაურდა და იქვე მდგარ ტახტზე დაჯდა. თინა ინტერესით უყურებდა მამაკაცს. ცდილობდა გაეხსენებინა იცნობდა თუ არა. გონების დაძაბვის მიუხედავად არაფერი გაახსენდა და ბოლოს დაასკვნა რომ მას პირველად ხედავდა. 
-დაჯექი.-ონისემ ფეხზე მდგარს უთხრა და თვალებით თავის წინ მდგარ სავარძელზე ანიშნა. თინა მიხვდა რასაც ამბობდა მამაკაცი და მაშინვე დაჯდა. გრძელი ფეხები დაბლა დაწია და გვერდით გაიტანა. თლილი გრძელი თითები მუხლებზე დაილაგა და მოკლე კაბა ოდნავ ქვევით დაქაჩა. წელში გამართულს თმები მარჯვენა მკერდს უფარავდა. 
-გზაზე რომ არ გადმომხტარიყავი ახლა ხომ ყველაფერი კარგად იქნებოდა?! არც მე გამტანჯავდა სინდისი და არც შენ იქნებოდი ამ დღეში!  -უკმაყოფილოდ შეკრა წარბები. 
გოგონა უყურებდა,  მაქსიმალურად ძაბავდა გონებას, თუმცა მის ყურთასმენას მამაკაცის სიტყვები არ წვდებოდა. ხედავდა რაღაცით უკმაყოფილო რომა იყო, ამის ახსნა კი არ შეეძლო. მეტად გაოცებულიც კი დარჩა მამაკაცის თვალებში კეკლუცი სხივების მაგივრად უკმაყოფილო, გაბრაზებული მზერა რომ იგრძნობოდა. 
ხელები ტუჩებზე მიიდო, მერე ყურებზე, მერე კი წინ გაიტანა და უარყოფის ნიშნად გაიქნია, რითიც ცდილობდა უცნობი ყმაწვილი გაერკვია მის მდგომარეობაში, რომელშიც უკვე ერთი თვეა იმყოფებოდა. 
-ხო, სწორედ ამაზე გელაპარაკები! -ონისემ უფრო მეტი უკმაყოფილობით თქვა. მის ხმაში, როგორც რისხვა, ასევე საოცარი სევდა და ტკივილი იგრძნობოდა. 
თინას მამაკაცის სიჯიუტე ახლა კი აღარ აოცებდა, უკვე აბრაზებდა. ისევ მიიდო ხელები ყურებზე, მერე ტუჩებზე და წარბშეკრული ხელის ჰორიზონტალური გაქნევით ცდილობდა მიეხვედრებინა, რომ არაფერი ესმოდა და არ შეეძლო საუბარი.
ონისეს იდაყვები მუხლებზე ედო, ერთმანეთში გადაჯვარედინებულ თითებზე კი ნიკაპი ჰქონდა ჩამოდებული და თვალმოუშორებლად აკვირდებოდა გოგონას ყოველ მოძრაობას. 
რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იჯდნენ, თინა უკმაყოფილო იყო უცნობი მამაკაცით და ამიტომ მის თვალბს მზერას არ არიდებდა. 
-თბილისში უნდა წაგიყვანო. -მოულოდნელად დაარღვია დუმილი. გადაწყვეტილების სისწორეში ასი პროცენტითა იყო დარწმუნებული. არ შეეძლო ბათუმში კიდევ დარჩენა, არც ის შეეძლო გოგონა ასე დაეტოვებინა და იქ მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ეს იყო. 
თინამ მოულოდნელად აიღო ტელეფონი და ტექსტური შეტყობინება დაწერა. 
-რადგან ვერ იგებ რას განიშნებ, იქნებ კითხვა იცოდე და მიხვდე რომ არ მესმის შენი! შეწყვიტე საუბარი! -ტელეფონი მაგიდაზე დადო ონისეს წინ და ცდილობდა თვალებში ჩამდგარი მლაშე სითხე ლოყებზე არ გადმოღვროდა.  როცა ონისემ წაიკითხა, თავი მაღლა აღარ აუწევია. ესემესში გოგონას ძახილის ნიშნები ღიმილს ჰგვრიდა. რა ექნა? ემესიჯა იმის გამო რომ მას არ ესმოდა? არა, კომუნიკაციისთვის სხვა ხერხი იყო აუცილებელი.
-როცა თბილისში ჩავალთ, პირველ რიგში სკოლაში შევდივართ. ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ. -საუბრის პარალელურად ადგა, ინსტიქტურად თინამაც იგივე გაიმეორა. ონისემ მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, როცა თინას სახეზე შიში გაუკრტა და ინსტიქტურად, დამფრთხალი უკან წაიწია, ონისემ  წარბშეკრულმა მოჰკიდა გოგონას მკლავებს ხელი და უკმაყოფილო ტონით უთხრა.
-ჩემი არ უნდა გეშინოდეს. - შეკრულ  წარბები გახსნა, რითიც ცდილობდა დამფრთხალი სილუეტი გაერკვია იმაში, რომ აუცილებლად უნდა დაეჯერებინა. 
თინა ვერ მიხვდა რა უთხრა, საუბარი რომ შეძლებოდა, ამ უცხო თავხედს ლანძღვით მოიშორებდა თავიდან, თუმცა არ იცოდა ვინ იყო და სავარაუდოთ სურვილიც არ ჰქონდა გაეგო. 
ონისემ კარის ხმა გაიგონა, თუმცა თინას ხელი არ გაუშვა. სურვილისგან აღტკინებულმა თავი ვერ შეიკავა და თინას თავზე ნაზად გადაატარა თითები. მის თმაზე შეხების სურვილი ჯერ კიდევ როდის ჰქონდა...
სწორედ ამ დროს  "სტუმარი" შემოვიდა. 
-რა ხდება აქ? -სტუმარმა იკითხა  ოდნავ დაძაბული ხმით და საეჭვოდ აათვალიერა ონისე. ონისემ როცა დაინახა იცნო ის და ამით უკმაყოფილოს ნაძალადევი ღიმილი გაუკრთა სახეზე.  თინას ხელი გაუშვა, თუმცა  გოგონას გვერდით გაჩერდა. მილიმეტრითაც კი არ გაუზრდია მათშორის მანძილი.
-და ხდება რამე? -მისი ხმ სავსე იყო ირონიული დ მეტად აგდებული ტონით. 
-რა გინდა აქ? 
-რა იყო, ამ სახლში პირველი სტუმარი ვარ? თუ ყველას ასე ხვდები? 
-კითხვას თავს ნუ არიდებ. 
-გიგლა, საუბრისას ტონი შეარბილე. -გიგლას საუბარი გამაღიზიანებლად ხვდებოდა ონისეს ყურთასმენას. 
-ონისე, ცუდად მიცნობ. -გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებშუა რითიც ანიშნა რომ ასე საუბარი არ გაუვიდოდა.
-ბათუმის ყველაზე უპერსპექტივო დიჯეი.  -სარკაზმით თქვა და მაგიდაზე დადებული ვაშლი აიღო, მერე კი სავარძელში დაჯდა, ფეხი-ფეხზე გადაიდო და საჩვენებელი თითით მიმართა. -კეთილი რჩევა: პროფესია შეიცვალე. -თვალი ჩაუკრა და ვაშლის მომდევნო ლუკმის დაგემოვნება დაიწყო. შეურაცხყოფილ გიგლას თავში სისხლი აუვარდა, ნერვებისგან ძარხვები დაებერა. აპირებდა მივარდნოდა ამ უკანასკნელს და ის ირონიით სავსე სახე დაემახინჯებინა, თუმცა თინა სწრაფად მიხვდა მის განზრახვას და მაშინვე მამაკაცის წინ დადგა. გოგონას მზერა სევდით იყო სავსე, სახე კი იმდენად შეშინებული, რომ გიგლას თავის შეკავების გარდა სხვა გზა არ რჩებოდა. 
-ვინ არის ეს კაცი და რა უნდა აქ? -რისხვით სავსემ, ოდნავ აწეული ხმით გამოსცრა კბილებშუა. -არ მჯერა რომ შენი შეყვარებულია!
-მას რას ეკითხები? ელი რომ გიპასუხებს? 
ონისეს სიტყვები როგორც ჩანს გიგლასთვის "პიკი" აღმოჩნდა, მაშინვე მოიშორა სწრაფი მოძრაობით თინა და მუშტით ონისესკენ წაიწია. 
-არც კი გაბედო კეკელიძე! -ირონიული მზერა მაშინვე შეეცვალა ხევსურს, სახის ყოველი ნაკვთი გაუცივდა და ზიზღით სავსემ სქელი წარბები შეკრა. ცივი და განრისხებული ხმით გამოსცრა კბილებშუა მამაკაცის გვარი. გიგლა  მისმა სიტყვებმა არ შეაჩერა, ამას ონისე მიხვდა და მისკენ დახრილი მამაკაცის მოსაშორებლად ნახევარი ძალით წინ გაქნეული ფეხი უთავაზა. როგორც ჩანდა მამაკაცი მის ამ ქმედებას არ ელოდა, როგორც კი მაისურზე ორმოცდაორი ზომის ფეხსაცმელი დაეხატა, მაშინვე ძირს დავარდა. ონისე სავარძლიდან წამოდგა, როცა თინას ცრემლით სავსე, შეშინებული სახე დაინახა, უსიტყვოდ დატოვა სახლი. 
რისთვის მოვიდა და რა გააკეთა? მისი ქმედება იმ გაფუჭებული ნერვების ბრალი იყო, რომელიც ავარიის შემდეგ დარჩა.
-მომინდომა ბიჭმა ეჭვიანობა. -ლუღლუღებდა თავისთვის და როგორც კი მანქანა აამუშავა, სწრაფად დაძრა ადგილიდან. 
დამიჯერეთ, არ ვიცი რაში სჭირდება ტყუილი, რატომ უნდა თავი თინას შეყვარებულად გამოაცხადოს, ერთადერთი რაც ვიცი, არის ის რომ თინასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს ჩოხელს.
ხედავთ, როგორ მოვასწარით მთელი ერთი თვის ამბავი ორი ფინჯანი ყავის ფონზე მოგვეყოლა?! მე ისე დავინტერესდი ამ ხევსურის გეგმებით და საბრალო თინას ბედით, რომ ცოტა არ იყოს ავღელდი, ამიტომ თხრობას ახლა ღვინის ფონზე გავაგრძელებ. 
ვიცი რომ გაინტერესებთ, მოთმინება მკითხველო.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 1225 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 2
avatar
1 Spam
1
კარგი იყო, განსაკუთრებით შენი კომენტარი მომეწონა
avatar
0 Spam
2
ვაიიიჰ მგონი ამ ისტორიას ჩემი ნერვული სისტემაც შეეწირება.
avatar